უცნობი ფაქტი ქუთაისის ფანტანზე

0
ოქროსფერი ფიგურები, რომელთაც ცხენის, ვერძის, ვეფხვისა და სხვა ცხოველების სახე აქვთ და გამოსახულია ქალაქის ცენტრში მდებარე ფანტანზე, ყველას ანცვიფრებს, ვინც კი პირველად სტუმრობს ქალაქს. ცხოველებს შორის დაინახავთ ასევე თამადის ფიგურას, რომელიც სტუმრებს ყანწით ხელში ესალმება. ბევრი ადამიანი უღებს ფანტანს სურათს და აგრძელებს გზას, არც კი ფიქრობს, რატომაა ის ასე მორთული. ზოგჯერ გაიგონებთ, რომ ეს მორიგი ქართული ფანტაზიაა. ბევრმა არ იცის, რომ ეს ქანდაკებები საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოებია. ისინი იმ ოქროსა და ბრონზესაგან დამზადებული უმცირეს ფიგურათა ბევრად გადიდებუილი ნიმუშებია, რომლებიც ნაპოვნია, არქეოლოგიური გათხრებისას სხვადასხვა დროს მთელს ქვეყანაში.
ორიგინალები შექმნილია ჩვენს წელთ აღრიცხვამდე ათასობით წლის წინ, ისინი დაცულია და გამოფენილია ეროვნულ მუზეუმში თბილისში. ფიგურები ადასტურებენ, რომ მითოლოგიური უძველესი კოლხეთის ოქროთი მდიდარი სამეფო, ნამდვილად არსებობდა საქართველოს მიწაზე და იასონმა არგონავტებთან ერთად სწორი კურსი აიღო ოქროს განძის საძებნელად და მოსაპოვებლად. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#საქართველო
#საინტერესო
#kutaisidaily
#მოგზაურობა
#ხელოვნება
0