რა ხდება მაშინ როცა გაანალიზებ,რომ ვერასდროს გახდები ის ვინც ბავშვობისას გინდოდა.

0
HBR-ის კონტრიბუტორი, სტიუარტ ფრიდმანი გვიყვება, რომ მისი ბავშვობის ოცნება ბრიუს სპრინგსტინად გახდომას უკავშირდებოდა: 62 წლის ასაკში, მის შესახებ ვწერ, მის შოუებს ვესწრები, მანქანაში მის მუსიკას ვყვები ხოლმე და შვილებს მასზე წარმოუდგენელ ისტორიებს ვუზიარებ. ჩემს კურსებშიც კი მეხმარება ეს ადამიანი. მაგრამ მიუხედავად ჩემი ადრეული სურვილებისა, წარმატებული მუსიკალური შემსრულებლის ცხოვრებით მეცხოვრა, არ ახდა. იმიტომ, რომ სპრინგსტინი არ ვარ და არც არასდროს ვიქნები. და ეს სრულიად მისაღებია“. ბავშვობისას ხშირად მოვისმენთ ხოლმე ფრაზას: „შეგიძლია, გახდე ის, ვინც გინდა“. მაგრამ რაღაც დროს, ზრდასრულობის ბილიკზე ყოფნისას, აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ რეალობა სხვანაირია და ვერ ვხდებით კალათბურთელი, ან ასტრონავტი, პრეზიდენტი თუ როკვარსკვლავი… და ამის ძალიან ბევრი ობიექტური მიზეზი შეიძლება, არსებობდეს: იქნებ, არ მაქვს ამისკენ მისწრაფება, ჟინი, ან კიდევ, უნარები, რომ ჩემი ბავშვობის ფანტაზია რეალობად ვაქციო?! და როდესაც ამ ბავშვობის ოცნებებს „ვეწირებით“, მთავარი, რაც გვავიწყდება ხოლმე არის იმის გააზრება, რომ მოწიფულობა საკუთარი თავის ცოდნას, ჩვენი ძლიერი მხარეებისა და საზღვრების ცნობას ნიშნავს. მაშინ, როდესაც ჩვენს კარიერაზე პასუხისმგებლობის აღება გვიწევს, ხშირად წინააღმდეგობაში მოვდივართ რეალობასთან და ამ დროისთვის, ბავშვური ოცნებები – პრინცესობა და პრეზიდენტობა, შეგვიძლია, გვერდზე გადავდოთ, მაგრამ ვერ ვწყვეტთ ფიქრს წარმატებაზე, ცნობადობაზე, დაწინაურებაზე… ანუ, სწორებას სხვების შეფასებებზე – ანუ, საწყისშივე არასწორზე ვაკეთებთ და ვცდებით რეალურ მიზეზებს, რატომ ვერ ვივარგებთ, ვთქვათ, CEO-დ, ან რატომ ვერ ვაფუძნებთ ჩვენი ოცნების კომპანიას… შეიძლება, ეს განათლების ბრალიც იყოს, ან გამოცდილების, უნარების, თუნდაც, რესურსების, რომელიც ადრეული ოცნებების აღსრულებაში უნდა დაგვეხმაროს. და რა ხდება მაშინ, როცა როცა რეალობასთან დაჯახება პირისპირ გვიწევს და ვაანალიზებთ, რომ ბავშვობის ოცნებას ვერასდროს ავისრულებთ? პირველ რიგში, რეაქცია, შესაძლოა, იყოს უარყოფა მოცემულობისა და ბრაზი – გარშემომყოფების მიმართ, მაგალითად, ზემდგომების დადანაშაულება, რომ ისინი კეთილგანწყობილები არ იყვნენ შენ მიმართ, ან ავლენდნენ რასიზმს, სექსიზმს და ა.შ. და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეფასებები შეიძლება, ჩვენს სამუშაო გარემოს ზუსტად აღწერდეს, რეალობის მიღება მაინც მოგვიწევს. შემდეგი ეტაპისთვის კი, სევდა და დეპრესიაც შეიძლება, დაგვემართოს. გამოსავალი ასე გამოიყურება: იმისთვის, რომ გქონდეს ცხოვრება, როგორიც გინდა, ცენტრალური იდეაა, გაიგო, რისი გაკეთება შეგიძლია და დაისახო მიზნად, რომ სწორედ ამის კონტროლი შეძლო. აღმოაჩინო – რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი შენს ცხოვრებაში. აქცენტი პოზიტიურ ქმედებებზე გააკეთე – რა შეგიძლია და რა არის ყველაზე უფრო ახლოს შენს ღირებულებებთან. ფაქტების მიღება და რეალობის სწორი ასღქმა არის პირველი ნაბიჯი, რაც პოზიტიური ცვლილებებისთვის ბიძგს მოგცემს. შემდეგ კი, თავიდან განსაზღვრე, რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის: მართლა დაწინაურება? ოჯახი? მეგობრები? იქნებ, საკუთარი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა? შეიქმენი შენი მიკროსამყარო, რომელშიც იქნები ის, ვინც ხარ და რაღაცნაირად ასე, მსოფლიოც უფრო უკეთესი ადგილი გახდება საცხოვრებლად. ზოგიერთი ადამიანი ღრმა კმაყოფილებას განიცდის ძალისხმევაში, როგორიცაა: ხელოვნება, წერა, სულს რომ კვებავს, ის საქმიანობა. ზოგისთვის – ეს ინვესტიციაა ოჯახისა და მეგობრების ბედნიერებისთვის ჩადებული. ან საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრობა… შეიძლება, ეს იყოს ახალი ოცნებაც. ნუ გრცხვენია იმის, თუ ბავშვობის ოცნებებს ვერ აღწევს… პირიქით, მათი დათმობა, დიდი ალბათობით, ზრდასრულობაში ბედნიერების პოვნის წინაპირობად შეიძლება, იქცეს. ამიტომ, გამოუშვი ბრაზი გარეთ, გათავისუფლდი წარსულისგან და იცხოვრე აწმყოთი… მიიღე ისეთი, როგორიც არის. წყარო:marketer #ფაქტები #სიახლე #ბავშვობა
#ახალიამბები
#ხელოვნება
#ჯანსაღიცხოვრება
#მეცნიერება
0