ქალაქის საბჭოს წევრი პირველი ქუთაისელი ქალი - ცნობილი პედაგოგის უცნობი პოლიტიკური წარსული

0
1917 წლიდან ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიეცათ, რაც პოლიტიკურმა ძლებმა კარგად გამოიყენეს და საკანდიდატო სიებში არაერთი ქალი შეიყვანეს. მათ შორის იყოს ქალაქში ცნობილი პედაგოგი მარიამ ვარდოსანიძე. ის პარტიის მიერ წარდგენილი 60-კაციანი საკანდიდატო სიის პირველ ხუთეულში მოხვდა. მარიამი 1864 წელს ქუთაისში, მეწაღის ოჯახში დაიბადა. ის ბავშვობიდან აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმინობებში. 1891 წელს ქუთაისის საკვირაო სკოლა შექმნა, რომელიც 23 წელიწადს ფუნქციონირებდა. პერიოდულად ახორციელებდა საგანმანათლებლო პროექტებს, უსასყიდლოდ ამეცადინებდა გაჭირვებულებს... ის 1919 წელს ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის ხელმძღვანელად დაინიშნა. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში პოლიტიკურ საქმიანობაშიც ჩაერთო და საგანმანათლებლო მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყო. მონაწილეობდა სკოლებისა და ბიბლიოთეკების შექმნისა და საგანმანათლებლო ღნისძებების დაგეგმვა/განხორციელებაში. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ მარიამ ვარდოსანიძე ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას და შემდგომ წლებში მხოლოდ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. ის 1943 წლის 17 იანვარს გარდაიცვალა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com ქუთაისისისტორია
KUTAISIDAILY
0