15 იანვარი

14
მთვარის მეცამეტე დღე 🌗🌗🌗მეორე ფაზა.

15 იანვარს დაბადებულები

15 იანვარს მოგზაურები, ფანტაზიორები იბადებიან - მეოცნებე და თავგადასავლების მოყვარული ადამიანები. ბედმა ისინი უხვად დააჯილდოვა. ამ დღეს დაბადებულები ქედუდრეკი და მიზანსწრაფული არიან. ისახავენ დიდ მიზნებს და, როგორი მიუწვდომელიც არ უნდა ჩანდეს ეს მიზანი, როგორც წესი, აღწევენ კიდეც მას. ახალგაზრდობაში ფინანსური პრობლემები აქვთ, მაგრამ ასაკის მატებასთან, გამოცდილების, სიბრძნის, ცოდნის შეძენასთან ერთად, თავისი ნიჭის გამოყენების უნარის წყალობით, აღწევენ სასურველ კეთილდღეობას, მატერიალური სფერო დროთა განმავლობაში სტაბილური ხდება. ოჯახური ცხოვრება ჰარმონიული და ბედნიერი აქვთ.
15 იანვარს დაბადებულების ცხოვრებას გმირობის თემა თითქოს ლაიტმოტივად გასდევს. ერთ დღესაც შეიძლება თავის თავში უშიშარი გმირის ნიჭი და ძალა აღმოაჩინონ და ამ მომენტიდან ექსტრემალურ სიტუაციებში ამ ძალის იმედზე არიან. თუ ეს ნიჭი თავად ვერ აღმოაჩინეს, მათ ამაში ბედი დაეხმარება, რომელიც სირთულეებისა და ბარიერების შექმნით ამ ძალის გამოჩენის შანსს მისცემს. მაგრამ სანამ ეს ძალა მათში თვლემს, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან. გმირობის აღმოჩენა საკუთარ თავში, როგორც წესი, 20-30 წლის ასაკში ხდება. ბავშვობაში გმირობაზე ოცნებობენ, ხშირად გმირის იდეალიც ჰყავთ, რომლის მიბაძვაც სურთ ცხოვრებაში.

მეკვლეს ინსტიტუტი

15 იანვარს ბევრ ოჯახში ბედობის დღეს აღნიშნავენ. მეკვლეს ელიან და ფიქრობენ როგორი კარგი ფეხითაც შევა ოჯახში მეკვლე მთელი წელი იმის მიხედვით წარიმართება.მეკვლეობა, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციიდან იღებს სათავეს. თვითონ სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე, მეკვლემ ოჯახისკენ მიმავალი გზა უნდა გაკვალოს. თუმცა კვალიც არის და კვალიც, და ეს კვალი, პირველ რიგში, "ფეხზეა" დამოკიდებული. ქართველი კაცი, უცხო ოჯახში რომ შედის, კეთილი იყოს ჩემი ფეხიო - ამბობს. უცხო ფეხის შემოდგმას ოჯახში სიმბოლური დატვირთვა აქვს და "კეთილი და ბოროტი" ფეხის ცრუ რწმენა ჩვენში მხოლოდ ახალ წელს არ უკავშირდება. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ღირსეულ ოჯახს სტუმრისთვის კარი ყოველთვის ღია უნდა ჰქონდეს, საახალწლო სტუმარს არა რაღაც "სასურველი", არამედ აუცილებელი სტატუსი ენიჭება. ამისთვის კი ეს საკითხი წინასწარ უნდა მოაგვარო. საერთოდ, მეკვლეს ძველ საქართველოში წინასწარ ირჩევდნენ. პირველ რიგში, ის ოჯახის ახლობელი და სასურველი სტუმარი უნდა ყოფილიყო. ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია. მაგრამ ისეთებიც არიან, ცხოვრებაში კაცისთვის არაფერი რომ არ უწყენინებიათ, მაგრამ მათი სტუმრობა თუ უბრალო დანახვა ვიღაც-ვიღაცეებს ცუდად აქვთ დაცდილი. მეკვლედ, რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანს არ დაპატიჟებ. "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი - კვალი ანგელოზისა", ასეთია მეკვლის დალოცვა. სხვადასხვა კუთხეში ეს რიტუალი სხვადასხვანაირი იყო. აღმოსავლეთ საქართველოში მეკვლე ვენახში შედიოდა და საგანგებოდ შენონახულ ყველაზე დიდ მტევანს, კარგ "ყოჩ ვაზთან" დაწურავდა იმის ნიშნად, რომ წელი მოსავლიანი ყოფილიყო. სხვა შემთხვევაში, მეკვლეს ხორბალი შემოჰქონდა და იატაკზე მთესველივით ფანტავდა".

მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს 

ღირსი მამის სერაფიმ საროველის ხსენების დღეს.            
”არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას... რაც დაღუპავს რუსეთს" ეს მისი ცნობილი შეგონებაა.

დღის საკითხავი:

მე ვთხოვდი ღმერთს წაეღო ჩემი სიამაყე, და ღმერთმა მიპასუხა - არა.მან მითხრა, რომ სიამაყეს არ ართმევენ - მას უარჰყოფენ.
მე ვთხოვე ღმერთს განეკურნა ჩემი საწოლზე მიჯაჭვული ქალიშვილი.
ღმერთმა მითხრა - არა. მისი სული საიმედო ხელშია, ხოლო სხეული მაინც მოკვდება.
მე ღმერთს ვთხოვე მოეცა ჩემთვის მოთმინება, და ღმერთმა მითხრა - არა.მან მითხრა, რომ მოთმინება ჩნდება გამოცდის შემდეგ - მას არ აძლევენ, მას იმსახურებენ.🙏
მე ვთხოვე ღმერთს ეჩუქებინა ჩემთვის ბედნიერება, და ღმერთმა მითხრა -არა.              
მან მითხრა, რომ ის კურთხევას იძლევა, მაგრამ ვიქნები, თუ არა ბედნიერი, ჩემზე არის დამოკიდებული.                              
მე ვთხოვე ღმერთს ავადმყოფობისგან დაცვა, და ღმერთმა მითხრა - არა.                
მან მითხრა, რომ ტანჯვა ადამიანს აიძულებს ზურგი აქციოს ყოველდღიურობას და მასთან მივიდეს.                            
მე ვთხოვე ღმერთს, რომ ჩემი სული გაეზარდა, და ღმერთმა მითხრა - არა.                                
მან მითხრა, რომ სული თავად უნდა გაზრდილიყო.                        
მე ვთხოვე ღმერთს ესწავლებინა ჩემთვის ადამიანების შეყვარება ისე, როგორც მას ვუყვარვარ მე.      
როგორც იქნა - თქვა ღმერთმა - შენ მიხვდი რა უნდა გეთხოვა ჩემთვის.                                          
მე ვთხოვე და ღმერთმა გამომიგზავნა განსაცდელი, რომ გამოვრწთობილიყავი.                    
მე სიბრძნე ვთხოვე - და ღმერთმა გამომიგზავნა პრობლემები, რომლის მოგვარებას დიდი ძალისხმევა სჭირდება.                  
მე ვთხოვე სიმამაცე - და მან განსაცდელი გამომიგზავნა.          
მე სიყვარული ვთხოვე - და მან უბედური ადამიანები გამომიგზავნა, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებოდათ.          
მე ვთხოვე კეთილდღეობა - და ღმერთმა შესაძლებლობები მომცა.                                              
მე არ მიმიღია არაფერი, იქიდან, რაც მინდოდა - მაგრამ მე მივიღე ყველაფერი, რაც მჭირდებოდა.  
ღმერთმა შეისმინა ჩემი ლოცვა🌟🌟💖

დედა ტერეზა 

ბედნიერ უქმეებს გისურვებთ🌟🌟🌟

14