სახალისო ისტორია დებ იშხნელებზე

0
ძველი მეგობრები ერთ ქუთაისურ ოჯახში მიიწვიეს. ვანო სარაჯიშვილი ბოშურ რომანსს მღეროდა, მიშა კი "ეხმარებოდა". უცბად წინ ოთხი გოგონა ჩამოუდგათ და მოულოდნელად ხმები შეაშველეს. ზღაპრული ჰანგები გაისმა... ვანო გაოგნებული შესცქეროდა დებ იშხნელებს. ცოტა ხანში ჭიაურელმა გადაულაპარაკა: - კიდევ ხომ არ გვემღერა? - რას ამბობ, ბიჭო, ამათი სიმღერის შემდეგ ჩვენი სიმღერა ვის რაღად უნდა?! - უპასუხა საქართველოს ბულბულად წოდებულმა ვანო სარაჯიშვილმა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#საინტერესო
#ისტორია
#პიროვნება
#kutaisidaily
#ხელოვნება
0