COVID 19 -ი ს 8 ახალი შემთხვევიდან 3 იმპორტირებულია- 5 ერთი ოჯახის წევრია

0
8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, სამი საკარანტინო სივრცეებში დადასტურებული შემთხვევაა. სამივე იმპორტირებულია. დანარჩენი ხუთი გახლავთ დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ხუთივე ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრია და მათი ინფიცირების წყარო ოჯახის ერთ-ერთი წევრი, სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ინფიცრებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც - 4 წლის და ერთ წლამდე ასაკის ბავშვები. საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 981 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 851 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 31 მოქალაქეა გადმოყვანილი. კარანტინის რეჟიმში 4851 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 231.
0