ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაული აღინიშნება.

0
15 ივლისი - ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის დღე. ამ დღესთან დაკავშირებით ტრადიციულად, სალიტანიო მსვლელობით, ხდება დადიანების მუზეუმის საცავიდან, ქალაქის მშენებარე, ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში, ზუგდიდის ცენტრალური ბულვარისა და თავისუფლების მოედნის გავლით, ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანება. სადღესასწაულო საღვთო ლიტურგიას აღავლენს მიტროპოლიტი გერასიმე. მან მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა. სადღესასწაულო მსვლელობაში სასულიერო პირებთან და მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს. პრეზიდენტი განცხადებას აკეთებს : „მინდა, რომ ყველას მივულოცო სრულიად საქართველოს დღევანდელი დღესასწაული. ვლაქერნობა არის მართლაც უდიდესი დღესასწაული ჩვენი ქვეყნისთვის. ალბათ ზუგდიდი და მცხეთა არიას ის ორი წმინდა ადგილი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა მოინახულოს და მოილოცოს. მე ვისურვებდი და მოვუწოდებდი ყველას, რომ ერთხელ მაინც ცხოვრებაში დაესწრონ ვლაქერნობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ღვთისმშობელის კვართი არის ჩვენთვის ერთ - ერთი უდიდესი სიწმინდე, რომელიც ასევე გვაერთიანებს აფხაზეთთან. ჩვენ უნდა მივხედოთ რელიგიურ ტურიზმს. ეს არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც უნდა მოვიდნენ, არა მხოლოდ ქართველი მომლოცველები, არამედ უცხოელებიც და არა მხოლოდ ეს ადგილი. ჩვენ გვაქვს არა ერთი წმინდა აგდილი საქართველოში და საქართველო უნდა გახდეს რელიგიური ტურიზმის ერთ-ერთ უდიდესი ადგილი. ამაზე უნდა იმუშაოს ჩვენმა ტურიზმის სააგენტომ, საპატრიარქომ და ჩემი ყველანაირი მხარდაჭერით, რაც საჭირო იქნება.“ #ზუგდიდი #ვლაქერნობა #დღესასწაული #ღვთისმშობლისხატი #პრეზიდენტი #საქართველო #მცხეთა #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
0