აია-სოფია მეჩეტია - ისტორიული გადაწყვეტილება

0
თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა. აღნიშნული ნაბიჯი თურქეთის ხელისუფლებას შესაძლებლობა მისცა აია-სოფია მეჩეთად გადაეკეთებიმა, რაც გააკეთეს კიდეც. შესაბამის ბრძანებას ქვეყნის პრეზიდენტმა, რეფეფ ტაიპ ერდოღანმა ხელი უკვე მოაწერა. 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძამებით აია-სოფია მუზეუმად გადაკეთდა, იმის შემდეგ 85 წლის მანძილზე მუზეუმის სტატუსი ჰქონდა. მმართველი AKP-ს თქმით, მუსტაფა ქემალის ხელმოწერა იყო ყალბი, ხოლო ეს გადაწყვეტილება არალეგიტიმური. შეგახსენებთ, ცოტა ხნით ადრე იუნესკომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ აია-სოფია იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი, ამიტომ მისი სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ორგანიზაციას წინასწარ უნდა ეცნობოს.
#news
#politics
#turkey
#hagiasophia
#erdogan
#mosque
#istanbul
#middleeast
#ახალიამბები
#პოლიტიკა
#თურქეთი
#აიასოფია
#ერდოღანი
#ახლოაღმოსავლეთი
0