3 votes
comments
shares
Save
6 reads
Berdia Kalandia
Tbilisi · 1 year ago

მას შემდეგ, რაც სპეცპროკურორ მიულერის მოხსენების რედაქტირებული ვერსია გამოქვეყნდა, ვაშინგტონში კონგრესი იმაზე მსჯელობს, თუ რა უნდა იყოს მომდევნო ნაბიჯი. წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატები მოხსენების სრული ვერსიის მიწოდებას ითხოვენ, სადაც ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპსა და მისი ახლო წრეში რუსეთთან არანაირი შეთქმულება არ ყოფილა, ამასთანავე, არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტი სიმართლეს მალავდა.

იუსტიციის სამინისტროდან ტრამპს რუსეთთან დაკავშირებით პრობლემები არ ექნება. მაგრამ რა მოხდება კონგრესთან მიმართებაში, რომელსაც უფლებამოსილება აქვს გამოძიება აწარმოოს და იმპიჩმენტის საკითხი დააყენოს. რესპუბლიკელებს, რომლებიც სენატს აკონტროლებენ, ამ ფურცლის გადაფურცვლა სურთ, დემოკრატებმა კი, რომლებიც წარმომადგენლობით პალატას აკონტროლებენ, ჯერ არ იციან რა იქნება მათი მომავალი ნაბიჯი – “ამერიკის ხმა” წერს.


Berdia Kalandia
Tbilisi · 1 year ago
3
Write a comment