ორი ტიპი.

0
მე მინდა მიგიყვეთ, წარმოსახვით ადამიანებზე, ისტორიები, რომელიც დაგაფიქრებთ და დაგანახებთ თქვენს რაოდენ მნიშვნელოვანია ცხოვრებაში დროის ეფექტურად გამოყენება, თუ გინდათ რომ დიდ წარმატებას მიაღწიოთ, ეს ადამიანები არ არსებობენ რეალურ ცხოვრებაში თუმცა მათში შესაძლოა თქვენი თავის დანახვა, მერწმუნეთ თუ კარგად გაანალიზებთ მათ შეცდომებსა თუ სწორ გადაწყვეტილებებს, ეს აუცილებლად გამოგადგებათ რეალურ ცხოვრებაში. გიყვებით ორ ადამიანზე რომლებმაც თავიანთი დრო რადიკალურად დააფასეს. შემდეგ თუ გინდათ მათ თქვენი სახელი დაარქვით გიტოვებთ ამის საშუალებას, მე უბრალოდ ტიპი.1 და ტიპი.2-ით მოვიხსენიებ. მსოფლიოში არსებობს ორი ტიპის ადამიანი, რომელთა წარმატებაც ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ორივეს თეორიულად ერთნაირი მიზნები აქვთ თუმცა პრაქტიკაში განხორციელებას მხოლოდ ერთი ახერხებს, არცერთს არ აქვს წინაპირობა წარმატებული მომავლისა, ეს მხოლოდ მონდომებაზეა დამოკიდებული. ორივე ტიპს ერთი და იგივე ისტორია აქვს, ისინი ყოველდღიურად მუშაობენ ფაქტიურად სახლში მხოლოდ ძილისთვის ბრუნდებიან. ტიპი.1-ს აქვს სურვილი სამსახურიდან ძილისთვის დაბრუნებულს კომფორტულად მოწყობილი სახლი დახვდეს მაგრამ ამისთვის მას დრო არ ჰყოფნი, სულ მუშაობს, სახლში მარტო ძილისთვის მოდის და შემდეგ ისევ სამსახურში ბრუნდება, ასეთ რუტინაში უწევს ცხოვრება, აქედან გამომდინარე ტიპის სახლში არსებული საქმეები ვერ კეთდება. მოხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევა, თუ გინდათ ამ შემთხვევასაც პანდემია უწოდეთ, აქტუალური თემაა მაინც. ტიპს დროებით გამოუშვებენ სამსახურიდან რაღაც მიზეზების გამო, ახლა იძულებულია თავისი დროის დიდი ნაწილი სახლში გაატაროს ფაქტიურად ახლა უკვე მას საკმარისზე მეტი დრო აქვს სახლის საქმეებს შეუდგეს განავითაროს სახლის არეალი და მოაწყოს ეზო, ისე როგორც მას წარმოსახვაში ჰქონდა მაგრამ ამას დროის ფაქტორის გამო ვერ აკეთებდა, ახლა უკვე შემოტრიალდა რადიკალურად ყველაფერი, ყველაზე მაგარი რაც არის ტიპი.1 აცნობიერებს, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ დაუბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას და ეს დრო რასაც იგი სახლში ატარებს პროდუქტიულად უნდა გამოიყენოს და აღმოფხრას ყველა ის ნიუანსი რაშიც სუსტია და შემდეგ უკვე როცა ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდება ახალი გარემონტებული სახლით და კომფორტულად მოწყობილი ეზოთი შეხვდეს, ადაპტირებულ ცხოვრებას
ტიპი2-ც იგივეს ფიქრობს თეორიულად. მასაც იგივე პრობლემა აქვს და ამის მოგვარება სურს სახლის კომფორტულად მოწყობით. მაგრამ მოვლენები ასე ვითარდება: ტიპი.2 ვერ მოიკრებს ძალებს და უნიათო გამოდგება, იგი ამ დროს გაფლანგავს გართობაში და დასვენებაში, შესაბამისად სახლიც და მისი ეზოც ისევ ისეთი მდგომარეობით შეხვდება ადაპტირებულ ცხოვრებას როგორიც აქამდე ხოლო ტიპი.1 ამ დროს პროდუქტიულად გამოიყენებდა და არ დაელოდებოდა უსაქმურად ჩვეული ცხოვრების დაბრუნებას ყველაფერს მაგრად მოაწყობდა და უკვე როცა ყველაფერი ჩაივლიდიდა ტიპი2-სგან განსხვავებით რომლებმაც ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა და არაფერი გააკეთეს, ეს უკვე მათთან უპირატესობაში იქნება და სამსახურიდან დაბრუნებულს კომფორტულად მოწყობილ სახლში დაიძინებდა ეს მას შესაძლებლობას მისცემდა აღარ ეფიქრა სახლის საქმეებზე და სრულიად კონცეტრირებული ყოფილიყო სამსახურზე ეს კიდევ წინაპირობა იქნებოდა დიდი წარმატების. ასეც მოხდა როდესაც ტიპები ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდნენ ტიპი-1 უფრო მაღალ თანამდებობაზე გადავიდა რადგან კარგად და ეფექტურად ასრულებდა მის სამუშაოს, იგი სრულიად იყო კონცეტრირებული სამსახურზე. ხოლო ტიპი-2 ისევ იმ პოზიციაზე დარჩა რაც პანდემიამდე იყო, რადგან სამსახურის პარალელურას ცდილობდა სახლის მოწყობას, რაც დროს ართმევდა და სამსახურის შემდეგ დასასვენებლად მისული სახლის საქმეებით კავდებოდა, ეს ყოველივე მას არ აძლევდა სამსახურში სრულფასოვამი მუშაობის შესაძლებლობას, და აქედან გამომდინარე დაწინაურების პერსპეკტივაც გაუქრა. მჯერა რომ შენ მიხვდები, ვინც ჩემი პატარა მაგალითი რომელიც თქვენთვის მოვიყვანე და თუ კი ეს თქვენ გაიაზრეთ აუცილებლად დაგანახებთ ტიპი2-ის შეცდომებს და ტიპი1-ს სწორ გადაწყვეტილებებს შეადარებთ და თუ ოდესმე მსგავს სიტუაციაში ჩავარდებით არაქვს მნიშვნელობა ეს სახლის საქმეები იქნება თუ უბრალოდ ნათესავების ნახვა აუცილებლად გაანაწილებთ დროს ეფექტურად, რაც თქვენთვის წარმატების საწინდარი იქნება
Feedc
#feedcgrant
#ბიზნესი
0