კარფურის და მინისოს კოლაბორაცია თბილისი მოლის კარფურში

ByOn.geGeorgia
0
13 ივლისიდან, საქართველოში, პირველად "მაღაზია მაღაზიაში" დაგხვდებათ და ამ ახალი სერვისით სარგებლობა უკვე კარფურში გახდება შესაძლებელი. იაპონური ბრენდის მაღაზიიდან პროდუქციის შეძენა უკვე თბილისი მოლის "კარფურში" შეგეძლებათ. მინისო, იაპონური ბრენდია და საქართველოში 2016 წელს გაიხსნა.
"მინისო ჯორჯიას" 15 ფილიალი აქვს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. გარდა ამისა, მისი პროდუქციის შეძენა ვებგვერდიდანაც შეგიძლიათ, სახლიდან გაუსვლელად - miniso.ge რაც შეეხება მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს, კარფურს საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს.
#News
ByOn.geGeorgia
0