ხშირად დასმული კითხვები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით - მთავრობა განმარტებას ავრცელებს

0
სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ზღვრის კვე­თას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ? რო­მე­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის იხ­სნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი? ამ ეტაპ­ზე, ევ­რო­კავ­ში­რის 27 წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­დან 5 ქვეყ­ნის­თვის (გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, ეს­ტო­ნე­თი, ლატ­ვია და ლი­ე­ტუ­ვა) სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი იხ­სნე­ბა უპი­რო­ბოდ. ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი 5 ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს/მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მქო­ნე პი­რებს შე­ეძ­ლე­ბათ ყვე­ლა სა­ხის ვი­ზი­ტით სა­ქარ­თვე­ლო­ში მხო­ლოდ სა­ჰა­ე­რო გზით ჩა­მოს­ვლა, მი­თი­თე­ბუ­ლი 5 ქვეყ­ნი­დან გა­მომ­გზავ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. მაგ: ლატ­ვი­ის მო­ქა­ლა­ქე/ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის მქო­ნე პირი გერ­მა­ნი­ი­დან უპი­რო­ბოდ შე­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თამ­დე, მათ უნდა შე­ავ­სონ სა­გან­გე­ბოდ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი, ელექტრო­ნუ­ლი ან­კე­ტა, სა­დაც უნდა მი­უ­თი­თონ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლამ­დე ბოლო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის დროს გან­სა­ზღვრუ­ლი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია და სხვ. მა­თი­ვე თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აე­რო­პორ­ტში მათ ჩა­უ­ტარ­დე­ბათ PCR ტეს­ტი (სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯით). სა­ზღვარ­ზე თერ­მოსკრი­ნინ­გის გავ­ლის შე­დე­გად, 37 გრა­დუს­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პირი გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის (იტა­ლია, კვიპ­რო­სი, სა­ბერ­ძნე­თი, ეს­პა­ნე­თი, შვე­დე­თი, ლუქ­სემ­ბურ­გი, ნი­დერ­ლან­დე­ბი, პო­ლო­ნე­თი, პორ­ტუ­გა­ლია, რუ­მი­ნე­თი, ხორ­ვა­ტია) მო­ქა­ლა­ქე­ებს, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო შე­იყ­ვა­ნეს ე.წ. მწვა­ნე სი­ა­ში (გარ­და ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი 5 ქვეყ­ნი­სა) ან და­უ­წე­სეს სხვა­დას­ხვა სა­ხის შე­ზღუდ­ვე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა შე­ეძ­ლე­ბათ 14 დღი­ა­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტი­ნის პი­რო­ბით, რომ­ლის ხარ­ჯებ­საც თა­ვად და­ფა­რა­ვენ. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი 5 ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე/მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის მქო­ნე პირი სა­ჰა­ე­რო გზით ჩა­მო­დის ევ­რო­კავ­ში­რის იმ ქვეყ­ნი­დან, რო­მელ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო დათ­ქმით ხსნის სა­ზღვარს (იტა­ლია, კვიპ­რო­სი, სა­ბერ­ძნე­თი, ეს­პა­ნე­თი, შვე­დე­თი, ლუქ­სემ­ბურ­გი, ნი­დერ­ლან­დე­ბი, პო­ლო­ნე­თი, პორ­ტუ­გა­ლია, რუ­მი­ნე­თი, ხორ­ვა­ტია) ან იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, რო­მელ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს სა­ზღვა­რი გახ­ნი­ლი, აგ­რეთ­ვე თუ ბოლო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვს მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია ხსე­ნე­ბუ­ლი 5 ქვეყ­ნის გარ­და სხვა ქვეყ­ნებ­ში, ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა 14 დღი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინს, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით. ევ­რო­კავ­ში­რის წევრ სხვა ქვეყ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით, (სლო­ვე­ნია, ავ­სტრია, ბელ­გია, ბულ­გა­რე­თი, და­ნია, მალ­ტა, სლო­ვა­კე­თი, ფი­ნე­თი, უნ­გრე­თი, ჩე­ხე­თი, ხორ­ვა­ტია), რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლოს­თან არ გახ­სნეს სა­ზღვა­რი, ჩვე­ნი მხრი­და­ნაც ნარ­ჩუნ­დე­ბა დღეს მოქ­მე­დი რე­ჟი­მი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტე­ბი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან შე­უ­ფერ­ხებ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა წი­ნას­წარ, შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მის შევ­სე­ბი­სა და შე­სა­ბა­მის დარ­გობ­რივ უწყე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბით. საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სულ სტუმ­რებს ეკის­რე­ბათ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, ყო­ველ 72 სა­ათ­ში ერთხელ, სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით ჩა­ი­ტა­რონ კო­ვიდ19-ზე PCR ტეს­ტი, ან გა­ი­ა­რონ სა­ვალ­დე­ბუ­ლო 14 დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი, ასე­ვე სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი არ ეხე­ბათ ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი იმ 5 ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს/ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მქო­ნე პი­რებს, რომ­ლებ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო უპი­რო­ბოდ ხსნის სა­ზღვრებს. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აგ­რძე­ლებს ევ­რო­კავ­ში­რის წევრ, პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან აქ­ტი­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, ორ კვი­რა­ში ერთხელ მოხ­დე­ბა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მომ­სვლელ­თა, ისე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ამ ქვეყ­ნებ­ში შეს­ვლის პი­რო­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვად გა­და­ხედ­ვა. ? ავ­სე­ბენ თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ელექტრო­ნულ ან­კე­ტას? ავ­სე­ბენ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფლო­ბენ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი 5 ქვეყ­ნის მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბას/ ან არი­ან ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ? ავ­სე­ბენ თუ არა ევ­რო­კავ­ში­რის იმ სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი/ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მქო­ნე პი­რე­ბი ელექტრო­ნულ ან­კე­ტას, რო­მელ­თა­ნაც გარ­კვე­უ­ლი დათ­ქმით იხ­სნე­ბა სა­ზღვა­რი? არ ავ­სე­ბენ, ვი­ნა­ი­დან მათ­თვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა 14-დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის გავ­ლა. ? სად არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ელექტრო­ნუ­ლი ან­კე­ტა? ელექტრო­ნუ­ლი ან­კე­ტა ხელ­მი­საწ­ვდო­მია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ სა­გან­გე­ბოდ შექ­მნილ ვებგ­ვერ­დზე www.StopCov.ge ? არის თუ არა აუ­ცი­ლე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში გამ­გზავ­რე­ბამ­დე წი­ნას­წა­რი PCR კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა? არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. სა­ზღვარ­გა­რეთ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტი­უ­ლი კვლე­ვის ამ­სახ­ვე­ლი დას­კვნა არ მი­ი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრინ­ცი­პით ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი PCR კვლე­ვის ან/და სა­ვალ­დე­ბუ­ლო 14 დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის შემ­ცვლელ პი­რო­ბად. ? ევ­რო­კავ­ში­რის რო­მე­ლი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს/ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მქო­ნე პი­რებს მო­უ­წევთ 14 დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის გავ­ლა სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში? იტა­ლია, კვიპ­რო­სი, სა­ბერ­ძნე­თი, ეს­პა­ნე­თი, შვე­დე­თი, ლუქ­სემ­ბურ­გი, ნი­დერ­ლან­დე­ბი, პო­ლო­ნე­თი, პორ­ტუ­გა­ლია, რუ­მი­ნე­თი, ხორ­ვა­ტია. ? რა მიდ­გო­მა ვრცელ­დე­ბა ევ­რო­პის იმ ქვეყ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბით, რომ­ლე­ბიც არ არი­ან ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რე­ბი? ასე­თი ქვეყ­ნე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი არ იხ­სნე­ბა, გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს მხო­ლოდ საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტე­ბი. ? რა მიდ­გო­მა ვრცელ­დე­ბა გერ­მა­ნი­ის, საფ­რან­გე­თის, ეს­ტო­ნე­თის, ლი­ე­ტუ­ვი­სა და ლატ­ვი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მოს­ვლა­ზე ევ­რო­კავ­ში­რის იმ წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან, რო­მელ­თა­ნაც შე­სა­ბა­მი­სი დათ­ქმით იხ­სნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი? აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი პი­რე­ბი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან 14 დღი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინს, სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით. ? რა მიდ­გო­მა ვრცელ­დე­ბა გერ­მა­ნი­ის, საფ­რან­გე­თის, ეს­ტო­ნე­თის, ლი­ე­ტუ­ვი­სა და ლატ­ვი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ევ­რო­კავ­ში­რის იმ წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მოს­ვლა­ზე, რო­მელ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს სა­ზღვა­რი გახ­სნი­ლი? აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი პი­რე­ბი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან 14-დღი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინს, სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით. ? რა მიდ­გო­მა ვრცელ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის არა­წევ­რი ევ­რო­პის და სხვა კონ­ტი­ნენ­ტე­ბის ქვეყ­ნე­ბი­დან გერ­მა­ნი­ის, საფ­რან­გე­თის, ეს­ტო­ნე­თის, ლი­ე­ტუ­ვი­სა და ლატ­ვი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მოს­ვლა­ზე? ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან 14 დღი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინს, სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით. ? რა მიდ­გო­მა ვრცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­მოს­ვლა­ზე ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან? სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან? სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო 14 დღი­ან კა­რან­ტინს. გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გე­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ფლო­ბენ საფ­რან­გე­თის, გერ­მა­ნი­ის, ეს­ტო­ნე­თის, ლატ­ვი­ის ან ლი­ე­ტუ­ვის მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს ან ამავდრო­უ­ლად ფლო­ბენ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქის სტა­ტუსს. ? რა მიდ­გო­მა ვრცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე, რო­მე­ლიც ფლობს საფ­რან­გე­თის, გერ­მა­ნი­ის, ეს­ტო­ნე­თის, ლატ­ვი­ის ან ლი­ე­ტუ­ვის მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს? აღ­ნიშ­ნულ პირ­ზე სა­ვალ­დე­ბუ­ლო 14 დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი არ ვრცელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მსგავ­სად, ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი 5 ქვეყ­ნის მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თამ­დე უნდა შე­ავ­სონ სა­გან­გე­ბოდ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი ან­კე­ტა, სა­დაც უნდა მი­უ­თი­თონ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლამ­დე ბოლო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის დროს გან­სა­ზღვრუ­ლი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი, სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია და სხვ. მა­თი­ვე თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აე­რო­პორ­ტში მათ ჩა­უ­ტარ­დე­ბათ PCR ტეს­ტი (სა­ხელ­მწი­ფოს ხარ­ჯით). სა­ზღვარ­ზე თერ­მოსკრი­ნინ­გის გავ­ლის შე­დე­გად, 37 გრა­დუს­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პირი გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქ­ნე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი 5 ქვეყ­ნის მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის მქო­ნე სა­ქარ­თვე­ლო მო­ქა­ლა­ქე სა­ჰა­ე­რო გზით ჩა­მო­დის ევ­რო­კავ­ში­რის იმ ქვეყ­ნი­დან, რო­მელ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო დათ­ქმით ხსნის სა­ზღვარს (იტა­ლია, კვიპ­რო­სი, სა­ბერ­ძნე­თი, ეს­პა­ნე­თი, შვე­დე­თი, ლუქ­სემ­ბურ­გი, ნი­დერ­ლან­დე­ბი, პო­ლო­ნე­თი, პორ­ტუ­გა­ლია, რუ­მი­ნე­თი, ხორ­ვა­ტია) ან იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, რო­მელ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს სა­ზღვა­რი გახ­სნი­ლი, აგ­რეთ­ვე თუ ბოლო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აქვს მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია ხსე­ნე­ბუ­ლი 5 ქვეყ­ნის გარ­და სხვა ქვეყ­ნებ­ში, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა 14 დღი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინს, სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით. ? რა მიდ­გო­მა ვრცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ზე, რო­მე­ლიც ფლობს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის (გარ­და ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი 5 ქვეყ­ნი­სა) ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს? აღ­ნიშ­ნულ პირ­ზე ვრცელ­დე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო 14 დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნი. ? ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი იმ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს, რო­მელ­თათ­ვი­საც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი იხ­სნე­ბა, შე­ეძ­ლე­ბათ თუ არა ქვე­ყა­ნა­ში სახ­მე­ლე­თო სა­ზღვა­რით შე­მოს­ვლა? სახ­მე­ლე­თო სა­სა­ზღვრო გამ­შვე­ბი პუნ­ქტე­ბი რჩე­ბა და­ხუ­რუ­ლი. ? რა სა­ხის/მე­თო­დის კვლე­ვა ტარ­დე­ბა აე­რო­პორ­ტში? აე­რო­პორ­ტებ­ში ტარ­დე­ბა PCR ტეს­ტი­რე­ბა. ? რა შემ­თხვე­ვა­ში და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მგზავ­რი აე­რო­პორ­ტში PCR კვლე­ვას? აე­რო­პორ­ტში PCR კვლე­ვას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის 5 ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე/ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მქო­ნე პირი, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მას წი­ნას­წარ (აპ­ლი­კა­ცი­ა­ში) აქვს გა­მო­ხა­ტუ­ლი ნება ტეს­ტი­რე­ბის გავ­ლა­ზე. ? რო­დის იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი კვლე­ვის შე­დე­გი? PCR-კვლე­ვის პა­სუ­ხი ცნო­ბი­ლი იქ­ნე­ბა მაქ­სი­მუმ 24 სა­ათ­ში, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია კვლე­ვის პა­სუ­ხის მი­ღე­ბამ­დე პირი იყოს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. ? რო­გორ იგ­ზავ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია კვლე­ვის შე­დე­გის შე­სა­ხებ? კვლე­ვის შე­დეგ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ინ­ფორ­მა­ცი­ას პირი მაქ­სი­მუმ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ი­ღებს ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით. და­დე­ბი­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო კო­მუ­ნი­კა­ცი­აც NCDC-ის მიერ. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პირი გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მის სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ? რა დრო იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო PCR კვლე­ვის­თვის სა­ჭი­რო ნი­მუ­შის ასა­ღე­ბად? ერთი ადა­მი­ა­ნის PCR კვლე­ვის­თვის ნი­მუ­შის აღე­ბის პრო­ცე­დუ­რა 5-10 წუ­თის ფარ­გლებ­ში მერ­ყე­ობს. ? ფა­სი­ა­ნია თუ არა კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა?აე­რო­პორ­ტში PCR კვლე­ვის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დას სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყოფს მხო­ლოდ იმ 5 სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და ამ ქვეყ­ნებ­ში მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მქო­ნე პი­რის­თვის, რო­მელ­თა­ნაც სა­ქარ­თვე­ლო უპი­რო­ბოდ ხსნის სა­ზღვრებს. ? რა შემ­თხვე­ვა­შია სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტი­ნი? კა­რან­ტი­ნი სა­ვალ­დე­ბუ­ლოა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და ევ­რო­კავ­ში­რის იმ ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რო­მელ­თა­ნაც სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი გარ­კვე­უ­ლი დათ­ქმით იხ­სნე­ბა. კა­რან­ტინს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა ასე­ვე ევ­რო­კავ­ში­რის ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი იმ 5 ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე/მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვის მქო­ნე პირი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დის იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, რო­მელ­თა­ნაც სა­ზღვა­რი არ გვაქვს გახ­სნი­ლი ან ბოლო 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ 5 ქვეყ­ნის გარ­და სხვა ქვეყ­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია აქვთ. ? ვინ ფა­რავს კა­რან­ტი­ნის ხარ­ჯებს? სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - სა­ხელ­მწი­ფო, ხოლო ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვად ისი­ნი. ? შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­დას­ვლა?თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­დას­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია: პი­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც ცნო­ბით დას­ტურ­დე­ბა; დიპ­ლო­მა­ტე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ე­ბის მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში (წე­სე­ბის დაც­ვა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას თა­ვად ახორ­ცი­ე­ლე­ბენ); თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­დას­ვლის­თვის პირი ავ­სებს შე­სა­ბა­მის ფორ­მას, სა­დაც უთი­თებს მი­სა­მართს; შევ­სე­ბი­სას მი­თი­თე­ბუ­ლი მი­სა­მარ­თის ჯან­დაც­ვის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბას ად­გენს სსიპ სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის კო­ორ­დი­ნა­ცი­ი­სა და გა­და­უ­დე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრი. ? შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა სა­კა­რან­ტი­ნო სას­ტუმ­როს არ­ჩე­ვა ვი­ზი­ტო­რის მიერ? აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლი არ არის. ? რო­გორ ხდე­ბა სა­კა­რან­ტი­ნო სას­ტუმ­რო­ში ტრან­სპორ­ტო­რე­ბა? და სა­ვალ­დე­ბუ­ლო პე­რი­ო­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ, სას­ტუმ­როს და­ტო­ვე­ბა? აე­რო­პორ­ტი­დან სას­ტუმ­რო­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­ხელ­მწი­ფო. სას­ტუმ­როს და­ტო­ვე­ბა ხდე­ბა 14 დღი­ა­ნი ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ, PCR ტეს­ტით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხის შემ­თხვე­ვა­ში. ? რა პე­რი­ო­დით არის ვალ­დე­ბუ­ლი პირი იმ­ყო­ფე­ბო­დეს სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში? სა­ზღვრის კვე­თი­დან 14 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. ? უტარ­დე­ბა თუ არა პირს სა­კა­რან­ტი­ნე სას­ტუმ­როს და­ტო­ვე­ბის წინ PCR კვლე­ვა? ვინ ფა­რავს ტეს­ტის სა­ფა­სურს? დიახ, სას­ტუმ­როს და­ტო­ვე­ბამ­დე PCR კვლე­ვა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა. ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ტეს­ტის სა­ფა­სურს იხ­დის თა­ვად მო­ქა­ლა­ქე, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - სა­ხელ­მწი­ფო. ? რა­ტომ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის­თვის კა­რან­ტი­ნი? სა­ხელ­მწი­ფო მაქ­სი­მა­ლუ­რად ცდი­ლობს იზ­რუ­ნოს სა­კუ­თარ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე და მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნოს კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი იყო. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და ტუ­რის­ტებს შო­რის კა­რან­ტინ­ში მათ გან­თავ­სე­ბა/არ­გან­თავ­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­სხვა­ვე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბას­თან სო­ცი­ა­ლუ­რი კონ­ტაქ­ტის პო­ტენ­ცი­უ­რად უფრო მა­ღა­ლი სიხ­ში­რით. ? შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ევ­რო­კავ­ში­რის ხსე­ნე­ბუ­ლი 5 წევ­რი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქის მიერ ან­კე­ტის შევ­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტში? დიახ, შე­საძ­ლე­ბე­ლია. ? რა შემ­თხვე­ვა­ში შე­უძ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს ქვეყ­ნი­დან გამ­გზავ­რე­ბა? სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს შე­უძ­ლია გამ­გზავ­რე­ბა იმ ქვეყ­ნებ­ში, რომ­ლებ­მაც დათ­ქმით გახ­სნეს სა­ზღვრე­ბი მიმ­ღე­ბი ქვეყ­ნის მიერ დად­გე­ნი­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, კერ­ძოდ მიმ­ღე­ბი ქვეყ­ნის მიერ დად­გე­ნი­ლი კა­ტე­გო­რი­ის ვი­ზი­ტის შეს­რუ­ლე­ბა, ტეს­ტი­რე­ბის ან/და 14დღი­ა­ნი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის ან კა­რან­ტი­ნის გავ­ლა მიმ­ღე­ბი ქვეყ­ნის რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ხედ­ვით. ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, მათ შო­რის გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი, ეს­ტო­ნე­თი, ლი­ე­ტუ­ვა­სა და ლატ­ვი­ა­ში მგზავ­რო­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს მო­ე­თხო­ვე­ბა 14-დღი­ა­ნი კა­რან­ტი­ნის გავ­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქვეყ­ნე­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი მუდ­მი­ვად გა­და­ი­ხე­დე­ბა, რის გა­მოც მო­ქა­ლა­ქემ უნდა და­ად­გი­ნოს მიმ­ღე­ბი ქვეყ­ნის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ავი­ა­ბი­ლე­თის შე­ძე­ნამ­დე და გამ­გზავ­რე­ბამ­დე. იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის გამ­გზავ­რე­ბამ­დე, დად­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა მისი ვი­ზი­ტის კა­ტე­გო­რი­ის შე­უ­სა­ბა­მო­ბა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ქვეყ­ნის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის და­წე­სე­ბულ რე­გუ­ლა­ცი­ებ­თან, ასეთ პირს შე­იძ­ლე­ბა უარი ეთ­ქვას ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აგ­რძე­ლებს ევ­რო­კავ­ში­რის წევრ, პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან აქ­ტი­ურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და რე­კო­მენ­და­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, ორ კვი­რა­ში ერთხელ მოხ­დე­ბა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მომ­სვლელ­თა, ისე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ამ ქვეყ­ნებ­ში შეს­ვლის პი­რო­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვად გა­და­ხედ­ვა.
0