24 საათის განმავლობაში მსოფლიოში COVID19-ით 4 900-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

0
დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 4 916 ადამიანი გარდაიცვალა, 209 881-ს კი, ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს. შედეგად, ინფიცირებულთა რაოდენობა 12 828 600-ს გაუტოლდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი - 566 955- ს. ვირუსისგან 7 470 404 ადამიანია გამოჯანმრთელებული. გარდაცვლილთა რაოდენობით (137 384 ადამიანი) პირველ ადგილზეა აშშ, მეორეზე - ბრაზილია (71 469 გარდაცვლილი), მესამეზე კი დიდი ბრიტანეთი (44, 798 გარდაცვლილი). მას მოსდევს იტალია (34 945 გარდაცვლილი) და მექსიკა (34 191 გარდაცვლილი).
0