გასული საუკუნის 90-იან წლებში,ტაირა ბენქსი ისტორიაში შევიდა, როგორც...

0

გასული საუკუნის 90-იან წლებში,ტაირა ბენქსი ისტორიაში შევიდა, როგორც სფორთს ილუსთრეიდის პირველი აფრო-ამერიკელი სახე. გასულ ათწლეულში, ეშლი გრეემი და ჰალიმა ადენი ისტორიაში შევიდნენ, როგორც პირველი + ზომის და ჰიჯაბიანი მოდელები საცურაო კოსტუმების ყველაზე პოპულარული ჟურნალის გვერდებზე. 2020 წელს კიდევ ერთი პრეცედენტი შეიქმნა - პირველი ტრანსგენდერი ქალი Sports Illustrated Swimsuit – ის ფურცლებზე. ??

ბრაზილიელი ვალენტინა სამპაიო Sports Illustrated Swimsuit – ის პირველი ტრანსგენდერი მოდელია. ვალენტინას ფოტოები 2020 წლის ნომერში დაიბეჭდა. გამოცემა, რომელიც 1964 წლიდან ქვეყნდება, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ამერიკულ ჟურნალად ითვლება, რომელიც გაყიდვაში ყოველწლიურად გამოდის. წლების განმავლობაში, Sports Illustrated Swimsuit ვიქტორია სეკრეტთან ერთად, ყველაზე ხილვადი პლატფორმა იყო საცურაო კოსტუმების მოდელებისთვის.

სფორთს ილუსთრეიდის სახელს უკავშირდება ბევრი ცნობილი მოდელის წარმატებული კარიერის დაწყება. მათ შორისაა ტაირა ბენქსი, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოცემის პირველი აფრო-ამერიკელი სახე გახდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში, ირინა შეიკს პირველი დიდი პოპულარობა სწორედ Sports Illustrated Swimsuit – ის გარეკანმა მოუტანა. ირინა პირველი რუსი მოდელი იყო სფორთს ილუსთრეიდის ყდაზე.

ვალენტინა სამპაიო 1996 წლის 10 დეკემბერს, ბრაზილიის ჩრდილოეთში, სეარაში დაიბადა. მისი განსხვავებულობა მშობლებისთვის პატარა ასაკიდანვე შესამჩნევი გახდა. 8 წლის ასაკში, ფსიქოლოგმა ვალენტინა ტრანსგენდერად აღიარა. როგორც მოდელი იხსენებს, მშობლები ყოველთვის გვერდში ედგნენ და მხარს უჭერდნენ. სამპაიომ სამოდელო კარიერა 16 წლის ასაკში, სან პაულოში დაიწყო. მას შემდეგ მან არა ერთხელ მიიქცია მსოფლიოს ყურადღება. მაღალ მოდაში პირველი დიდი აღიარება ლორეალის კონტრაქტით და პარიზის ვოგის ყდით მოიპოვა. სამპაიო, ფრანგული ვოგის ისტორიაში, გარეკანზე პირველი ტრანსგენდერი ქალი იყო.

#მოდა #დიზაინი #ტრანსგენდერიმოდელი #ვიქტორიასამპაიო
Tbilisi
#მოდა
0