აფხაზი ახალგაზრდები საკუთარი სამყაროს ძიებაში

0
ყავამ იმედი გამიცრუა, ძალიან წყალწყალა და სუსტი იყო იმისათვის, რომ ჩემი იტალიური გემოვნება დაეკმაყოფილებინა. თუმცა ამაზე ბევრი აღარ მიფიქრია. ფრანგული ყავის მოყვარული მაინც არასდროს ვყოფილვარ. ამის გაგონებაზე ჩემს 26 წლის აფხაზ მეგობარს გაეცინა.  აფხაზ ახალგაზრდებს ყოველდღე უწევთ მოლიდინისა და რეალობის ერთმანეთთან შეთავსება. აფხაზეთი კენჭიანი სანაპიროთი, პალმის ხეებითა და შავი ზღვის სანაპიროზე შეფენილი მთებით, ხმელთაშუა ზღვის კურორტს ჰგავს, თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, საკუთარ ახალგაზრდებს ცოტა შესაძლებლობებს ჰპირდება. აფხაზი ახალგაზრდები, როგორც მილენიალები, ასევე მათი შემდგომი თაობა 1992-1993 წლის კონფლიქტის ფონზე აღიზარდა - დანგრეული შენობები, უშუქობა, საკვები პროდუქტის ნაკლებობა, ემბარგო და გარე სამყაროსგან იზოლაცია. თუმცა, მათ ცვლილებებიც განიცადეს, რაც შესაძლებელია ნათელი მომავალის ნიშანი იყოს.

ახალგაზრდა მამაკაცი XIII საუკუნის გენუის პორტის ნანგრევებთან, რომელიც შავი ზღვის სანაპიროს მნიშვნელოვანი საზღვაო პუნქტი იყო.

სოხუმის ერთ-ერთ კაფეში კედლებს ნატყვიარი ამჩნევია

დაჟანგებული კიბე მიტოვებული საბჭოთა შუქურაში, რომელიც Scavenger Hunt-ის დროს ერთ-ერთ დანიშნულების ადგილია

წყნარი შავი ზღვა ერთგვარი კონტრასტია იმ დანგრეულ შენობებთან, რომელიც აფხაზეთის სანაპიროს ზოლზე მდებარეობს

2008 რუსეთისა და საქართველოს ომის შემდეგ, აფხაზეთი რუსეთმა და მისმა რამდენიმე მოკავშირემ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო. მას შემდეგ, აფხაზეთს რუსი ტურისტები ხშირად სტუმრობენ. სოხუმში და სხვა ზღვისპირა კურორტებზე სასტუმროების ბიზნესი განვითარდა - გზები დაიგო და ახალი სკოლები აშენდა. თუმცა, სოხუმში რამდენიმე ბოჰემური კაფისა და ბურგერის რესტორნების გარდა, ახალგაზრდებისთვის სხვა გასართობი ადგილი არ არსებობს. ასევე იშვიათად ეწყობა დიდი მასშტაბის წვეულებები, თუმცა აფხაზეთში რამდენიმე როკ-ჯგუფი მოღვაწეობს. ყველაფრის მიუხედავად, აფხაზი ახალგაზრდები გართობას საკუთარი ძალისხმევით მაინც ახერხებენ. რამდენიმე შემოქმედებითმა ახალგაზრდამ დანგრეული შენობები საკუთარი ხელოვნებისთვის გამოიყენა.  მიტოვებული პარლამენტის შენობა, აფხაზი ახალგაზრდების შეკრების ადგილია. გრაფიტის მხატვრებმა შენობის მეორე სართული მოხატეს და კედლებზე ხშირად გამოყენებული სლოგანი „დამოუკიდებლობა” დაწერეს. თანამედროვე ხელოვანთა ჯგუფმა Sklad-მა, რომელსაც ახალგაზრდა ხელოვანები და კულტურის მენეჯერები მართავენ, 2017 წელს მათი პროგრამის ფარგლებში აფხაზეთში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელოვანები დაპატიჟეს. დისკუსია 1992-1993 წელს კონფლიქტის დროს დაკარგული არიქივის საკითხს დაეთმო. პროგრამის მიზანია არა მხოლოდ გახსენება, არამედ ახალი ნამუშევრებით იმ ცარიელი ადგილის შევსება, რაც აფხაზეთში კულტურული ინსტიტუტების გაქრობას მოჰყვა.

ორი ახალგაზრდა მამაკაცი Scavenger Hunt-ის თამაშის დროს, სოხუმის ერთ-ერთ კაფეში იყურება. ღამის ცხოვრების არარსებობის გამო, ასეთი ადგილები ახალგაზრდებს, ოჯახის გარეთ სოციალიზაციის საშუალებას აძლევს

სტუდენტები Scavenger Hunt-ის თამაშის დროს. აფხაზ ახალგაზრდებს გართობის საშუალება არ აქვთ, ამიტომ ისინი იძულებულები არიან გართობის ხერხები თავად მოიფიქრონ

სოხუმის ცენტრში შეკრებილი ხალხი, რუსულ ვოკალურ კონკურსში ახალგაზრდა გოგოს გამოსვლას უყურებს. აფხაზი ახალგაზრდების უმეტესობა, ტანსაცმელს, ტელეფონებსა და სხვა ნივთებს რუსეთიდან ყიდულობს.

აფხაზ ახალგაზრდებს 1992-1993 წლის კონფლიქტის შესახებ მშობლებისგან სმენიათ, ან მხოლოდ ბავშვობის ბუნდოვანი მოგონებებიდან ახსოვთ. მაშინაც კი, როდესაც ისტორიას იხსენებენ, უსვამენ ხაზსს იმას, რომ აფხაზეთი (აფსნი - იგივე რაც „სულის ქვეყანა”) წარსულზე უფრო მეტია. Sklad-ის მსგავსად, ისინი ფიქრობენ, რომ აფხაზი ერის თვითგამორკვევა მათი მიზანია. მაშინ როდესაც, ბევრი ახალგაზრდა უკეთესი მომავლისთვის აფხაზეთს ტოვებს, ბევრი, პირიქით აფხაზეთში ბრუდნება, 30 წლის კან ტანიას მსგავსად. კანი 26 წლის ასაკში, დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდა. აფხაზეთის მომავალზე განსხვავებული შეხედულებები არსებობს და იმედგაცრუებები შესაძლებელია წინ იყოს. რუსეთის გარდა, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ დაუჭია მხარი აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რაც აფხაზებს გეოპოლიტიკურ ლიმბში ტოვებს. აფხაზეთს არაფერი ჰქონდა საერთო 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადის პომპეზურობასთან, რომელიც აფხაზეთიდან 60 კილომეტრის დაშორებით მიმდინარეობდა. თუმცა, ამ ფაქტს გავლენა არ ჰქონია აფხაზი ახალგაზრდების რწმენაზე, რომ მათ უნიკალური იდენტობა აქვთ.

სტუდენტები ელოდებინ საკუთარ რიგს, რომ ვლადისლავ არძინბას საფლავზე ყვავილები დააწყონ. აფხაზებისთვის არძინბა თანამედროვე აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი (1993-2005) და ერის სულიერი მამაა.

კაცები ქედს იხრიან ვლადისლავ არძინბას საფლავის წინაშე. 1992-1993 წლებში, ომი დამოუკიდებლობისთვის ათასობით ადამინის სიკვდილითა და აფხაზეთიდან 250, 000 ეთნიკური ქართველის გამოძევებით დასრულდა.

სტუდენტები დანგრეული პარლამენტის შესასვლელთან, ვლადისლავ არძინბას ხსოვნის ცერემონიალზე წასასვლელად, ავტობუსს ელოდებიან. გაურემონტებელი, 12 სართულიანი შენობა ქალაქის შუაგულში მდებარეობს.

2016 წლის ივნისს, Conifa-ს ფეხბურთის ჩემპიონატის დროს, აფხაზეთი ეიფორიამ მოიცვა. ჩემპიონატი უმცირესობებისა და დე ფაქტო ქვეყნებისთვის ტარდება.  ერთი კვირის განმავლობაში, აფხაზეთის დროშების რაოდენობა, 240, 705 მოსახლეს აჭარბებდა.

ფეხბურთის ფანები, სოხუმის 4,300 ადგილიანი დინამოს სტადიონზე, 2016 წელს Conifa-ს მსოფლიო თასის ჩემპიონატის დროს. Conifa-ს ჩემპიონატი FIFA-ს ასოციაციის ნაწილი არ არის.

Conifa-ს ფეხბურთის ჩემპიონატზე, აფხაზი ქალი ვლადისლავ არძინბას სურათით, რომელზეც აწერია „ჩვენი პრეზიდენტი”. ვლადისლავ არძინბა 2010 წელს გარდაიცვალა.

თუმცა პატრიოტიზმი პრობლემებს ვერ ჭრის. აფხაზეთში უმუშევრობა მძვინვარებს და არ არსებობს საკმირის რესურსი იმისათვის, რომ რეგიონი ახალგაზრდების ნარკოტიკზე დამოკიდებულების პრობლემას გაუმკლავდეს. რთული საკითხია ასევე მოზართდა დანაშაული. აფხაზეთის მთავარი პროკურორის ოფისის განცხადებით, დე ფაქტო აფხაზეთის 35 წევრისგან შემდგარი საკანონმდებლო ორგანო, მოაზარდებისთვის კომენდანტის საათის დაწესებას განიხილავს.  თუმცა, ჩემი მეგობრისთვის, როგორც ახალგაზრდა აფხაზისთვის მხოლოდ სირთულეებსა და იმედგაცრუებაზე ყურადღების გამახვილება, პრობლემის მოგვარების გზა არ არის. „20 წელზე მეტი გავიდა და რადგან მსოფლიო აფხაზეთის მდგომარეობას  გაყინულ კონფლიქტს უწოდებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აფხაზეთი მართლაც გაყინულია”, ამბობს იგი. “არ ვიცი, იგი განვითარდა თუ არა, მაგრამ ჩემი ქვეყანა ის არ არის, რაც 1993 წელს იყო. ჩვენ ეს პერიოდი გადავლახეთ”. ორი სირიელი ახალგაზრდა სოხუმის ცენტრში. 2012 წლიდან აფხაზეთში ასობით სირიელი დევნილი ჩავიდა. ბევრი მათგანი ამბობს, რომ მათმა წინაპრებმა აფხაზეთი, XIX საუკუნეში ოსმალეთის იმპერიის მმართველობის დროს დატოვეს.
სირიელი ანზორი და მისი უმცროსი ძმა (მოჭიდავე) სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობენ. ისინი აფხაზეთში 2012 წელს ჩამოვიდნენ. ღამის ცხოვრების გარეშე, აზორი და მისი ძმა სიგარეტს ეწევიან და ერთამენთს ამბების მოყოლით ართობენ.
წყარო:chaikhana ავტორი: ჯეიკ ბორდენი მონიკა ელენა
#აფხაზეთი
#სოხუმი
#ოკუპაცია
#პოლიტიკა
#sokhumidaily
0