ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ენგურის ხიდს დროებით ხსნის

0
ენგურის ხიდს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა რამდენიმე დღით ისევ ცალმხრივად ხსნის. დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 'ჰუმანიტარული კორიდორით' დანარჩენ საქართველოში მყოფი მოქალაქეები ოკუპირებულ აფხაზეთში, საკუთარ სახლში ჩასვლას 13-დან 17 ივლისის ჩათვლით შეძლებენ. მიმდინარე წლის თებერვალში კორონავირუსის პანდემიის პრევენციის საბაბით, საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი ორმხრივად ჩაკეტა, მოგვიანებით კი, რამდენჯერმე ცალმხრივად გახსნა.
0