17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს.

0
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების მიხედვით მოამზადა კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესატანად. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარების გარდა, მოხდება მინიმალური ასაკობრივი ზღვარის დირექტივასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებათა A1 და B კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად დადგენილი ასაკობრივი ზღვარი შეიცვლება და 17 წლის ნაცვლად 18 წელი გახდება. ©პრაიმ ტაიმი
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0