50 სმ კორპუსებს შორის და მოსახლეობის პროტესტი

0
ადგილობრივები ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის
#28
-ში კორპუსის მშენებლობის წინააღმდეგ. ამბობენ, რომ მშენებლობის ყველა სტანდარტი დარღვეულია, რადგან ახალი კორპუსი კომპანიამ მათ საცხოვრებელ კორპუსს მიაშენა და სახლებს შორის დაშორება სულ რაღაც 50 სმ-ია. აქციის მონაწილეების შიშობენ, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახანძრო მანქანა მათთან ადგილზე ვერ მივა. ადგილობრივები კორპუსის დემონტაჟს ითხოვენ. "შეუძლებელია აქ ცხოვრება, ფანჯრები ერთმანეთის პირისპირაა, მზე აღარ ჩანს, აღარც ქარი შემოდის. უკვე მოხდა არა ერთი ქურდობის ფაქტი, რადგან ადვილია გადასვლა. ჩვენ ვიცოდით, რომ აქ სკვერი უნდა აშენებულიყო. მშენებლობა მეორე წელია მიმდინარეობს, ვის არ მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ. ვითხოვთ, კორპუსის დემონტაჟს", - ამბობენ ადგილობრივები. აქციას, შპს "ბაგრატიონი 26" -ის დირექტორი ირაკლი აბაშიძე გამოეხმაურა. "ჩემი პროექტი უფრო ადრე დამტკიცდა, მაგრამ, როცა დავიწყე მშენებლობა მეორე მშენებელმა დამასწრო. მან ადგილობრივები მოატყუა, აქ სკვერი იქნებაო. ფუნდამენტის ჩასმის შემდეგ პროექტი, რაც შემეძლო, შევცვალე. დემონტაჟი გამორიცხულია. არც მშენებლობაა უკანონო. მეც ვზარალდები, ფაქტიურად ერთ მხარეს ვერ გავყიდი" , - განაცხადა ირაკლი აბაშიძემ. ადგილობრივები აქციებს მერიის შენობასთან აანონსებენ.
#ახალიამბები
0