4 votes
comments
137 shares
Save
13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
4557 reads
AstroGeorgia
Tbilisi · 3 weeks ago
სტატიის წასაკითხად დააჭირე გაგრძელებას
or
By continuing you agree to Feedc’s Terms of use and Privacy Policy

ვერძი

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია შეხვედრებისა და კონტაქტებისთვის. ნუ იჩქარებთ დათანხმებას, თუ მეგობრები ან პარტნიორები ერთობლივ პროექტში მონაწილეობას ან მოღვაწეობის სფეროს შეცვლას შემოგთავაზებენ - ეს კვირა დიდი ცვლილებებისთვის შეუფერებელია. ახალი პროექტის წარმატებისთვის გავლენიანი პირების მფარველობა დაგჭირდებათ.

კურო

გამოცდისა და პროვოკაციების დღეა. ეცადეთ, მიწასთან ახლოს იყოთ და ცხოვრებისეულ წვრილმანებზე დროებით უარი თქვათ. ეს საშუალებას მოგცემთ მოვლენები ობიექტურად შეაფასოთ და სამომავლო მოქმედებები დაგეგმოთ.

ტყუპები

ამ დღეს უამრავი საოჯახო საქმის მოგვარება მოგიწევთ. კარგი იქნება, თუ ოჯახური ბიუჯეტის ხარჯვას გააკონტროლებთ, რადგან წინ დაუგეგმავი ხარჯი გელით. ეცადეთ, ყველაფრისთვის წინასწარ მოემზადოთ.

კირჩხიბი

თქვენი სასიცოცხლო აქტივობის მომავალი ციკლი გარე აურზაურისგან გარიდების ნიშნით ჩაივლის. ეს საშუალებას მოგცემთ, ყველაფერი მშვიდად გაიაზროთ და შეაფასოთ. მოულოდნელმა უსიამოვნებამ შესაძლოა, მეგობრებთან ურთიერთობა გაგირთულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეებში ჩვეულზე მეტად თავშეკავებით იმოქმედოთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენების, ფიზიკური ვარჯიშის ან სუფთა ჰაერზე მუშაობისთვის. მოსალოდნელია მეგობრებთან დიდი კამათი და დაპირისპირება - თქვენმა თავდაჯერებულობამ და საკუთარი პოზიციის პრინციპულად დაცვამ შეიძლება მათი გაღიზიანება გამოიწვიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პირად ცხოვრებაში ნაჩქარევი დასკვნებისგან თავი შეიკავოთ. ცხოვრება თავად გიკარნახებთ საუკეთესო გამოსავალს.

ქალწული

დღის პირველი ნახევარი კონტაქტებისა და შეხვედრებისთვის ხელსაყრელია. თუ ახალი პროექტის დაწყებას გეგმავთ, გავლენიანი პირების მფარველობა უნდა მოიპოვოთ. დღის მეორე ნახევარი ახლობელ ადამიანთან დაკავშირებულ უამრავ სანერვიულოს მოგიტანთ. თქვენი ურთიერთობა სავარაუდოდ, ჩიხში შედის. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული ამ სირთულეს დაძლევთ, თუ სამუდამოდ დაცილდებით.

სასწორი

მძიმე და პასიური დღეა. ნებისმიერ საქმეში წინდახედულება, საღი აზრი და თავშეკავება გმართებთ. ერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. მოსალოდნელია ტყუილი, აგრესია ან ძარცვა. კარგი იქნება, თუ დაგეგმილ შეხვედრებს მომავალი კვირისთვის გადაიტანთ. ერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას.

მორიელი

ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ სასურველია თუნდაც ერთი დღით მშვიდი გარემო და დასვენება. ახლა ყველაზე მეტად ენერგიის შევსება გჭირდებათ.

მშვილდოსანი

კრიტიკული დღეა. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციები და არსებული მდგომარეობით უკმაყოფილება. მოსალოდნელია სულიერი დისკომფორტი. ახალი სასიყვარულო კონტაქტები პრობლემებისა და იმედგაცრუების მეტს არაფერს მოგიტანთ. გამორიცხული არ არის ტყუილი და ღალატი.

თხის რქა

დღის პირველი ნახევარი არახელსაყრელია - თქვენს ნებისმიერ მცდელობას წინააღმდეწგობა და გაუგებრობა შეხვდება. მოსალოდნელია უთანხმოება ახლობელ ადამიანთან. თავს იჩენს დაღლილობა და გაღიზიანება. დღის მეორე ნახევარში ნეგატიური ტენდენციები თანდათან შესუსტდება.

მერწყული

დაძაბული დღეა, რომელიც თქვენს ცხოვრებისეულ პრონციპებსა და მსოფლმხედველობას გამოცდას მოუწყობს. უსიამოვნო ცნობამ ან ცრუ ინფორმაციამ შესაძლოა შეცდომა ან ფინანსური ზარალი მოგიტანოთ. ერიდეთ გაუმართებელ ხარჯებს და გახსოვდეთ საკუთარი ფინანსური ვალდებულებები.

თევზები

ეს დღე სიყვარულს და თანხმობას განასახიერებს. ოპტიმიზმით და თავდაჯერებით სავსე ხართ. ამ დღეს უამრავი სასიამოვნო მოვლენა, გართობა და სასიხარულო ამბავი გელით.


AstroGeorgia
Tbilisi · 3 weeks ago
4
Write a comment
137