13 votes
2 comments
9 shares
Save
ჩვენი უსაფრთხოება დაბალ ფასად
206 reads
DroidLine
Kutaisi · 3 weeks ago

შეიძლება ზოგადად ადამიანმა არ იცოდეს რომელიმე ბრენდის სმარტფონის შესახებ მაგრამ აუცილებლად ეცოდინება ზოგადად კომპანიის სახელი.დაწყებული ბიუჯეტური სმარტფონებიდან , დამთავრებული ე.წ Flagship Killer-ებით და სხვა, ჩინური მწარმოებლები ძალიან ძალიან ბევრ სმარტფონს აწარმოებენ და არამარტო სმარტფონებს, ძალიან ბევრ Gadget-ებს რომლებიც არის კარგი მონაცემების მქონე და ფასიც საკმაოდ დაბალი აქვთ.

ბოლო დროს გახმაურებულმა საქმეებმა კი რომელიც Xiaomi-ს ეხებოდა, შეაშფოთა მოსახლეობა , იქედან გამომდინარე რომ უსაფრთხოება კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

რამდენიმე კვირის წინ, Forbes-ის განცხადებით , უსაფრთხოების Researcher-ებმა Gabriel Cirling-მა და Andrew Tierney-მ განაცხადეს, რომ Xiaomi-ს Web Browser-ი აგროვებდა მონაცემებს , თანაც Incognito რეჟიმში.

ამაში შედიოდა ყველა ის URL რომელიც მომხარებლის მიერ იყო მონაძებნი და ზოგადად ყველა ის ინფორმაცია რომელიც იქნა ჩაწერილი ამ Browser-ში , ეს ეხებოდა Mi Browser Pro-ს და Mint Browser-ს. ორივე Browser-ს ერთად აქვთ 15 მილიონზე მეტი გადმოწერა Play Store-დან .

ამ ყველაფრიდან ჩნდება კითხვა, ღირს კი ეს იაფი სმარტფონები ჩვენი უსაფრთხოების ფასად?

Xiaomi აგროვებს Data-ს(და არამარტო Xiaomi)

მართალია ისიც, რომ Data-ს შეგროვება უკვე სასწაულებრივი რამ აღარ არის რადგანაც ყველა კომპანია აგროვებს მონაცემებს, მაგრამ ყველაფრს აქვს მისი ზღვარი და ამ ზღვარს Xiaomi უკვე საკმაოდ გასცდა. თუ ჩვენ დავეყრდნობით Cirling-ის განცხადებას მაშინ შეგვიძლია ვთქვათ ის , რომ კომპანია იყენებს უნიკალურ ნომრებს რომლებიც შემდგომ ახდენს მომხამრებლის და სმარტფონის ამოცნობას. Forbes-ზე დაყრდნობით კი "სმარტფონი ასევე იწერდა იმას თუ რა ფაილები იყო გახსნილი მომხარებლის მიერ და რამდენჯერ იყო ეკრანი მომხარებლის მიერ და-Swipe-ებული, ამ ყველაფერში ასევე შედიოიდა Status Bar და პარამეტრების გვერდიც".

Xiaomi-მ ამაზე მყისვე მოახდინა რეაგირება და ყველანაირი ეჭვი გააქრო და ამ ყველაფერს ასევე ყალბი უწოდა.

როგორც მათ თავიანთ Blog Post-ში განაცხადეს, ჩინური მწარმოებლები, ყველა ანონიმურად აგროვებდა ამ Data-ს და ესეც არ იყო გასაკვირი რადგანაც ზოგადად სტანდარტია ეს რომ მწარმოებელმა და ინდუსტრიამ უნდა შეაგროვოს რაღაც სახის მონაცემები რომ შემდგომ უფრო გააუმჯობესოს მისი პროდუქცია მაგრამ ცხადია ქმედებები სიტყვებზე უფრო მყარია.

ამ ყველა განცხადების შემდგომ კი Xiaomi-მ გამოუშვა განახლება რომელიც საშუალებას აძლევდა მომახრებლებს რომ გაეთიშათ Data Collection-ი Incognito Mode-ის გამოყენების დროს.

კარგი და პრობლემა მოგვარდა ხო? რა თქმა უნდა არა !

ცხადია რაღაც გასათიში ღილაკის დამატება მომხარებლებს თავს დაცულად ვერ აგრძნობინებს. ეს კიდევ უფრო მიუთითებს იმაზე რომ Xiaomi მართლა აკეთებდა ამ ყველაფერს და უბრალოდ ფორმალურად განაცხადა რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო.

რატომ აგროვებს Xiaomi ამ ყველა ინფორმაციას პირველ რიგში?.

თუ ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოების პირველ ადგილზე დაყენებაზე, რადგანაც განაცხადეს რომ ეს მათთვის პირველ ადგილზე იდგა. ცხადია ზუსტი საიტების ისტორია საერთოდ არ არის საჭირო რათა რაიმე გააუმჯობესო რადგანაც უბრალოდ ზედმეტი რაღაცაა იქედან გამომდინარე რომ არავის საქმე არაა ზოგადად მომხმარებელი რომელ საიტზე შევა.

არ ფიქრობთ რომ უკვე დასამალი აღარაფერია?

იქედან გამომდინარე ვამბობ ამას, რომ ის რაც ჩვენ დავსერჩეთ, ის უაზრო კითხვები,ის საიტები რომლებიც მოზარდებზეა გათვლილი, ის ვიდეოები რომლებსაც ვუყურეთ Incognito Mode-ში . ყველაფერი ეს უკვე იმ კომპანიის ხელთაა ვის სმარტფონსაც ვიყენებთ.

თუ თქვენ ამ ყველაფერთან ხართ მარტივად რომ ვთქვათ, კომფორტულად , მაშინ ცხადია ეს არ გაღელვებთ მაგრამ არის ხალხი რომელთაც ჭირდებათ უსაფრთხოება. ცხადია 100%-ით დაცული არაფერია ამიტომ შეიძლება Xiaomi-ს Data სერვერებიდან ვინმეს ინფორმაციამ გაჟონოს და შემდგომ ისეთ ადგილზე აღმოჩნდეს სადაც რეალურად არ უნდა იყოს.

Xiaomi აცხადებს , რომ მის მიერ შეგროვებული მონაცემები არის სრულიად ანონიმიზირებული, რაც უარყვეს Data და Security Researcher-ებმა. ჯერ თუ Xiaomi-ს მხარეს დავიჭერთ ამ საუბარში, მაინც შეიძლება იყოს იმის ეჭვი, რომ ეს ე.წ ვითომ "ანონიმიზირებული" მონაცემები რომელიმე მომხმარებელთან შეიძლება პირდაპირ იყოს კავშირში და ამაში იმას ვგულისხმობ რომ მაგალითად შეიძლება იყოს ისე რომ პირდაპირ ეწეროს ადამიანის სახელი და ცალკე იყოს გამოყოფილი მისი დანართი სადაც იქნება ჩამოწერილი ის საიტები რომლებზეც ეს მომხარებელი იყო ნამყოფი (ძალიან მარტივი პრინციპია).

Xiaomi-ს შემთხვევაში , დამატებით ამ Toggle Off პარამეტრები პირიქით გამაღიზიანებელია იმიტომ რომ პირდაპირ მიუთითებს , Xiaomi-ს მონაცემების შემგროვებლობაზე. ცხადია ჩინური მწარმოებელი კომპანიები კიდევ გააგრძელებენ Incognito-დან ინფორმაციის შეგორვებას სანამ მომხარებლები არ გათიშავენ იმ ე.წ Incognito Mode Data Collection-ს(და არამარტო).

ეს კი ჩვეულებრივი საშუალო დონის მომხარებლისათვის არანაირად არაა სასარგებლო იქედან გამომდინარე რომ ძირითადად არ აინტერესებს ეს ჩართვა/გათიშვა როგორ ხდება და შეიძლება დატოვოს ჩართული, შემდგომ კი არც ისე კარგი რამ მოხდეს.

ამას ემატება კიდევ ის რომ Xiaomi არის მეოთხე უდიდესი სმარტფონების მწარმოებელი თუ დავეყრდნობით Market Share-ის მონაცემებს. ამაში კი ცხადია მილიონობით მომხარებელი შედის.

ღირს კი ჩვენი მონაცემების ასე მარტივად გადაცემა ამ კომპანიებისათვის , იაფი პროდუქციის ნაცვლად?

ვიცი , რომ ძალიან ბევრი იტყვის რომ თუ Browser-შია პრობლემა უბრალოდ გამოცვალეო , ათასობით Browser-იაო , შეიძლება არის კი სხვა ბევრი უკეთესი, მაგრამ ფაქტია რომ ისევ Xiaomi-ს სმარტფონი გაქვს და მონაცემები მაინც შეგროვდება , რაც არ უნდა შეცვალოთ. Xiaomi ასევე მის თავს ინტერნეტ კომპანიას უწოდებს რადგანაც სმარტფონებიდან შემოსავალი ძალიან მცირე აქვთ. ამიტომ მათ რაიმეთი ხომ უნდა აუნაზღაურდეთ ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე დაბალ ფასიანი სმარტფონის სანაცვლოდ აგროვებენ მონაცემებს.

ჩნდება კითხვა, დამთავრდება თუ არა ეს ყველაფერი ოდესმე? ცხადია არა , ან იქამდე სანამ ეს კომპანია არ გაკოტრდება მაგრამ მეეჭვება.

საბოლოო ჯამში 21-ე საუკუნეში თუ უსაფრთხოდ გინდათ იყოთ და დარწმუნდეთ იმაში , რომ თქვენს მონაცემებს ბოროტად არავინ შეაგროვებს და ცუდად არ იქნება გამოყენებული, მაშინ ჯობია სახლში ინეტერნეტი გათიშოთ და ყველა სოციალური ქსელი გააუქმოთ რადგანაც სხვანაირად ეს არ მოხერხდება. აქედან გამომდინარე მონაცემებს ყველა კომპანია აგროვებს მაგრამ Xiaomi-ს ზედმეტი მოუვიდა.

თუ უსაფრთხოება გინდათ, 100%-ით დაცული ვერცერთ კომპანიასთან თანამშრომლობით იქნებით, მაგრამ არის ბევრი და საკმაოდ კარგი ვარიანტი ამ მხრივ. ამიტომაც არ მიკვირს , რომ ხალხი Apple-ის სმარტფონებისაკენ მიიწევსა.

დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს და როგორც ყოველთვის,

მადლობა ყურადღებსათვის

Peace ✌

#feedcgrant Feedc
DroidLine
Kutaisi · 3 weeks ago
13
Write a comment
9