ლავროვი „ოპტიმისტურად არ არის“ განწყობილი აშშ-თან იარაღის კონტროლის ხელშეკრულების,NEW START-ის, თაობაზე მოლაპარაკების შესახებ

0
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ის “განსაკუთრებით ოპტიმისტურად არ არის" განწყობილი აშშ-თან დადებული ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ ხელშეკრულების, NEW START-ის, მოქმედების ვადის გახანგძლივების თაობაზე. მოსკოვში, 10 ივლისს ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის მოთხოვნა, ჩინეთიც შეუერთდეს ხელშეკრულებას, ნაბიჯი, რომელიც უარყო ჩინეთმა, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ვაშინგტონმა უკვე გადაწყვიტა არ გახანძლივდეს ხელშეკრულების მოქმედებს ვადა, რომელიც იწურება გაისად, თებერვალში. გასულ თვეში აშშ-ის და რუსეთის ელჩებმა მოლაპარაკება გამართეს ვენაში იმის თაობაზე, თუ რით ჩაანაცვლონ ხელშეკრულება, მაგრამ ვაშინგტონს სურს, რომ ყოველგვარ სამომავალო ხელშეკრულებაში ბირთვული იარაღის შესახებ ჩართული იყოს ჩინეთიც. ჩინეთმა არაერთხელ უარყო სამმხრივი მოლაპარაკება ბირთვული იარაღის შესახებ, რადგან პეკინი თვლის, რომ მას ბევრად მცირე არსენალი აქვს, ვიდრე აშშ-სა და რუსეთს. NEW START-ის თანახმად, აშშ-სა და რუსეთს შეზღუდული აქვთ სტრატეგიული ქობინების რაოდენობა, თითოეულს 1550-მდე.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30719461.html
#ახალი_ამბები
#twitter
0