16 იანვარი

13
🌗🌗🌗მთვარის მეთოთხმეტე დღე🌗🌗🌗მეორე ფაზა.

16 იანვარს დაბადებულები

16 იანვარს დაბადებულებს ორმაგი ბუნება სისხლში აქვთ გამჯდარი. ახასიათებთ მეოცნებეობა და ემოციურობა გულდახურულობასა და იდუმალებასთან ერთად. აქვთ მდიდარი წარმოსახვის უნარი, არიან დიპლომატიური და ინტელიგენტი ადამიანები. როგორც წესი, მეგობართა დიდი წრე არა აქვთ და ხმაურიანი კამპანიების მოთხოვნილება არ გააჩნიათ, უპირატესობას განმარტოებასა და სიწყნარეს ანიჭებენ. ჩვეულებრივ, პირადი ცხოვრება მოუწესრიგებელი აქვთ. პირველ ქორწინებაში სულიერი სიხლოვისა და გაგების არარსებობა განხეთქილებას იწვევს. მატერიალური სფერო გამართული აქვთ, რადგან საკუთარი საქმე უყვართ და მისი ერთგულნი არიან. გარშემომყოფთა მიმართ პატივისცემას გამოხატავენ, არიან პატიოსანი და საიმედო პარტნიორები.
16 იანვარს დაბადებულებისთვის ცხოვრების ნებისმიერი სფერო ვალდებულებების შესრულების თემით არის გამსჭვალული. ისინი კმაყოფილებას იღებენ თავად იმ ფაქტით, რომ საკუთარი მოვალეობა მოიხადეს; თუმცა ამას არ ჯერდებიან. მოვალეობის მოხდაში ისინი გულისხმობენ არა მხოლოდ საბოლოო შედეგებს, არამედ დახარჯულ ძალებსაც. ამ დღეს დაბადებულებისთვის აუცილებელია თავისი შრომის შედეგებით მიღებული კმაყოფილების გრძნობა, აღებული ვალდებულებების შესრულების ფაქტი დიდ გავლენას ახდენს მათი თვითშეფასების ამაღლებაზე. ამიტომ ამ დღეს დაბადებულები უპირატესობას ანიჭებენ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ დავალებას შესაძლო ალბათობებისა და მოულოდნელობების გარეშე, რადგან ჩნდება წარუმატებლობის შესაძლებლობა.
რეალურად და ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები. მიადევნეთ თვალი მოვლენებს, მაგრამ საუთარ თავზე შეუძლებელს ნუ აიღებთ. თქვენ უნდა იაქტიუროთ, სიმშვიდე თქვენთვის არაა. დააფასეთ ურთიერთობები.

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს:

ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსი დაახლოებით 1060-1110 წლებში. XI საუკუნის 50-იან წლებში, ჯერ კიდევ ერისკაცობაში, თავის ძმასთან პეტრიკთან ერთად თან ახლდა ბაგრატ IV- ს და დედოფალ მარიამს კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე IX მონომაქოსის (1042-1054 წწ.) კარზე. აქ ისინი შეხვდნენ ათონიდან ჩამოსულ გიორგი მთაწმინდელს და ათონში დიდი შესაწირავი გაატანეს, რისთვისაც იოანეს და მის ძმას ათონში აღაპი დაუწესეს. 1059 წელს მან ბაგრატ IV-ის დავალებით ქ. ანტიოქიიდან საქართველოში ჩამოიყვანა გიორგი მთაწმინდელი, რომლის ინიციატივით იოანე ჭყონდიდლად აკურთხეს. იოანე ჭყონდიდელი დაეხმარა გიორგი მთაწმინდელს საქართველოში დარღვეული საეკლესიო საქმეების გამართვა-მოწესრიგებაში. 1065 და 1066-1067 წლებში ბაგრატ IV-ის ელჩი იყო ბიზანტიის იმპერატორის კარზე. ამ ელჩობის დროს იოანე ჭყონდიდელს გიორგი ხუცესმონაზონისთვის უთხოვია დაეწერა გიორგი მთაწმიდლის ცხოვრება.

დღის საკითხავი:

“ღირსება, პერანგი არ არის, რომ ვინმემ გაგხადოს, ან ჩაგაცვას...
ის სულის სამოსელია და არა სხეულის...
შუძლებელია მისი მოცემაც და წართმევაც...
შეუძლებელია, დღე-გამოშვებით იყო ღირსეული და იყო უღირსიც.”
ღირსეული, ან სამუდამოდ ხარ, ან არასაოდეს...
სულა სულაშვილი - მზე, რომელიც ღამე ამოდის
ბედნიერ კვირა დღეს გისურვებთ💖🌟


13