მიხეილ სააკაშვილი მთავრობაში ქურდებმა მოიყვანეს!

0
საქართველოს ისტორია საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა, ასევე საინტერესო და მრავალფეროვანია მიხეილ სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის კარიერა პოლიტიკურ სარბიელზე. არსებობს კონსპირაციული თეორია იმის შესახებ, რომ სააკაშვილს ვარდების რევოლუციაში გვერდით შავი სამყარო ედგა. ამ თეორიას აქვს არსებობის უფლება, რადგან ირიბად თუ პირდაპირ ძალიან ბევრი ფაქტი არსებობს მათი კავშირის შესახებ. დაფასება ისეთი რამაა, რასაც ბატონი მიხეილი მუდმივად გაურბოდა, თუმცა არასდროს გაურბოდა ბრუტალურ და აქტიურ ნაბიჯებს. არც საკუთარი პარტიის წევრების ციხეში ჩასმას ერიდებოდა, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ. ამ კონსპირაციული თეორიის იდეა შემდეგია: ვარდების რევოლუციამდე მიხეილ სააკაშვილს სჭირდებოდა ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ ეს გრანდიოზული რევოლუცია ბოლო წერტილამდე მიეყვანა. ფინანსების მოძიებაში ბატონ მიხეილს ვინ დაეხმარა ალბათ დღეს ვერ გაიხსენებს, თუმცა არსებობს ფაქტები იმის შესახებ, რომ მას ქურდული სამყაროს ავტორიტეტი და კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი მფარველობდა. ვისაც გახასოვთ მიხეილ სააკაშვილის წინა საარჩევნო ისტერია , აუცილებლად მიხვდებით რაზეც არის საუბარი. სააკაშვილი რომ მამა აბრამის ბატკანი არ არის ეს ფაქტია, თუმცა, მან საკუთარი ხერხებით მოახერხა ძალაუფლების ხელში ჩაგდება, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება და ბოლოს თავის ახალ დავით აღმაშენებლად გამოცხადება!
0