ეროვნული გამოცდები უსაფრთოხების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს

0
ეროვნული გამოცდები უსაფრთოხების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა. "მეხუთე დღეა საგამოცდო პროცესში ვართ. მთელი ამ 5 დღის განმავლობაში ზედმიწევნით დავიცავით ყველა ის რეკომენდაცია რაც მოგვაწოდეს სპეციალისტებმა. რაც შეეხება დღევანდელ შემთხვევას, ცხადია ჩვენ ამისთვისაც ვიყავით მზად. სპეციალური სარეზერვო სივრცეები გვაქვს იმისთვის რომ ეს დანარჩენი 9 აბიტურიენტი მაქსიმალური უსაფრთხოების ზომების დაცვით და იმ რეკომენდაციების შესაბამისად რაც მოგვეწოდება, განვათავსოთ ამ სივრცეებში. რაც შეეხება მათი ნამუშევრების გასწორებას და მათ დამუშავებას. ამ კუთხით ისედაც ვაპირებდით, რომ ნაშრომებს გაევლოთ რამდენიმე დღიანი კარანტინი, ვინაიდან ეს იყო რეკომენდაცია. კარანტინის შემდეგ ხელთათმანის, პირბადის, ფარის გამოყენებით ჩვენი ოპერატორები დაასკანერებენ ნამუშევრებს, ანუ ამ კუთხითაც პრობლემა არ გვექნება. აბიტურიენტებს და მის გულშემატკივრებს მოვუწოდებთ გამოიჩინონ სიფრთხილე, გამოიყენონ პირბადე და დაელოდონ აბიტურიენტებს სახლში", - აცხადებს სოფიო გორგოძე. გამოცდები უსაფრთხოება
TbilisiDaily
0