როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები

0
ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობს შექმნას რაღაც, გაიჩინოს საარსებო წყარო და მოიწყოს საცხოვრებელი ადგილი. დრო გადის, ჩვენ ვბერდებით და ცხოვრების ბოლო ფაზაში გადავდივართ. ზუსტ და შორსმიმავალ გეგმას ნამდვილად ვერავინ დადებს, თუმცა, ასტროლოგია გვარწმუნებს, რომ შესაძლებელია გარკვეული წარმოდგენა ვიქონიოთ საკუთარ სიბერეზე. განარგძეთ კითხვა და გაიგეთ უფრო მეტი იმის შესახებ, თუ სად და როგორ გაატარებთ სიბერეს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. ვერძი ვერძს ძალიან უნდა, რომ 100 წელზე მეტ ხანს იცხოვროს, ამიტომ, მისი აზრით, სიბერე სადღაც 90 წლიდან იწყება. მანამდე კი ის ასაკს ფაქტიურად აიგნორებს: უკვე საკმაოდ ასაკოვანი აბარებს უნივერსიტეტში, ხშირ შემთხვევაშე მეხუთე უმაღლესი განათლების მიღების მიზნით, შემდეგ კლუბებში იწყებს თანხის გამომუშავებას დიჯეის პოზიციაზე, ამის შემდეგ ქორწინდება და პირობას დებს, რომ ბევრ შვილს გააჩენს. თითქმის 80 წელს მიღწეული აპირებს ევერესტის დაპყრობას, თან ისე, რომ საკუთარი სახსრებსა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მდგომარეობაზე არც ფიქრობს. კურო მიუხედავად იმისა, რომ კურო გაუთავებლად წუწუნებს ჭარბ წონასა და შაქრის მომატებულ დონეზე - ის ძალიან დიდხანს ცოცხლობს. ეს მის შთამომავლებს დიდად არ ახარებს, რადგან სიბერეში, კურო ემსგავსება შინაბერა ტირანს და მარტივად შეუძლია მემკვიდრეობა ჩამოართვას შვილებს ან შვილიშვილებს (რომელიც მას ყოველთვის ხელშესახები აქვს). კუროსთვის ბედნიერი სიბერე გარანტირებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ოჯახის ყველა წევრი ერთმნიშვნელოვნად აღიარებს მას პატრიარქად, შეაქებს და განადიდებს. გულახდილად რომ ვთქვათ, სწორედ ამიტომ შრომობდა ის მთელი ცხოვრება. ტყუპები ტყუპები, თითქმის საპენსიო ასაკს მიღწეულები ხვდება რა სურს ცხოვრებისგან და მოულოდნელად იწყებს მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევას კარიერაში, ან ქმნის საკუთარ ბიზნესს. ზოდიაქოს ეს ნიშანი აცნობიერებს რა, რომ იდეები ბევრი აქვს, ხოლო დრო უკვე ცოტა დარჩა, მთელი ძალით მოქმედებს და ყველა დეტალს დიდ ყურადღებას უთმობს. ასევე, ტყუპები განსაკუთრებით აქტიური ხდება ჯანმრთელობის კონტროლის მხრივ, მაგალითად იწყებს დიეტის დაცვას, სახალხო მედიცინის და ნაკლებად გავრცელებული სამკურნალო მეთოდების გამოყენებას, რითაც ფაქტიურად ახერხებს კიდეც, რომ ცხოვრება გაიხანგრძლივოს. კირჩხიბი კირჩხიბი ძალიან დიდი ხნით ადრე და მონდომებით ემზადება სიბერისთვის: უკვე 15 წლიდან იწყებს ფიქრს საპენსიო დანაზოგის გაკეთებაზე, 30 წლის ასაკში მოხუცთა თავშესაფარსაც კი ამოწმებს, ხოლო 40 წლის შემდეგ იწყებს საკუთარ თავზე, როგორც ხანდაზმულ ადამიანზე საუბარს, რომელსაც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს და გარისკვაზე წამსვლელი აღარ არის (თითქოს მანამდე ძალიან რისკიანი იყო). სხვათა შორის, კირჩხიბები არიან ყველაზე კარგი ბებიები და ბაბუები, რადგან ამ როლთან არანაირ კონფლიქტში არ მოდიან, სიამოვნებით ასრულებენ თავის მოვალეობას და რჩევებსაც, ორცხობილებთან ერთად დაუზარელად უზიარებენ სხვებს. ლომი დესპოტის როლში კუროს კონკურენტი მხოლოდ ლომი შეიძლება იყოს. ზოდიაქოს ეს ნიშანი 50-60 წლის ასაკში დონ კორლეონეს ემსგავსება: ლოცავს ან კრძალავს ქორწინებებს, იძლევა რჩევებს ყველა საკითხში, ოჯახში შენაძენის გაკეთება მისი ნებართვის გარეშე არ ხდება, მოითხოვს ხელზე რომ ემთხვიონ და ა.შ. საკვირველია, რატომ ემორჩილება ყველა ლომს? უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მასთან ჩხუბი ყოველთვის უწონასწორო ბრძოლაა. მეორე, ლომი მთელი ცხოვრება ცდილობს წარმატებებს მიაღწიოს სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა: იდეალური დედობა და ცოლობა, კარიერა, ჰობი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ა.შ. რაც რეალურად გამოსდის კიდეც. ამიტომ, კარგად დაფიქრდით - მიღწეული გაქვთ თუ არა იმაზე მეტისთვის, რაც მას, რომ თანასწორად იკამათოთ? ქალწული ქალწულს აკვიატებული აქვს, რომ ყველაფერი სწორად უნდა აკეთოს, ამიტომ, სიბერემდწ მას არც თუ ისე სახალისო ცხოვრება აქვს. ზოდიაქოს ეს ნიშანი, სწორედ ხანდაზმულობის მიღწევის შემდეგ აძლევს საკუთარ თავს ლაღად ცხოვრების საშუალებას, მაგალითად: იწყებს მოგზაურობას, მონაწილეობას იღებს საქველმოქმედო მარათონებში, ეწერება ახალგაზრულ ორგანიზაციებში, ატარებს მაისურს წარწერით: „სექსი, ნარკოტიკი, როკ-ენ-როლი“. ერთი სიტყვით, ისე იქცევა, რასაც მისგან არავინ მოელის. სასწორი სიბერის შესაჩერებლად, სასწორები მიმართავენ პლასტიკურ ქირურგს. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები იმისათივს, რომ კანი დაიჭიმონ, ფილერებით შეივსონ საჭირო ადგილები და ნაკვთებიც კი შეიცვალონ - მთავარია, სიბერე არ მოვიდეს და 70 წლის ასაკშიც 30 წლისას გავდნენ. ასაკთან შეუპოვარი ბრძოლის შედეგი ხშირ შემთხვევაში დამაფრთხობელიც კი არის, თუმცა, თავად სასწორები ამ ყველაფრით ძალიან კმაყოფილები არიან და მშვენივრად ახერხებენ რომანი გააბან შვილიშვილის ტოლ პარტნიორთან. მორიელი ვნებები და ბობოქარი ხასიათი მორიელს არც სიბერეში ტოვებს, ამიტომ, ის ბოლო მომენტამდე აგრძელებს ჩვეულ სტილში ცხოვრებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ „შხამის“ რესურსი ელევა, რის გამოც საფირმო ენამწარეობას ანაცვლებს კეთილგანწყობილი გონებამახვილობა (ეს კარგ ვარიანტში) ან ბებრული წუწუნი (ეს ცუდ ვარიანტში). მორიელი ხვდება - დროა სასწრაფოდ რაიმე დიადი გააკეთოს იმისათვის, რომ ისტორიას დარჩეს მისი სახელი. ამიტომ, იწყებს მემუარებისა და ციტატების წერას, რომელთაგან რეალურად გარშემომყოფებს მხოლოდ ტანჯავს. მშვილდოსანი მშვილდოსანს სიბერისგან „გაქცევის“ ორი გეგმა აქვს შემუშავებული: გეგმა A - დროის მანქანის გატაცება და ცხელ ახალგაზრდობაში დაბრუნება შეცდომების გამოსასწორებლად, ან დროის ისე გატარება, რომ წყლული და რევმატიზმი ხელის შემშლელი არ იყოს. გაგმა B - სადმე კუნძულზე წასვლა, პალმების ქვეშ ბუნგალოს ყიდვა, ჰამაკში წოლა და სამუდამოდ ცხოვრება. სამწუხაროდ, ორივე გეგმა შესრულების გარეშე რჩება, ამიტომ, მშვილდოსანი ურთდება იმ კატეგორიას, ვინც ნოსტალგიურად იხსენებს ახალგაზრდობას. თხის რქა თხის რქას მხოლოდ საპენსიო ასაკში შესვლისას ტოვებს ფიქრი იმაზე, რომ მან ვიღაცას რაღაც უნდა დაუმტკიცოს. ამიტომ, ის დუნდება: სახიდან უქრება კონცენტრირებული ადამიანის გამომეტყველება, სწავლობს საკუთარი აზრის გამოთქმას და ითვისებს ახალ ჰობის. ერთადერთი რაც აწუხებს, არის ფიქრი იმაზე, რომ ასე გვიან მიხვდა, რამდენად თავისუფლად შეეძლო ცხოვრება. რაც შეეხება ჯანმრთელობას, თხის რქას ძლიერი გენეტიკა აქვს, ამიტომ, მეხსიერება და საღი გონება მას ბოლო წუთამდე არ ტოვებს. მერწყული ბებია პრინტიანი სამოსით, ვარდისფერი სათვალით და მწვანე თმით - ასეთია დაბერებული მერწყული. ის ახალგაზრდობაშიც ექსცენტრიულია და სიბერეში კიდევ უფრო მეტად იკვეთება მისი ეს თვისება, რადგან ყველანაირი შემაკავებელი ფაქტორი წყვეტს მუშაობას. მას თავი მიაჩნია ახალგაზრდების თანასწორად, თანატოლად და მფარველად, ამიტომ, შვილიშვილებს ალკოჰოლსაც ასინჯებს და თამამ ანეკდოტებსაც უყვაბა. ასევე, ყოველთვის იცავს მშობლების ბრაზისგან. რაც შეეხება ფუნთუშების გამოცხობას, აგარაკზე ბოსტნის გაშენებას და სამზარეულოში ფუსფუსს - ეს მერწყულისთვის ნამდვილად არ არის. თევზები თევზებს სიბერის პათოლოგიური შიში აქვთ. ტანჯავს შეკითხვები: „მომხიბვლელობა უნდა დავკარგო?“, „სხვების მოსავლელი უნდა გავხდე?“ - დახმარების სათხოვნელად არავის მიმართავს და ახლობლებისგანაც შორს იჭერს თავს, იწყებს სხვადასხვა მეთოდების და საშუალებების ძიებას და გამოყენებას, რათა შეძლოს ახალგაზრდობის შენარჩუნება, თუმცა ასე დიდი ხნით გაძლება მას არ შეუძლია. ამიტომ, თევზები კარგად გამოიტირებს წარსულს და შემდეგ გმირულად დაიწყებს ასაკთან შეგუებას.
0