რამ გამოიწვია ხელვაჩაურში სოფლის დატბორვა?

0
დატბორილი პირველი სართულები, მაღაზიები და ავტომანქანები - ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში ადიდებული მდინარის შედეგია. მოსახლეობა ამბობს, რომ დატბორვა მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია, რომლის ფარგლებში კომპანია „პოლატმა“ მდინარეს დროებით შეუცვალა კალაპოტი. სოფელში აცხადებენ, რომ დაზარალებულია 12 ოჯახი. მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს კომპანიისგან და, ასევე, ატალახებული ტერიტორიის გაწმენდას. ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ამბობს, რომ გზის მშენებელ კომპანია „პოლატთან“ მოლაპარაკება ზარალის ანაზღაურებაზე შედგა. "უხვმა ნალექმა გამოიწვია პატარა მდინარის ადიდება, ოთხი მანქანა დაიტბორა, მაღაზიაში შევიდა წყალი, მეპატრონეები დაზარალდნენ. ყველაფერი აღიწერება და კომპანიის მიერ, მესამე პირის დაზარალებასთან დაკავშირებით, სადაზღვევო კომპანიის მეშვეობით მოხდება ზარალის ანაზღაურება. მანქანა ავიდა, ტერიტორიას გადარეცხავენ“, – ამბობს ხელვაჩაურის მერი. კომპანია „პოლატი“ ბათუმის შემოვლითი ახალი გზის 13-კილომეტრიან მონაკვეთს აშენებს.
0