ByDk DkGeorgia
0
“....დღეს თუ გიყვარვარ?» - ახალგაზრდა გოგონას ტელეფონში შეძახილმა დილის სამარშრუტო ტაქსის მგაზვრების ყურადღება მიიპყრო...ჯერ კიდევ ორიოდე წამის წინ სამარშრუტო ტაქსის სალონში ძილიანი ატმოსფერო სუფევდა, რომელიც გამქრალიყო ამ გოგოს ტელეფონში ჩუმმა კისკისმა - «...ოჰ, გუშინ რაც თქვი – ვიცი, მარა დღესაც უნდა ვიცოდე!» გვერდზე მჯომმა ქალბატონმა ამოიოხრა...წასული ქმრის ლოდინში ძალაგამოლეულმა. ჩუმად მოიწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი და გულში ინატრა- «ნეტავ მე მკითხოს ვინმემ მიყვარს თუ არა». იქვე მყოფმა 5-6 წლის ბიჭმა მამამისს ფართოდ გახელილი თვალებით ჩასძახა - მა...მეც ხო გიყვარვარ დღეს? მამას გაეღიმა და უსიტყვოდ ჩაიხუტა. -რათქმა უნდა უყვარხარ - ჩაერთო ლაპარაკში მოხუცებულმა ქალმა - ნახე როგორ გიყურებს..შენ ხომ მისი ჯილდო ხარ ამ ცხოვრებაში, მისი წარმატება და სიხარულის საწინდარი. ამაში ეჭვიც არ შეგეპაროს. საყვარელ ბიჭუნას გაეღიმა - და თქვენც ხომ უყვარხართ სხვასო? -არ ვიცი, მარტო ვცხოვრობ, და სიკვდილის ჟამსაც მარტო ვიხილავ ალბათ. შვილებიც და შვილიშვილებიც მყავს, მაგრამ ჩემთვის არ სცალიათ. («მარშრუტკაში» ჩამოვარდა უხერხული სიჩუმე, ალბათ ყველა დაფიქრდა მომავალ სიბერეზე ან უბრალოდ ქვეცნობიერად შერცხვათ..) ყოველი დღის გათენებაზე ვლოცულობ და უფალს ვევედრები, რომ ჩემებს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად ჰქონდეთ! ჩემი სახლი-კარი ყოველთვის ღია იქნება მათთვის. ისიც მიხარია რომ სამ თვეში ერთხელ ვახსენდები მათ და ყოველთვის გემრიელ კერძს და შოკოლადს ვახვედრებ... - სამაგიეროდ მე არ ვარ სიყვარულის ღირსი. ერთი ხეპრე ვარ, რომელმაც საკუთარი ნამოქმედარით საყვარელი ადამიანი დაკარგა...ვირი ვარ, ვირი!!» - არ ხარ შენ ვირი. - ვიღაცამ უკანა სავარძლიდან დაუყვირა – ვირებს განა შეუძლიათ ტელეფონით დარეკვა, მოკითხვა. ერთხელ მაინც თუ სთხოვე პატიება? შუახნის მამაკაცმა ამოიოხრა და ტელეფონზე დაზეპირებული ნომერი აკრიფა: - მითხარი დღეს თუ გიყვარვარ? - რომ იცოდე, იმაზე ძლიერ რაც შენ წარმოგიდგენია. კაცის თვალები სიხარულის ცრემლებით აივსო...არ უხდება მამაკაცს ცრემლები...არ უნდა ტიროდეს. - თქვენ არ იცით ეხლა რა მოხდა? ამასობაში წინმჯომმა მოხუცმა კაცმა შვილს იგივე შეკითხვა დაუსვა - მიყვარხარ მამა, 3 დღე გზაში გავატარე შენი თავი რომ მენახა! გვიყვარდეს ჩვენს გულებში მყოფი ადამიანები...არ დაიზაროთ და ხშირად უთხარით თუ როგორ გიყვართ ისინი...სანამ ამის საშუალება გვაქვს.
ByDk DkGeorgia
0