პაატა იმნაძე -მადლობა ყველას, ვინც ამ "კორონიან" სამყაროში, ქვეყანა ოაზისად აქცია

0
"გაოცებული ვარ იმ უდიდესი სითბოს და პატივისცემის გამო, რომელიც უამრავი უცნობი ადამიანისაგან მივიღე ამ ორი დღის მანძილზე. "მადლობა ყველაფრისთვის" - ეს ის სიტყვებია რაც სულ მესმოდა, "- ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე წერს. "ორი დღით ვიყავი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, საჩივრები იხილებოდა საგანგებო მდგომარების გამოცხადების გარშემო, ეხლა ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი. მაგრამ, მართლა გაოცებული ვარ იმ უდიდესი სითბოს და პატივისცემის გამო, რომელიც უამრავი უცნობი ადამიანისაგან მივიღე ამ ორი დღის მანძილზე. "მადლობა ყველაფრისთვის" - ეს ის სიტყვებია რაც სულ მესმოდა. მეც მადლობას ვუხდიდი მათ. მადლობა ყველა მოქალაქეს, ვინც ამ "კორონიან" სამყაროში, თავისი ქცევით ჩვენი ქვეყანა მართლა ოაზისად აქცია . ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენი ხალხის ბრძნული მოქმედების გარეშე არაფერი გამოვიდოდა. სამწუხაროდ, იმ თბილ და მადლიერ ადამიანებს ვერც მოვნიშნავ (სახელებიც კი არ ვიცი), ვინც მადლობას მიხდიდა, კიდევ ერთხელ მადლობა მათ, "-წერს იმნაძე. https://www.facebook.com/paata.imnadze/posts/3732995810048190
0