რუსეთში დღეს კოვიდ19-ით 6 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

0
მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემია გრძელდება  და იზრდება დაინფიცირებულთა რაოდენობა. მხოლოდ რუსეთში ერთ დღეში 6 537 ადამიანი დაინფიცირდა.  ბოლო თვეების განმავლობაში, სულ რუსეთში კოვიდ-19, დაახლოებით, 800 000 ადამიანს დაუდასტურდა.  აღნიშნული მაჩვენებლით კი რუსეთი მეოთხე ქვეყანაა მსოფლიოში კოვიდ19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობით.  რაც შეეხება გარდაცვლილებს, მხოლოდ 24 საათში რუსეთში 104 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დროს კი ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 11 439 ადამიანია გარდაცვლილი.   ჯონს ჯოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევებით პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, შემდეგ ბრაზილია, ინდოეთი და რუსეთი.  https://www.amerikiskhma.com/a/russia-covid19-pandemic-/5500616.html
#ახალი_ამბები
0