8 იდეალური რჩევა ფოტოების გადასაღებლად

0
ფოტოგრაფია საკუთარი თავისა და ხედვების გამოსახატად საუკეთესო გზაა. თუმცა, კარგი კადრის დასაჭერად მხოლოდ ხარისხიანი კამერა არ კმარა. ამ სტატიაში 8 ხრიკს გთავაზობთ, რომელთა დახმარებით საინტერესო და ორიგინალური ფოტოების გადაღებას შეძლებ. 1. შეეცადე, კამერა უძრავად კამერის სწორად დაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი კარგი ხარისხის ფოტოების გადაღება გინდა. თუ აპარატი მუდმივად მოძრავ მდგომარეობაშია, კამერას ფოკუსირება უჭირს, საბოლოოდ კი ფოტო დაბურული გამოდის. სწორედ ამიტომ, სჯობს, შენი გადამღები მოწყობილობა ორივე ხელში მჭიდროდ მოათავსო ან შტატივი გამოიყენო. 2. გამოიყენე "მესამედის წესი", რომ ფოტო სიმეტრიული გამოვიდეს იმისათვის, რომ ფოტო მაქსიმალურად სიმეტრიული გამოვიდეს და კომპოზიციაც ჰარმონიული იყოს, ეს ხრიკი გამოიყენე: წარმოიდგინე ორი ვერტიკალური და ორი ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ცხრა თანაბარი ზომის ოთხკუთხედს ქმნის. ზოგიერთი ფოტო იდეალური გამოდის თუ მთავარ ობიექტს ცენტრალურ კვადრატში მოაქცევთ, თუმცა, თუ ფოკუსს ცენტრისგან მარცხნივ ან მარჯვნივ, კვადრატების გადაკვეთის ადგილას გადაწევთ, ფოტო უფრო ესთეტიკური და სასიამოვნო აღსაქმელი იქნება. 3. შექმენი როცა ბუნების კადრებს იღებთ, სასურველია, ფოტოებზე სიღრმე იგრძნობოდეს, რაც დამთვალიერებელს აფიქრებინებს, რომ ამ სივრცეს ნამდვილად გაჰყურებს. ლანდშაფტების გადაღებისას თუ გსურს, რომ კადრში მთლიანი ხედი ჩაატიო, ამისთვის სასურველია, ფართე კუთხის ლინზას გამოიყენო. გარდა ამისა, თუკი წინა პლანზე ადამიანი ან რაიმე სხვა ობიექტი იქნება, ფოტოს უფრო მეტად დაეტყობა, რამდენად შორეული სივრცეა მასზე აღბეჭდილი. 4. შეარჩიე ნაკლებად ამბობენ, ჭეშმარიტება სიმარტივეშიაო. ამიტომ, როდესაც პორტრეტის ფოტოს იღებ, უმჯობესია, უკანა ფონი მარტივი, ნაკლებად გადატვირთული იყოს. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ვარიანტია თუ არჩევანს ნეიტრალურ ფერებსა და მსუბუქ ტექსტურებზე შეაჩერებთ. სხვა შემთხვევაში, მაგალითად, შენობების ან ჭრელა-ჭრულა ფონზე მთავარი ობიექტი, შესაძლოა, მთლიანად ჩაიკარგოს. 5. იცოდი, რომ პანორამის გადაღების დროს შეგიძლია, მიმართულება და კუთხე შეცვალო? პანორამას ყველაზე ხშირად ჰორიზონტალური კადრისთვის იყენებენ, თუმცა, კამერის ამოტრიალებით ვერტიკალური ფოტოც შეგიძლია გადაიღო. ეს ხრიკი ძალიან გამოსადეგია თუ, მაგალითად, გინდა, ჩანჩქერი ან მაღალსართულიანი შენობა გადაიღო. 6. პორტრეტის გადასაღებად დაისი იდეალური დროა ფოტოს გადაღების დროს განათება ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პორტრეტს იღებ და გინდა, რომ ლამაზი და თბილი კადრი გამოვიდეს. ამისთვის დაისი იდეალური დროა. ასე რომ, როდესაც მზის ჩასვლამდე ერთი საათი იქნება დარჩენილი, ფოტოაპარატი მოიმარჯვე და გადაღებას შეუდექი. 7. გამადიდებელი ლინზა შეგიძლია წყლის წვეთით მაკრო ლინზები ძალიან ძვირია, პატარა მწერების ან ყვავილების გადაღება კი სმარტფონით ნამდვილი განსაცდელია. სამწუხაროდ, კამერის მიახლოებით გადაღებული კადრი ხშირად არც თუ ისე კარგი ხარისხის გამოდის ხოლმე. შემდეგ ჯერზე, გირჩევ, სმარტფონის ლინზას წყალი ფრთხილად დააწვეთო. ამით არც შენს ტექნიკას შეექმნება საფრთხე და ფოტოც უფრო კარგი გამოვა
#ხელოვნება
0