9 votes
2 comments
0 shares
Save
3 views
Tsira Gelashvili
Tbilisi · 10 months ago

მე ვარ ცირა გელაშვილი და ვერ ვიტან იუმორს😂😂😂


Tsira Gelashvili
Tbilisi · 10 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
„ის სახელგანთქმული ფალსიფიკატორი და ყალბი რეფორმატორია“ – თინა კანდელაკი სააკაშვილზე
„როგორც ჩვენთან საქართველოში ამბობენ, ის არის სახელგანთქმული ფალსიფიკატორი, ყალბი რეფორმატორი, ყალბი პოლიტიკოსი, ყალბი ქართველი და ეხლა უკვე ყალბი უკრაინელიც“, – ამბობს რუსეთში მოღვაწე წარმოშობით ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი უკრაინელ ჟურნალისტსთან, დიმიტრი გორდონთან საუბრისას. „ის არის აბსოლუტური სიყალბე წარმოქმნილი სიყალბისაგან. აი კორონავირუსი, ეს ვირუსია, ხოლო სააკაშვილი, სამწუხაროდ, პოლიტიკური ვირუსია. ერთხელ, რომელიღაცა პოლონელმა მინისტრმა, არ მახსოვს მისი სახელი… მოგეხსენება პოლონეთს რუსეთთან არც თუ ისე დიდი მეგობრობა აკავშირებს… მან სააკაშვილზე ასე თქვა, რომ 400 სატანკო დივიზიაც რომ მყავდეს, რუსეთთან ომს ვერც კი გავიფიქრებდი. სააკაშვილმა კი გადაწყვიტა. ეს მე პირველწყაროებიდან ვიცი“, – ამბობს თინა კანდელაკი. მისი თქმით, სააკაშვილს მისთვის პირადად აქვს ნათქვამი, თუ როგორ აპირებდა რუსეთთან ომის წამოწყებას. „ეს მან პირადად მითხრა. ჩვენ შევხვდით ედუარდ შევარდნაძის რეზიდენციაში და მან მიჩვენა მთელი გზა, რომლითაც აპირებდა რუსეთთან ომის დაწყებას, თან თვალებში მიყურებდა. ეს რუსეთში ყველამ იცის, მე არაერთხელ მომიყოლია ამის შესახებ. მე ამ ბოდვების ცოცხალი მოწმე ვარ… ჩვენთან სვეტიცხოველია, სადაც დასაფლავებულნი არიან ის ქართველები, ვინც საქართველოს მოუტანა დიდება, გამარჯვება, აღმასვლა… და იქ ხალხი დადის. ანუ ქართველისთვის დიდი პატივისცემაა, როდესაც მის საფლავზე ცოცხალი ადამიანები დადიან. ზუსტად მაშინ თვალებში ვუყურებდი და ვუთხარი, რომ იმედია, შენ რომ მოკვდები შენი ფერფლიც კი არ იარსებებს, რომ ცოცხალმა ადამიანმა შენს საფლავზე ფეხი არ დაადგას. მე მას ვერ ვიტან და ძალიან განვიცდი უკრაინის ამბებს, რომ თქვენ დიდ შეცდომას იმეორებთ. სიმართლე გითხრათ, არ მესმის, ეს როგორ გამოგივიდათ. თქვენ ხომ მშვენიერი მაგალითი გაქვთ, თუ რა მოხდა საქართველოში. რატომ გგონიაათ, რომ ეს ყველაფერი თქვენთანაც არ განმეორდება? ვალების, შეცდომების და ტერიტორიების დაკარგვის გარდა, მაგ ადამიანს საქართველოსთვის არაფერი მოუტანია“, – ამბობს კანდელაკი.
Tsira Gelashvili
Tbilisi · 10 months ago
გიჟი ხარ?- ცოტა გიჟი ვარ... ჭკვიანი?! - ცოტა ჭკვიანიც... ხან აღმა-აღმა მივფრინავ, ხან ძირს ვეშვები ბზრიალით... გიჟი ვარ... ისევ გიჟი ვარ. . წლებმაც კი ვეღარ შემცვალა. დაჭკვიანებას ვინ ჩივის, თანდათან უფრო შემშალა... ხან ვაფრენ...განა თვითმფრინავს... ან მოფარფატე თოლიას... ვაფრენ ცხოვრების დინებას, მე რომ ვერ ამიყოლია... გიჟი ვარ...და ეს სიგიჟე, იცოდეთ, ჩემი "ჰობია"... ხან ამ ცხოვრების ყურება, გიჟების თვალით ჯობია... /ნინო ახალაშვილი/
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ადამიანი,რომელიც სტუდენტებს უანგაროდ ეხმარება
💙 დღევანდელი ჩემი რესპოდენტი არის ჰელენ ცნობილაძე,რომელიც არის იურიდიული ფაკულტეტის რიგითი სტუდენტი.6 თვის წინ მან შექმნა თსუს სტუდენტებისთვის ჯგუფი “TSU Law Library📚“,რომელშიც დაიპოსტებოდა ყველა საგნის მასალა და ის ინფორმაცია , რაც იურიდიულ სფეროა ეხება.იდეაში მას არანაირ სარგებელს მოუტანდა ეს ყოველივე , თუმცა მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. გთავაზობთ პატარა ინტერვიუს ჰელენთან 🤫💙💡 1️⃣ რატომ გადაწყვიტე რომ ,ჩაგებარებინა მაინც დამაინც იურდიულ ფაკულტეტზე ? 🤔🧐 _ ჩემი ოჯახი ამ სფეროში ტრიალებს. მამა, რომელიც ადვოკატია და ყოფილი პროკურორი და საკმაოდ ახლო ნათესავი პაატა ცნობილაძეც,რომელიც თსუს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი გახლდათ. დიდი სურვილი მაქვს ,რომ მამაჩემს ამ საქმიანობაში დავეხმარო, აქვს საკუთარი კომპანია,თუმცა 1 პრობლემაა, ის სისხლის სამართლის სპეციალისტი გახლავთ და მე კერძო სამართლის მიმართულება მაინტერესებს, გამომდინარე იქედან , რომ ცხოვრებისეულ მომენტებში ეს მიმართულება უფრო გამოსადეგია, ინტერესს რაც შეეხება , ეს უკვე ინდივიდუალურია. 💥🌞 2️⃣ წიგნებისა და კონსპექტების ელექტრონული ვერსიების შეგროვება დიდ დროსა და ნებისყოფას მოითხოვს. რატომ გადაწყვიტე დრო დაგეთმო ამ ყველაფრისთვის და გეხმარება თუ არა ვინმე ? 🤔💙🤯 _ შესანიშნავი მოდერატორები მყავს არჩეული და ასევე მყავდა, უბრალოდ ხანდახან ვანახლებ მოდერატორებს.ყოველთვის გვერდში მიდგანან და ყველასთან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს . ზოგადად, საზოგადოებასთან მაქვს მეგობრული დამოკიდებულება , რამდენიმეს თუარ ჩავთვლით, ყველას ვერც მოვეწონები, თუმცა უმეტესად ვცდილობ, რომ ცივი არ ვიყო. დროს და ენერგიას კი მოითხოვს, უბრალოდ ამ უნივერსიტეტში იმდენი პრობლემაა, ამ კონკრეტული საქმიანობისთვის არავის ეცალა. არც სტუდენტებს ჰქონდათ ისეთი დამოკიდებულება , რომ ერთმანეთს დახმარებოდნენ, ხოდა ეს რომ შევამჩნიე,იმიტომაც მინდოდა გამეერთიანებინა ფაკულტეტი და ყველა ყველას გვერდში დგომოდა. დრო და ენერგია არ მენანება , თუ სასარგებლო მოქმედებებს ვახორციელებ 😃 3️⃣ როგორ ახერხებ იმას, რომ ჯგუფი არის ძალიან მოწესრიგებული. ყველა კონსპექტი, წიგნი არის ორგანიზებულად ატვირთული და ჯგუფში მხოლოდ თსუს იურდიული ფაკულტეტის სტუდენტები არიან ? 💥🧐🤯💙 _ ზოგადად, რამეს თუ წამოიწყებ, ბოლომდე ნუ მიიყვანო, თუ არ გაქვს იმის ნებისყოფა და სურვილი,რომ ბოლოში გახვიდე, არც უნდა დაიწყო. რადგანაც გაამართლა იდეამ და ყველა სერიოზულად მოვეკიდეთ, მეტი ორგანიზებულობისთვის შევიმუშავე პატარა ტაქტიკა. TOPICS- ის გრაფებში არის მოთავსებული საგნები მიმართულებების მიხედვით. რაც შეეხება მეორე კითხვას, მიუხედავად იმისა , რომ ჯგუფში არაფერი იპოსტება არათემატური,მხოლოდ წიგნები და წიგნები, არ ვამატებ არც ლექტორებს და არც სხვა უნივერსიტეტის ან ფაკულტეტის სტუდენტებს.ბევრი მოთხოვნა მომივიდა ლექტორებისგან და როცა საზოგადოებასაც ვკითხე, უნდა იყვნენ თუ არა ისინი ჯგუფში,მიპასუხეს ,სტუდენტებმა, რომ ეს ჩვენი , მომავალი იურისტების პირადი სივრცეაო და მორჩა , მანდ უკვე პატივი ვეცი მათ აზრს, ამიტომაც ვაკონტროლებ მკაცრად,რომ იქ იყვნენ მხოლოდ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები. ამ ყველაფერში მოდერატორებიც მეხმარებიან, მათ გარეშე არამგონია ასეთი შედეგი მიმეღო. 🌞🤗🤫 4️⃣ არსებობენ სტუდენტები,რომლებსაც არ მოსწონთ ეს იდეა ან ვინმე ყოფილა წინააღმდეგობაში? 🧐 _ ამ იდეის არმოწონება ბოროტება. თითქმის ყველას მოსწონს , კმაყოფილები არიან,მაგრამ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, პირადი შეურაცხყოფა მომაყენეს, ცუდად მომექცნენ, როცა მე მათ დახმარება ვსთხოვე,ყურადღება არ მომაქციეს.არავისთვის არაფერი დამიშავებია და საზოგადოებაში განიხილავდნენ ჩემს ტიპაჟს ცუდი ფორმებით.რადგანაც ვერ ვიტან “ნაგლობას” და უმადურობას, ყველა წავშალე ჯგუფიდან. ეს მხოლოდ ჩემი კი არა მოდერატორების უპატივცემულობაცაა, როცა რაღაცას გთხოვენ და შენ აიგნორებ,არადა დახმარება შეგიძლია,თუმცა ფეიქ ექაუნთებით მაინც ემატებიან წაშლის შემდეგ. ზოგადად, პრინციპული ადამიანი ვარ და ბოდიშის მოხდა არ არის ჩემთვის საკმარისი, გამაჩნია თავმოყვარეობა და დამცირება რომ ცუდია, 18-21 წლის სტუდენტებმა წესით უნდა იცოდნენ. 5️⃣ საბოლოოდ გეგმავ თუ არა უფრო გაფართოებას ჯგუფის და მაგალითად საიტის შექმნას ? 💥💙 _ არა,ვფიქრობ, ესეც საკმარისია. ელემენტარულად ადმინობა რეალური ფეისბუქიდანაც კი არ მდომებია,ვიფიქრე ფეიქექაუნთით შევქმნი მეთქი,არმინდოდა საზოგადოებაში წარმოჩენა,ვიცოდი რა შედეგებიც მოყვებოდა,ბევრი გამიცნობდა,ბევრიც განმიხილავდა ( ვახსენე ტიპაჟი),მაგრამ გამონაკლისებს თუარ შევეხებით,დადებითი ემოციებით მწერენ სტუდენტები,პირადადაც მე თუ ვერ ვცნობ,ისინი მცნობენ,ხოდა ზუსტად ეს აცოცხლებს ჯგუფს - პოზიტივი. იმედია,მომავალი ნაკადიც მეგობრული იქნება , რადგან წინ სატანჯველი ღამეები არელოდებათ და 80 გვერდის წაკითხვა არუწევთ 1 ღამეში.ჯგუფს რაღაც პრობლემებიც ჰქონდა ისე, რომლის მოგვარებაც შევძელი და ამ ინტერვიუდან მინდა მოვუწოდო ყველას,რომ ნუ იქნებით ცუდი ადამიანები, შეირგეთ რაც გაქვთ, რაც არ არის საჭირო, იმას ნუ ლაპარაკობთ, საკუთარი საქმის გაფუჭება კარგი,გასაგებია,მაგრამ სხვებმა რა დააშავეს? და კიდევ,კომერციული ხასიათის ჯგუფი შეიძლებოდა ყოფილიყო , მქონდა შანსი , სხვადასხვა ადვოკატები მთხოვდნენ საკუთარი ვიდეო-გაკვეთილების გაპიარებას,თუმცა ეს იდეა ჩემს რეალურ მიზანს არ შეესაბამება. 🌞💙 ჰელენ ცნობილაძე Tbilisi Kutaisi Batumi #opinion #goodplaces #news #art #photo #crypto #business #design #TSU #Facultyoflaw #law #library #lawlibrary #იურიდიული #იურიდიულიფაკულტეტი #თსუ
Primetime
Tbilisi · 3 months ago
საშინლად მაკანკალებდა და ვიყინებოდი,ვერ დავდიოდი – რას ჰყვება გერმანიაში მცხოვრები ქართველი კორონავი
საშინლად მაკანკალებდა და ვიყინებოდი, ვერ დავდიოდი - რას ჰყვება გერმანიაში მცხოვრები ქართველი კორონავირუსის სიმპტომებზე - Primetime
საშინლად მაკანკალებდა და ვიყინებოდი, ვერ დავდიოდი - რას ჰყვება გერმანიაში მცხოვრები ქართველი კორონავირუსის სიმპტომებზე - Primetime
საშინლად მაკანკალებდა და ვიყინებოდი, ვერ დავდიოდი - რას ჰყვება გერმანიაში მცხოვრები ქართველი კორონავირუსის სიმპტომებზე - Primetime
My Vision
Tbilisi · 6 days ago
საქართველოს ერთგული მეგობარი!!!
აშშ-ის მე-40 პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, რომელიც აღიარებულია ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ წარმატებულ და პოპულარულ პრეზიდენტად, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი იყო, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი (69 წლისა იყო, როდესაც პრეზიდენტად აირჩიეს, 8 წელი მართავდა ქვეყანას და 77 წლისამ დატოვა თეთრი სახლი). რეიგანი შეუპოვრობითა და ენერგიულობით ახალგაზრდას არ ჩამოუვარდებოდა. არადა, წლები თავისას შვრებოდა. მიუხედავად ამისა, ატომური იარაღით დახუნძლულ საბჭოთა კავშირს დაუპირისპირდა, "ბოროტების იმპერია" უწოდა და გაანადგურა კიდეც. ამასთან, ყოფით სიტუაციებშიც არ კარგავდა ჩვეულ ხალისსა და იუმორს. 1981 წელს რესპუბლიკური პარტიის რიგებიდან არჩეულ პრეზიდენტს თავს დაესხნენ და გულმკერდის არეში მძიმედ დაჭრეს. რეიგანი სასწრაფოდ ჰოსპიტალში გააქანეს. პრეზიდენტს არათუ გრძნობა არ დაუკარგავს, ხუმრობის ხალისიც კი შეინარჩუნა. ექიმს, რომელიც გზაში ჭრილობას უმუშავებდა, მრავალმნიშვნელოვნად ჰკითხა: ექიმო, იმედია, რესპუბლიკელი ბრძანდებითო, რაზეც ექიმისგან ღირსეული პასუხი მიიღო: ბატონო პრეზიდენტო, ახლა ჩვენ ყველანი რესპუბლიკელები ვართო. მისი პრეზიდენტობისას ძალზე დაიძაბა ურთიერთობა საბჭოთა კავშირთან, რაც ამერიკელთა შეშფოთებას იწვევდა. ამასთან დაკავშირებით რეიგანმა ერთ-ერთი ოფიციალური გამოსვლისას ასე დაამშვიდა მოსახლეობა: თუ ქვეყნის უშიშროებას საფრთხე დაემუქრება, ბრძანება გავეცი, დაუყოვნებლივ გამაღვიძონ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ დროს მთავრობის სხდომაზე ვიქნებიო. 1984 წელს რადიოს პირდაპირ ეთერში გამოსვლისას კი ამერიკის მოქალაქეებს "ახარა": ძვირფასო თანამემამულენო, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ეს-ეს არის, ხელი მოვაწერე დოკუმენტს, რომელიც საბოლოოდ მოხსნის კომუნისტურ საფრთხეს - ხუთ წუთში საბჭოთა კავშირის ატომური დაბომბვა დაიწყება". ეს "უწყინარი" ხუმრობა საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდა. შემდგომ პრეზიდენტის პრესსამსახური ამაოდ ამტკიცებდა: რეიგანმა არ იცოდა, პირდაპირი ეთერი ჩართული თუ იყო და ეს წინადადება მიკროფონის გასასინჯად თქვაო. რეიგანის პრეზიდენტობისას საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი გახლდათ ედუარდ შევარდნაძე, რომელიც იუმორით მთელ კაპიტალისტურ ბლოკს ჯიბეში ჩაისვამდა და რეიგანს ყურიც კი აუწია, როდესაც შეიტყო, რომ შვილიშვილი ეყოლა. როგორც ამბობენ, პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურმა ამომწურავი ინფორმაცია მოიძია ამ არაორდინარული ქართული ტრადიციის შესახებ და დაადგინა, რომ ყურს მხოლოდ ვაჟიშვილის შეძენისას უწევენ ბედნიერ მამებს და არა ბაბუებს. საბედნიეროდ, ამ "მცირე" უზუსტობას მესამე მსოფლიო ომი არ მოჰყოლია. რონალდ რეიგანი ერთ-ერთმა ამერიკელმა პროფესორმაც გაიხსენა და თქვა, რომ ამერიკელების სათაყვანებელი პრეზიდენტი ცოცხალი რომ იყოს, ნამდვილად იამაყებდა თავისი პოლიტიკის იმ შედეგით, რასაც დღევანდელი საქართველო წარმოადგენს. P.S. დღევანდელი მონაცემებით ვერაფერს გეტყვით, 🙄🙄🙄 მაგრამ ორი ათეული წლის წინ რონალდ რეიგანი ერთ-ერთმა ამერიკელმა პროფესორმა გაიხსენა ვიზიტის დროს და თქვა, რომ ამერიკელების სათაყვანებელი პრეზიდენტი ცოცხალი რომ იყოს, ნამდვილად იამაყებდა თავისი პოლიტიკის იმ შედეგით, რასაც დღევანდელი საქართველო წარმოადგენს. 🙏🙏🙏 #ამერიკა
Gi Ga
Tbilisi · 5 days ago
ფემინიზმი, ცრუ ტერმინი "ფემიციდი" და რეალობა
რა არის ფემინიზმი? ტერმინი პირველად 1895 წელს იხმარა ელის როსიმ როგორც ქალთა მოძრაობის აღმნიშვნელი სიტყვა, ფემინიზმი როგორც თეორია წარმოიშვა ქალთა მრავალსაუკუნოვანი დისკრიმინაციიდან ისტორიული უსამართლობიდან დასავლურ ცივილიზაციაში (ამ პერიოდში (1920 იან წლებში) ქართულ პარლამენტს 6 ქალი დეპუტატი ჰყავდა, ასევე ქალი მეფეები ისტორიის მანძილზე) პატრიარქალური წყობიდან მამაკაცთა დომინირების უალტირნატივობის კრიტიკის შედეგად. რეალურად მართლაც ხდებოდა ქალთა დისკრიმინაცია სქესის მიხედვით სამოქალაქო უფლებებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რამაც დაგროვებული უკმაყოფილება სამოქალაქო ამბოხამდე და პროტესტების ტალღამდე მიიყვანა. მე 19 საუკუნის შუა წლებში ბრიტანეთში და და ამერიკის შეერთებული შტატებში საარჩევნო უფლებების მოპოვების მიზნით კამპანიების გატარება დაიწყო, ამ მცდელობებმა გარკვეული გარდაქმნები მოახდინეს თუმცა ტრადიციული დამოკიდებულება ძნელად იცვლებოდა. ბრიტანეთში მაგალითად ქალებისთვის საარჩევნო უფლებების მინიჭების წინააღმდეგი თავადაც ქალი-დედოფალი ვიქტორია იყო. ფემინიზმის განვითარების ე.წ "მეორე ტალღა" ანუ ახალი ეტაპი მე 20 საუკუნის 60 იანი წლებიდან განახლდა. ამ შემთხვევებში უკვე იგი გადაიქცა ე.წ "სექსუალური რევოლუციის" ნაწილად და დიდწილად მან იქონია გავლენა ქალთა სექსუალურ "ემანსიპაციაში" (დამოუკიდებლობა) სექსულური თავისუფლება ქალის როგორც პიროვნების აღქმის ნაწილად იქცა რაც ასევე სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს. ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ან არ ჰქონდეს სექსუალური ცხოვრება თავის არსებობის გარკვეულ ეტაპეპზე. ანუ ეს ორი მიმდინარეობა ქალთა ხმის უფლებების, თანასწორობის, სექსუალურობის უფლებები რეალურად მართლაც ეკუთვნოდათ და მიიღეს, რეალურად თანასწორობა სწორედ ფემინიზმის მეორე ტალღის შემდეგ დადგა მაგრამ ფემინიზმი ამით არ დასრულებულა. ქალთა მცირე ჯგუფმა ე.წ "მებრძოლმა ფემინისტებმა" თავი გააიგივეს რასობრივ, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებთან და მათთან ერთად დაიწყეს ფემინიზმის ე.წ "მესამე ტალღა" რომლის მიზანი გახდა ე.წ პოზიტიური დისკრიმინაცია" რაც არაფრით განსხვავდება მამაკაცური *სექსიზმისგან* რასაც თავად ფემინისტები ებრძვიან. ქალთა საუკუნოვანმა ბრძოლამ თანასწორობისთვის ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობამდე მიიყვანა. უკეთ რომ აგიხსნათ მარტივ მაგალითებს მოვიყვან-მეშახტეთა, მუშა-მშენებელთა, ასფალტის დამგებთა, მანქანების ხელოსანთა, მენაგვეთა 99,9 % მამაკაცია! სამაგიეროდ ე.წ გენდერული კვოტირების (ანუ სავალდებულო საკანონმდებლო სქესობრივი დისკრიმინაციის) 25 % ქალი უნდა იყოს. აი ასე პირდაპირ პარლამენტის სკამებზე. ამასაც რომ თავი დავანებოთ საკანონმდებლო დონეზე არსებულ პრივილეგიებს არაფერი ცვლის- ქალთა საპენსიო ასაკი 5 წლით დაბალია, მამაკაცის 5 წლით მეტი, ქალების 90% განქორწინების შემდეგ რჩება ბავშვის(ბავშვების) მეურვე + მამას ეკისრება ალიმენტის გადახდა. ქალს შეუძლია აბორტი გაიკეთოს ბავშვის ბიოლოგიური მამის ნებართვის და თანხმობის გარეშე! ქალები ყოველთვის მსუბუქ და ნაკლებად სტრესულ სამსახურში მუშაობას ამჯობინებენ თორემ არავის აუკრძალავს მათთვის მენაგვედ, ასფალტის დამგებად, მეშახტედ, მემანქანედ ან მშენებლად მუშაობა, მაგრამ რატომღაც 90% კაცების აშენებულ ოფისებში მშვიდად ზიან კომპიუტერთან და 6 საათიანი სამუშაო გრაფიკით წუწუნებენ. ამით არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მხოლოდ ფაქტები მომყავს მაგალითად. ბოლო პერიოდში შეინიშნება პოზიტიური ცვლილებები ქალთა აქტიურობა ძალოვან უწყებებში პოლიციასა და ჯარში თუმცა აქაც ქალები უფრო ნაკლებს აკეთებენ და უფრო ნაკლები მოეთხოვებათ (ნორმატივების ჩათვლით) რეალურად ჩვენს ქვეყანაში გენდერული თანასწორობა კიდე შორსაა და სახეზე ქალთა პრივილეგირებული მდგომარეობაა. როგორია რიგითი ფემინისტის ერთი დღე? ის იღვიძებს სახლში რომელიც კაცმა დააპროექტა და კაცებმა ააშენეს, იზმორება საწოლზე რომელიც კაცებმა გააკეთეს, დგება, ანთებს შუქს რომელიც კაცმა მოიგონა, შედის საპირფარეშოში ჯდება უნიტაზზე და იცლება ფეკალური მასისგან იმ კანალიზაციაში რომელიც ასევე კაცებმა გამოიყვანეს და დაამონტაჟეს, შემდეგ იცვამს კაცების შეკერილ ბრენდის ტანსაცმელს, იკეთებს მაკიაჟს რომელიც კაცებმა გააკეთეს, ხელში იღებს მობილურ ტელეფონს რომელიც ასევე კაცმა მოიგონა და შექმნა, გადის ქუჩაში და მიაბიჯებს ასფალტზე რომელიც რამდენიმე დღის წინ კაცებმა დააგეს, ჯდება ტრანსპორტში რომელსაც კაცი მართავს, მიდის სამსახურში რომელშიც კაცია უფროსი, გადის შესვენებაზე, რთავს ინტერნეტს რომელიც კაცმა მოიგონა, შედის სოც.ქსელში რომელიც კაცმა შექმნა და წერს სტატუსს "ყველა კაცი ერთნაირია, მეზიზღებით, მალე მოკვდით საზიზღარო კუტუს მატარებლებო!" ეს რა თქმა უნდა ხუმრობა იყო თუმცა ამ ხუმრობით სატირულად დაგანახეთ რეალობა. სამწუხაროდ სამყარო ჯერაც კაცების მხრებზე დგას და ამაში ცუდი არაფერია, ეს იმას არ ნიშნავს რომ ქალი რამით კაცზე ნაკლებია. ქალს შეუძლია ყველაფერი გააკეთოს არაფრით არაა კაცზე ნაკლები (თუ ფიზიკურ სიძლიერეს და დომინანტობისკენ ბუნებრივ სწრაფვას არ ჩავთვლით, რაც რიგ შემთხვევებში პირიქითაც გვხვდება) მენტალურადაც და ყველანაირად ქალს შეუძლია გააკეთოს ის საქმეები და ის ვალდებულებები რასაც კაცი აკეთებს, უბრალოდ მათ ეს არ სურთ, რადგან ბუნებრივად კომფორტი უყვართ, ხოლო ვისაც სურს შეუძლია და აკეთებს. არაა აუცილებელი ხელოვნური ჩარევები კვოტირებები და სხვა დისკრიმინაციული კანონები იმის აღმოსაფხვრელად რაც რეალურად ისედაც არ არსებობს. ახლა კი გავერკვიოთ ტერმინ "ფემიციდში" რა არის ფემიციდი? ვიკიპედიის განმარტებით ესაა "მამაკაცების მიერ ქალების მკვლელობა იმიტომ რომ ისინი ქალები არიან! ანუ ამ სრულ სიგიჟეს და სისულელეს თუ დავუჯერებთ სადღაც არსებობენ ბოროტი კაცები რომლებიც ჩუმად კლავენ ქალებს იმიტომ რომ ქალები არიან. სხვა მიზეზი არ აქვთ. აი დაინახეს ქუჩაში ქალი და *ვერ ვიტან ქალებს, ქალი უნდა მოვკლაო* ფიქრობენ და კლავენ მათ. რა თქმა უნდა მსოფლიო ისტორიაში არიან სერიული მკვლელები რომლებიც თავისზე სუსტს კლავდნენ და ხშირ შემთხვევაში ეს ქალები იყვნენ მაგ. ტედ ბანდი რომელსაც 60 ზე მეტი გოგონა ჰყავდა მოკლული. ასევე ანდრეი ჩიკატილო, როდნი ალკალა, და სხვა მაგრამ ეს სერიული მკვლელები იყვნენ ავადმყოფები, ას კაცში შეიძლება ერთი ავადმყოფი გამოერიოს მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ კაცები ქალებს განსხვავებული სქესის გამო კლავენ, ასევე არსებობდნენ სერიული მკვლელი ქალები მაგალითად ნენი დოსი რომელმაც ოთხი ქმარი მოწამლა, ასევე შვიდი მამაკაცი მოკლა, და რა ქვია ასეთ შემთხვევებს? ფემიციდს არ აქვს ადგილი? ასევე ცნობილია ქალი მანიაკი უნგრეთის გრაფინია ელიზაბეტ ბატორი რომელსაც 600 მდე ქალწულის მკვლელობაში დასდეს ბრალი და საკუთარ კოშკში გამოკეტეს სიცოცხლის ბოლომდე. თუმცა თუ ქალი კლავს ქალს ის არაა ფემიციდი, ან თუ ქალი კლავს კაცებს, ეს არაფერი არაა არც ის შემთხვევა თუ მამაკაცი კლავს მამაკაცს, მაგრამ თუ კაცი მოკლავს ქალს რაიმე მიზეზით (ნებისმიერი მიზეზით მკვლელობა მაინც გაუმართლებელია) ესაა ფემიციდი. ასევე უდიდესი როლი ენიჭება ე.წ. *მედიას* რომელიც თითოეული ქალის მკვლელობას ცალკე საგანგაშოდ აშუქებს და მას მაშინვე *ფემიციდის* იარლიყს აკრავს, ხოლო კაცების მიერ ერთმანეთის მკვლელობებზე დუმს ან ცალყბად აშუქებს, სექსის განურჩევლად მოდით შევთანხმდეთ! მკვლელობა მკვლელობაა და ამორალურია ყველანაირად დანაშაული და მკვლელობის სქესის მიხედვით გარჩევა უბრალოდ არაეთიკური და არასწორია. ახლა კი სტატისტიკა ვნახოთ თუ როგორაა ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში და მსოფლიოში. 2016 წელს საქართველოში მოკლული იქნა 32 ქალი და 155 კაცი, 2017 წელს 26 ქალი და 211 მამაკაცი, 2018 წელს 11 ქალი და 125 მამაკაცი, 2019 წელს ერთ შემთხვევაში ოჯახური ძალადობისას ქალმა მოკლა ქალი (დამ და) დღეს ჩვენს ქვეყანაში 950.000 ოჯახია, ამათგან ოჯახური ძალადობა 5874 ოჯახში დაფიქსირდა 2018 წელს რაც საერთო მაჩვენებლის 0.6 % ია. ანუ ყოველი 1000 ოჯახიდან 6 ში ფიქსირდება ძალადობა. ეს 0.6 % რა თქმა უნდა საშინელებაა და უნდა ვეცადოთ მის აღმოფხვრას. მოდით ვნახოთ სხვა ქვეყნებში როგორია მსგავსი მაჩვენებელი. მაგ. გერმანიაში სადაც შედარებით ლიბერალური კანონმდებლობა და უკეთესი ფემინისტური კანონებია 2018 წელს 41 მლნ 337 000 ოჯახი, აქედან გამოვრიცხოთ მარტოხელა დედები და გვრჩება 24.044 000 ოჯახი, აქედან 2018 წელს დაფიქსირდა 114.393 ოჯახური ძალადობის ფაქტი. ანუ 24.044.000 ის 0.5 % გამოდის რომ საქართველოსა და გერმანიაში დაახლოებით ერთნაირი მაჩვენებელია. დიდ ბრიტანეთში არის 18.200.000 ოჯახი დაფიქსირებული, 2018 წელს 341.000 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც საერთო მაჩვენებლის 1.87% ია. ანუ ჩვენზე განვითარებულ დიდ ბრიტანეთში სამჯერ მეტია ქალზე ძალადობა ვიდრე საქართველოში. სამწუხაროდ ბუზის სპილოდ წარმოჩენის პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია არა მარტო გენდერულ არამედ სხვა სფეროებშიც. და ბოლოს ერთი რეზიუმე ფემინისტები ცდილობენ ქალები კაცების მტრებად აქციონ და გენდერული შუღლი გააღვივონ რაც თავისთავად დამღუპველია კაცობრიობისთვის. ფემინიზმის გარდა დასავლეთში მომრავლდა ანტიფემინისტური მოძრაობა რასაც ფემინური ქალური გოგონები გამოდიან ფემინიზმის წინააღმდეგ. ეს მშვენიერი არსებები აღიარებენ ქალის ბუნებრივ ქალურ მდგომარეობას და არ ემხრობიან მამაკაცებია წინააღმდეგ მიმართულ პროტესტებს. ფემინიზმის რეალური მიზეზი და მიზანი დაკარგულია 21 ე საუკუნეში რადგან ქალებს ისედაც ყველა ის უფლება აქვთ რაც მამაკაცებს და ზოგ შემთხვევებში პრივილეგიებიც აქვთ (სავადებულო ჯარი, დაბალი საპენსიო ასაკი, განქორწინების შემდგომი მეურვეობის უფლება, დეკრეტული შვებულება, აბორტის უფლება ბავშვის მამის ნებართვის გარეშე, ალიმენტი და სხვ) თუმცა მაინც მოითხოვენ იმაზე მეტ უფლებებს რაც უკვე აქვთ და რის იქითაც უკვე არა თანასწორობა არამედ პრივილეგირებულობაა. ფემინისტების საბოლოო მიზანი გამოგენდერებული ტესტოსტერონისგან დაცლილი ფემინური ბიჭუნების გამრავლებაა რომლებსაც თავის ჭკუაზე და ნებაზე ატრიალებენ და რომლებსაც არა ქალის ან სამშობლოს არამედ საკუთარი ტრ*ის დაცვაც არ შეეძლებათ. სწორედ ამიტომ არის ფემინიზმი კაცობრიობის კიბო.
+14
Nino Kakulia
Tbilisi · 3 months ago
კურტ კობეინი
საინტერესო ფაქტები ლეგენდის შესახებ 💛💚❤️ 1.სანამ კურტი 'ნირვანაში' დაიწყებდა მოღვაწეობას, მანამდე ჯგუფ ''Melvins''–ში სცადა ბედი, თუმცა არ მიიღეს. 2.სანამ 'ნირვანა' შემოქმედებით კარიერას დაიწყებდა, მათ ფაქსი მოუვდათ 'მეტალიკისგან'. სადაც ისინი მათ თანამშრომლობას სთავაზობდნენ. 3.დიდი ხნის განმავლობაში კობეინი მუშაობდა ფილმის შექმნაზე სახელწოდებით "Super-8", სადაც ერთი სცენაში გადმოცემული იყო კურტ კობეინის თვითმკვლელობა. 4.თავისუფალ დროს კურტს უყვარდა ხორცის ნაჭრების შეძენა და შემდეგ მათ მახლობელ ტყეში ისროდა. 5.რაღაც დროის განმავლობაში, კურტი წყობიდან გამოდიოდა კონცერტზე გასვლის წინ. 6.1976 წლის ივლისში(კურტი მხოლოდ 9წლის იყო), როდესაც კურტის მშბლები ერთმანეთს დაშორდნენ, პატარა კურტმა საძინებლის კედელზე შემდეგი წარწერა გააკეთა: "მე ვერ ვიტან დედაჩემს, მე ვერ ვიტან მამაჩემს, დედაჩემი ვერ იტანს მამაჩემს, მამაჩემი ვერ იტანს დედაჩემს; როგორ შეიძლება ამის მერე არ იყო მოწყენილი?" 7.ერთხელ მისმა მეგობარმა მასზე თქვა: "ის უბრალოდ დაბადებულია ქალების თხოვნით; დაიცვას და იზრუნოს მათზე. თუმცა მეორეს მხრივ მისი სიძლიერის მიუხედავად, ის შეიძლება ქალებს გულჩვილად და ნაზად წარმოუდგეს." 8.მან ერთ ინტერვიუში თქვა: "მე ბევრ ჭკვიანს შევხვედრივარ; ისეთებს რომელსაც შეეძლოთ შეენახათ და გადმოეცათ უამრავი ინფორმაცია; მაგრამ არასოდეს შევხვედრივარ ისეთ ადამიანს რომელიც აფასებდა სიბრძნით გატაცებას". 9.პირველი ნამუშევარი შექმნა 15 წლის ასაკში დეიდის სახლში და დაარქვა "Organized Confusion". 10.ყოველდღიურად, ის იყენებდა გმირობას, რომ შეემცირებინა ქრონიკული ტკივილი კუჭში. 11.როდესაც 'ნირვანა' გახდა ცნობილი, მათ შესთავაზეს მსოფლიო მნიშვნელობის ფესტივალის ორგანიზატორებს რომ დაუკრავდნენ კონცერტზე, მაგრამ მათ უარი უთხრეს, რითიც სასტიკად ატკინეს გული კურტს. 12.კურტს ჰქონდა მომენტები, როცა შეეძლო 45 წუთი მჯდარიყო კუთხეში და ხმა არ ამოეღო. 13.როდესაც ''Nevermind'' პირველ ადგილზე გავიდა მუსიკალურ ჩარტებში, კურტმა დიდი რაოდენობით ნარკოტიკი მიიღო. ის იპოვნა მისმა მეგობარმა გოგონამ კორტნი ლავმა, დილის 7საათზე იატაკზე გაწოლილი. დიდი რაოდენობის წყალის დახმარებით მან გონს მოიყვანა მომღერალი. 14.1991 წელს კურტმა და კორნიმ ერთად დაიწყეს ცხოვრება ერთ პატარა ოთახში, მეგობრის სახლში. 15.ყველაზე ძვირფასი ნივთი მისთვის საყვარელი მწერლის ხელმოწერა იყო; უილიამ ბეროუზის. 16.1992 წელს კურტმა დაადასტურა რომ კორნისთან ცხოვრების მანძილზე მათ დახარჯეს მილიონი დოლარი: 80 000 პირადი ხარჯებისათვის, 380 000 გადასახადებისათვის, 300 000 სახლის ქირისათვის ვაშინგტონში; ხოლო დანარჩენი ექიმებისათვის. " ეს არც ისე ბევრია" ჩაილაპარაკა მან. 17.სანამ ცნობილი გახდებოდა, კობეინი ინსტრუქტორად მუშაობდა საბავშვო აუზზე. 18.6 წლის ასაკში კურტი პოლიციის მანქანებს ქვებით სავსე ქილებს უშენდა. 19.როდესაც კორტნი ლავმა მოისმინა “In Bloom”, მან თქვა: "მე ვწუხვარ კურტზე, მე უკვე წარმოვიდგინე ის კოშმარი რაც მას ელოდება ამ სიმღერის გამოსვლის შემდეგ". 20.პირველად კურტმა საკუთარი თავი ტელევიზორში 1991 წლეს ნახა, MTV–ის ჩანაწერებში. 21.კობეინმა ერთხელ თქვა: "ხელოვნება–როგორც ხანგრძლივი მნიშვნელობა, თუ არ იქნა დაფასებული და აღიარებული უმრავლესობის მიერ, ის დარჩება მხოლოდ უმცირესობის შეფასების დონეზე." 22.ერთხელ მან თქვა: "ცხოვრების დიდი ნაწილი მე კაცურად გავატარე, თუმცა ყოველთვის ვამჯობინებდი ქალებთან ურთიერთობას. მე უპირატესობას შედარებით რბილ მუსიკას ვანიჭებდი. თუმცა ყველაფერი შეიცვალა როდესაც მარიხუანას მოწევა დავიწყე." 23.მისი საყვარელი სიმღერა იყო “Gigantic” – ჯგუფ ''Pixy''–ის შესრულებით. 24.ერთ–ერთი კონცერტის დასასრულს კურტმა ხმამაღლა დაიყვირა: "კორტნის უყვარს საუკეთესო 'fu*k' მსოფლიოში". 25.კორტნიმ კურტზე თქვა: "კურტი დაუჯერებლად ამბიციური იყო, რაც სურდა ყველაფერს იღებდა". 26.როდესაც 'ნირვანამ' მოღვაწეობა დაიწყო, ისინი კვირაშ 5 ღამეს მეცადინეობდნენ. 27.პატარა ასაკშ მამა ის ჭიდაობის წრეზე ჩაწერა, მაგრამ კურტს არ სურდა ჩხუბი ის უბრალოდ იჯდა და ხმას არ იღებდა ხოლმე. 28.კობეინს ბავშვობაში ჰყავდა ილუზიური მეგობარი "Boddah". 29.ბავშვობაში შუა ღამემდე უყვარდა ტელევიზორის ყურება. 30.კურტმა ერთხელ მამას მისწერა: "მე არაფერი შემიცვლია დედასთან მიმართებაში. მე უბრალოდ გავიზარდე. მე მივიღე ერთნაირი დოზა ორივეს სიძულვილისგან". #news #opinion #photo #rockmusic #interestingfact
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 3 weeks ago
ჯაბა იოსელიანი და “მხედრიონი”
"ისეთი ქურდი, როგორიც მე ვარ, საბჭოთა კავშირში ოცზე მეტი არ იყო" - ჯაბა იოსელიანი ჯაბა, ან როგორც მას კრიმნალურ წრეში მოიხსენიებდნენ დუბა იოსელიანი საბჭოთა საქართველოს ერთ-ერთი გავლენიანი "კანონიერი ქურდი" გახლდათ. ამასთან მან მოახერხა გამხდარიყო მეცნიერებათა დოქტორი და 90-იანი წლების დასაწყისში შევიდა საქართველოს ისტორიაში, როგორც იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი, რომელიც კრიმინალურ დაჯგუფება "მხედრიონს" ხელმძღვანელობდა და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაშიც აქტიურად მონაწილეობდა. საინტერესოა, როგორ განმარტავს თვითონ ჯაბა თავისი "კრიმინალური გზის" დასაწყისს. პირველად იგი 1943 წელს ჯიბის ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამ ფაქტს იგი შემდგომ ასე გამოეხმაურა: ”ეს ძალიან რთული ისტორიაა, მოკლედ, ახალგაზრდობაში სხვა გზა არ არსებობდა: ციხე ან კომკავშირი, კომკავშირს ორგანულად ვერ შევუერთდი, დავინახე, რომ ჩემი თანატოლები, ყველა ნაგავი კომკავშირში შევიდნენ. მე ეს არ შემეძლო და მეტი გზა აღარ იყო. შეუძლებელი იყო მონასტერში წასვლაც კი, რადგან მონასტრები არ იყო. სად უნდა წავსულიყავი? აქ იყო ქუჩა-რომანტიკა. საჭირო იყო [ჩემთვის] ყურების აწევა, ხოლო მათ მომცეს ხუთი წელი. იქიდან წამოვედი უკვე ხელიდან წასული." როგორც ჯაბა ამბობს, მას უხაროდა ციხეში მოხვედრა, ამ პერიოდში მან მიიღო განათლება, ეცნობოდა სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას, მოგვიანებით კი წერა დაიწყო, შემდეგ ამ ჩანაწერებს აერთიანებდა კრებულებში. მისი, როგორც მწერლის კარიერა სწორედ ციხეში დაიწყო. ახლა კი ვისაუბროთ მის სამხედრო ორგანიზაცია "მხედრიონზე". "მხედრიონელთა"უმეტესობა შეადგებოდა ყოფილი მსჯავრდებულის, ნარკომანებისა და ქუჩიდან მოყვანილი ხალხისაგან. მის წევრებს ბრალი ედებოდათ მშვიდობიანი მოქალაქეების ქურდობაში. 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს მხედრიონს ყველა, როგორც მკვლელსა და ავაზაკს ისე მოიხსენიებს. 90-იანი წლების დასაწყისში ჯაბას მთავარი მტერი იყო ზვიად გამსახურდია, რომელიც 1990 წელს ხელმძღვანელობდა საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს - უზენაეს საბჭოს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიძულვილი ორმხრივი იყო: გამსახურდია დაელოდა თავის დროს, როდესაც 1991 წელს ჯაბა და მისი მებრძოლები ცდილობდნენ თბილისში შესვლას. მხედრიონის ლიდერი შეიპყრო სამთავრობო ჯარებმა. მისი დაპატიმრების ოფიციალური მიზეზი ხულიგნობის ბრალდება იყო - სავარაუდოდ, ერთ-ერთ მიტინგზე, ჯაბამ შეურაცხყოფა მიაყენა ორ ქალს. ასე რომ, კანონიერი ქურდი ისევ ციხეში მოხვდა. ჯაბამ 10 თვე გაატარა იზოლირებულ კამერაში. ამ პერიოდში დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი მოთხრობა - "ლიმონათის ქვეყანა", რომელიც გარკვეულწილად ავტობიოგრაფიული გახლდათ. გამსახურდიამ, რომელმაც თავისი მტერი წინასწარი დაკავების ცენტრში გაუშვა, ვერ გაითვალისწინა, თუ როგორი ერთგულები იყვნენ მხედრიონელები. 1991 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტი გახდა გამსახურდია, რომელიც ხალხის ნდობით იყო აღჭურვილი. მან გადაწყვიტა ეროვნული გვარდიის დათხოვნა, რითაც დიდი შეცდომა დაუშვა. მხედრიონის წევრებმა მაშინვე თავიანთ რიგებში შეიყვანეს დათხოვილი მეომრები და გაცილებით ძლიერნი გახდნენ. როდესაც ძალაუფლება იგრძნო, ჯაბამ დავალება მისცა თავისი მებრძოლებს და შედეგად მათ გადატრიალება მოახდინეს, დაამარცხეს გამსახურდია და გაათავისუფლეს თავიანთი ლიდერი. ჯაბას ფაქტობრივი პროტეჟე იყო ედუარდ შევარდნაძე, რომელიც ავტორიტეტის მხარდაჭერით, პირველად გახდა ხელმძღვანელი, ხოლო 1995 წელს - საქართველოს მეორე პრეზიდენტი. ჯაბა მხოლოდ მას არ უწყობდა ხელს: შევარდნაძის უფლებამოსილების გამოყენებით მან მოიპოვა დეპუტატის მანდატი და გადაიქცა საქართველოს რუხ კარდინალად, პრაქტიკულად მართავდა ქვეყანას 1992 წლიდან 1995 წლამდე. ამასთან, თავად შევარდნაძეს განსაკუთრებით არ მოეწონა ეს ვითარება: ჯაბასთან უკმაყოფილების გამო, როცა ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, მან საკუთარი პოლიტიკის გატარება დაიწყო. სამართლიანობისთვის, თანამედროვეები აღნიშნავდნენ, რომ სიმართლე იყო ყოფილი სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრის, "პოლიტიკური მელას" შევარდნაძის მხარეს. მთელი თავისი ღირსშესანიშნავი გონების მიუხედავად, ჯაბას წარმოდგენა არ ჰქონდა საგარეო და საშინაო პოლიტიკის წესების და პრობლემების შესახებ. იგი ცდილობდა თავისი ქურდული ცნებების შეტანას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში გარკვეულწილი რომატიზმით. 1995 წელს კანონიერი ქურდი გამოემშვიდობა დეპუტატის უფლებამოსილებას და სხვა ხალხის არჩეულებს განუცხადა: ”ხალხი არ გვაპატიებს დაუდევრობას. თუ ისინი ჩვენს დაპატიმრებას მოახდენენ, ჩემი ადგილი ფანჯარასთან იქნება, თქვენი კი პარაშასთან მოგიწევთ ძილი.შეგიძლიათ ამაზე ინერვიულოთ. ” ამ მთავრობასთან ჯაბას დაპირისპირება ცუდად დასრულდა: შევარდნაძემ გასცა ბრძანება იოსელიანის დაკავებაზე, ამ უკანასკნელს ადანაშაულებდა მასზე თავდასხმის მცდელობაში. ამასთან, პრეზიდენტმა გაითვალისწინა თავისი წინამორბედის შეცდომა, მან მხედრიონი კანონგარეშედ გამოაცხადა და მისი წევრების განიარაღება ბრძანა. სტატია მომზადებულია ინტერმედას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
Maia Khomeriki
Lastra a Signa · 2 months ago
ხელოსანი მოვიდა, რა ვიცოდი ვინ მოვიდოდა, გამოვიძახე და მოვიდა. პატარა ყვითელი მოხუცი კაცი, ძალიან პატარა და სველი. ვერ ვიტან ხელოსნებს, ცალკე მოჯალათო კასტაა, მაგრამ ეს ხელოსანია? ჩიტი თუ გნომი... მივიდა, დაათვალიერა ონკანი, არაფერია ისეთი, ამას შენც კი გააკეთებდი, სულ იოლიაო, მოდი, უყურე და სხვა დროს თვითონ გააკეთებო. ვდგავარ. ვუყურებ. ონკანს არა, პატარა, დამჭკნარ გამჭვირვალე ხელებს... ძველი მწვანე ჯემპრის გაქექილი სახელოებიდან იყურებიან ხელები, როგორც ჩამქრალი თვალები... მაქვს ჯემპრი, მოერგება კი არა, დიდიც ექნება, ახალი, მაგრამ ისეთია ეს ხელები, ისე იყურებიან, ვერ აკადრებ, რომ აჩუქო. გააკეთა. ,,ხო უყურე რა იოლია, სხვა დროს თავითონ გააკეთებ და ფული არ დაგეხარჯება"... მინდა, რომ ჩაიზე დარჩეს, გათბეს, კატომაც გაიღვიძა, მოვიდა და ფეხებზე მიეფერა, გაედო. უი, ფისოო და გაიღიმა, როგორ გაიღიმა, ბავშვივით მიეფერა ვერ დავრჩები, მირჩევნია წავიდე, ჩემი ქალი მელოდება, ლოგინადაა ჩავარდნილი, მთელი დღეა ვმუშაობ, ცოდვაა მარტოო. მინდა ვკითხო, რამდენი წლისაა და მერიდება გაიგო, ფიქრი გაიგონა? გაისად 90 წლისები ვხდებით ორივენიო – ის ჩავარდა, ჩვენი ბიჭის მერე... – და აღარ აგრძელებს, ან რა საჭიროა. პატარა ჩანთა აქვს, იარაღები უწყვია, ყავისფერი, გაქექილი და... მთელი დღეა მუშაობს !!! და ახლა სახლში მიდის და ვინ იცის, იქ რა ხდება რა აქვთ როგორ არიან და ეს, პატარა ყვითელი ჩიტი, გნომი, უნდა წავიდეს ბნელ სველ ღამეში...... კიდევ გაიღიმა, როცა ფული მივეცი და კიდევ ბავშვს გავს. კარგად იყავი, ფისოო და კატომ უპასუხა:,,მიაუ'' ისე მომინდა ჩავხუტებოდი და მეკოცნა, ასეთი პატარასთვის, დალეულისთვის, ერთ წელიწადში 90 წლისასთვის, მთელი დღე რომ მუშაობს ამ დაწყევლილ, დაუნდობელ და დაქცეულ სამყაროში და მერე თავის თითქმის 90 წლის ქალთან მიდის. ვერ იცოცხლა იმ მათმა ბიჭმა და რა ექნა შეატოვა ესენი ღამეს, წვიმას, სიცოცხლეს, ქარს.... მაგრამ აბა რას იფიქრებს... გიჟიაო იფიქრებს... ან ეწყინება, შემიცოდაო. ან რა აქვს შესაცოდი, ისე კოხტად უკავია თავისი ჩანთა, ისე კოხტად მიდის პატარა, ერთი ბეწო და ძლიერი კარისკენ. ვუღებ კარს და ჯიბეში ჩაიყო ხელი, რაღაცას ეძებს. ამოიღო წითელ ქაღალდში კანფეტი, ეს ჩაის მიატანე, ერთი დამრჩა, მიყვარს ტკბილიო..... და წავიდა. და მე რა ვქნა ახლა? და ან ამ სიცოცხლემ რა ქნას? რამ მოაწყო ასე, თვითონაც რომ არ იცის?" ინგა მილორავა მხატვარი ხათუნა ფერაძე #goodplaces
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 days ago
რას წერს შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მოწმე ფოტოგრაფის დედა?
ჩემი შვილი ხომ ერთადერთი იყო, ვინც სამართალდამცავებს დახმარებისთვის მიმართა? დაფიქრდით, 19 წლის ბიჭი რომ ასეთ ვითარებაში მოახერხებს უშველოს თავს და დარეკოს პოლიციაში, მერე რატომ წაშლის რამეს, თუკი აქვს გადაღებული? , - ამის შესახებ სოციალურ ქსელში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის დედა წერს. როგორც ფოტოგრაფის დედა აღნიშნავს, ინციდენტის ღამეს ბრეგვაძეს არც მისთვის და არც ნინო გიორგობიანისთვის არ დაურეკავს. იაკობ ბრეგვაძის დედის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. „უპირველესად, მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ოჯახს. მე, 7 შვილის დედა და 6 შვილიშვილის ბებია ვარ, 18 წლის წინ მეუღლე გარდამეცვალა, რომელიც სასულიერო პირი იყო და ამხელა ოჯახს მარტო ვუძღვები. წარმოდგენაც არ მინდა იმ ტკივილის, რასაც ახლა გარდაცვლილის ოჯახი გრძნობს. ეს ენით აღუწერელი ტრაგედიაა და სანუგეშო სიტყვებიც არ მაქვს! არავის ვუსურვებ მსგავს უბედურებას... ამავდროულად, როგორც იაკობის დედა, თავს ვალდებულად ვთვლი, ატეხილი აჟიოტაჟის გარშემო განმარტება გავაკეთო. ამ პოსტს არ ვწერ მათთვის, ვინც ისედაც ტყუილებს ავრცელებს და სიმართლე არ აინტერესებს, ამ დღეებში კი ტყუილი ნამდვილად ბევრი ითქვა. შემაძრწუნებელია, რომ ასეთ ფაქიზ თემას ზოგიერთი მედია ისე აშუქებს, რომ არც გარდაცვლილის ოჯახზე ფიქრობენ, არც დაზარალებული არასრულწლოვნების ფსიქიკაზე და არც ეთიკა გააჩნიათ. არაფერი მაქვს დასამალი და მზად ვარ, ყველა გაჩენილ დამატებით კითხვას ვუპასუხო. უპირველესად, საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ყველა ყველას ნათესავია. ნინო ჩემი ბიძაშვილია და ეს მეამაყება. რაც შეეხება იმ საბედისწერო ღამეს, იაკობმა არამცთუ ნინოს, მეც არ დამირეკა, მომხდარის შესახებ მხოლოდ რამოდენიმე დღის მერე გავიგე, თუმცა, ასეთ მძიმე ფაქტთან თუ გვქონდა საქმე, ნამდვილად არ ვიცოდი. იცით, რომ ფოტოგრაფი კამერის გარეშე ვერ იმუშავებს და ტელეფონის გარეშე ვერ დაუკავშირდებიან დამკვეთები, არადა, ეს მისთვის დღეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა და თავს შეკვეთებით ირჩენს. ბუნებრივია, ვრეკავდი ყველასთან, ვისთანაც ხელი მიმიწვდებოდა, რომ დაებრუნებინათ ტელეფონი და კამერა , მათ შორის დავრეკე ნინოსთანაც. ნინო ჩამეკითხა, თუ რატომ ჰქონდა ჩემს შვილს ისინი ჩამორთმეული და გაუკვირდა, რომ ამ საქმეში ჩემი შვილი ფიგურირებდა, დიდი ხანია არ შევხმიანებივართ და იაკობისა და მისი საქმიანობის შესახებაც მისთვის არაფერი იყო ცნობილი. მიპასუხა, რომ ტელეფონი და კამერა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებულებაა და სანამ გამოძიება არ დამთავრდებოდა, ვერავინ ვერაფერს დაგვიბრუნებდა. ამ ფაქტის გადამოწმება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი და ვინც დაინტერესებულია სიმართლით, შეუძლიათ ჩვენი საუბრის ამონაწერიც ამოიღონ, მე ამის პრობლემა არ მაქვს, პირიქით! 112 -ის ჩანაწერებითაც ჩანს, თუ როდის ვის და ვისთან აქვს დარეკილი. რაც შეეხება "დაქირავებულ ფოტოგრაფს"- დაეკითხეთ მოწმეებს, ვინმეს თუ დაუნახავს წვეულებაზე, რომ იაკობს კამერა ეჭირა ხელში და იღებდა? ჩემი შვილი იქ სტუმრად იყო, და დღეს პირიქით, ნანობს კიდეც რომ არაფერი გადაიღო, ნეტა გადამეღოო…იუბილართან მეგობრობს და მან დაპატიჟა, სხვებს არ იცნობდა... ხიდზე, ვიდეოშიც ჩანს, რომ ბიჭები სულაც არ მოელოდნენ საფრთხეს, მშვენიერ ხასიათზე იყვნენ და როდესაც გაჩერდა მანქანა და რკინის ჯოხით გადმოვიდა თავდამსხმელი, მანდ უკვე გადაღებაზე კი არა, სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრობდა იაკობი. მადლობა ღმერთს, რომ შეძლო იმ შენობისთვის თავი შეეფარებინა, თორემ, რა მოხდებოდა, წარმოდგენაც არ მინდა! ნეტა, გიორგიც გადარჩენილიყო... მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებას მაყურებლის ყურადღება სხვა მიმართულებით შეგნებულად გადააქვს, რომ ნამდვილი დამნაშავე არ გამოიკვეთოს. ვინც ეხლა განსჯის იაკობს და ტყუილებს უვრცელებენ, ვურჩევ, დაფიქრდნენ და გაანალიზონ, ვის აწყობს ეს ყველაფერი და რატომ ატყდა ასეთი ამბავი ერთ ზარზე პოლიციაში? ჩემი შვილი ხომ ერთადერთი იყო, ვინც სამართალდამცავებს დახმარებისთვის მიმართა? დაფიქრდით, 19 წლის ბიჭი რომ ასეთ ვითარებაში მოახერხებს უშველოს თავს და დარეკოს პოლიციაში, მერე რატომ წაშლის რამეს, თუკი აქვს გადაღებული? ის დაზარალებულია და მაინტერესებს, რატომ აძლევენ თავს უფლებას რომ აბულინგონ ჩემი შვილი და მკვლელი ეძახონ? იაკობი გარდა იმისა, რომ ამ საქმის დაზარალებულია, ის დღეს უკვე ზოგიერთი მედიასაშუალებებისა და საზოგადოების ჯგუფების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლია... ეს დაუშვებელია! იმედია, ყველაფერი მალე დასრულდება და სიმართლეს ფარდა აეხდება!“- წერს ფოტოგრაფის დედა სოციალურ ქსელში.