ღია ბიბლიოთეკა ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში.

0
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში “ღია ბიბლიოთეკა” გაიხსნა. ღია სივრცეში ბიბლიოთეკის გახსნის იდეა გულისხმობს იმას, რომ ზუგდიდის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ 1 თვით გადმოინაცვლოს ბოტანიკურ ბაღში და ღია სივრციდან მოემსახუროს მკითხველს. პროექტის ხელმძღვანელი სალომე გუგუშვი ამბობს, რომ ახალგაზრდებს არამხოლოდ წიგნების გამოტანა, არამედ სხვადასხცა სახალისო და შემეცნებით აქტივობებში შეეძლებათ მონაწილეობის მიღება. პროექტი ხორციელდება საქართველოს მოსწავლეთა თვითმმართველობის გაერთიანების მიერ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. #ზუგდიდი #ბოტანიკურიბაღი #ღიაბიბლიოთეკა #პროექტი #მერია #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
0