ვინ იყვენენ ნინო და ალი? რატომ უნდა წავიკითხოთ რომანი აუცილებლად.

0
ალი და ნინო (აზერ. Əli və Nino) — ყურბან საიდის პოპულარული აზერბაიჯანული რომანი. ნაწარმოებში მოთხრობილია ორი ბაქოელის აზერბაიჯანელი-მუსლიმი ალი ხან შირვანშირისა და ქართველი-ქრისტიანი ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია. რომანში მოქმედება კავკასიასა და ირანში პირველი მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება. რომანის სიუჟეტის მოქმედება XX საუკუნის დასაწყისის ძველ ბაქოში (იჩერი-შეჰერი) და მის სიახლოვეს ვითარდება. რომანში საკმაოდ კარგად არის აღწერილი ყველა ის რთული, სიყვარულით, ბედნიერებით თუ უბედურებით სავსე გზა, რომლებიც წყვილმა გამოიარეს იმის დასამტკიცებლად, რომ რეალურად არსებობს ის სიყვარული რაზეც ლეგენდებად გვსმენია. ამიტომ ვფიქრობ რომ ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, თბილი, ტკბილი სასიამოვნო რომანი❤️ #რჩევები #ნინოდაალი #რაუნდაწავიკითხოთ?
#ახალიამბები
#ხელოვნება
0