იყავი მოტივატორი- არ შეწყვიტო წინსვლა!

0
ერთ საათიანი დაგვიანების შემდეგ მოადგა მატარებელი სადგურს და მეც ჩავჯექი, ვიცი რომ უნდა ვიმეცადინო საგამოცდოდ და მატარებელში გასატარებელი დრო, ამაში დამეხმარება, ვცდილობ ვისწავლო, თითქოს წავიკითხე რაღაც ნაწილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასაკმარისი, სიზარმაცე მძლევს, არ ვიცი რა მოვუხერხო თავს? ალბათ მონდომება მაკლია, მინდა თავს შევუძახო, რომ ახლა უნდა წაიკითხო, უნდა ისწავლო-მეთქი, მაგრამ ჩემში არსებული მეორე ხმა, რომელიც ამ ბოლო დროს ხშირია, ჯაბნის ჩემს პირველ , , მე-ს, , ხოდა მეც მივყვები მეორე მე-ს ძახილს და ვირჩევ მარტივ გზას, თუმცა ამ დროს ძალას ვიკრებ, ვხვდები, რომ ახლა დანებების და ძილის დრო არ არის, ახლა მოძრაობის დროა, სიცოცხლეც ხომ სწორედ მოძრაობაშია, თუ არ იმოძრავებ გაიყინები, უმოძრაობა ადუნებს, აბეჩავებს, კლავს ადამიანს, ხოდა ჩვენც უნდა ვიმოძრაოთ ❗️
- ეს გახლავთ ჩემი ერთ-ერთი ჩანაწერი, დღიურიდან, რომელიც მინდა რომ გაგიზიაროთ, ფიქრები და აზრები, თუ როგორ მივეცი საკუთარ თავს მოტივაცია, ალბათ, ბევრ თქვენგანს ქონია მომენტი, როდესაც სიზარმაცე გიტევს, ვეღარ აკეთებ ამა თუ იმ საქმეს, რომელიც საბოლოოდ გაზიანებს.
მიმიჩნია, რომ მოტივაცია არის ერთ-ერთი უძლიერესი ძალა რომელიც გვიბიძგებს წინსვლისკენ, წარმატებისკენ. მნიშვნელოვანია, უპირველესად საკუთარ თავში , ჩვენს ფიქრებსა და აზრებში ვეძიოთ მოტივაცია, ამისთვის აუცილებელია გჯეროდეთ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების, იფიქრეთ მიზანზე, იმაზე თუ თქვენ მიერ დასახული მიზანი რა სარგებელს მოგიტანთ, იმუშავეთ საკუთარ თავზე და თქვენ ყველაფერს შეძლებთ, იყავით საკუთარი თავის მოტივატორები. არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს, წინააღმდეგობებს, არც დაცემის შეგეშინდეთ, მისითაც ხომ ბევრ რაიმეს ვსწავლობთ, რასაც, საბოლოოდ გამარჯვებამდე მივყავართ. ვფიქრობ, თუ ადამიანი რაიმეს მთელი გულით მოინდომებს, ის აუცილებლად შეძლებს მას, მთავარია არ გაჩერდეს და არ შეწყვიტოს წინსვლისკენ სწრაფვა.
#news
#opinion
#feedcgrant
#ლიტერატურა
#მოტივაცია
#იყავიმოტივატორი
#motivation
Feedc
Tbilisi
0