გუშინ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

0
გუშინდელი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 236, 918 დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. გარდაცვლილთა რიცხვი კი გუშინ 562, 039 იყო. ასევე რეკორდული იყო ინფიცირების ახალ შემთხვევათა რიცხვი აშშ-ში, სადაც გუშინ 70 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყოველდღიურად მატულობს დიაგნოსტირებული შემთხვევები ინდოეთში, გუშინდელი მონაცემებით ახალი 27 760 შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე გრძელდება პანდემია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში: სომხეთში: 557 ახალი შემთხვევა, 11 გარდაცვლილი აზერბაიჯანში: 526 ახალი შემთხვევა, 8 გარდაცვლილი რუსეთში: 6, 635 ახალი შემთხვევა, 174 გარდაცვლილი.
#ახალიამბები
#კორონავირუსი
#სტოპcovid19
#პანდემია
Tbilisi თბილისი
0