9 votes
0 comments
0 shares
Save
3 views
Current News
Tbilisi · 10 months ago

კახა კალაძეს ქუჩაში სიმღერა მიუძღვნეს


m.palitravideo.ge
Current News
Tbilisi · 10 months ago
Similar Posts
Sokhumi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
აფხაზეთში გაბატონებული კრიმინალი და რუსეთის როლი
ნოემბრის ბოლოს აფხაზეთში რამდენიმე მძიმე დანაშაული მოხდა, რამაც აფხაზურ საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. 22 ნოემბერს, დაახლოებით 14:30 წუთზე სოხუმის სანაპიროზე დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს ორი კრიმინალური ავტორიტეტი – ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. სროლის დროს დაიჭრა რესტორან „სან-რემოს“ მიმტანი, 21 წლის დომინიკა აქირთავა. კომაში მყოფი აქირთავა 3 დეკემბერს გარდაიცვალა. 24 ნოემბერს, დაახლოებით დღის ხუთ საათზე სოხუმში გაიტაცეს არმენ გრეგორიანი, რომელიც სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს გაათავისუფლეს. 28 ნოემბერს გაგრაში მკერდისა და მკლავის არეში დაჭრეს გიორგი სტეფანიანი. მომხდარ კრიმინალურ ფაქტებზე საზოგადოებამ ნამდვილად მოახდინა რეაგირება, მაგრამ ეს რეაქცია იყო წინააღმდეგობრივი. ერთი მხრივ, ოპოზიციურმა დეპუტატებმა მთავრობა გააკრიტიკეს, ხოლო 2 დეკემბერს საზოგადოების ნაწილმა პროტესტი ქუჩაში გამოხატა. იმავე დღეს ხაჯიმბამ გაათავისუფლა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი გარი არშბა, მთავარი პროკურორი ზურაბ აჩბა და მისი მოადგილე – ესშოუ კაკალია. საკადრო ცვლილებები ერთი შეხედვით ლოგიკური შედეგი იყო, მაგრამ 5 დეკემბერს დე ფაქტო პრეიზდენტმა ხაჯიმბამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებაზე საზოგადოებრივ აზრს არ მოუხდენია გავლენა. მეორე მხრივ კი, როდესაც სოხუმის ცენტრში ორი კრიმინალური ავტორიტეტი მოკლეს – სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილმა ამ ავტორიტეტების მიმართ სიმპათიები არ დამალა. მოკლულ კანონიერ ქურდებს მიუძღვნეს ლექსები, გაიხსენეს, თუ რა პატივისცემას იმსახურებდნენ ისინი და რა „წესრიგი“ მოჰქონდათ ქუჩებში. დანაშაულის მიმართ საზოგადოების წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება სხვა გახმაურებული მოვლენების დროსაც გამოჩნდა. 12 ივლისის ღამეს სოხუმის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს აინარ კვიწინია, ხოლო ლეონ კვიწინია ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიებამ ცხელ კვალზე დაადგინა, რომ დანაშაულში სავარაუდოდ ძმები ზურაბ და მილან ფანცულაიები მონაწილეობდნენ. 15 ივლისს კი დაღუპული აინარ კვიწინიას ნათესავებმა ფანცულაიების მამა და ბიძა გაიტაცეს, ხოლო ტყვარჩელში მათ სახლს ცეცხლი წაუკიდეს. უფრო ადრე, 2019 წლის აპრილის თვეში, გაიტაცეს ომარ მირცხულავა, რომელმაც გამტაცებლებისგან გაქცევა ივლისის თვეში თავად მოახერხა. გატაცებაში ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილე ანზორ ტარბა კი დაკითხვის დროს წამებისას გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი მაშიმვე დააკავეს, თუმცა, მიუხედავად ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 18 ივლისს დე ფაქტო პროკურატურის წინ დაკავებული კოლეგების მხარდასაჭერი აქცია მოაწყვეს. ქართველ მკითხველს აუცილებლად გაახსენდება 90-იანი წლები, გაიდეალებული კრიმინალებით, გატაცებული ადამიანებითა და, როგორც წესი, გამოუძიებელი დანაშაულებებით. ჩვენდა საბედნიეროდ, ეს პერიოდი წარსულში დავტოვეთ, მაგრამ რატომ გაიყინა აფხაზური საზოგადოება დროში? რატომ ვერ დაძლია კრიმინალი, კორუფცია და ძალადობა? დანაშაული ხდება ყველგან და ის შეიძლება ყველამ ჩაიდინოს. დამნაშავეს არ აქვს ეთნიკური კუთვნილება. აფხაზურ საზოგადოებას ნამდვილად აწუხებს კრიმინალური გარემო, მაგრამ ეს პრობლემა სადღაც ქრება, როგორც კი აღმოჩნდება, რომ დამნაშავე მათთვის ნაცნობია: მათი გვარის, ოჯახის ან სოციუმის ნაწილია. დანაშაულის ჩამდენის ან მსხვერპლისადმი პირადი კავშირი ხშირად გადამწყვეტ ფაქტორად გვევლინება. ვის უფრო მეტი ან გავლენიანი ნაცნობი/ნათესავი ჰყავს? – ეს არის მთავარი საკითხი. მაგრამ რა ხდება, როდესაც დანაშაული ჩადენილია სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიმართ ან მიერ? 90-იან წლებიდან მოყოლებული აფხაზეთში ქართველების გადაადგილების, ცხოვრების, სწავლის, საკუთრებისა თუ სხვა უფლებების შეზღუდვა აფხაზურ საზოგადოებაში არ იწვევს რეაქციას ან პროტესტს. ისინი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ, რადგან ეს მათ, აფხაზებს არ ეხებათ. არის რამდენიმე მიზეზი იმისა, რამაც აფხაზური საზოგადოება ასეთი სუბიექტური გახადა კანონსა და დანაშაულთან დამოკიდებულებაში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ომითა და მისი შედეგებით არის გამოწვეული. ომის დროს და შემდეგშიც მათი მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზე აფხაზურ საზოგადოებას რეფლექსია არ მოუხდენია. ომის ყველა მონაწილე ვეტერანი დაჯილდოებული და დაფასებულია. მათი საქმე წმინდაა და განხილვას არ ექვემდებარება. მაგრამ დისკუსია ამ თემაზე საჭირო იყო არა ვინმესთან შესარიგებლად, არამედ – საკუთარი თავის გაჯანსაღებისთვის. ყველა დანაშაული მიეწერება ომს, მაგრამ ომი ვერ ხსნის მეზობლის მიტოვებული სახლის დასაკუთრებას ან მშობლიურ ენაზე სწავლის უფლების შეზღუდვას. ომი პირველ რიგში ძალადობაა და თუკი საზოგადოება კიდევ დიდხანს ჩათვლის, რომ არააფხაზი მოსახლეობის წიანაღმდეგ ჩადენილი ქმედებები მხოლოდ ომით აიხსნება, ისინი კანონს ყოველთვის სუბიექტურად შეაფასებენ. ჩვენს შემთხვევაში აფხაზეთის ომს საზოგადოებრივი მხარდაჭერა მუდმივად აკლდა. ამან ომის მსვლელობაზე უარყოფითი როლი ითამაშა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ იგივე გარემოებებმა ხელი შეგვიწყვეს ომის გაანალიზებაში, საკუთარი შეცდომების დანახვაში. საზოგადოება შეთანხმდა, რომ უკანონობა და კანონის საკუთარ თავზე, ერთ ეთნიკურ ჯგუფზე მორგება არასწორია. მას ცუდი შედეგი მოაქვს ყველასთვის. ბოლო თვეებში თბილისში გამოვლენილი პროტესტი არა იმდენად კონკრეტული ხელისუფლების, არამედ ამ მენტალობისა და ღირებულებების წინააღმდეგ ბრძოლაა. თანასწორობა და თავისუფლება უმთავრესი მოთხოვნა გახდა და რაც უფრო იცვლებიან თაობები, მით უფრო შეუქცევადია ეს პროცესი. კიდევ ერთი მიზეზი, რამაც აფხაზური საზოგადოება დროში გაყინა, არის რუსული სამყარო. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ერთნაირი სურათია: ცხოვრებას ძალა, ხშირ შემთხვევაში უხეში, ფიზიკური ძალა აწესრიგებს. კავკასია ემორჩლება რუსეთს, რადგან ის მათზე ძლიერია. ხოლო თავად ცალკეულ რესპუბლიკებში ეს ძალა კონცენტრირებულია ერთი გვარის, კლანის ან ეთნიკური ჯგუფის ხელში. ვის ხელშიც არის ძალა – ის წყვეტს, რა არის სწორი, კანონიერი და სამართლიანი. სამწუხაროდ, დღევანდელი აფხაზეთი სწორედ ასეთი რუსული კავკასიის ნაწილია, ეს სივრცე კი საზოგადოებრივი ცხოვრების ვერც ერთ სფეროში მისაბაძ მაგალითს ვერ გვიჩვენებს. მცირერიცხოვან ერებს გვჭირდება მისაბაძი მაგალითები: ჩვენ დასავლეთს ვირჩევთ, ისინი – რუსეთს. აფხაზური ამბიცია, გამხდარიყვნენ დამოუკიდებლები, დასრულდა იმით, რომ მათი სახით რუსეთმა კიდევ ერთი კავკასიური რესპუბლიკა შექმნა და სრულად დაიქვემდებარა. ყოველი წლის 21 მაისს კი უფლება ეძლევათ გაიხსენონ კავკასიური ომების მსხვერპლები, მხოლოდ ერთი პირობით: ომის წამომწყები და დამნაშავე არ ახსენონ. სამაგიეროდ 14 აგვისტოს და 27 სექტემბერს შეუძლიათ გაიხსენონ ომის წამომწყები და დამნაშავე ქართველები, ისიც იმ ერთი პირობით, რომ უფროსი ძმის როლი შემთხვევით არ დაივიწყონ. სტატია მომზადებულია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის დახმარებით, პროექტ "სამხრეთ კავკასიის ამბების" ფარგლებში. ავტორი : ზურაბ წურწუმია, ისტორიის მაგისტრი. წყარო : ნეტგაზეთი.#სოხუმი #კრიმინალი #აფხაზეთი #sokhumidaily
ლჯ დაკომპანია
Geguti, Georgia · 2 months ago
🏢ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკა "ლჯ და კომპანიის" თანამშრომლებს გვირილობის დღესასწაული ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის, წითელი ჯვრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს. ✅მედიკოსებს ყვავილები აჩუქეს, სიმღერა მიუძღვნეს და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს. Kutaisi
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
მაისურ შემოხეული მოქალაქის პასუხი კახა კალაძეს
სამოქალაქო აქტივისტი კახა კვეკვესკირი, რომელსაც გუშინ თბილისის მერთან კონფლიქტი მოუვიდა, აპირებს, რომ კალაძეს მაისური გაუგზავნოს, სადაც აღბეჭდილია 7 ნოემბრის შემდეგ კახა კალაძე და ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, ის არ მალავს თავისი პოზიციებს, განსხვავებით კალაძისგან, რომელიც 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილს და იმ „ხელისუფლებას “აპრავებდა”. „მე არ ვმალავ ჩემს პოზიციას, არ მრცხვენია და ჩემს პრინციპებს არ ვღალატობ, მაგრამ თვითონ რომ ფარჩაკია და 2007 წელს, ყბადაღებული 7 ნოემბრის შემდეგ მიშას, იმ ხელისუფლებას რომ „აპრავებდა“ და მიშასთან სურათებს იღებდა, აი, ის ფოტო უნდა დავბეჭდო მაისურზე და მივუძღვნა ბატონ მერს, თავის მმართლებელს, ვაპირებ, რომ გავუგზავნო”, - განაცხადა მან. რაც შეეხება კალაძის განცხადებას, რომ აქტივისტმა თავად შემოიხია მაისური, ის ამბობს, რომ კადრებში ყველაფერი ჩანს. “რა სისულელეა, ვიდეოც არის, როგორ მქაჩავას, რა შემოვიხიე? ბოლო სიტყვებით იგინებოდა, მქაჩავდა, შენელებული კადრებიც არსებობს, ფოტოებიც, თან ხმაც ისმის, როცა ცუდ სიტყვებს მეუბნება”, - აღნიშნავს აქტივისტი. ცნობისთვის, ვარკეთილში, თბილისის მერ კახა კალაძესა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც შემოახია". აქტივისტებმა კახა კალაძის წინაღმდეგ პოლიციას განცხადებით მიმართეს. დღეს კალაძე ამ ინციდენტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და კონფლიქტში მონაწილე აქტივისტს მაისური გაუგზავნა, სადაც ერთ მხარეს მისი და მიხეილ სააკაშვილის, მეორე მხარეს კი მისი და სანდრა რულოვსის ფოტოა აღბეჭდილი.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
ამერიკის ელჩის და თბილისის მერის კორონამისალმება
კელი დეგნანი კახა კალაძეს შეხვდა. ამერიკის ელჩის და თბილისის მერის კორონამისალმების ამსახველი ფოტო თბილისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა Facebook-ზე გაავრცელა. კორონავირუსის პანდემიის გამო პოლიტიკოსები შეხვედრების დროს მსგავსი მისალმების ფორმას მიმართავენ.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 months ago
კახა კალაძე ,,მთავარი არხის" ჟურნალისტს
კახა კალაძეს „მთავარმა არხმა“ ჰკითხა, ასეთ ვითარებაში რატომ გამოცხადდა ტენდერი ჭავჭავაძის გამზირისთვის, სადგამი სკამების შესაძენად. მაშინ, როდესაც ოპოზიციის განცხადებით, ერთი სკამის ღირებულება დაახლოებით 8 500 ლარი იქნება. კალაძემ ჟურნალისტს განუცხადა, რომ კითხვები მიხეილ სააკაშვილისთვის დაესვათ - რაში სჭირდებოდა, პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა, რომელსაც ასეული მილიონი დაახარჯა. მან ასევე აღნიშნა, რომ, ეს არის სხვაობა მათ შორის და ამ ყველაფერს ხალხისთვის აკეთებენ. „ზოგადად, როდესაც თქვენ სუბრობთ ძვირადღირებულზე, თქვენ, პარტიას, არ გაქვთ უფლება ამაზე ისაუბროთ. ეს კითხვა შეიძლება დასვას ჩვეულებრივმა რიგითმა ადამიანმა - თუ რატომ? და მათ ჩვენ ავუხსნით, მაგარამ თქვენ არ გაქვთ უფლება, დასვათ ეს შეკითხვები. ზოგადად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჭავჭავაძის გამზირზე, საუბარია საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობაზე, რომელიც უნდა გამოიყენოს ჩვეულებრივმა რიგითმა მოქალაემ: მე, თქვენ, ახალგაზრდებმა. თუ საჭიროა, ეგეც უნდა გადავიხადოთ. კითხვები დაუსვით მიხეილ სააკაშვილს, რაში სჭირდებოდა, როდესაც პრეზიდენტის სასახლეს აშენებდა, ასეული მილიონი რომ დახარჯა! აი, ეს არის სხვაობა. ჩვენ ვაკეთებთ ხალხისთვის, საზოგადოებისთვის და რა ხდებოდა წარსულში, ყველას კარგად მოგვეხსენება. თუმცა, ახლა ამის დრო არ არის. დღეს ვართ ფორსმაჟორულ მდგომარეობაში, რომ რაღაც პოლიტიკურ პოლემიკაში შევიდეთ. ამიტომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს საქმეს. ვზრუნავთ ხალხზე, ვზრუნავთ საზოგადოებაზე. აღარ გავაგრძელებ. დარწმუნებული ვარ, ღირსეულად გამოვალთ ამ უმძიმესი ბრძოლიდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.#კახაკალაძე #ჭავჭავაძისგამზირი #პრეზიდენტისსასახლე #დასადგამისკამები #tbilisidaily
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 1 month ago
კვეკვესკირმა თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში განცხადება შეიტანა
თბილისის მერის, კახა კალაძის წინააღმდეგ, კახაბერ კვეკვესკირმა პროკურატურაში განცხადება შეიტანა. კვეკვესკირი კალაძეს მაისურის შემოხევასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მერმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა. ასეთივე პოზიცია აქვს ვარკეთილში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტ, დიმიტრი ბიძინაშვილს. მას არ აქვს მოლოდინი, რომ კალაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყება, თუმცა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, საქმე თავიდან აღიძრება. ბიძინაშვილის თქმით, პროკურატურამ იგივენაირად უნდა იმოქმედოს, რა ფორმითაც ახალგარდები დაადანაშაულეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის პიჯაკის გარღვევისთვის.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 1 month ago
„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები კახა კალაძეს წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ..
„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები თბილისის მერს, კახა კალაძეს ოფიციალური წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს. ერთ-ერთი ორგანიზატორის, თამაზ სოზაშვილის თქმით, ამ ჟესტით ხელისუფლება თემის წევრებს აჩვენებს, რომ მზად არის, მათ საჭიროებებზე იზრუნოს. „ანძის განათება იქნება პირველ რიგში სოლიდარობის გამომხატველი და იმის მანიშნებელი, რომ სახელმწიფო ხედავს ლგბტ ადამიანებს, აღიარებს მათ არსებობას და გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკურმა გუნდმა ერთად უნდა მიიღოს, კალაძე ერთპიროვნულად ვერ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას”, - განაცხადა სოზაშვილმა ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში.
Pirveliradio Ge
Tbilisi, Georgia · 1 month ago
მოძრაობა „სირცხვილია“ 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს
სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილია“ 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „სირცხვილია“ თავის „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცლებს. აქციის ორგანიზატორები გავრცელებულ განცხადებაში მიმართავენ დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და აცხადებენ, რომ თუ მიმდინარე წლის 20 ივნისამდე არ დასრულდება პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოძრაობა „სირცხვილია“ მზადაა აიღოს პასუხისმგებლობა დარჩენილი სამუშაოების შესრულებაზე. „მივმართავთ თბილისის მერს კახა კალაძეს: უკვე 113 დღეა, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყეთ. ეს დრო საკმარისზე მეტია იმ მოცულობის სამუშაოს შესასრულებლად, რაც დაგეგმილი გქონდათ. 2020 წლის 20 ივნისს, მთავრობის მტერთან ღიად კოლაბორაციონისტული ქმედებიდან 1 წლის თავზე, ვაპირებთ საპროტესტო აქციის მოწყობას. ამიტომ, რადგან თქვენ ვერ/არ ახერხებთ 1245 კვადრატული მეტრი სივრცის 5 თვეში რეაბლიტაციას, მოძრაობა #სირცხვილია მზადაა პასუხისმგებლობა აიღოს და დარჩენილი სამუშაოები შეასრულოს პირნათლად”, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
On.ge
Tbilisi, Georgia · 2 months ago
Tbilisi Pride კახა კალაძეს მიმართავს, რომ 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში განათდეს
Tbilisi Pride კახა კალაძეს მიმართავს, რომ 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში განათდეს
Tbilisi Pride კახა კალაძეს მიმართავს, რომ 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში განათდეს
Tbilisi Pride კახა კალაძეს მიმართავს, რომ 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში განათდეს
Giorgi Gvajaia
Tbilisi, Georgia · 11 months ago
საოცარი კადრი განახლებული მრგვალი ბაღიდან😍👉🏻 P.s. ცოდვა გამხელილი ჯობს - მოვპარე კახა კალაძეს