ქალბატონ ხათუნა ფერაძეს, მის შემოქმედებას, ფიდსელები უკვე კარგად იცნობენ, თავადაც აქტიური ფიდსელია, მაგრამ იმდენად თავმდაბალი და მოკრძალებული, რომ მისადმი მიძღვნილი პოსტების გაზიარებას თავს არიდებს. დღეს შემთხვევით ვნახე უცნობი ქალბატონის, მედეა ჩხეიძის ლექსი, რომელიც ზუსტად ასახავს ხათუნა ფერაძის ნიჭიერებას. ვიცი, რომ თავად არ დადებდა, ამიტომ , , მოვიპარე"თქვენთვის😀💖
მადლობა, ქალბატონო მედეა! 💖
რა საოცარი ხართ ქალბატონი , / ასეთი ხედვის, მუზის მფლობელი, / (მე გამახსენეთ ოგიუსტ როდენი...), / ღვთაებრივი გაქვთ განცდა და ნიჭი, / და ყოველივე ამის თქმა მიჭირს.../ ზღვის ტალღებივით ბობოქარ სულში, / როგორ ფაქიზად ძერწავთ ნაოჭებს, / თქვენს ფერწერაში თვალებიც ცოცხლობს, / და ყოველივე თქვენი მაოცებს!/ცხოვრობთ ტკივილით და სიხარულით, / უზენაესად ხართ ბედნიერი, /ასე ყოველმხრივ შემკული ქალი, / ფერთა ფ ე რ ე ბ ი თ ხართ მშვენიერი !/
მედეა ჩხეიძე
აქვე დავურთავ ხათუნას ლექსს და ნახატს😀💖
ასაკი რაა?!
ორნიშნა ციფრის და ფიქრების გროვა თავხედი!
მივლის გარშემო, თავს მახსენებს სეზონზე ერთხელ, -
ჰგონია, ამით შემაშინებს, გამაცამტვერებს!
ჩამეღიმება...
გამიტაცებს ფიქრის მდინარე,
წარსულს გაჩიჩქნის, მოგონებებს მომაყრის უხვად...
რეალობაში სულ ამიბნევს ცხოვრებას ნაჩვევს
და მაიძულებს სხვა ვეძებო–ბილიკი ველად...
არ მეშინია მე ასაკის, ვფიცავარ წრფელად!
წლები ვერ წამშლის–საუკუნეს მივართვი ძღვენი,
როგორ ვიდარდო მე ასაკი თავნებამ, ხელმა,
როცა წუთი მაქვს, წუთი დროსთან განაჯიბრები?!
ის წუთი მათბობს, მილამაზებს დღეებს დარდიანს,
მკვებავს და მაყრის მეოცნებე ფიქრებს ლაჟვარდის,
რად მინდა წლები, უმიზნო და გულის დარდია–
როცა წუთი მაქვს, წუთი ბედთან დანაჭიდები?!
ბედნიერება სხვა რა არის, გულის ხარკია,
არ აქვს წარსული, მომავალზე ფიქრსაც კი უფრთხის,
მისთვის საკვები დღევანდელი დღე და წამია,
წამი, რომელიც საუკუნეს უდაოდ უდრის!
22.07.2019წ.
ლექსისა და პორტრეტის ავტორი ხათუნა ფერაძე
იმედია, არ გამიჯავრდება😀💖