23 votes
2 comments
0 shares
Save
13 views
Lana Meladze
Tbilisi · 10 months ago

გამარჯობა! :)) საინტერესო და განსხვავებული სოციალური ქსელია. ვფიქრობ, ძალიან წარმატებულიც იქნება ☺️ Marketer-ს მადლობა ამ სიახლის გაზიარებისთვის ❤️

დამფუძნებლებს წარმატებას ვუსურვებ!


Lana Meladze
Tbilisi · 10 months ago
Similar Posts
Fashion Folk Tales
Tbilisi · 2 months ago
ირაკლი რუსაძის სიტუაციონისტი – შთაგონებად ქცეული გამოწვევები და გუნდური მუშაობის უპირატესობა
თანამედროვე ტექნოლოგიების, ინტერნეტის და სოციალური ქსელების ერაში მსოფლიოსთან კავშირში ყოფნა რთული აღარ არის. მიუხედავად ამისა, უდავოა, რომ მოდაში გეოგრაფიული ფაქტორი ჯერ კვლავ დიდ როლს თამაშობს. ირაკლისთან ჩვენი საუბრის თემა პატარა და განვითარებად ქვეყანაში საერთაშორისოდ კონკურენტუნარიანი და ძლიერი ბრენდის შექმნა იყო. განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში დაფუძნებული ბრენდები განსხვავებული გამოწვევების წინაშე დგანან, მაგრამ როგორც ირაკლისგან მოვისმინეთ, შესაძლებელია გამოწვევა შთაგონებად და უპირატესობადაც აქციო. „როდესაც მე ვიწყებდი, საქართველოში მოდა ბიზნესად საერთოდ არ აღიქმებოდა. ახლაც კი – ჯერ ბოლომდე არ არის გააზრებული ბიზნესად. აქ ბევრი რამ ხელმიუწვდომელია, რაც კოლექციის შესაქმნელად გჭირდება, მაგრამ რეალობა ძალიან შთამაგონებელია. ეს სირთულეები და გამოწვევა, როგორც დიზაინერს, უფრო მეტ ინტერესს გიჩენს, უფრო მეტს ფიქრობ და ცდილობ, რაც განვითარებაში გეხმარება.“ საუბრის მთლიანი ჩანაწერი Public Talk-ის დამსწრეებისთვის ექსკლუზიური იყო. ჩვენს მკითხველებს საინტერესო ფრაგმენტებს შემოგთავაზებთ. ირაკლი მნიშვნელოვან დიზაინერად გასულ 5 წელში ჩამოყალიბდა, თუმცა წლების განმავლობაში ფარდის მიღმა მუშაობდა. მას შეგვიძლია თვითნასწავლი ვუწოდოთ. სასწავლებლებში სიარულის ნაცვლად, გამოცდილების დაგროვებამ და სამუშაო პრაქტიკით ცოდნის ამაღლებაზე კონცენტრირებამ ირაკლისთვის კარგად იმუშავა. როგორც თავად გვითხრა, ამ გადაწყვეტილებით არაფერი დაუკარგავს, პირიქით, თვლის, რომ მოიგო. „14 წლიდან დავიწყე მუშაობა, სხვა დიზაინერებს ვეხმარებოდი. შემდეგ დავდექი არჩევანის წინაშე, თუ სწავლას დავიწყებდი და ყოველდღიურად, თუ ყოველკვირეულად სასწავლებელში ვივლიდი, მაშინ მუშაობას ვერ შევძლებდი. გადავწყვიტე, რომ ისევ მემუშავა და სწავლა დამოუკიდებლად გამეგრძელებინა. მე ვთვლი, რომ ამ გადაწყვეტილებით არაფერი წამიგია, პირიქით.“ გუნდში მუშაობის გამოცდილებამ გავლენა იქონია რუსაძის შესაძლებლობაზე, რომ შეექმნა ბრენდი, რომელიც ქართული მოდის ინდუსტრიის რუკაზე გუნდური მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი იქნებოდა. საინტერესო და მრავალფეროვან გუნდს განსხვავებული სახელიც შეურჩია – სიტუაციონისტი. „სიტუაციონისტები გასული საუკუნის ერთ-ერთი პოლიტიკური-სახელოვნებო მოძრაობის წევრები იყვნენ. მახსოვს, აღფრთოვანებული ვიყავი, როდესაც მათზე წავიკითხე და მაქედან წამოვიდა ამ სახელწოდების იდეა.“ ირაკლიმ ზუსტად იცოდა, რომ ბრენდისთვის საკუთარი სახელის, ან გვარის დარქმევა არ სურდა. მისი ტანსაცმლის ხაზი მოძრაობაა, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებულ ადამიანებს საერთო ხედვის ქვეშ აერთიანებს. სწორედ ეს ადამიანები, ირაკლის ხელმძღვანელობით, ქმნიან სიტუაციონისტს ძლიერ ბრენდად. „სიტუაციონისტი გუნდური მუშაობის შედეგია, მხოლოდ მე არ ვარ. ჩვენ გუნდი ვართ და ყველა ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. ვფიქრობ, არასწორი იქნებოდა, თუ ჩვენი ნაშრომის სახელწოდება მხოლოდ ჩემი სახელი, ან გვარი იქნებოდა.“ გუნდური მუშაობის შედეგი შესამჩნევია სიტუაციონისტის პოდიუმზეც, რომელიც თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულზე მოდელების ერთ-ერთი ყველაზე საერთაშორისო და მრავალფეროვანი შემადგენლობით გამოირჩევა. „ჯერ კვლავ პატარა გუნდი ვართ, მაგრამ დიახ, ჩვენთან სხვა ეროვნების ადამიანებიც მუშაობენ. გვყავს ინტერნები ავსტრალიიდან, ასევე ადამიანები საფრანგეთიდან.“ მიუხედავად იმისა, რომ რუსაძეს ძლიერი მხარე მკერვალობა, სამოსის კონსტრუქციაა და არა ბიზნეს ხრიკების ცოდნა, პროფესიონალებთან თანამშრომლობით, კომუნიკაციის და კონტაქტების მნიშვნელობის გააზრებით, ირაკლიმ სიტუაციანისტის წარმატებულ ბიზნესად ქცევა შეძლო და ეს რუსეთის ბაზრის გარეშე მოახერხა. ეს უკანასკნელი აღნიშვნას იმსახურებს, რადგან წლების განმავლობაში ქართველი დიზაინერების მთავარი ბაზარი რუსეთი იყო. სიტუაციონისტი ქართული მოდის ახალი თაობაა, რომელმაც კომერციულ წარმატებას რუსეთის ბაზრის გარეშე მიაღწია. „ჩვენ ჯერ რუსეთში არ ვიყიდებით, თუმცა მომავალში შეიძლება ჩვენი კოლექციები რუსეთშიც გაიყიდოს. ცუმისგან (ძვირადღირებული ტანსაცმლის ყველაზე ცნობილი მაღაზია რუსეთში) არის დაინტერესება. ვნახოთ..“ დღესდღეობით სიტუაციონისტისთვის ძალიან მნიშვნელოვან ბაზარს ბრიტანეთი წარმოადგენს. ბიზნეს სტრატეგიაზე საუბრისას, დიზაინერმა აღნიშნა, რომ საკუთარი მაღაზიების გახსნას არ აპირებს. ამ ეტაპზე ბრენდი კონცეპტუალურ მაღაზიებში (მათ შორის იერში) და მსოფლიოს სხვადასხვა გიგანტ სავაჭრო სივრცეებში იყიდება.#ირაკლირუსაძე #ქართველიდიზაინერი #მოდა #დიზაინი #ჩაცმა #სტილი #ქართულიმოდა Tbilisi
Fashion Folk Tales
Tbilisi · 2 months ago
სოფო ჭყონია ქართულ მოდის ინდუსტრიაში კორონავირუსის შედეგებზე და MBFW კვირეულის მომავალზე
უკრაინულ ჰარპერ ბაზართან ახალ ინტერვიუში, თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის დამფუძნებელმა და ორგანიზატორმა, სოფო ჭყონიამ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქართველი დიზაინერების მდგომარეობაზე, სამომავლო გეგმებზე და იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომლის გადალახვაც ქართულ მოდის ინდუსტრიას უახლოეს მომავალში მოუწევს. მოსალოდნელ სიახლეს წარმოადგენს თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის გაუქმება. თბილისში ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი მოდური ღონისძიება მაისში იგეგმებოდა. „მაისის ჩვენებებისთვის უკვე მზად ვიყავით და ჩვენთვის ეს დიდი უკან გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ მილანისნაირი ძალაუფლება ან პარიზისნაირი ხილვადობა არ გვაქვს. ჩვენ ლოკალური პროექტი გვაქვს. ეს პლატფორმა ქართველი დიზაინერებისთვის ყველაზე დიდი შესაძლებლობაა, რომელზეც საერთაშორისო მყიდველები (ბაერები) და ჟურნალისტები ჩამოდიან. ახლა ეს ყველაფერი გაჩერდა. საუკეთესო ვარიანტში შემოდგომაზე განვაახლებთ ჩვენებებს, მაგრამ რომ ვერ შევძლოთ? არ ვიცი რა იქნება და რა მოტივაცია ექნებათ დიზაინერებს, მათ ბიზნესს. ჩვენს პროექტს არ აქვს რესურსი, რომ შეიქმნას ფონდი მათ მხარდასაჭერად, როგორც ეს გააკეთეს ანა ვინტურმა და ტომ ფორდმა“ – აღნიშნა ჭყონიამ. ანა ვინტურმა და ტომ ფორდმა პანდემიის შედეგად დაზარალებული ამერიკელი დიზაინერებისთვის ფონდი 2 კვირის წინ შექმნეს და პირველივე დღეს მხოლოდ რალფ ლორენისგან 1 მილიონი დოლარის მხარდაჭერა მიიღეს. ერთი მილიონი ფუნტით დაიწყო ბრიტანეთის მოდის საბჭომაც საკუთარი დიზაინერების გამხნევება, თუმცა ლონდონში ამბობენ, რომ პოსტ-კორონავირუსის პერიოდის გადასალახად მხოლოდ ინდუსტრიაში მოძიებული რესურსები საკმარისი არ იქნება და მთავრობის, კულტურის და ფინანსთა სამინისტროების მხარდაჭერა აუცილებელი გახდება. კითხვაზე, ახლა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან მოდის ინდუსტრიის და ადგილობრივი დიზაინერების დახმარება არის თუ არა შესაძლებელი, ჭყონია პასუხობს: „არა ერთხელ წამომიყენებია ამასთან დაკავშირებით ინიციატივები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ იყო გათვალისწინებული. ახლა არავინ არ დაგვეხმარება სახელმწიფო ინსტიტუტებიდან. წინა სეზონზეც “აწარმოე საქართველოში”-მ, რომელიც ფინანსთა სამინისტროს პროექტია, შეამცირა ჩვენი დაფინანსება, რადგან პერსპექტივას ვერ ხედავდა მოდის ინდუსტრიის განვითარებაში. ჩვენ მოდის კვირეულს მაინც ჩავატარებთ, მაგრამ აუცილებლად შევამცირებთ დიზაინერების რაოდენობას. დავტოვებთ მხოლოდ მათ, ვინც უკვე გარკვეულ წარმატებას მიაღწია და გარანტირებულად დადებს კარგ შედეგებს ხარისხის და შემოქმედების ჭრილში“. სხვა გზა არ გვექნება. ამიტომაც შევამცირებთ დიზაინერების რაოდენობას. ჩვენ ძალიან დიდი მოდის კვირეული გვქონდა, 6 დღე ჩვენებებით გადატვირთული. ასობით მოწვეული სტუმარი. ეს ნამდვილად მასშტაბური ღონისძიება იყო. ამის ფონზე, სტუმრებს, ხშირ შემთხვევაში, ყველაფრის გააზრების ძალაც კი არ რჩებოდათ. ამიერიდან საკმაოდ მცირედის შერჩევა მოგვიწევს და შედეგად ჩვენებების შემცირებაც. შესაბამისად, მოწვეულები იქნებიან მხოლოდ ისინი, ვინც ნამდვილად შეძლებენ წვლილის შეტანას ქართული მოდის განვითარებაში. მე შევძლებ განვახორციელო ზუსტად ის, რაც თავიდან მქონდა ჩაფიქრებული. იდეამ, რომ ყველასთვის მიმეცა შანსი, სხვა მიმართულებით წამიყვანა“. საინტერესოა რას ფიქრობენ თავად დიზაინერები, რომლებსაც წინ გამოწვევებით სავსე რამდენიმე სეზონი და წელიც კი ელით. „ბევრთან ვარ ყოველდღიურ კავშირში, თავიდან ყველას შოკი ჰქონდა. ეგონათ, რომ ცხოვრება დასრულდა. მაგალითად Tatuna-ს და Situationist-ს დიდი შეკვეთები ჰქონდათ Dover Street Market-იდან. რა იქნება შემდგომ ბუნდოვანია. შეკვეთები უქმდება. წარმოების შენარჩუნება კი უფრო ადვილი აღმოჩნდა. ქართველი დიზაინერების უმეტესობას დიდი ფაბრიკების ნაცვლად პატარა ატელიეები აქვთ. არაა რთული ამ ყველაფრის სახლის პირობებში გადატანა. მეორე მხრივ, მგონია, რომ ახლა შეიძლება დადგეს ქართველი დიზაინერების ვარსკვლავური მომენტი. ისინი მსოფლიო ბრენდებზე ბევრად იაფია, თუმცა ხარისხით არ ჩამოუვარდებიან. ეს უბრალოდ სიტყვები არაა, პარიზში ბევრ დროს ვატარებ და მაღაზიებშიც დავდივარ. ვიცი, რომ ქართველებს იგივე ხარისხი აქვთ. შემოქმედებით მხარეს რაც შეეხება, აქ ქართველები ნამდვილად იგებენ მსოფლიო ბრენდებთან შედარებისას“. თავის ფავორიტებზე საუბრისას ჭყონიამ აღნიშნა: „არის ბრენდები, რომლებსაც დიდი სიამოვნებით ვატარებ. არის ბრენდები, რომლებიც სტილისტურად არ მერგება, თუმცა ვიცი რომ მათ აქვთ თავიანთი ნიშა, ვხედავ მათ პოტენციალს, მითუმეტეს, როცა მათ ყავთ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მათთან მუშაობა სასიამოვნოა. მომწონს სიტუაციონისტი, ვთვლი, რომ მათი ყოველი ახალი კოლექცია წინაზე უკეთესია. ვთვლი, რომ ბოლო წლებში გიორგი ქებურია ძალიან გაიზარდა. მატერიელი არის ძალიან საინტერესო და აქტიური ბრენდი. ძალიან მარტივი და სასიამოვნოა ანუკისთან მუშაობა, ისინი ყოველთვის მზად არიან განვითარებისთვის, ამასთან თავად ანუკი ყოველთვის ითვალისწინებს რჩევებს და ადეკვატურადაა განწყობილი კონსტრუქციული კრიტიკის მიმართ. პლუს ყველაფერს დროულად აკეთებს“. 2019 წელს სოფო ჭყონია მოდის გლობალური ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან და მნიშვნელოვან ადამიანებში დასახელდა. ის მესამე ქართველია, ვინც The Business of Fashion – მა რეიტინგში შეიყვანა.#Fashion #SofiaTchkonia #Art #georgiandesigner Tbilisi
AstroGeorgia
Tbilisi · 2 weeks ago
შავი იუმორი ზოდიაქოს ნიშნებზე
ვერძი ვერძებს აქვთ კარგად გამოკვეთილი წარბები და თავმომწონე გამომეტყველება,თუმცა ტყუილად გამოიყურებიან ასე თავმომწონედ რადგან გამუდმებით ურახუნებენ თავს სხვადასხვა პრობლემას და საგნებს.ცნობილი ხისთავიანები.ყოველთვის აკეთებენ იმას რასაც ამბობენ.სიჩქარეში ბევრშეცდომასაც უშვებენ,მაგრამ ამას არასოდეს აღიარებენ და ამ საკითხს არასოდეს განიხილავენ.თქვენც გირჩევთ მასთან საუბრისას ეს არ წამოგცდეთთორემ ნაწლავებს გამოგიღებენ.ვერძები კარგად გრძნობენ თავს თევზებთან,რადგან მათთან შედარებით მყარად დგანან მიწაზე და დასცინიანკირჩხიბებს მათი ზედმეტი მგრძნობელობის გამო. ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.არ აქვსმნიშვნელობა სად უწევთ ცხოვრება სასახლეში თუ კარდონის ყუთში,იფიცებიან და ამტკიცებენ რომ ზუსტად ეს სურდათ ცხოვრებაში.ბავშვობის ასაკშიუკვე მიღებული აქვთ ყველა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება.ქორწინდებიან რამდენჯერმე,გართობისთვის,მაგრამ არასოდესშორდებიან,უბრალოდ მათი მეუღლეები უბედური შემთხვევებით იღუპებიან ან სახიჩრდებიან.ვერძები ყოველთვის მენეჯერებად ან მმართველებადან დირექტორებად მუშაობენ მაგრამ თუ მოხდა ისე რომ მუშაობენ მაგალითად დამლაგებლად,აუცილებლად ჩამოაყალიბებენ დამლაგებელთაკავშირს,თუნდაც ერთწევრიანს და იბრძოლებენ ამ კავშირის უფლებებისთვის.ვერძები უცოდველები არიან როგორც ღმერთი,ესეიგი ღმერთიზოდიაქოთი ვერძია,რაც იმას ნიშნავს რომ სატანა მერწყულია.ვერძები არასოდეს უსმენენ მორიელს, ამაყობენ იმით თვით მორიელზე უფროეგოცენტრულები არიან.ფაქტიურად მთელ ზოდიაქოს ნიშნებში ვერძი ყველაზე დიდი ნაძირალაა მორიელის შემდეგ. ვერძებო Your rams’ horns are in everyone else’s asses. კურო ხშირად ეცვლებათ განწყობა,ერთ წუთში რომ მხიარულობენ მეორე წუთში უცებ მოიწყენენ და მესამე წუთში შეიძლება ვიღაცას ფეხები მიუმტვრიონ რატომღაც.ძალიან მიწიერი არსებები არიან, რაც იმას ნიშნავს რომ ან სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით უფრო იშვიათად ბანაობენ ან თუკისადმე ყვავილი ან ბალახი ნახეს იმწუთში ცხვირთან მიაქვთ და საათობით ყნოსავენ.კუროებს უყვართ მხიარული ,გასართობი ფილმები სადაც ყველაბედნიერია ცხოვრება მხიარულია და სიკეთე იმარჯვებს.ცხოვრებაში ხშირად ეხვევიან აყალმაყალში. ჩხუბობენ მიმტანებთან,წესრიგის დამცველებთან ანბილბორდების გამო.უყვართ თავიანთ მეგობრებს ფსიქოანალიზი ჩაუტარონ,თუმცა თავად ზოგადად დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება არასოდესაქვთ.ფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან გაუგებარი ბუტბუტით.კურო უცნაური არსებაა რადგან წლების განმავლობაში შეუძლია გულში შეინახოსწყენა რაღაც მოვლენის გამო,რომელიც შეიძლება გაირკვეს,რომ სინამდვილეში არც მომხდარა.ეს შეიძლება იმით იყოს გამოწვეული რომ კუროხშირად არასწორად იგებს მოვლენებს ან ნათქვამს და არაადეკვატურად აფასებს.ამის გამო კი ის ხშირად ხვდება ვერძების გასალახთა სიაში,რიგითმეორე.თვითონ კუროებს მიაჩნიათ რომ ეს არის მათი ადგილი. ზოგადად ყველაფერში ურჩევნიათ იყვნენ რიგით მეორე,ვიდრე პირველი და უდაოდსაუკეთესონი არიან ამაში,ანუ მათზე კარგად ვერავინ ახერხებს იყოს რიგით მეორე.(კურო ზოდიაქოს მეორე ნიშანია) ყველა კუროს უნდა იყოსღმერთი,მაგრამ როგორც უკვე ვთქვით ღმერთი ვერძია,სამწუხაროდ.ძნელია კუროს გაუგო,ხშირად კითხვებს კითხვითვე პასუხობენ და იშვიათადტოვებენ თავის ბუნაგს.უყვართ კონფლიკტები.ვერ იტანენ თუ ყველაფეი წესრიგშია, ესეიგი რაღაც არ არის წესრიგში.ზოგიერთ კუროს განსაკუთრებითუყვარს ბარებში და რესტონებში მუშტიკრივი,თუ ასეთი რამ არასოდეს გადახდენიათ იგონებენ ასეთ ისტორიებს და სიამოვნებით უყვებიან მეგობრებს.კურომ იცის რომ ცხოვრებაში მიემართება არსად და ყოველთვის ეჩქარება ამ “არსად” წასასვლელად.უყვართ სახლში საკუთარი პატარა სამყაროსმოწყობა სადაც შემოკრიბავენ საყვარელ ადამიანებს და მათთან ერთად ოცნებობენ იმაზე თუ როგორი იქნებოდა სამყარო კურო რომ ღმერთიყოფილიყო. ტყუპები ტყუპები ყველას უყვარს,იმიტომ რომ ნებისმიერ საზოგადოებაში უყვართ შიზოფრენიკები.თვითონ ტყუპებს მიაჩნიათ რომ არიან ნახევრად სოკრატედა ნახევრად მიქელანჯელოები,თუმცა რათქმაუნდა ეს ასე არა არის.ძალიან პროგრესულები გონებაგახსნილები და კონტაქტურები.უყვართსაზოგადოება და რაღაც ამოუხსნელი ძალის წყალობით ახერხებენ იყვნენ ყველგან და იცოდნენ ყველაფერი. ტყუპებს შეუძლია ორ ადგილზეერთდროულად იმყოფებოდეს. ხშირად ატარებენ სწრაფ მანქანებს და ასეთი მანქანებით გამუდმებით ეჯახებიან ხეებს და შენობებს.არიან მოურიდებელნი და ზედმეტად გაბედულნი.უყვართ კამათი და თითქმის ყველაფრის საწინააღმდეგო აზრები და არგუმენტები შეუძლიათ წამოაყენონ.(მაგალითად,ეს წინადადება არ ექნებათბოლომდე წაკითხული,რომ უკვე ამის გაპროტესტებას დაიწყებენ)უყვართ ჩხუბი ქორწილებში,თავისზე სუსტი ადამიანების დაჩაგვრა,მაგალითადჩაგრავენ ბავშვებს და კირჩხიბებს,სასწორებს ხომ საერთოდ ბოქსში სავარჯიშო ტომარად იყენებენ.ტყუპები ან ბისექსუალია ან ჰერმაფროდიტი.არესმის რას ნიშნავს სიყვარულში ერთგულება.ვანდალურად ექცევა საკუთარ სახლს და ოჯახს.ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ სულელურიანალოგიებით.ოლიმპიურ თამაშებში ტყუპები ვერასოდეს იმარჯვებს,თუ გაიმარჯვა ეს იქნება რაიმე ახალი სპორტის სახეობაში რომელსაც არავინიცნობს.ტყუპები გამუდმებით მოიხმარს მედიკამენტებს,ხშირად არალეგალურს.ლაპარაკობენ თითქმის ყვირილით იმისათვის რომ ვინმემმოუსმინოს,ხშირად ტყუპები თავის თავს ელაპარაკებიან ასე,თუ არ გჯერად მოუსმინეთ როცა აბაზანაში მარტოა.ტყუპი არასოდეს არ არის ერთი ისყოველთვის ორი,ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანია ერთად. ერთი სიყვით ტყუპები ეს არის აბსოლიტურად ჭკუიდან გადასული მერწყული. კირჩხიბი აინტერესებთ იცოდნენ რა ხდება სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში,მაგრამ აზრზე არ არიან რა ხდება მათ საკუთარ ცხოვრებაში,ამასმეგობრებისგან იგებენ.კირჩხიბები იმოსებიან მარტო იმიტომ რომ ასეა საჭირო,არ აქვთ გემოვნება, არ ესმით მოდა და სტილი.ეს იმ კატეგორიისადამიანებია რომლებიც ტანსაცმელს მატრასებს შორის ათავსებენ,ზემოდან წვებიან და ასე “აუთოვებენ”.თვეობით,წლობით შეუძლიათ ერთიდაიგივეტანსაცმელი ეცვათ,გაუხდელად.მათი სახლი მათი საკუთარი ბიოსახლია,როგორც პატარა კენგუროსთვის ჩანთა.აქვთ პერიოდები როცა თვეობითიკეტებიან იქ,არ პასუხობენ ტელეფონს, არ აღებენ კარებს,ფანჯრიდანაც კი არ იყურებიან.მიუხედავად იმისა რომ აქვთ სურვილი ყველას მომვლელიდა მხსნელი იყვნენ,საზოგადოება და სოციალური ურთიერთობები საერთოდ არ აინტერესებთ.კირჩხიბი ეს მოარული ჟურნალიადიასახლისებისთვის,იციან უგემრიელესი რეცეპტები,იციან როგორ გაუძღვნენ სახლს,ათვითცნობიერებენ ამას თუ არა,ორივე სქესის კირჩხიბსეხერხება ჭრა-კერვა, ქარგვა და ქსოვა,ეხერხებათ ბავშვებთან და თინეიჯერებთან ურთიერთობა მათი მოვლა და აღზრდა.მათი ნება რომ იყოსსიამოვნებით იქნებოდნენ მთელი მსოფლიოს დედიკოები. კირჩხიბები არასოდეს არიან სპორტში წარმატებული,იმიტომ რომ ყოველი თხუთმეტი წუთის შემდეგ სჭირდებათ დასვენება და ისედაც დიდიფიზიკური აქტივობებისათვის არ იკლავენ თავს.კარიერის აწყობასაც სახლიდან გაუსვლელად ლოგინში მოკალათებულნი აპირებენ.კირჩხიბებიფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან თავისი გამოგონილი სიტყვებით,როგორც ჯორჯ ბუში მაგალითად,რომელიც კირჩხიბია.კირჩხიბებო თუგეჩვენებათ რომ ვინმე გეკაიფებათ,არ გეჩვენებათ ეს მართლა ასეა,გამუდმებით გამასხარავებენ.ადამიანები ხშირად გადაუვლიან ხოლმეკირჩხიბს,ხშირად კი არა სულ ასეა,პირდაპირ ფეხებს იწმინდავენ მათზე და სასაცილო ის არის რომ კირჩხიბებს სჯერათ რომ ეს ასე უნდაიყოს,მოსწონთ კიდეც.პირდაპირ მისწრაფება აქვთ ასეთი,იყვნენ ფეხის საწმენდი ტილოები.კირჩხიბებს არ შეუძლიათ ვინმეზე გავლენა იქონიონ, მაგრამ აქვთ ერთი უნიკალური უნარი ნებისმიერ დროს შეუძლიათგამოიცნონ რას ფიქრობს ნებისმიერი ადამიანი.კირჩხიბები ფიქრობენ რომ ტაქტიანი ადამიანები არიან სინამდვილეში კი უილაჯობა და მოუქნელობაახასიათებთ ამიტომ მათ წვეულებებზე იშვიათად პატიჟობენ,წვეულების მერე კი ევალებათ მიიყვანონ უგონოდ მთვრალი მეგობარი სახლამდე,ესმეგობარი კი ყველაზე ხშირად თევზია ლომი ნებისმიერი გზით და ხერხით ცდილობენ ყურადღება მიიქციონ,თვითმკვლელობაც არაა გამორიცხული.ლომებს უყვართ სარკეები და სარკეშიხშირად უგზავნიან ჰაეროვან კოცნას საკუთარ გამოსახულებას.ლომი გაგაწყვეტინებთ საუბარს იმისთვის რომ თვითონ ილაპარაკოს და არ გაგიშვებთსანამ ბოლომდე არ მოისმენთ ყველაფერს რაც აქვს სათქმელი.ყველა ლომს სურს ჩაუტარონ პარადი თავის დაბადების დღეზე.არქორწინდებიან,იმიტომ რომ მათი ბადალი და შესაფერისი არავინ არის,თუ მაინც მოხდა ისე რომ დაქორწინდნენ,მეუღლეები სამზარეულოშიონკანთან ყავთ მიბმული. გამუდმებით სჭირდებათ ფიზიკური სიახლოვე,მაგრამ თავი ისე უჭირავთ რომ ყველას ჰგონია მიკარება და შეხება მათგაღიზიანებას გამოიწვევს ამითომ ახლოს არავინ ეკარება.ლომი ახსენებს საკუთარ თავს როგორც ზებუნებრივ არსებას როცა ხსნის ფილოსოფიურკონცეფციებს.ლომს შეუძლია გამოაცხადოს რომ ჰომოსექსუალისტია,მაშინ როდესაც სინამდვილეში არ არის,მარტო იმიტომ რომ დაშოკოსსაზოგადოება და თანაც ამ ხერხით არცერთი სქესი არ დაუახლოვდება და შეუძლია მშვიდად გაატაროს მშვენიერი, რომანტიული საღამოებისაკუთარ თავთან განმარტოებით.ლომები ყვირილით აღებენ კარებებს და ოთახში შესვლისას ელოდებიან მისი გამოჩენით აღტაცებული პუბლიკისტაშს.ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები მართლა გვანან ლომებს ანუ არიან ხმაურიანი,ამპარტავანი,ძლიერი,ხშირად აქვთ პატარა ცხვირი,დიდიზედა ტუჩი,კარგად მოვლილი, ხშირი, გრძელი თმა(ფაფარი) და ზოგიერთი”მაიმუნები”ერთ ლუკმად არ ყოფნით.ცნობილია რომ ლომი ლიდერიადაბადებიდან,განსაკუთრებით კი რადიკალური მოძრაობების ლიდერობა გამოსდით კარგად.ერთადერთი რისიც ეშინია ლომს ეს არისგამასხარავება,ვერ იტანს როცა სასაცილო სიტუაციაში ვარდება,სულ ეშინია რომ დასცინებენ.მისი მისამართით უხეშ ხუმრობებზე ძალიანბრაზდება.გაბრაზება კი ლომივით საშინელი იცის.ძალიან უყვარს ვერძებთან ჩხუბი.(რიგით პირველია ვერძების გასალახთა სიაში )თუ ეს ორი სადმე ერთმანეთს გადაეყარა დასისხლიანებამდე სცემენერთმანეთს,სულერთია სად იმყოფებიან თეატრში,სუპერმარკეტში, წვეულებაზე,ხალხში თუ ერთი-ერთზე.ლომებს პირადად ხალხშიურჩევნია,პუბლიკის წინ.ლომებს ყველაფრის კეთება ხალხის,მაყურებლის თანდასწრებით მოსწონს,მათ შორის სექსიც. თუ მერწყულებს თავისი ოთახის კედლებზე როკ-ვარსკვლავების სურათები აქვთ,თხის რქებს გამოჩენილი მათემატიკოსების სურათები,მორიელებსმსოფლიოს უდიდესი კატასტროფების ამსახველი ფოტოები, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ ლომს თავისი ოთახის კედლები საკუთარი თავისფოტოებით აქვს დამშვენებული. ქალწული მეწვრილმანეები,მოწესრიგებული და დარეგულირებულ-გამოთვლილი აქვთ ყველაფერი,სუნთქვაც კი.მათ კარადაში ფერების და ზომების მიხედვითაწყვია ტანსაცმელი.ქალწულები ასუფთავებენ თავიანთ ნივთებს, რეგულარულად, დღეში ორჯერ კბილის ჯაგრისით.მიაჩნიათ რომ ყველაფერსთავისი ადგილი უნდა ქონდეს და მათი ადგილი იატაკზეა სადაც გამადიდებელი შუშით ეძებენ მიკრობებს და ხეხავენ რომ გაასუფთაონ.აქვთაკვიატებული იდეები და მანიები ერთი სიტყვით “არანორმალურები” არიან,აქედან მოდის ამ ნიშნის სახელიც ქალწული. ქალწულს შეუძლიაგამვლელი მანქანის მძღოლს ესროლოს და პოლიციაში ახსნას”ეს იმიტომ გავაკეთე რომ გამვლელი ჭუჭყიან მანქანაზე იჯდა” და პოლიციელებიცგაანთავისუფლებენ რადგან უმრავლესობა მათგანი ქალწულია და ესმით მისი.ძალიან ადვილია ქალწულის ჭკუიდან გადაყვანა,უთხარით რომრაღაც აქვს გაჩხერილი კბილებს შორის,ან გააღეთ მისი მაცივარი და რძის ბოთლი გადაადგილეთ.ჰო ადამიანები ხშირად ერთობიან ქალწულის”გაგიჟებით”,მაგრამ თუ გინდათ ქალწული ნამდვილ ჯოჯოხეთში მოხვდეს ჩაკეტეთ ის მთელი დღე მერწყულთან ერთად ლიფტში.ჯერ ეს ერთი ვერიტანს უმოქმედოთ ყოფნას და მერე მერწყული აუცილებლად გაიხდის(ეს უკანასკნელნი როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ ტანსაცმელსიძრობენ)მერე მერწყულს ლიფტში ექნება შეტანილი ლუდი რადგან მას ჯოჯოხეთში კავშირები აქვს და მას შეუძლია იქ ლუდი შეიტანოს ,რომელსაცმთელ იატაკზე მოწუწავს.ქალწული კი რომელსაც ჯოჯოხეთთან არანაირი კავშირ-მეგობრობა არ აქვს ამ ინციდენტს ვერასოდეს მოინელებს.ქალწულს ძალიან უჭირს კონცენტრაცია,როცა იცის რომ მაცივრის ქვეშ რაღაც აგდია,ეს რაღაც შეიძლება ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილი კუროიყოს,ქალწულმა იცის როგორ გამოათრიოს ის იქიდან ბანანის წვენისგან დამზადებული არომატულ-გამაგრილებელი სასმელის მეშვეობით.საერთოდქალწულმა იცის როგორ მოაგვაროს პრობლემები და მთელი ცხოვრება ამას აკეთებს,დაუღალავად და გულმოდგინედ.ქალწულები არ ხედავანსამყაროს თეთრ და შავ ფერებში ისინი ხედავენ მას ჭუჭყიანად და სუფთად,სწორად და არასწორად და არ არსებობს შუალედი.ერთადერთი კარგი ისაქვთ რომ სიამოვნებით დაგთანხმდებიან სახლი დაგილაგონ ან სარეცხი გაგირეცხონ,თანაც თქვენ გასარეცხებს დაახარისხებენ,მატერიების დაფერების მიხედვით ასე მივიღებთ 32 გროვას თითოში ორი-სამი ტანსაცმლით და მერე ამ გროვებს თითოეული ნაჭრის მარკების სახელებისმიხედვით,ანბანური თანმიმდევრობით გარეცხავს.ხშირად ნახავთ ქალწულს რომელიც მაცივართან მიდის და რამდენჯერმე აღებს და ხურავსკარებს,იმისთვის რომ დარწმუნდეს რომ მაცივრის შიგნით შუქი დროულად ინთება და ქრება.ერთი სიტყვით არანორმალურები! სასწორი ოჰ! თქვენი ელეგანტურობა და ფერებში შეხამებული ტანსაცმელი გულს ურევს გარშემო ყველას.ძალიან გაორებული ნატურები ხართ დაგადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლიათ.ფიქრობს და ფიქრობს სასწორი,აწონის დაწონის ათასჯერ, ათიათასჯერ და ბოლოს ყველაზე უარესვარიანტს ირჩევს.თქვენ გამუდმებით წუხართ იმაზე თუ რას იტყვის ხალხი,მაგრამ სინამდვილეში რომ აქცევდეთ ხალხის აზრს ყურადღებას იქნებსაზოგადოებას უფრო მოწონებოდით.სასწორები მოდას აყოლილი ქარაფშუტები არიან, შეიძლება დღეს გააღმერთონ ვინმე ან რამე რასაც გუშინვერ იტანდნენ იმიტომ რომ მოდაში შემოვიდა.მათი ინტერესი იმის შესახებ თუ რა ხდება მსოფლიოში შემოიფარგლება მოდისკატალოგებით.თვითონ ქმნიან მოდას,მათი ბრალია რომ ფართე შარვლები და პეპლისმაგვარი თმისსამაგრები მოდაში დაბრუნდა და თუ სასწორსმოტკეცილი შორტები არ გადაუგდია ესეიგი შემდეგ სეზონზე მოდაში შემოვა.აწყობენ საქველმოქმედო საღამოებს დიზაინის განვითარებისთვის,არიანრაღაც გაუგებარი მოძრაობის წევრები,მაგალითად მოძრაობა”კაპუჩინო”-ს წევრები,ჰკითხეთ რატომ და რაღაცას მობოდავენ სოლიდარობისშესახებ.ძირითადად კი არაფერი არ იციან და არაფერი არ ეხერხებათ,ყოველთვის ყავთ ვიღაც ვინც უძვირეს ფეხსაცმელებზე თასმებს შეუკრავს,ხო!სასწორი არასოდეს ვაჭრობს ეკონომიურ მაღაზიაში,არასოდეს ჭამს სწრაფი კვების ობიექტებში და აზრზე არ არის სად მიდის ნაგავი.სასწორიყოველთვის წკიბზეა გააკეთოს ის რაც ყველა დანარჩენმა ადამიანმა იცის რომ სისულელეა.მათ აქვთ უზარმაზარი კოლექცია კომპაქტ-დისკებისრომლების არასოდეს მოუსმენიათ,ფილმების რომელიც არასოდეს უნახავთ.ჰოლივუდი სავსეა სასწორებით,იმიტომ რომ თავის მოჩვენების დათვალთმაქცობის ოსტატები არიან.რაც არ უნდა დაათროთ სასწორი მაინც შეძლებს ლოგიკურად აგიხსნათ რა განსხვავებაა ყავა latté და ყავა au lait -სშორის.გასაკვირი კი ის არის რომ ამ ორს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს მორიელი კარგად ერკვევიან კომპიუტერებში,უმრავლესობა მორიელებისა ჰაკერია,ასევე უმრავლესობა მორიელებისა ცდილობს პოპულარობა და სიმდიდრემოიპოვოს სოციალური ქსელების დახმარებით.არიან კიდეც ყველაზე პოპულარულები ჩათ-ბოქსებში.მორიელებს სერიოზულად მოსწონთ თავიანთიპარანოიკული მოდგომა ცხოვრებისადმი. ძალიან წყდებათ გული რომ უცხოპლანეტელებს არასოდეს გაუტაციათ,რომ სახელმწიფო შეთქმულებისმსხვერპლი არ არიან,რომ სტარ ტრეკი ფანტაზიაა .საკმარისია ნახოთ ავტომატური მოწყობილობებით სავსე ბარაკი სადაც ცხოვრობს,რომ ესყველაფერი დაიჯეროთ.მისი მთავარი გეგმაა გახდეს მსოფლიოს დამპყრობელი,მაგრამ ეს გამორიცხულია ოდესმე მორიელის მმართველობითმოხდეს.მორიელს უყვარს ჭამოს ყავა კოვზით ახლად გახსნილი ყუთიდან,ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუსრუტია ცხვირით შოკოლადშიამოვლებული თხილი,დამუშავებული აქვს ხერხი და იცის როგორ მოწიოს დუშის ქვეშ.მისი საყვარელი დღესასწაული ჰალუინია,შემთხვევითი არარის რომ მათ დაბადების დღეებს ემთხვევა,მხოლოდ ამ დროს შეუძლია მორიელს “იქაჯოს” ისე რომ ციხეში არ ამოყოს თავი.მისი საყვარელისპორტი სექსია,სადაც უდაოდ ჩემპიონია.გარდა ამისა სექსი კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის რომ მოწიოს.შეუძლია რჩევების მიცემა ისეთ საკითხებზერაც თავად არ ანაღვლებს და არ აინტერესებს,თვითონ არავის რჩევას არ უგდებს ყურს.თუ გინდათ გაიგოთ ვინმე მორიელია თუ არა ჰკითხეთ რამედა ხუთწუთიანი დუმილის მერე იქნება პასუხი”რა?” მორიელები ხშირად ჭარბთმიანები არიან და ეს მოწონთ რადგან მიაჩნიათ რომ ამით კიდევ უფროესმება ხაზი მათ სიველურეს,ეს ეხება ქალ მორიელებსაც.მორიელებს შეუძლიათ ჩააწყონ ლოტოს გათამაშება,ის ხომ ავტომატურად არისმოწყობილი. მშვილდოსანი მშვილდოსნები დაბადებულნი არიან თავგადასავლებისათვის,უყვართ ობობების შიშველი ხელით გაჭყლეტა,შუა ღამეს ოთახებში სიარული ისე რომშუქს არ ანთებენ,უყვართ ფათერაკები და მზად არიან კისერი მოიტეხონ ოღონდ რამე გადახდეთ თავს,მოკლედ ხშირად ძალით ირთულებენცხოვრებას იმიტომ რომ ადვილი და კომფორტული არაფერი მოსწონთ.მშვილდოსნებს უყვართ გააცინონ და გაართონ ხალხი,ახლობლები თუუცხოები, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ,მაგალითად ტრანსვესტიტობენ.უმრავლესობა მშვილდოსნებისა არასწორი სქესით არის დაბადებული ანუარიან ძალიან მამაკაცური ქალები და ქალური თვისებების მქონე მამაკაცები.არიან ხმაურიანები და უტაქტოები.ცხოველებს და ბავშვებს ძალიანუყვართ მშვილდოსნები,რადგან მათ შეუძლიათ საცირკო ნომრების და ტრიუკების ჩატარება,სამაგიეროდ ზრდასრულებს სძულთ ისინი,იმისთვის რომარიან ზედმეტად პირდაპირები და უხეშები.უხამს წარწერებიანი მაისურები და მედალიონები მშვილდოსნების მოგონილია.ისინი ძირს ყრიან საჭმელსან ექცევათ წითელი ღვინო მაგიდაზე(ან ვინმეზე) სოლიდურ რესტორანში და ხმამაღლა სვამენ უამრავ კითხვას ეკლესიაში თუთეატრში.მშვილდოსანი არასოდეს დაპატიჟოთ სახლში მშობლების გასაცნობად,უხერხულობისგან რაღაც საშინელებას ჩაიდენს. როგორც კენტავრი(რომელიც მშვილდოსნის გამოსახულებაა) არის ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხოველი ასე არსებობენ ორი სახის მშვილდოსნები,მშვილდოსანიადამიანი_ძალიან დახვეწილი,ინტელიგენტი და მშვილდოსანი ცხოველი- ძალიან პრიმიტიული, უბრალო ადამიანი, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტშიმშვილდოსანს უბრალოდ არ შეუძლია მთელი თავისი არსებით მოხეტიალე ჰიპი არ იყოს. თხის რქა თხის რქები არიან ძალიან ბეჯითი,ძალიან სანდო და უაღრესად მოსაწყენი ადამიანები.დინჯად და მოთმინებით მიემართებიან შემდეგი დიდიმიღწევისაკენ კარიერაში,ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა.უმრავლესობა თხის რქა კარგი მათემატიკოსია და ეხერხება ყველაფრის სწრაფად დაწინასწარ გამოთვლა-დაანგარიშება,ეს მათ კიდევ უფრო მოსაწყენ ადამიანებად ხდის. ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა უხდებათ მაგრამუკან არასოდეს იხევენ.ბევრი პოლიტიკოსია ამ ნიშნით დაბადებული ამიტომაც არის ჩვენი ქვეყნები ჯანდაბისკენ რომ მიექანებიან.თხის რქებს დაპოლიტიკოსებს, წარმატებას რომ მიაღწიონ,სჭირდებათ პირველ რიგში უსაფრთხოება და უპიველეს ყოვლისა ამისთვის იღწვიან.არ დგამენდაუფიქრებელ ნაბიჯს, არ რისკავენ,თვლიან რომ სპონტანურობა უტვინობაა.თხის რქა ლომის და ქალწულის უცნაური ნაჯვარია,შეიძლება იფიქროთრომ ეს მათ ნიშანს ხარიზმატულობას და ლოგიკას უმატებს მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს რომ არიან ძალიან ხელმომჭირნე,პედანტი და ეგოისტიადამიანები. თუ დედამიწა ატომური ომის შედეგად განადგურდა მარტო ტარაკანები და თხის რქები მოახერხებენ გადარჩენას,დანარჩენი ადამიანებიუბრალოდ არც მოინდომებენ გაპარტახებულ დედამიწაზე იცხოვრონ.თხის რქებს ბავშვობის ასაკიდან ეხერხებათ საზოგადოების გაცურება დათვალის ახვევა,ბავშვობაში მათთვის ყველაზე სასურველი საახალწლო საჩუქარი იქნება სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის კითხვისასსაინტერესო ადგილებს მონიშნავენ.სახლში აქვთ უამრავი ფაილები,ქაღალდები და საოფისე მოწყობილობები რომ მოაწესრიგონ მათი არარსებულიცხოვრება.უყვართ თავის მოჩვენება რომ თითქოს მობილურზე საქმიანად ლაპარაკობენ,ამ დროს მათი მობილური გამორთულია,რადგან არ ყავთმეგობრები რომელსაც დაურეკავენ.თხის რქობა მოდიდან გადავიდა 1989 წლიდან,დონალდ ტრაპის შემდეგ,რომელსაც ბევრი თხის რქა დღემდეფანტაზიორად და არაპრაქტიკულ ადამიანად თვლის.დოკუმენტების გაყალბებისთვის დაჭერილი ადამიანების უმრავლესობა თხის რქაა. მერწყული მერწყულებს უყვართ წვეულებები,ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ეს არის მათი დევიზი.არა მარტო იმიტომ რომ უყვართ დალევა დაგართობა, იმიტომაც რომ წვეულებებზე შეუძლიათ რაც შეიძლება მეტი ქალი(კაცი)დაკერონ.ნანობენ რომ აღარ არის სამოციანი წლები,ეპოქაროდესაც შეეძლოთ შიშვლებს ევლოთ ხალხში და ეკიდათ საზოგადოების აზრი.(ამ დროს ახალი და პოპულარული იყო ნუდისტურიმოძრაობა)მერწყულებს უყვართ სიშიშვლე. 97.4% ადამიანებისა რომლებსაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მეტროს შუაღამის რეისით უმგზავრიათ მერწყულია(სად დაეხეტებიან არავინიცის) უყვართ ლაპარაკი,ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ ამავე დროს ხშირად უყვართ განმარტოებაც. მერწყულს შეუძლია მარტომ ითამაშოსფრენბურთი,ხშირად ასეც ხდება,თავის თავს ეთამაშება.ამტკიცებს რომ თუ ძალიან ძალიან მოინდომა წყალზე დადგომა შეუძლია,ამაში ხშირადვარჯიშობს საკუთარ აბაზანაში.დღის განმავლობაში ხშირად ემართება ისეთი რამ რასაც მედიტაცია შეიძლება ვუწოდოთ,თუ მერწყულსელაპარაკებით და ის თქვენს მხარს იქით იყურება,ჩათვალეთ რომ ერთი სიტყვა არ გაუგია და საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს,ის ამ დროსშეიძლება ეკონტაქტებოდეს ვიღაცას რომელიც სამი მეტრის მოშორებით დგას.მერწყულებს უყვართ ასტრონომია და იქ ყველგან არიან ნამყოფი,თუგაინტერესებთ მაგალითად რითი იკვებებიან სატურნზე ჰკითხეთ მერწყულს.მერწყულებს შეუძლიათ ყველაფერს მიაღწიონ დედამიწისზურგზე,ყველაფერს რასაც მოინდომებენ და არც მაინცდამაინც დიდი შრომით და ძალისხმევით,თითქოს მათ ყველაფრის უფლება აქვთ უფლისგანბოძებული ეს რათქმაუნდა ყველა დანარჩენ ადამიანს აცოფებს.როკ-ვარსკვლავების უმრავლესობა მერწყულია. თევზები სადაც არ უნდა იყვნენ სიცილი და კომედია გარანტირებულია,განა იმიტომ რომ ცდილობენ სასაცილოები იყვნენ უბრალოდ ასე ხდება.ძალიანდაბნეულები არიან სექსის საკითხში,არსებობს კი საერთოდ ასეთი რამ?რეალურად ხდება? ვერ გაურკვევიათ.ქალი თევზები ატარებენ გრძელ,ფართხუნა კაბებს და უამრავ ვერცხლის სამკაულს,ამბობენ რომ აინტერესებთ და უყვართ ვარსკვლავები,მაგრამ ერთადერთი რაც შეიძლება ცაზეიპოვონ დიდი დათვის თანავარსკვლავედია,თუ ვერ იპოვეს ტირიან.შეიძლება ახსოვდეთ რა მოხდა 1992წლის 3 მარტს მაგრამ არ ახსოვთ საკუთარისახლის მისამართი,არ აქვთ ორიენტაციის უნარი.ადამიანი რომელიც ტრასაზე მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით 70კმ/სთ მოძრაობსუმრავლეს შემთხვევაში თევზია. თევზები უმეტესწილად სიცოცხლეს ასრულებენ ან დიდი სიმაღლიდან(ფანჯრიდან,სახურავიდან) გადმოვარდნით ანსატვირთო ავტომანქანის ბორბლების ქვეშ.ეს ასე არ ხდება მარტო იმ შემთხვევაში თუ კირჩხიბთან ერთად ცხოვრობენ.(კირჩხიბი იზრუნებს რომ ასეარ მოხდეს)თევზები არიან იმდენად უსუსური და იმდენად დაუცველ-საცოდავი რომ შეუძლიათ ლომსაც კი დედობრივი გრძნობები გაუღვიძონ,მაგრამნუ მოტყუვდებით,თევზმა შეიძლება გაგაკვირვოთ თავისი გამჭრიახობით.თევზებს შეუძლიათ ისტორიულ, ლეგენდარულ სიდიადეს მიაღწიონ ბედისდა იღბალის წყალობით.სიამაყით გეტყვიან რომ მიქელანჯელო,გალილეო,ჯორჯ ვაშინგტონი და ალბერტ აინშტაინი თევზები იყვნენ.მაგრამ არგეტყვიან რომ თევზი იყო ტედ კენედიც რომელმაც სულელურად იცხოვრა და კიდევ უფრო სულელურად დაიღუპა. თევზები ამტკიცებენ რომ უყვართსაღი კრიტიკა,სიამოვნებით მოისმენენ და გაითვალისწინებენ მას მაგრამ სინამდვილეში თუ თქვი რომ მათი ნამუშევარი არ მოგეწონა შეუძლიათ იქვეხარაკირი ჩაიტარონ.ნურასოდეს ეცდებით გამოიყენოთ ლოგიკა თევზებთან მიმართებაში,ისინი გრძნობებით იმართებიან,დაფრინავენ ცაში დაცხოვრობენ ნარნიაში(გამოგონილი ქვეყანა)კამათის დროს მათი მთავარი იარაღი ცრემლებია.არ აქვს მნიშვნელობა რა სიტყვებს იყენებენ როცაცდილობენ ახსნან ფილოსოფიური კონცეფციები,მაინც გაგებაში არ არიან რაზე ლაპარაკობენ.თევზები ტირიან როცა ნახავენ მოკლულ ცხოველსმაგრამ ნერვი არ შეუტოკდებათ ისე შეუძლიათ გამოჭრან ყელი ადამიანებს რომლებიც არ ეპიტნავებათ.ვერძები ასრულებენ იმას რასაციტყვიან,კირჩხიბები ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს,მორიელები იტყვიან რამეს და გააკეთებენ ჯიბრზე,მარტო იმიტომ რომ ასე თქვეს,თევზებიგაუთავებლად ლაპარაკობენ,ყველრა მოხდება თუ კაცი შემთხვევით ფეხს დაადგამს ფოცხს და ფოცხის ტარი თავში მოხვდება? Naia Iobashvil
Droidline
Kutaisi · 3 days ago
Android 11[Beta 2]
რამდენიმე დღის წინ Google-მა მისი ახალი Android-ის, კერძოდ კი Android 11-ის მეორე ბეტა ვერსია გამოუშვა.ცხადია ბევრი სიახლე არის, მაგრამ ისეთები რომ დიდად შესამჩნევი არ არის. ეს ყოველივე შეიძლება დაკავშირებული იქნეს იმასთან, რომ უმეტესწილად Android 11-ის დახვეწაზე მუშაობენ. პირველი ბეტა ვერსიის დროს საკმაოდ ბევრი ხარვეზი იყო და ანდროიდის მომხმარებლები რომლებიც გადავიდნენ Android 11-ის ბეტა ვერსიაზე, იქნენ გაფრთხილებულნი ამ Glitch-ების, ლაგების და Bug-ების შესახებ რადგანაც "Beta" ამას ნიშნავს.ცხადია დასრულბულ ვერსიას ჯერ ვერ ვიხილავთ, რადგანაც საჭირო არის რომ Google-მა ახალი ანდროიდი უფრო დაასტაბილუროს. რაც შეეხება სტაბილური ვერსიის გამოშვებას, Android 11-ის მეორე Beta-ს გამოსვლისთანავე გახდა ეს ცნობილი, მაგრამ ჯერ მაინც დაუზუსტებელია. მიახლოებით კი ვარაუდობენ 8 სექტემბერს. ოფიციალური თარიღი ჯერ ვერ იქნება ხელმისაწვდომი და გამოააშკარავებული , რადგანაც დარჩენილია მესამე ბეტა ვერსია, რომელიც უნდა გამოვიდეს აგვისტოს თვეში, შემდგომ კი ისევე როგორც ყოველ წელს, მესამე ბეტა ვერსიიდან რამდენიმე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი Android 11-ის დასრულებული და სტაბილური ვერსია. ეს ყველაფერი ითქვა და ასევე აღსაღნიშნავია ის ფუნქციაც, რომ Android 11-ში დაემატა დეველოპერებისთვის წვდომა, რამდენიმე კამერაზე ერთდროულად. ეს კი უკვე საშუალებას მისცემს App Developer-ებს და სხვა სმარტფონის მწარმოებლებს რომ თავიანთ Android Skin-ებშიც დანერგონ ეს ფუნქცია და შემდგომ უკვე მარტივად იქნეს შესაძლებელი ,ერთდროულად სელფის კამერის და უკანა მთავარი კამერის გამოყენება. ეს ძირითადად გამოადგებათ ვიდეო ბლოგერებს. Android 11-ის მეორე ბეტა ვერსიის ჩაწერა შესაძლებელია Pixel-ის მოწყობილობებზე(ცხადია ჯერ საჭიროა ბეტასთვის ავტორიზაცის გავლა მათი ოფიციალური საიტიდან, რის შემდგომაც მოგივათ განახლება)უფრო კონკრეტულად კი Pixel 2-დან ზემოთ. ამასთან სხვა სმარტფონებიც ჩართულები არიან. პირველ ბეტა ვერსიაში კი 5 უმნიშვნელოვანესი სიახლე ესეთი იყო: 4GB-იანი ლიმიტი მოხსნილი იქნა ვიდეოს ჩაწერის დროს. მანამდეც დავწერე მე ამ სიახლის შესახებ და დიდი ხანი იყო კიდევაც ასე , რომ არ შეეძლოთ მომხარებლებს გადაეღოთ ვიდეო რომლის ზომაც იქნებოდა 4GB-ზე მეტი. ახლა კი უკვე როდესაც თითქმის ყველა სმარტფონს აქვს შესაძლებლობა რომ 4K ვიდეო გადაიღოს, უფრო მეტი ადგილი არის საჭირო რაც იმას ნიშნავს რომ 4GB-ში 15წუთიანი 4K ვიდეოც კი ვერ ჩაეტევა, ეს პრობლემებს უქმნის ვიდეოგრაფებს რომლებიც დიდ ვიდეო მასალებს იღებენ სმარტფონებით და საკმაოდ კარგი სიახლეა ეს რომ აღარ არის არანაირი ლიმიტი ამასთან დაკავშირებით, არც ვიცი რატომ იყო ზოგადად მაგრამ რაღაც მხრივ საჭიროებას წარმოადგენდა როგორც ჩანს. უკვე Software Class-ები და API-ები რომლებიც იქნა დაწერილი , გადავიდნენ 64bit-ზე და რაც უფრო მეტ სივრცეს უქმნის ყველაფერს. ეს კი ნიშნავს ასევე იმას რომ თეორიულად ვიდეოს მაქსიმალური ზომა იქნება 2,305,843,009 GB(რაც როგორც ხვდებით ალბათ ისედაც შეუძლებელია რომ ასეთი სმარტფონი გამოვიდეს რომელსაც ამხელა მეხსიერება ექნება, ნუ მომდევნო 5 წლის მანძილზე მაინც რადგანაც არ ვიცით მომავალი რეალურად რას გვიმზადებს მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ყველაფერი Cloud სივრცეში გადადის , მგონი არ უნდა გაცდეს სმარტფონის მეხსიერება 1TB-ს(Internal Storage). Android 11 და მისი დამალული სანაგვე ურნა ფაქტია ყველას სმენია Google Photo-ზე, ასევე გეცოდინებათ ისიც რომ როდესაც ვიდეო/ფოტო ფაილს შლით , ის პირდაპირ არ იშლება და ჯერ სანაგვე ურნაში "Bin/Trash"-ში არის მოთავსებული სადაც 30 დღის მანძილზე ინახება, იმ შემთხვევაში თუ მაგალითად მისი დაბრუნება მოგინდებათ ან შემთხვევით წაგეშალათ. აპლიკაციები რომლებიც იყენებენ MediaStore API-ს, აქვთ 3 ახალი ფუნქცია Android 11-ში, მათ შეუძლიათ შეგეკითხონ გსურთ თუ არა რაიმე ფაილის ნაგვის ურნაში გადატანა , ასევე შესაძლებლობას იძლევიან რომ მონიშნოთ რომელიმე სახის ფაილი როგორც ურნაში მყოფი(ანუ წაშლილი) და ასევე შეგიძლიათ დრო დაუნიშნოთ თუ რამდენ ხანში გსურთ რომ იქნეს წაშლილი ფაილები Trash-იდან. არის ასევე System-Wide ლიმიტი რომელიც მოიცავს 30 დღეს , ცხადია მისი შემცირება შეგიძლიათ თუ მოისურვებთ. ამასთან ახალი მეთოდიც არის ამის ნახვის "Trashed" ფაილებზე მაქვს საუბარი , რაც შემდგომ მიცემს საშუალებას დეველოპერებს რომ გააკეთონ აპლიკაციები სწორედ ამისათვის, ანუ Recycle Bin Viewer ან რაიმე ამდაგვარი. Android 11-ს დაემატა 84 ახალი კონტროლერის მხარდაჭერა ყველამ ვიცით რომ Android სმარტფონებს შეუძლიათ Game Controller-ებთან დაკაშირება. ახალი Android თამაშები კი უკვე გრაფიკულად დატვირთულია და ზედმეტად Action არის , ამიტომ კონტროლერები უფრო და უფრო მოსახერხებელი ხდება მათ სათამაშოდ. პრობლემა კი ის არის , რომ ძალიან ბევრი კარგი კონტროლერი არის ბაზარზე რომლებიც უბრალოდ ვერ მუშაობენ ანდროიდთან კარგად. მომხმარებლებს კი უმეტესწილად უწევდათ Xbox-ის ან Playstation-ის კონტროლერის ყიდვა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს ყველაფერი კი მალე იცვლება Android 11-თან ერთად , რადგანაც დაემატა 84 ახალი კონტროლერის მხარდაჭერა. მათში შედის Logitech, Mad Catz, Aftermarket Xbox კონტროლერები და ა.შ(სია საკმაოდ ვრცელია). Voice Access-ს უკვე აქვს ფუნქცია იმის რომ გააკეთოს ყველაფერი რასაც თქვენ ეტყვით. Android Voice Access არის "წვდომის" ფუნქცია რომელიც აძლევს ადამიანს/მომხმარებელს საშუალებას რომ მართოს მისი ანდროიდ სმარტფონი მისივე ხმით ეს არც ახალი აპლიკაციაა და არც ახალი ფუნქცია, ეს დიდი ხანია Android-ს აქვს მაგრამ Android 11-ში საკმაოდ დაიხვეწა და გაუმჯობესდა, ახლა კი ციფრების გარეშეც შეუძლია დაინახოს რა გაქვთ ეკრანზე და რაზე მიუთითებთ. Android 11-მდე უნდა გეთქვათ Voice Accsess-ისთვის რომ გაკეთებინა ისეთი რაღაცეები როგორიც იყო, გვერდით გადასხვა, მარჯვნივ/მარცხნივ, გაეხსნა სხვადსხვა აპლიკაციები და არც ისე სწრაფი იყო. ახლანდელი გაუმჯობესებული ვარიანტი კი ზედმეტად სწრაფია მაგრამ კიდევ უფრო შეიძლება მისი გაუმჯობესება. როდესაც მას ჩართავთ თქვენი პარამეტრებიდან, უკვე შესაძლებლობა გეძლევათ რომ რასაც იტყვით ის გააკეთებინოთ , მაგალითისათვის : "Open Chrome"-ზე გახსნის თქვენს ბრაუზერს, "Open Twitter" გახსნის თქვენს Twitter აპლიკაციას და შემდგომ შეგიძლიათ უთხრათ რომ რაიმე სახით "Tweet" დაწეროს და ჩვეულებრივად რასაც ეტყვით იმას დაწერ, თუ რაიმეს არასწორად გაიგებს, ეტყვით რომ ჩაასწოროს და ვსო , ძალიან მარტივად ხდება ეს ყველაფერი, ცხადია ქართულად არ არის მაგრამ ჩვენზე დიდად არავინ ღელავს რადგანაც ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ხალხის რაოდენობა ამ მსოფლიოში უფრო მეტია ვიდრე საქართველოს 3.7 მილიონი ადამიანი(2018 წლის მონაცემებით) მაგრამ საკმაოდ კარგი სიახლეა, ცხადია ბევრი არ გამოიყენებს მაგრამ უმეტესწილად ისეთი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი ვისაც რაიმე სახის პრობლემა აქვს, ან თვალთან დაკავშირებით ან ხელებთან , ნუ "Disabled" ადამიანთა ჯგუფზე მაქვს საუბარი. Android 11 სხვადასხვა აპლიკაციებს აიძულებს Back up-ს დიახ ეს Google Cloud-ს არ ეხება მეტწილად და შეგიძლიათ სხვადასხვა აპლიკაციების Back-up განახორციელოთ Local Storage-ში. Android გვთავაზობს სრულ Backup ინფრასტრუქტურას , Google Drive-ში კი ყველა აპლიკაციას მის 25MB-იან სივრცეს აძლევს სადაც შეიძლება იქნეს შენახული App Data რათა შემდგომ Reinstall-ზე იქნეს აღდგენილი ყველაფერი, როგორც იტყვიან "Seamlessly". ამასთან არის სხვა სახის Backup-ის საშუალებაც რაც გულისხმობს ABD-ს მეშვეობით Backup-ს(Android Debug Bridge, გზა რომლითაც საშუალება ეძველა კომპიუტერს და ანდროიდ სმარტფონს ქონდეთ კომუნიკაცია). ეს ლოკალურად აკეთებს Backup-ს და ინახავს ფაილებს თქვენს კომპიუტერში, არც ისე რთულია და ყველას შეუძლია ამის გაკეთება. ძალიან საინტერესო და პრობლემებით მოცულია Android 11-ის ბეტა ვერსია მაგრამ პირველივეში საკმაოდ ბევრი სიახლე არის, მიუხედავად იმისა რომ დიდად არ ჩანს ეს ყველაფერი მაგრამ 100მდე სიახლეა რომელიც შენიშნეს მომხმარებლებმა, უმეტესობა უფრო Fix-ებია მაგრამ უფრო Smooth-ი ხდება Android, უფრო დახვეწილი და სასიამოვნოდ გამოსაყენებელი. Android 11 საკმაოდ დახვეწილი წარდგება ჩვენს წინაშე სექტემბრის თვეში და როგორც ყოველთვის მადლობა ყურადღებისათვის Peace ✌ Photo source(xda-developers.com)#DroidLineNews#feedcgrantFeedc
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
ელისაბედ მეორე - კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას მივაღწევთ, კარგი დღეები დაბრუნდება
ჩვენ წარმატებას მივაღწევთ და ეს წარმატება თითოეული ჩვენგანის კუთვნილება იქნება, კარგი დღეები დაბრუნდება, ჩვენ კვლავ ვიქნებით ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს ოჯახებთან ერთად, ჩვენ კვლავ შევხვდებით,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ განაცხადა, რომელმაც მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართა. დედოფალმა მადლობა გადაუხადა სამედიცინო სფეროს ყველა თანამშრომელს და განაცხადა, რომ მათი მუშაობის ყოველი საათი ნორმალურ რეჟიმთან აახლოვებს ქვეყანას. „მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევის წინაშე ადრეც ვმდგარვართ, ეს განსხვავებული რამაა. ამჯერად, მეცნიერების დიდებული მიღწევებისა და ჩვენი ინსტინქტური თანაგრძნობის გამოყენებით, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ძალისხმევას ვუერთდებით იმისთვის, რომ განვიკურნოთ,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დისტანცირება მტკვივნეულია, ყველაზე სწორი საქციელი შინ დარჩენაა. „ჩვენ ამ დაავადებას ერთად ვებრძვით და მინდა დაგარწმუნოთ, რომ თუკი ერთიანი და უდრეკი ვიქნებით, ჩვენ ამას გადავლახავთ,“- დასძინა მან. დედოფალმა ყურადღება თვითდისციპლინის აუცილებლობაზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ყველა იამაყებს იმით, თუ როგორ უპასუხეს ამ გამოწვევას. აღსანიშნავია, რომ ეს 93 წლის მონარქის მეხუთე საგანგებო მიმართვა იყო 68-წლიანი დედოფლობის მანძილზე.#uk #queen
Droidline
Kutaisi · 3 days ago
ჩვენი უსაფრთხოება დაბალ ფასად
შეიძლება ზოგადად ადამიანმა არ იცოდეს რომელიმე ბრენდის სმარტფონის შესახებ მაგრამ აუცილებლად ეცოდინება ზოგადად კომპანიის სახელი.დაწყებული ბიუჯეტური სმარტფონებიდან , დამთავრებული ე.წ Flagship Killer-ებით და სხვა, ჩინური მწარმოებლები ძალიან ძალიან ბევრ სმარტფონს აწარმოებენ და არამარტო სმარტფონებს, ძალიან ბევრ Gadget-ებს რომლებიც არის კარგი მონაცემების მქონე და ფასიც საკმაოდ დაბალი აქვთ. ბოლო დროს გახმაურებულმა საქმეებმა კი რომელიც Xiaomi-ს ეხებოდა, შეაშფოთა მოსახლეობა , იქედან გამომდინარე რომ უსაფრთხოება კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. რამდენიმე კვირის წინ, Forbes-ის განცხადებით , უსაფრთხოების Researcher-ებმა Gabriel Cirling-მა და Andrew Tierney-მ განაცხადეს, რომ Xiaomi-ს Web Browser-ი აგროვებდა მონაცემებს , თანაც Incognito რეჟიმში. ამაში შედიოდა ყველა ის URL რომელიც მომხარებლის მიერ იყო მონაძებნი და ზოგადად ყველა ის ინფორმაცია რომელიც იქნა ჩაწერილი ამ Browser-ში , ეს ეხებოდა Mi Browser Pro-ს და Mint Browser-ს. ორივე Browser-ს ერთად აქვთ 15 მილიონზე მეტი გადმოწერა Play Store-დან . ამ ყველაფრიდან ჩნდება კითხვა, ღირს კი ეს იაფი სმარტფონები ჩვენი უსაფრთხოების ფასად? Xiaomi აგროვებს Data-ს(და არამარტო Xiaomi) მართალია ისიც, რომ Data-ს შეგროვება უკვე სასწაულებრივი რამ აღარ არის რადგანაც ყველა კომპანია აგროვებს მონაცემებს, მაგრამ ყველაფრს აქვს მისი ზღვარი და ამ ზღვარს Xiaomi უკვე საკმაოდ გასცდა. თუ ჩვენ დავეყრდნობით Cirling-ის განცხადებას მაშინ შეგვიძლია ვთქვათ ის , რომ კომპანია იყენებს უნიკალურ ნომრებს რომლებიც შემდგომ ახდენს მომხამრებლის და სმარტფონის ამოცნობას. Forbes-ზე დაყრდნობით კი "სმარტფონი ასევე იწერდა იმას თუ რა ფაილები იყო გახსნილი მომხარებლის მიერ და რამდენჯერ იყო ეკრანი მომხარებლის მიერ და-Swipe-ებული, ამ ყველაფერში ასევე შედიოიდა Status Bar და პარამეტრების გვერდიც". Xiaomi-მ ამაზე მყისვე მოახდინა რეაგირება და ყველანაირი ეჭვი გააქრო და ამ ყველაფერს ასევე ყალბი უწოდა. როგორც მათ თავიანთ Blog Post-ში განაცხადეს, ჩინური მწარმოებლები, ყველა ანონიმურად აგროვებდა ამ Data-ს და ესეც არ იყო გასაკვირი რადგანაც ზოგადად სტანდარტია ეს რომ მწარმოებელმა და ინდუსტრიამ უნდა შეაგროვოს რაღაც სახის მონაცემები რომ შემდგომ უფრო გააუმჯობესოს მისი პროდუქცია მაგრამ ცხადია ქმედებები სიტყვებზე უფრო მყარია. ამ ყველა განცხადების შემდგომ კი Xiaomi-მ გამოუშვა განახლება რომელიც საშუალებას აძლევდა მომახრებლებს რომ გაეთიშათ Data Collection-ი Incognito Mode-ის გამოყენების დროს. კარგი და პრობლემა მოგვარდა ხო? რა თქმა უნდა არა ! ცხადია რაღაც გასათიში ღილაკის დამატება მომხარებლებს თავს დაცულად ვერ აგრძნობინებს. ეს კიდევ უფრო მიუთითებს იმაზე რომ Xiaomi მართლა აკეთებდა ამ ყველაფერს და უბრალოდ ფორმალურად განაცხადა რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. რატომ აგროვებს Xiaomi ამ ყველა ინფორმაციას პირველ რიგში?. თუ ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოების პირველ ადგილზე დაყენებაზე, რადგანაც განაცხადეს რომ ეს მათთვის პირველ ადგილზე იდგა. ცხადია ზუსტი საიტების ისტორია საერთოდ არ არის საჭირო რათა რაიმე გააუმჯობესო რადგანაც უბრალოდ ზედმეტი რაღაცაა იქედან გამომდინარე რომ არავის საქმე არაა ზოგადად მომხმარებელი რომელ საიტზე შევა. არ ფიქრობთ რომ უკვე დასამალი აღარაფერია? იქედან გამომდინარე ვამბობ ამას, რომ ის რაც ჩვენ დავსერჩეთ, ის უაზრო კითხვები,ის საიტები რომლებიც მოზარდებზეა გათვლილი, ის ვიდეოები რომლებსაც ვუყურეთ Incognito Mode-ში . ყველაფერი ეს უკვე იმ კომპანიის ხელთაა ვის სმარტფონსაც ვიყენებთ. თუ თქვენ ამ ყველაფერთან ხართ მარტივად რომ ვთქვათ, კომფორტულად , მაშინ ცხადია ეს არ გაღელვებთ მაგრამ არის ხალხი რომელთაც ჭირდებათ უსაფრთხოება. ცხადია 100%-ით დაცული არაფერია ამიტომ შეიძლება Xiaomi-ს Data სერვერებიდან ვინმეს ინფორმაციამ გაჟონოს და შემდგომ ისეთ ადგილზე აღმოჩნდეს სადაც რეალურად არ უნდა იყოს. Xiaomi აცხადებს , რომ მის მიერ შეგროვებული მონაცემები არის სრულიად ანონიმიზირებული, რაც უარყვეს Data და Security Researcher-ებმა. ჯერ თუ Xiaomi-ს მხარეს დავიჭერთ ამ საუბარში, მაინც შეიძლება იყოს იმის ეჭვი, რომ ეს ე.წ ვითომ "ანონიმიზირებული" მონაცემები რომელიმე მომხმარებელთან შეიძლება პირდაპირ იყოს კავშირში და ამაში იმას ვგულისხმობ რომ მაგალითად შეიძლება იყოს ისე რომ პირდაპირ ეწეროს ადამიანის სახელი და ცალკე იყოს გამოყოფილი მისი დანართი სადაც იქნება ჩამოწერილი ის საიტები რომლებზეც ეს მომხარებელი იყო ნამყოფი (ძალიან მარტივი პრინციპია). Xiaomi-ს შემთხვევაში , დამატებით ამ Toggle Off პარამეტრები პირიქით გამაღიზიანებელია იმიტომ რომ პირდაპირ მიუთითებს , Xiaomi-ს მონაცემების შემგროვებლობაზე. ცხადია ჩინური მწარმოებელი კომპანიები კიდევ გააგრძელებენ Incognito-დან ინფორმაციის შეგორვებას სანამ მომხარებლები არ გათიშავენ იმ ე.წ Incognito Mode Data Collection-ს(და არამარტო). ეს კი ჩვეულებრივი საშუალო დონის მომხარებლისათვის არანაირად არაა სასარგებლო იქედან გამომდინარე რომ ძირითადად არ აინტერესებს ეს ჩართვა/გათიშვა როგორ ხდება და შეიძლება დატოვოს ჩართული, შემდგომ კი არც ისე კარგი რამ მოხდეს. ამას ემატება კიდევ ის რომ Xiaomi არის მეოთხე უდიდესი სმარტფონების მწარმოებელი თუ დავეყრდნობით Market Share-ის მონაცემებს. ამაში კი ცხადია მილიონობით მომხარებელი შედის. ღირს კი ჩვენი მონაცემების ასე მარტივად გადაცემა ამ კომპანიებისათვის , იაფი პროდუქციის ნაცვლად? ვიცი , რომ ძალიან ბევრი იტყვის რომ თუ Browser-შია პრობლემა უბრალოდ გამოცვალეო , ათასობით Browser-იაო , შეიძლება არის კი სხვა ბევრი უკეთესი, მაგრამ ფაქტია რომ ისევ Xiaomi-ს სმარტფონი გაქვს და მონაცემები მაინც შეგროვდება , რაც არ უნდა შეცვალოთ. Xiaomi ასევე მის თავს ინტერნეტ კომპანიას უწოდებს რადგანაც სმარტფონებიდან შემოსავალი ძალიან მცირე აქვთ. ამიტომ მათ რაიმეთი ხომ უნდა აუნაზღაურდეთ ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე დაბალ ფასიანი სმარტფონის სანაცვლოდ აგროვებენ მონაცემებს. ჩნდება კითხვა, დამთავრდება თუ არა ეს ყველაფერი ოდესმე? ცხადია არა , ან იქამდე სანამ ეს კომპანია არ გაკოტრდება მაგრამ მეეჭვება. საბოლოო ჯამში 21-ე საუკუნეში თუ უსაფრთხოდ გინდათ იყოთ და დარწმუნდეთ იმაში , რომ თქვენს მონაცემებს ბოროტად არავინ შეაგროვებს და ცუდად არ იქნება გამოყენებული, მაშინ ჯობია სახლში ინეტერნეტი გათიშოთ და ყველა სოციალური ქსელი გააუქმოთ რადგანაც სხვანაირად ეს არ მოხერხდება. აქედან გამომდინარე მონაცემებს ყველა კომპანია აგროვებს მაგრამ Xiaomi-ს ზედმეტი მოუვიდა. თუ უსაფრთხოება გინდათ, 100%-ით დაცული ვერცერთ კომპანიასთან თანამშრომლობით იქნებით, მაგრამ არის ბევრი და საკმაოდ კარგი ვარიანტი ამ მხრივ. ამიტომაც არ მიკვირს , რომ ხალხი Apple-ის სმარტფონებისაკენ მიიწევსა. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურადღებსათვის Peace ✌#feedcgrantFeedc
Kristina Kenchadze
Kobuleti · 4 days ago
მოდა
მოდა წარმოადგენს განსაზღვრულ დროს დამკვიდრებულ ტენდენციას გარკვეული საგნების ტარებისა, მოხმარების და მათი შემქნის შესახებ. მოდის ტენდენცია დაახლოებით 15-20 წელიწადში ერთხელ იცვლება, სტილი ისე უნდა შეიცვალოს, რომ შეესაბამებოდეს თანამედროვეობას და არ იყოს ძველის ზუსტი ანალოგი. მოდა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს. მოდის მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის განსხვავდება. ზოგისთვის მოდა არის ის, რაც მოსწონს და რაშიც თავს კომფორტულად გრძნობს, ზოგისთვის კი უახლესი კოლექციები ცნობილი დიზაინერებისგან. მაგალითად ჩემთვის მოდა არის ის რაც გიხდება და გეცვას მოდურად ნიშნავს სწორად უხამებდე სამოსის ფერს და სტილს. ადრე მოდის ცენტრად ის ქალაქი ან ქვეყანა ითვლებოდა, სადაც ძვირფას ქსოვილს აწარმოებდნენ, რისი მაგალითიცაა აბრეშუმის ქალაქად წოდებული საფრანგეთის ქალაქი ლიონი რომელსაც პირდაპირი კავშირი აქვს ფრანგული მოდის მეფობასთან. XIII საუკუნეში პარიზისთვის მოდის სფეროში ახალი კონკურენტი ლონდონი გაჩნდა, კონკურენცია იმდენად დიდი იყო, რომ 1768 წელს ჩანაწერში გერმანელმა მწერალმა დაწერა, რომ ანგლომანიით ანუ გადაჭარბებული სიყვარულით ყოველივე ინგლისურისადმი ყველაზე მეტად შეპყრობილი პარიზი ყოფილა. მაღალი მოდის "ნამდვილ მამად" მიჩნეულია ინგლისელი ჩარლზ ფრედერიკ ვორტი, რომელმაც 20 წლის ასაკში გადაწყვიტა დაეპყრო ქალბატონების გულები. 1858 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა, ბიზნესში კი ცოლი ეხმარებოდა. ვორტი პირველი იყო ვინც კოლექციების შექმნა დაიწყო და დაყო სეზონების მიხედვით. 1868 წელს ვორტმა დაარსა პირველი სინდიკატი "მაღალი მოდის სახლების პალატა" რომელიც დღემდე არსებობს. დღესდღეობით Fashion week -ებზე დიდი დრო, ფული და ენერგია იხარჯება. თითოეული დიზაინერი ცდილობს ყოველ წელს ახალი, ორიგინალური და საინტერესო სამოსი შესთავაზო საზოგადოებას. 1977 წელს სან-ფრანცისკოს გარეუბანში როი რაიმონდის მიერ დაარსებილი ბრენდი "victoria's secret" დღესდღეობით მსოფლიოში ყველაზე აღიარებულო ბრენდია. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თავისი მეუღლისთვის ქალის თეთრეულის ჩუქება გადაწყვიტა, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი დასრულდა, რადგან გამყიდველები თავს უხერხულად გრძნობდნენ მამაკაცთან ქალის თეთრეულის შერჩევის პროცესში. სწორედ ამ დროს როი რაიმონდს ქალის თეთრეულის მაღაზიის გახსნის შესახებ გაუჩნდა იდეა. თავდაპირველად მაღაზია "victoria's secret" გაიხსნა სტენფორდის სავაჭრო ცენტრში. 1982 წელს კი როი რაიმონდსმა გარკვეული პრობლემების გამო ბრენდის მარკა მიყიდა "The limited brand"-ის ფლობელს ლესლი ვეკსნერს. ვეკსნერმა საკუთარი სტრატეგიით მოახერხა კომპაანიის მსოფლიო მასშტაბებზე გაყვანა. თანდათან გაიზარდა პროდუქციის ასორტიმენტი. "Victoria's secret" მა დაიწყო კაბების, აბრეშუმის ღამის პერანგების, რბილი სათამაშოების, სუნამოების და ფეხსაცმლის გამოშვება. ამჟამად კომპანია მუდმივად ატარებს შოუებს, სუპერმოდელების მონაწილეობით. მოდის ინდუსტრიის შენებაში ყველაზე დიდი წვლილი დიზაინერებს მიუძღვით. ფრანგი დიზაინერი კოკო შანელი, თავისი თანამედროვე ხედვით, მამაკაცის სამოსისგან შთაგონებით და უბრალოებისკენ ლტოლვით XX საუკუნის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა, ის იყო ცნობილი ბრენდის შანელის დამაარსებელი. დღემდე კოკო შანელი არაერთი ქალბატონის მისაბაძი პიროვნებაა. მოდის სფეროში ასევე დიდი ადგილი უჭირავთ მოდელებს. ყველა დროის ერთერთი სახელგანთქმული იტალიელი მოდელია მონიკა ბელუჩი. მან მოდელად მუშაობა 13 წლის ასაკში დაიწყო, განსაკუთრებულ წარმატებას კი 2003 წლიდან მიაღწია მოდის სფეროში, ამასთანავე ცნობილი იყო, როგორც იტალიის სექს-სიმბოლო. საქართველოში მოდა შუა საუკუნეებიდან მოდის. მაღალი და დაბალი წრის წარმომადგენლებისთვის მოდა განსხვავებული იყო. XVI-XVIII საუკუნის მაღალი საზოგადოების წადმომადგენელ ქალებს სპარსული, ევროპული ან რუსული ქსოვილისგან შეკერილი კაბები ეცვათ. ჰქონდათ ძვირფასი თვლებით შემკული ჩიხტიკოპები. გლეხის ქალი კი შინნაქსოვი და უბრალო ქსოვილისგან შეკერილ კაბებს ატარებდნენ. დღესაც მოდა საქართველოში დიდ ყურადღებას იპყრობს. გვყავს უამრავი ცნობილი დიზაინერი, რომელთაგან გამოვარჩევდი დემნა გვასალიას. დემნა გვასალია ის დიზაინერია რომელმაც თავდაყირა დააყენა მსოფლიო მოდა და სრულიად განსხვავებული, ორიგინალური სტილი შესთავაზა საზოგადოებას. მან საქართველოს 90-იანი წლების სტილი დასავლური ქვეყნების მოდად ააქვია ამიტომაც ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერია მსოფლიოში. ასევე დემნა "Balenciaga" -ს კრეატიული დირექტორი და "Votements" - ის მთავარი დიზაინერია. ასევე საქართველოს ბევრი წარმატებული მოდელი ჰყავს. მაგალითად: 22წლის ქართველი მოდელი თაკო ნაცვრიშვილი. თავისი სხეულის იდეალური პროპორციებით, ლამაზი სახის ნაკვთებით, ფოტოგენურობით და მოდელისთვის დამახასიათებელი შესაძლებლობებით საქართველოს ფარგლებს გასცდა. მას არაერთი უცხოური ბრენდის ფოტოსესიაში აქვს მიღებული მონაწილეობა, ამჟამად კი new yourk-ში მოღვაწეობს. მოდის სამყაროში ასევე მეტად საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სიტყვა "რასიზმი" არ ფიგურირებს. ბევრი ცნობილი ფერასკანიაკი მოდელია მსოფლიოს მაშტაბით აღიარებული. მაგალითად ინგლისელი მოდელი ნაომი კემპბელი, შუდუ და სუდანელი მოდელი დაკი ტოტი რომელსაც ბარბის ამსგავსებენ. დღესდღეისობით ისინი ძვირადღირებულ მოდელებად ითვლებიან. მოდის ინდუსტრიის შენებაში ასევე დიდი როლი ფოტოგრაფებსაც აკისრიათ. ისინი ფოტოების მეშვეობით მოდელების სილამაზესა და მშვენიერებას გადმოგვცემს. მაგალითად ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი 28 წლის ქემერონ უილსონი სამოდელო სამყაროში დიდ ხელოვნად იქცა, მან რასიზმთან საბრძოლველად ფოტოსესია მოაწყო ფერადკანიან მოდელებთან,მისი შემოქმედება გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებით. მოდური ტანსაცმლის შექმნა საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ბუნებას. მაგალითად: H&M ბოიკოტს უცხადებს წარმოებაში ბრაზილიური ტყავის გამოყენებას, რადგან ტყავის მწარმოებელი ინდუსტრია ამაზონის ტყის განადგურებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ჩემი აზრით H&M- ის საქციელს ბევრი ბრენდი თუ მიბაძავს გარესამყაროსთვის ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს. დღეს ძალიან აქტუალურია ბეწვის ქურქები, მაგრამ მე რეკომენდაციას ვუწევ ხელოვნურ ბეწვს, რადგან ბუნებრივი ბეწვით შექმნილ სამოსს ბევრი ცხოველის სიცოცხლე ეწირება. ყოველდღიურად, ასევე ხშირია მოდასთან დაკავშირებული ბულინგის სახის მქონე კომფლიქტები, რომელშიც დომინირებს შემდეგი სიტყვები: "ეს რა გაცვია?", "მოდის შესახებ რამე გაგეგება?", "ბოლოს როდის იყო ეს ტანსაცმელი ტრენდული?" და მსგავსი შინაარსის მქონე ფრაზები. რაც ჩემთვის მიუღებელია. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ვიგებთ, რომ მოდის სამყარო ერთ-ერთი წამყვანი ბიზნესია მსოფლიოში, რომელსაც დიდი როლი მიუძღვის ახალგაზრდების და არამარტო ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაში. Feedc #feedcgrant#მოდა #ფოტოგრაფი #მოდელები #დიზაინერები #დიზაინი #მოდა
+13
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
კურტ ვოლკერი - ხალხი 20 ივნისს ვერ დაივიწყებს
იმის ფონზე, რომ 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ 1 წელი გავიდა, საინტერესოა, თუ როგორ აფასებს დასავლეთი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ამ ერთი წლის განმავლობაში და რა მოლოდინი აქვს ამჟამად ოქტომბერში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნების მიმართ. ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და ყოფილი წარმომადგენელი ნატო-ში, კურტ ვოლკერი, „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში 20 ივნისის შემდგომ დამდგარ ცვლილებებზე, დასავლეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ექსკლუზიურად ესაუბრა. - ზუსტად ერთი წლის წინ, 20 ივნისს, რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. აღნიშნულის გამო საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მთავრობამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა ამ ერთი წლის განმავლობაში, რა შედეგები მოიტანა ამ ღამემ და მომდევნო საპორტესტო აქციებმა? - პირველ რიგში, ტრაგედიაა, რომ თავდაპირველად მშვიდობიანი პროტესტი უფრო ძალადობრივში გადაიზარდა, ერთი მხრივ, პარლამენტზე შტურმის მცდელობების გამო, მეორე მხრივ იმის გამო, რომ პოლიციამ ძალადობრივი რეაგირება მოახდინა და ხალხს პირდაპირ ესროლა რეზინის ტყვიები. ეს ტრაგედიაა, რადგან საქართველოსადმი რუსეთის აგრესია, ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, დუმის იმ წევრების მოქმედებებიც - ეს ყველაფერი ისეთი რამაა, რაც ყველა ქართველს გააერთიანებდა. თითოეული ქართველი თანხმდება, რომ ეს მიუღებელია და რუსეთის აგრესიის წინაშე ისინი ერთად უნდა იდგნენ. ფაქტი, რომ ეს ყველაფერი უფრო გადაიზარდა მთავრობასა და პროტესტის მონაწილეთა შორის დაპირისპირებაში, დასანანია, ეს ტრაგედიაა და სწორედ ამან გაუხსნა გზა შემდგომ პროტესტსა და დემონსტრაციებს, რომელიც უფრო მთავრობის წინააღმდეგ მიმართა, ვიდრე - რუსების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, სერიოზული დანაკარგი განიცადეს იმ ადამიანებმა, ვინც დემონსტრაიცების დროს დაკარგეს მხედველობა ან დაიჭრნენ. ხალხი ამას ვერ დაივიწყებს. მაგრამ ამ ყველაფერში ნათელი წერტილი ისაა, რომ გზა გაეხსნა მნიშვნელოვან რეფორმებს. თავიდან, მთავრობამ საარჩევნო სისტემის რეფორმირების პირობა დადო, შემდეგ ცოტა უკან დაიხიეს, მაგრამ 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე, არსებობს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან და ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მორიგების საფუძველი. ეს არსებითად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ახლა ორივე მხარემ ერთგულად უნდა სცეს პატივი ამ შეთანხმებას. - ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლელი თანამდებობის პირები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, უფრო და უფრო მკაცრ ტონს იყენებენ. 13 კონკრესმენის ანგარიშში ვკითხულობთ: „ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში უმდიდრესი ადამიანი, პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“. თქვენ გეჩვენებათ, რომ ის და საქართველოს მთავრობა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც რუსეთისთვის სასურველი იქნებოდა? - ამ ანგარიშის ავტორებს ვესაუბრე, ვიტყოდი, რომ დოკუმენტს ქართველმა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ის რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენის მოსაზრებას გამოხატავს, თუმცა არ გამოხატავს მთლიანი კონგრესის მოსაზრებებს და არ ველოდები, რომ კანონმდებლობაში გადაიზრდება. ამას გარდა, ანგარიშში რამდენიმე შეცდომაცაა. აშკარაა, რომ ივანიშვილი საქართველოში არსებითად მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, მაგრამ ჩემი აზრით, ის ბევრად დამოუკიდებელია მოქმედებებში, ვიდრე ანგარიშში მოხსენიებული მეორე ადამიანი, - მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში პარლამენტარია, პუტინი მისი შვილების ნათლიაა და ის უკრაინაში მართლაც წარმოადგენს პუტინის ინტერესებს. ჩემი აზრით, ივანიშვილისა და მედვედჩუკის როლები არ უნდა შევადაროთ. - რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, დონ ბეიკონმა დოკუმენტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია და ამაზე ტექნიკურმა ექსპერტებმა იმუშავეს. რამდენად არიან ჩართულნი ექსპერტები მსგავსი დოკუმენტების შედგენაში და ხომ არ ნიშნავს ბეიკონის განცხადება იმას, რომ ხელმომწერი კონგრესმენები შესაძლებელია, შინაარსს არ ეთანხმებოდნენ? - კონგრესსა და სენატში ყველა ანგარიში თანამშრომლების მიერ იწერება, ისინი ამისთვის მუშაობენ: კონგრესმენებისთვის, კომიტეტებისთვის, ყველაფერს შტატის თანამშრომლები ამზადებენ - ესენი არიან ის ექსპერტები, რომლებზეც ვსაუბრობთ. მეორე მხრივ, მხოლოდ ის, რომ გამოდის ანგარიში, რომელსაც კონგრესმენები თუ სენატორები აწერს ხელს, არ ნიშნავს, რომ ისინი ყოველ სიტყვას ადასტურებენ. ეს გრძელი დოკუმენტია რესპუბლიკელების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ და მათ სურდათ, შეეჯერებინათ რუსეთის მიმართ საკმაოდ მძლავრი ისეთი პოზიცია, რომელიც ასევე, მსოფლიოში ამერიკული ლიდერობის ძლიერ როლს დაამტკიცებდა - ამის გაკეთებას ცდილობდა დოკუმენტი. მის იგნორირებას არ მოვახდენდი მხოლოდ იმიტომ, რომ, როგორც აღვნიშნე, კონგრესის წევრების ნაწილის აზრს გამოხატავს, მაგრამ არ ველოდები, რომ ის რაიმე კანონმდებლობაში გადაითარგმნება. - ამასთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არ არის აშშ-ს ოფიციალური პოზიცია, თუმცა ზოგადად, სხვადასხვა წერილისა და განცხადების საფუძველზე, რომელსაც კონგრესის თუ ევროპარლამენტის წევრები აკეთებენ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბოლო დროს დასავლეთის ნდობა საქართველოსადმი შემცირდა. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რას ფიქრობთ, რა იყო მთავარი მომენტი თუ საკითხი, რომლის გამოც მათ შეშფოთების უფრო და უფრო მკაცრად გამოხატვა დაიწყეს? - ამას შემოვაბრუნებდი და ვიტყოდი, რომ ჩემი აზრით, რასაც აშშ-დან და ევროპიდან ვხედავთ, ეს საქართველოს დიდი ერთგულება და მისწრაფებაა. ადამიანები საქართველოს მხარს უჭერენ, სურთ, რომ მან, როგორც ქვეყანამ, პოლიტიკურად და ეკონომიკურად წარმატებას მიაღწიოს, მხარს უჭერენ საქართველოს უსაფრთხოებას. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ქვეყნისთვის და საქართველოს ურთიერთობისთვის დასავლეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ შეშფოთება იმ იმედისა და მისწრაფების გამო გამოიხატება, რომ საქართველო ნამდვილად იყოს წარმატებული. რატომ - ახლა უფრო მეტად? ვიტყოდი, როგორც ჩვენი დიალოგის დასაწყისში აღნიშნეთ, გასული ზაფხულის საპროტესტო აქციების შედეგად, ნამდვილი აფეთქება მოხდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და ეს ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილების მიღებისკენ, კანონმდებლობისკენ მიდიოდა. შემდეგ ეს ჩაიშალა, თუმცა შემდეგ, 8 მარტის შეთანხმებით, თითქოს ისევ შესაძლებელი გახდა. არსებობს შეგრძნება, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნია, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ამ შეთანხმებას მისდიოს, გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა, მთლიანად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიაში და არჩევნები წარმატებად აქციოს. - თუ იქნება შთაბეჭდილება, რომ წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესი არ წარიმართა დასავლური სტანდარტების შესაბამისად, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მთავრობას - უფრო მკაცრი განცხადებები თუ ზომები, მაგალითად, სანქციები? - ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ საქართველო შანსს გაუშვებს ხელიდან, რაც ქართველი ხალხისთვის ტრაგიკული იქნება. საქართველოსთვის არსებობს შესაძლებლობა, გააძლიეროს ურთიერთობები ევროკავშირთან, ნატოსთან, აშშ-სთან, ქვეყანა ამ ტრაექტორიაზე ბევრი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში იდგა. თუმცა ვფიქრობ, საქართველო დგას რისკის წინაშე, რომ გარე პირები შეხედავენ ქვეყანას და იტყვიან, აჰა, საქართველო მზად არაა, არაა ჩამოყალიბებული დემოკრატია, ნატო-სთვის და ევროკავშირისთვის მზად არ არიან. შედეგად, ამ ქვეყნებისა და ინსტიტუციებისთვის არ იარსებებს იმის სტიმული და მიზეზი, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გაფართოება განაგრძონ. შესაბამისად, ეს ხელიდან გაშვებული დიდი შანსი იქნება. - საქართველოს მთავრობა ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ამას არ ეთანხმება ოპოზიცია. აღნიშნული ტერმინი დასავლეთისგანაც მოვისმინეთ. რას ფიქრობთ - გვყავს თუ არა პოლიტიკური პატიმრები? - ვიცი, რომ სწორედ ესაა მთავრობასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების მიზეზი. მთავრობა ამბობს, რომ ერთი პოლიტიკური პატიმარიც არ არსებობს, ოპოზიცია ამბობს, რომ კი, რა თქმა უნდა, არიან, მთავრობა, მიუხედავად უარყოფისა, ციხიდან უშვებს ამ ადამიანებს და თანაც უარჰყოფს, რომ ისინი პოლიტიკური პატიმრები არიან. შესაბამისად, მესმის ის ბუნდოვანება, რომელთანაც ხალხს აქვს საქმე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო სისტემა სამართლიანი და მიუკერძოებელი იყოს, კანონის უზენაესობის თანახმად იმოქმედოს და არ იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური საშუალება. საქართველოში ყველამ, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ხელახლა უნდა დაადასტუროს ერთგულება სასამართლოს მიუკერძოებლობის და პოლიტიკური მიზნებისთვის მისი არგამოყენების მიმართ. - თებერვალში აგვისტოს ომის შესახებ თქვენი კომენტარის სწორი ვერსია გამოაქვეყნეთ, სადაც ეწერა, რომ პუტინს საქართველოს ტრანსატლანტიკური ინტეგრაციის დაბლოკვა უნდოდა, ის რიტორიკამ გააბრაზა, თუმცა რუსულ აგრესიას საკუთარი მიზეზები ჰქონდა. ფიქრობთ, რომ ეს მიზეზები ახლაც იგივე რჩება, თუ ოდნავ მაინც შეიცვალა? ან, შეიცვალა საშუალებები და მათ აღარ სჭირდებათ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება საკუთარი მიზნების მისაღწევად? - ეს არაჩვეულებრივი კითხვაა. მე ვფიქრობ, რომ რუსები საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით ვერანაირ მიზნებს ვერ აღწევენ. ეს რუსეთისთვის ძვირადღირებულია, შექმნა ტერიტორიები, რომელსაც სახელმწიფოებს ეძახის და რაც საქართველოსთვის დამანგრეველია. თუმცა, ეს საქართველოს არ აჩერებს, არ აჩერებს სისტემას პოლიტიკურად, მის სიცოცხლისუნარიან დემოკრატიას, არ აჩერებს მის ურთიერთობებს ევროპასთან. ჩემი აზრით, ნატომ უნდა გაუხსნას კარი საქართველოს, მაშინაც კი, სანამ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, ტერიტორიებთან დაკავშირებით ძალის არგამოყენების პირობით, ტერიტორიების მშვიდობიანი ინტეგრაციის მხარდაჭერით. მეორე მხრივ, ოკუპაციის მიმართ პუტინის თუ რუსეთის პოზიციაში ვერანაირ ცვლილებას ვერ ვხედავ, ეს ეხება საქართველოსაც, უკრაინასაც, მოლდოვასაც. რუსეთი ისევ ცდილობს, ამ ტერიტორიების ოკუპაცია გამოიყენოს, რათა აღნიშნულ ქვეყნებზე წნეხი მოახდინოს და დისტანცია გააჩინოს მათ და დანარჩენ ევროპას შორის. ჩემი აზრით, ეს არ მუშაობს, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა მაინც ასეთია. - სხვა საშუალებებში ვგულისხმობდი, მაგალითად, ჰიბრიდულ ომსაც... - დიახ, ვფიქრობ, თუ შევადარებთ იმას, რაც მოხდა 2008 წელს, როცა რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, იმასთან, რაც უკრანიაში მოხდა, ეს უკანასკნელი უფრო რბილი იყო. მათ სპეციალური ძალები და დაზვერვის ძალები გამოიყენეს, მოხალისე პერსონალი, აგენტები, რათა ტერიტორიები ჩაეგდოთ ხელში, შემდეგ უბრალოდ, რეგულარული შეიარაღებული ძალებით გააძლიერეს იქ, სადაც საჭირო იყო, შიგნით შექმნეს მარიონეტი სახელმწიფოები და ორგანოები, რათა შემდგომ დამოუკიდებლობა ყოფილიყო მოთხოვნილი და პასუხისმგებლობის უარყოფის საშუალება ჰქონოდათ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის ტაქტიკა ჰიბრიდული ომის უფრო ეფექტურ გამოყენებაში დაიხვეწა, თუმცა, პოლიტიკა იგივე დარჩა. - ერთ თქვენს განცხადებაში აღნიშნეთ, რომ 2008 წელს, პარტნიორებს ნატო-ში შესთავაზეთ დეკლარაციის მიღება, რომლითაც ომი საშინელ ტრაგედიად შეფასდებოდა და რომელშიც ცეცხლის შეწყვეტის მხარდაჭერა გამოიხატება, თუმცა თქვენმა ევროპელმა კოლეგებმა იდეას მხარი არ დაუჭირეს და თქვეს, რომ მათი ლიდერები შვებულებაში იყვნენ. ზოგადად, ნატო ყოველთვის აღნიშნავს, რომ ჩვენ წევრობას მაშინ მივიღებთ, როცა მზად ვიქნებით. მაგრამ ზოგი თვლის, რომ უკვე მზად ვართ. საერთოდ, რას ნიშნავს „მზადყოფნა“ და აქვს თუ არა საქართველოს ძალა მზადყოფნის დემონსტრირებისთვის? თუ შესაბამისი მომენტის დადგომა სხვა აქტორებზეცაა დამოკიდებული, საქართველოსა და ნატოს გარდა? - პირველ რიგში, რა არის „მზად“? - ნატო, წლების განმავლობაში, იცავდა დემოკრატიის სტანდარტებს, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საბაზრო ეკონომიკას, კანონის უზენაესობას, სამხედრო სამსახურის სამოქალაქო კონტროლს, ნატოს-თან თავსებადობას, ევროპის უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, მეზობლებთან კარგ ურთიერთობას და ა.შ. ეს დიდი ხნის განმავლობაში ასე იყო. ამ დროისთვის, საქართველოს იმაზე მეტი აქვს გაკეთებული, ვიდრე ნატო-ს წევრობის რომელიმე სხვა კანდიდატს. ასე რომ, როცა იტყვიან, როგორია აქ დემოკრატია, როგორია საბაზრო ეკონომიკა, საქართველო განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. ეს ნატო-ს აყენებს პოზიციაში, თავად ნატო თუა მზად. ნატო გადაწყვეტილებებს მხოლოდ ყველა წევრი ქვეყნის კონსენსუსის საფუძველზე იღებს. საქართველოს თუ წევრად მიიწვევენ, ეს ნატო-ს თითოეული წევრის თანხმობას მოითხოვს. დღეს ნატო-ში ასეთი თანხმობა არ არსებობს, რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც რუსეთის გამოა შეშფოთებული, ზოგი მაგალითად, არჩევნებზე მიუთითებს, ვნახოთ, რამდენად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნებაო, მიუთითებენ სასამართლოს პოლიტიზირებაზე და ამბობენ, ამასთან დაკავშირებით მთლად დარწმუნებულები არ ვართო. ნატო-ს პოლიტიკიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც იყო საჭირო, საქართველოში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებას დაუყოვნებელი საფრთხე ემუქრება, რისადმი გამკლავებაშიც ისინი ძალიან მომთმენები იყვნენ, და მათ მხარდაჭერა სჭირდებათ. ვფიქრობ, საქართველო ნამდვილადაა მზად, ალიანსის წევრად მიიწვიონ, და არსებობს ის გზები, რომელთა მეშვეობითაც საქართველოზე რუსეთის წნეხის მართვა შესაძლებელი იქნება იმგვარად, რომ არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ მოხდეს. შესაბამისად, ჩემი აზრით, დროა, ნატო-მ ამ საკითხს ახალი თვალით შეხედოს. - ფიქრობთ, რომ ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში საფრთხე ემუქრება, მას შემდეგ, რაც მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტი შეაჩერა, და როგორ შეაფასებდით მომხდარს ზოგადად? - ჩემი აზრით, გვაქვს ერთგვარი ატმოსფერო ან იმიჯი ინვესტორებს შორის, რომ ისინი საქართველოში ინვესტიციების ჩადებასთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან. ეს არ ნიშნავს, რომ ინვესტიციები შეჩერდა, თუმცა ჩემი აზრით, ბევრი დეზინფორმაცია თუ გაუგებრობაა ამ ყველაფრის გარშემო. ანაკლიის გარშემო ბევრი საკითხი ტრიალებდა და ის ამერიკელი ინვესტორებისგან არ ჩამოურთმევიათ, არამედ, ეს კერძო კონსორციუმსა და მთავრობას შორის იყო დავა ფინანსირებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, კერძო კონსორციუმმა ფინანსირება ვერ მოახერხა, მთავრობამ კი პროექტს მხარი ალბათ, ისე ძლიერ არ დაუჭირა, როგორც ამას კონსორციუმი ელოდა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ თავად ესაა ინვესტორებისთვის შემაშფოთებელი. შეგვიძლია სხვა მაგალითები მოვიყვანოთ, მაგალითად, როდესაც ინვესტორებმა იფიქრეს, რომ სასამართლოები არც ისე სანდო წყარო იყო ბიზნეს დავების განხილვის კუთხით. ჩემი აზრით, ინვესტორებს შორის უფრო მეტი ნდობა უნდა იყოს სასამართლო სისტემის და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა მათი მოზიდვა მოხდეს. საქართველო სწორ გზას ადგას და განსაკუთრებით კარგად მიიწევს წინ, განსაკუთრებით, ნატო-ს წევრობის მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტია გასაკეთებელი. განსაკუთრებით, ახლა, კორონავირუსის შემდეგ, როდესაც ეკონომიკას უფრო სწრაფი ზრდა სჭირდება, ვიდრე ამჟამად იზრდება. ვფიქრობ, უცხოელი ინვესტიციების მოზიდვა ახლა ქვეყნისთვის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს. - გვახსოვს, რომ თქვენ არსებით როლს ასრულებდით აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესში. ახლა რისი თქმა შეგიძლიათ მისი დამოკიდებულების შესახებ უკანასკნელი მოვლენებისადმი, როგორიცაა კორონავირუსი და ქვეყანაში არსებული სიტუაცია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ განვითარდა - თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ეს ყველაფერი მის წინასაარჩევნო და საარჩევნო წარმატებაზე? - ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც მარტამდე რჩებოდა, დიდწილად, დავიწყებას მიეცა. ვფიქრობ, იმპიჩმენტს ან მანამდე რაიმე სხვა შემთხვევას გრძელვადიანი გავლენა არ მოუხდენია და სინამდვილეში, ისინი აღარავის ახსოვს. ჩემი აზრით, სამი საკითხია, რამაც პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის ვადა უნდა განსაზღვროს. ამ სამიდან პირველი თავად კორონავირუსია, თუ რამდენად აირიდებს თავიდან მეორე, ინფექციის დიდ ტალღას; მეორე საკითხი ეკონომიკაა, რამდენად სწრაფად და მძლავრად აღდგება ეკონომიკა; მესამეა სამართლიანობის შეგრძნების დანერგვა, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და ქვეყანაში საპროტესტო აქციების შემდეგ. თუ პრეზიდენტი ტრამპი სამივეს - დაავადების, ეკონომიკისა და სამართლიანობის შეგრძნების მართვას მოახერხებს, ვფიქრობ, ხელახლა არჩევის კარგი შანსი ექნება. მეორე მხრივ, თუ საჯაროდ სამიდან ერთი მაინც წარუმატებელი გამოჩნდება, ხელახლა არჩევისკენ მიმართული მისი ძალისხმევები რისკის ქვეშ იქნება და პირიქით, ხელს ყოფილ ვიცე პრეზიდენტს, ბაიდენს უფრო შეუწყობს. ინტერპრესნიუსი
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
კახა კალაძე - თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულა
თბილისის მერმა მოქალაქეებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა, ასევე მერიისა და მუნიციპალური სამსახურების მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე და განხორციელებულ სამუშაოებზე ისაუბრა. „პირველ რიგში, მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე – გიორგობა. თქვენ პირადად, სრულიად საქართველოს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. მინდა, ჯანმრთელობა გისურვოთ, პირველ რიგში, რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. ვიტყოდი, რომ წმინდა გიორგის ძალა ფარავდეს სრულიად საქართველოს, ჩვენს ოჯახებს. მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო, დაახლოებით ორი თვეა, დედაქალაქის მთავრობის სხდომა არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთი დღეც არ შეგვიწყვეტია მუშაობა და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. ვფიქრობ, საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ სამუშაოებს გავაგრძლებეთ, რადგან ეს ყველაფერი მიმართულია კორონავირუსის პრევენციისთვის და ამ ბრძოლაში ჩვენი თითოეული სამსახურის ჩართულობა, თითოეული ჩვენგანის ჩართულობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალააძემ. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომა განსხვავებულ ფორმატში წარიმართება, რადგან სხდომას არ ესწრებიან გამგებლები, რადგან ისინი თავიანთ რაიონებში ჩართულები არიან პროდუქტების დარიგების პროცესში. „მინდა, პირადად გამგებლებს, გამგეობის თანამშრომლებს, ყველა იმ მოხალისეს, ვინც ჩართულია ამ პროცესებში ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია დღეს გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს, დავეხმაროთ იმ ოჯახებს და იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, მიუხედავად რთული მდგომარეობისა, რომელშიც საქართველო და მთელი მსოფლიო იმყოფება, თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. „თუმცა, უნდა აღინიშნოს, არა იმ ტემპით, როგორც ეს წლის დასაწყისში იყო, მაგრამ სამუშაოები არ შეჩერებულა და ყველა მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ხაზი მინდა, გავუსვა იმ მნიშვნელოვან სამუშაოებს, რომლებიც დაცარიელებულ, მაგრამ ლამაზ თბილისში ამ გაზაფხულზე თვალნათლივ გამოჩნდა. ეს არის ორი წლის წინ დაწყებული სამუშაოები. დღეს მიღებული შედეგი, მხედველობაში მაქვს გამწვანებითისამუშაოები. მართლაც ძალიან ლამაზად გამოიყურება ჩვენი ქალაქი ამ გამწვანებებისფონზე და ეს არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც „თბილსერვის ჯგუფში“ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ. მინდა, მათ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამით უკვე შედეგი მიღწეულია და გამწვანებითი სამუშაოები დამთავრებულია. პირიქით, უფრო მეტია გასაკეთებელი და ჩვენი პროექტებიც მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ გამწვანებით სამუშაოებს – რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, არსებულებისრეაბილიტაცია. თქვენ იცით, რომ ორი დიდი პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს – კიკვიძის პარკის, რომელიც ფაქტობრივად დამთავრებვულია და ულამაზესი სივრცე გამოვიდა და ასევე მზიურის პარკი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვახორციელებთ. ესეც ძალიან მაგარი სივრცე ქალაქის ცენტრში, თუმცა ჩვენ ამაზე, რა თქმა უნდა, არ გავრჩდებით და ძალიან საინტერესო პროექტი იქნება განხორციელებული მომდევნო თვეებისა და წლების განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.