9 votes
comments
2 shares
Save
Android 11[Beta 2]
290 reads
DroidLine
Kutaisi · 3 weeks ago

რამდენიმე დღის წინ Google-მა მისი ახალი Android-ის, კერძოდ კი Android 11-ის მეორე ბეტა ვერსია გამოუშვა.ცხადია ბევრი სიახლე არის, მაგრამ ისეთები რომ დიდად შესამჩნევი არ არის. ეს ყოველივე შეიძლება დაკავშირებული იქნეს იმასთან, რომ უმეტესწილად Android 11-ის დახვეწაზე მუშაობენ.

პირველი ბეტა ვერსიის დროს საკმაოდ ბევრი ხარვეზი იყო და ანდროიდის მომხმარებლები რომლებიც გადავიდნენ Android 11-ის ბეტა ვერსიაზე, იქნენ გაფრთხილებულნი ამ Glitch-ების, ლაგების და Bug-ების შესახებ რადგანაც "Beta" ამას ნიშნავს.ცხადია დასრულბულ ვერსიას ჯერ ვერ ვიხილავთ, რადგანაც საჭირო არის რომ Google-მა ახალი ანდროიდი უფრო დაასტაბილუროს.

რაც შეეხება სტაბილური ვერსიის გამოშვებას, Android 11-ის მეორე Beta-ს გამოსვლისთანავე გახდა ეს ცნობილი, მაგრამ ჯერ მაინც დაუზუსტებელია. მიახლოებით კი ვარაუდობენ 8 სექტემბერს. ოფიციალური თარიღი ჯერ ვერ იქნება ხელმისაწვდომი და გამოააშკარავებული , რადგანაც დარჩენილია მესამე ბეტა ვერსია, რომელიც უნდა გამოვიდეს აგვისტოს თვეში, შემდგომ კი ისევე როგორც ყოველ წელს, მესამე ბეტა ვერსიიდან რამდენიმე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი Android 11-ის დასრულებული და სტაბილური ვერსია.

ეს ყველაფერი ითქვა და ასევე აღსაღნიშნავია ის ფუნქციაც, რომ Android 11-ში დაემატა დეველოპერებისთვის წვდომა, რამდენიმე კამერაზე ერთდროულად. ეს კი უკვე საშუალებას მისცემს App Developer-ებს და სხვა სმარტფონის მწარმოებლებს რომ თავიანთ Android Skin-ებშიც დანერგონ ეს ფუნქცია და შემდგომ უკვე მარტივად იქნეს შესაძლებელი ,ერთდროულად სელფის კამერის და უკანა მთავარი კამერის გამოყენება.

ეს ძირითადად გამოადგებათ ვიდეო ბლოგერებს.

Android 11-ის მეორე ბეტა ვერსიის ჩაწერა შესაძლებელია Pixel-ის მოწყობილობებზე(ცხადია ჯერ საჭიროა ბეტასთვის ავტორიზაცის გავლა მათი ოფიციალური საიტიდან, რის შემდგომაც მოგივათ განახლება)უფრო კონკრეტულად კი Pixel 2-დან ზემოთ.

ამასთან სხვა სმარტფონებიც ჩართულები არიან.

პირველ ბეტა ვერსიაში კი 5 უმნიშვნელოვანესი სიახლე ესეთი იყო:

4GB-იანი ლიმიტი მოხსნილი იქნა ვიდეოს ჩაწერის დროს.

მანამდეც დავწერე მე ამ სიახლის შესახებ და დიდი ხანი იყო კიდევაც ასე , რომ არ შეეძლოთ მომხარებლებს გადაეღოთ ვიდეო რომლის ზომაც იქნებოდა 4GB-ზე მეტი. ახლა კი უკვე როდესაც თითქმის ყველა სმარტფონს აქვს შესაძლებლობა რომ 4K ვიდეო გადაიღოს, უფრო მეტი ადგილი არის საჭირო რაც იმას ნიშნავს რომ 4GB-ში 15წუთიანი 4K ვიდეოც კი ვერ ჩაეტევა, ეს პრობლემებს უქმნის ვიდეოგრაფებს რომლებიც დიდ ვიდეო მასალებს იღებენ სმარტფონებით და საკმაოდ კარგი სიახლეა ეს რომ აღარ არის არანაირი ლიმიტი ამასთან დაკავშირებით, არც ვიცი რატომ იყო ზოგადად მაგრამ რაღაც მხრივ საჭიროებას წარმოადგენდა როგორც ჩანს.

უკვე Software Class-ები და API-ები რომლებიც იქნა დაწერილი , გადავიდნენ 64bit-ზე და რაც უფრო მეტ სივრცეს უქმნის ყველაფერს. ეს კი ნიშნავს ასევე იმას რომ თეორიულად ვიდეოს მაქსიმალური ზომა იქნება 2,305,843,009 GB(რაც როგორც ხვდებით ალბათ ისედაც შეუძლებელია რომ ასეთი სმარტფონი გამოვიდეს რომელსაც ამხელა მეხსიერება ექნება, ნუ მომდევნო 5 წლის მანძილზე მაინც რადგანაც არ ვიცით მომავალი რეალურად რას გვიმზადებს მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ყველაფერი Cloud სივრცეში გადადის , მგონი არ უნდა გაცდეს სმარტფონის მეხსიერება 1TB-ს(Internal Storage).

Android 11 და მისი დამალული სანაგვე ურნა

ფაქტია ყველას სმენია Google Photo-ზე, ასევე გეცოდინებათ ისიც რომ როდესაც ვიდეო/ფოტო ფაილს შლით , ის პირდაპირ არ იშლება და ჯერ სანაგვე ურნაში "Bin/Trash"-ში არის მოთავსებული სადაც 30 დღის მანძილზე ინახება, იმ შემთხვევაში თუ მაგალითად მისი დაბრუნება მოგინდებათ ან შემთხვევით წაგეშალათ.

აპლიკაციები რომლებიც იყენებენ MediaStore API-ს, აქვთ 3 ახალი ფუნქცია Android 11-ში, მათ შეუძლიათ შეგეკითხონ გსურთ თუ არა რაიმე ფაილის ნაგვის ურნაში გადატანა , ასევე შესაძლებლობას იძლევიან რომ მონიშნოთ რომელიმე სახის ფაილი როგორც ურნაში მყოფი(ანუ წაშლილი) და ასევე შეგიძლიათ დრო დაუნიშნოთ თუ რამდენ ხანში გსურთ რომ იქნეს წაშლილი ფაილები Trash-იდან. არის ასევე System-Wide ლიმიტი რომელიც მოიცავს 30 დღეს , ცხადია მისი შემცირება შეგიძლიათ თუ მოისურვებთ. ამასთან ახალი მეთოდიც არის ამის ნახვის "Trashed" ფაილებზე მაქვს საუბარი , რაც შემდგომ მიცემს საშუალებას დეველოპერებს რომ გააკეთონ აპლიკაციები სწორედ ამისათვის, ანუ Recycle Bin Viewer ან რაიმე ამდაგვარი.

Android 11-ს დაემატა 84 ახალი კონტროლერის მხარდაჭერა

ყველამ ვიცით რომ Android სმარტფონებს შეუძლიათ Game Controller-ებთან დაკაშირება.

ახალი Android თამაშები კი უკვე გრაფიკულად დატვირთულია და ზედმეტად Action არის , ამიტომ კონტროლერები უფრო და უფრო მოსახერხებელი ხდება მათ სათამაშოდ.

პრობლემა კი ის არის , რომ ძალიან ბევრი კარგი კონტროლერი არის ბაზარზე რომლებიც უბრალოდ ვერ მუშაობენ ანდროიდთან კარგად. მომხმარებლებს კი უმეტესწილად უწევდათ Xbox-ის ან Playstation-ის კონტროლერის ყიდვა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს ყველაფერი კი მალე იცვლება Android 11-თან ერთად , რადგანაც დაემატა 84 ახალი კონტროლერის მხარდაჭერა.

მათში შედის Logitech, Mad Catz, Aftermarket Xbox კონტროლერები და ა.შ(სია საკმაოდ ვრცელია).

Voice Access-ს უკვე აქვს ფუნქცია იმის რომ გააკეთოს ყველაფერი რასაც თქვენ ეტყვით.

Android Voice Access არის "წვდომის" ფუნქცია რომელიც აძლევს ადამიანს/მომხმარებელს საშუალებას რომ მართოს მისი ანდროიდ სმარტფონი მისივე ხმით

ეს არც ახალი აპლიკაციაა და არც ახალი ფუნქცია, ეს დიდი ხანია Android-ს აქვს მაგრამ Android 11-ში საკმაოდ დაიხვეწა და გაუმჯობესდა, ახლა კი ციფრების გარეშეც შეუძლია დაინახოს რა გაქვთ ეკრანზე და რაზე მიუთითებთ.

Android 11-მდე უნდა გეთქვათ Voice Accsess-ისთვის რომ გაკეთებინა ისეთი რაღაცეები როგორიც იყო, გვერდით გადასხვა, მარჯვნივ/მარცხნივ, გაეხსნა სხვადსხვა აპლიკაციები და არც ისე სწრაფი იყო. ახლანდელი გაუმჯობესებული ვარიანტი კი ზედმეტად სწრაფია მაგრამ კიდევ უფრო შეიძლება მისი გაუმჯობესება.

როდესაც მას ჩართავთ თქვენი პარამეტრებიდან, უკვე შესაძლებლობა გეძლევათ რომ რასაც იტყვით ის გააკეთებინოთ , მაგალითისათვის : "Open Chrome"-ზე გახსნის თქვენს ბრაუზერს, "Open Twitter" გახსნის თქვენს Twitter აპლიკაციას და შემდგომ შეგიძლიათ უთხრათ რომ რაიმე სახით "Tweet" დაწეროს და ჩვეულებრივად რასაც ეტყვით იმას დაწერ, თუ რაიმეს არასწორად გაიგებს, ეტყვით რომ ჩაასწოროს და ვსო , ძალიან მარტივად ხდება ეს ყველაფერი, ცხადია ქართულად არ არის მაგრამ ჩვენზე დიდად არავინ ღელავს რადგანაც ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ხალხის რაოდენობა ამ მსოფლიოში უფრო მეტია ვიდრე საქართველოს 3.7 მილიონი ადამიანი(2018 წლის მონაცემებით) მაგრამ საკმაოდ კარგი სიახლეა, ცხადია ბევრი არ გამოიყენებს მაგრამ უმეტესწილად ისეთი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი ვისაც რაიმე სახის პრობლემა აქვს, ან თვალთან დაკავშირებით ან ხელებთან , ნუ "Disabled" ადამიანთა ჯგუფზე მაქვს საუბარი.

Android 11 სხვადასხვა აპლიკაციებს აიძულებს Back up-ს

დიახ ეს Google Cloud-ს არ ეხება მეტწილად და შეგიძლიათ სხვადასხვა აპლიკაციების Back-up განახორციელოთ Local Storage-ში.

Android გვთავაზობს სრულ Backup ინფრასტრუქტურას , Google Drive-ში კი ყველა აპლიკაციას მის 25MB-იან სივრცეს აძლევს სადაც შეიძლება იქნეს შენახული App Data რათა შემდგომ Reinstall-ზე იქნეს აღდგენილი ყველაფერი, როგორც იტყვიან "Seamlessly".

ამასთან არის სხვა სახის Backup-ის საშუალებაც რაც გულისხმობს ABD-ს მეშვეობით Backup-ს(Android Debug Bridge, გზა რომლითაც საშუალება ეძველა კომპიუტერს და ანდროიდ სმარტფონს ქონდეთ კომუნიკაცია). ეს ლოკალურად აკეთებს Backup-ს და ინახავს ფაილებს თქვენს კომპიუტერში, არც ისე რთულია და ყველას შეუძლია ამის გაკეთება.

ძალიან საინტერესო და პრობლემებით მოცულია Android 11-ის ბეტა ვერსია მაგრამ პირველივეში საკმაოდ ბევრი სიახლე არის, მიუხედავად იმისა რომ დიდად არ ჩანს ეს ყველაფერი მაგრამ 100მდე სიახლეა რომელიც შენიშნეს მომხმარებლებმა, უმეტესობა უფრო Fix-ებია მაგრამ უფრო Smooth-ი ხდება Android, უფრო დახვეწილი და სასიამოვნოდ გამოსაყენებელი.

Android 11 საკმაოდ დახვეწილი წარდგება ჩვენს წინაშე სექტემბრის თვეში და როგორც ყოველთვის

მადლობა ყურადღებისათვის

Peace ✌

Photo source(xda-developers.com)

#DroidLineNews
DroidLine
Kutaisi · 3 weeks ago
9
Write a comment
2