რა იცით კრისტოფერ ნოლანზე?

0
?კრისტოფერ ჯონათან ჯეიმზ ნოლანი (დ. 30 ივლისი, 1970) — ბრიტანელ-ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ?კრისტოფერ ნოლანი დაიბადა ლონდონში 1970 წლის 30 ივლისს. მამამისი სარეკლამო საქმით დაკავებული ინგლისელი იყო, დედამისი კი ამერიკელი სტიუარდესა. მან ბავშვობა გაატარა ლონდონსა და ჩიკაგოში. შვიდი წლის ასაკში ის დაინტერესდა კინემატოგრაფიით, როდესაც იპოვა მამამისის Super 8 კამერა. მან დაიწყო სამხედრო ფილმების გადაღება უფროს ძმასთან, მეტთან ერთად სათამაშო ჯარისკაცების გამოყენებით. ?ნოლანმა განათლება მიიღო ჰაილიბერის კოლეჯში, ჰერთფორდშირი, ინგლისი და შემდეგ სწავლობდა ინგლისურ ლიტერატურას ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში პარალელურად ის მუშაობდა რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმზე კოლეჯის კინოსაზოგადოებასთან ერთად. მისი პირველი ფილმი, ტარანტელა ნაჩვენები იქნა 1989 წელს Image Union-ზე, PBS-ის სატელევიზიო გადაცემაში. მეორე მოკლემეტრაჟიანი სურათი, ქურდობა კი კემბრიჯის კინოფესტივალზე 1996 წელს. ნოლანს ასევე ეკუთვნის მოკლემეტრაჟიანი სურათი Doodlebug (1997). ქურდობასა და Doodlebug-ში თამაშობდა ჯერემი თეობალდი, რომელმაც შემდეგ განასახიერა მთავარი გმირი კრისტოფერ ნოლანის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში, დევნა. ?სარეჟისორო კარიერა დაიწყო ფილმით „დევნა“ 1998 წელს. მას მოჰყვა ფსიქოლოგიური თრილერი „მემენტო“, რისთვისაც მან ოსკარზე ნომინაცია მოიპოვა საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის. 2002-2006 წლებში გამოვიდა კრისტოფერის ფილმები, „ინსომნია“, „ბეტმენი: დასაწყისი“ და „პრესტიჟი“. ნოლანის შემდეგი ბლოკბასტერის, „ბნელი რაინდის“ შემოსავალმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა და წლის ყველაზე შემოსავლიანი სურათი გახდა. 2010 წელს მან კიდევ ერთი ფილმი გადაიღო Warner Bros.-ისთვის. „დასაწყისი“ მისი პირველი და ერთადერთი ფილმია, რომელმაც ნომინაცია მოიპოვა ოსკარზე საუკეთესო სურათისთვის, თუმცა მოულოდნელად კრისტოფერ ნოლანი ვერ მოხვდა ნომინანტ რეჟისორთა სიაში. 2012 წლის 16 ივლისს, ნოლანის რეჟისორობით, გამოვიდა ბეტმენის მესამე და დასკვნითი ნაწილი, „ბნელი რაინდი: აღზევება“. ?კრისტოფერი არის ცაცია და დალტონიკი, რომელიც ვერ არჩევს წითელსა და მწვანეს.მას აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისა დაგაერთიანებული სამეფოს ორმაგი მოქალაქეობა. როგორც ნოლანმა განაცხადა, მას არ აქვს მობილური ტელეფონი და ელექტრონული ფოსტა, რაც მეტ დროს აძლევს ფიქრისთვის.
#news
#opinion
#goodevening
#photo
Tbilisi
0