ქართველი მსახიობი რომელიც, Homeland-ის მე-7 სეზონში გამოჩნდა

0
?მისი დებიუტი კინოში შედგა 1984 წელს, თენგიზ აბულაძის ფილმში „მონანიება“, რომელიც მოგვიანებით კანის კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. ეს მსახიობი გახლვთ- მერაბ ნინიძე. საქართველოში მერაბმა 20-ზე მეტ ფილმში ითამაშა. ?მერაბ ნინიძემ ასევე პოპულარული ამერიკული სერიალის, Homeland-ის მეშვიდე სეზონში მიიღო მონაწილეობა. ის მეთერთმეტე სერიაში All in გამოჩნდა. ნინიძე რუსი დაზვერვის მაღალჩინოსნის, მიროვის, როლს ასრულებს. პირველად მერაბ ნინიძის პერსონაჟი სერიალის მეშვიდე სეზონის მეცხრე სერიაში, Useful Idiot გამოჩნდა - ამ ეპიზოდში მისი ხმა ისმოდა. ?ასევე მერაბი მონაწილეობს ბენედიქტ ქამბერბეჩთან ერთად ფილმ "Ironbark"-ში ?25 ნოემბერს International Emmy-ის 2019 წლის დაჯილდოება გაიმართა, სადაც BBC-ის სერიალი McMafia წლის საუკეთესო სატელევიზიო შოუდ დასახელდა. McMafia ბრიტანული სატელევიზიო არხის, BBC-ის 2018 წლის სერიალია, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე ასრულებს. ფილმი მაფიოზური დაჯგუფების შესახებ მოგვითხრობს და მერაბ ნინიძეც ერთ-ერთი გავლენიანი რუსი მაფიოზის, ვადიმ კალიაგინის როლს ასრულებს.
#news
#opinion
#actor
#goodactor
#georgianactor
#goodfilms
#photo
Tbilisi
0