ენგურის ხიდი 13 ივლისს გაიხსნება.

0
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 13 – 17 ივლისს, ენგურის ხიდზე ისევ გაიხსნება "ჰუმანიტარული კორიდორი" და საქართველოდან აფხაზეთის რეგიონში დაბრუნების მსურველები გადასვლას შეძლებენ. 5 დღის განმავლობაში, ორშაბათიდან პარასკევამდე, ე.წ. საკონტროლო - გამშვები პუნქტის კვეთას მოქალაქეები დილის 9 - დან საღამოს 19 საათამდე შეძლებენ. აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილება ჯერჯერობით აკრძალულია #აფხაზეთი #სამეგრელო #საქართველო #ჰუმანიტარულიკორიდორი #ენგურისხიდი #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
0