აშშ რუსეთს პასუხს მოსთხოვს, თუ დადასტურდა მისი გარიგება თალიბანთან

0
პენტაგონის ხელმღვანელობამ 9 ივლისს პირობა დადო, რომ აშშ-ი პასუხს მოსთხოვს მოსკოვს, თუ დადასტურდება გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთი ფულს უხდიდა თალიბებს ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროების დახოცვისთვის. აშშ-ის არმიის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია აქამდე არ დაუდასტურებია სამხედრო დაზვერვის სამსახურებს. მაგრამ გენერალმა პირობა დადო, რომ აშშ-ი აუცილებლად მიიღებს ზომებს, თუ ინფორმაცია მართალი აღმოჩნდება. აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, მარკ ესპერსსა და გენერალ, მარკ მილის კონგრესში მოუხდათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მას შემდეგ, რაც რამდენიმე წამყვან ამერიკულ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, თითქოსდა რუსეთი ფულს აძლევდა თალიბ ექსტრემისტებს, რათა ჯილდოს საფასურად დაეხოცათ ავღანეთში სამხედრო მისიით მყოფი ამერიკელი ჯარისკაცები. მანამდე ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ უარყო ცნობა და განაცხადა, რომ ეს არის "დაუსაბუთებელი და ანონიმური ბრალდებები". თალიბანის მეთაურთა წარმომადგენლობამ 27 ივნისს განაცხადა, რომ გაერთიანება გადაჭრით უარყოფს გამოთქმულ მტკიცებას. ამავე განცხადებით, "თალიბანი არ არის დამოკიდებული საიდუმლო სამსახურის ან უცხო ქვეყნის ქველმოქმედებაზე და ის არავის საჭიროებს სამიზნის განსაზღვრისთვის". შარშან ავღანეთში 20 ამერიკელი სამხედრო მოკლეს. არ არის ცნობილი, რომელი მათგანი გახდა ფულის სანაცვლოდ მკვლელობის მსხვერპლი. გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმისის" თანახმად, საიდუმლო გადახდის თაობაზე უკვე ცნობილია რამდენიმე თვეა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30717954.html
#ახალი_ამბები
#twitter
0