ფეხბურთელი, რომელიც ბარსელონას ყველაზე მეტად სჭირდება

0
ბარსელონა არასდროს ყოფილა ძლიერ მეკარეზე დამოკიდებული გუნდი. ყოველთვის კრეატიული, ტექნიკური, შემოქმედი და მოაზროვნე ფეხბურთელების კლუბი იყო. ისეთების, როგორებიც იყვნენ რონალდინიო, რივალდო, კრუიფი, ინიესტა, ჩავი და მესი. ეს არის კლუბი, რომელიც გამოხატავს ყველა იმ სილამაზეს და ესთეტიკას, რაც ამ თამაშს გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ კამპ ნოუზე არაერთი კარგი მეკარე გაჩერებულა, ისინი მაინც არ განსაზღვრავდნენ კატალონიელების წარმატებას.
დღევანდელი გადმოსახედიდან ეს მოსაზრება ეჭვქვეშ დგება, რადგან ბარსას კარის სადარაჯოზე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე დგას.
ჩემპიონთა ლიგის გუშინდელ შეხვედრაში კარგად გამოჩნდა ტერ შტეგენის მნიშვნელობა გუნდისთვის, რომელმაც სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში, თან ეს იყო პირველი შ შეხვედრა ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებს ბოლო წლები მაინცდამაინც წარმატებული არ აქვთ, რომ არა კატალონიელთა პირველი ნომერი, ბოლო წლებში ბარსელონა ძალიან ბევრ ქულას დაკარგავდა.
28 წლის მეკარემ, არაერთი ურთულესი სეივი განახორციელა უკრაინელებთან მატჩში, მათ შორის ორი ისეთი დარტყმის მოგერიებაც, რომლის ვერ აღების შემთხვევაში მას არავინ დაადანაშაულებდა. კიეველთა გოლის შემთხვევაშიც მან ყველაფერი გააკეთა, რათა ბუთი კარში არ შესულიყო, თუმცა მცველებმა დააღალატეს და საბოლოოდ მცდელობა წყალში ჩაეყარა.
მართალია ბარსელონამ ადეკვატური შემცვლელი მოუძებნა ტერ შტეგენს, ნეტუს სახით, რომელმაც გერმანელის არ ყოფნაში, სეზონის პირველი ორი თვე დაიცვა კატალონიელთა კარი. თუმცა ბარსელონა თავის პირველ ნომერთან ერთად მნიშვნელოვნად ძლიერი გუნდია.
ამჟამინდელი ბარსელონა იმდენად არის დამოკიდებული, გერმანელ კიპერზე, შეიძლება დავიდ დე ხეას შემთხვევასთანაც გავავლოთ პარალელი, როდესაც ესპანელმა 5 სეზონის განმავლობაში (2014-2018) ოთხჯერ მოიგო მანჩესტერ იუნაიტედის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს ამ პერიოდის მანჩესტერ იუნაიტედი და ესპანური გრანდისთვის ნამდვილად კატასტროფა იქნება ამ დონეზე დაშვება.
კიევის დინამოსთან გამარჯვებამ ნათლად დაგვანახა თუ რატომ არის ტერ შტეგენი ასეთი მნიშვნელოვანი. ამ მატჩიც კარგად გამოჩნდა, რომ კუმანის ბარსელონა ძალიან ცუდად მოქმედებს დასკვნით ფაზაში, და რეალიზაციასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს. წლევანდელი ბარსას პრობლება ასევე არის, კუმანის ჩამოუყალიბებლობა დაცვის ცენტრზე. ვინ უნდა იდგეს ტერ შტეგენის წინ? გუშინდელ მატჩში, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა დაცვის ცენტრში ხერარდ პიკეს ფრენკი დე იონგი შეუწყვილა და ლენგლე სათადარიგოზე გადაიყვანა. ლენგლემ ალავესთან გამართული მატჩიც გამოტოვა.
შეიძლება დაცვის ფლანგები დაბალანსებულია და ამ პოზიციებზე ალბასა და ახალწვეულ სერჯინიო დესტის გარანტირებული აქვთ ადგილი, მაგრამ კუმანს დაცვის საბოლოო სტრუქტურა ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული. ტერ შტეგენის დაბრუნება, მისცემს მცირე დროს, რათა გამოასწოროს ის ჩავარდნები, რაც ამ ეტაპზე დაცვის ხაზშია და მიაგნოს იმ ფორმულას, რომელიც საბოლოოდ მოაგვარებს კატალონიელთა ამ პრობლემას.
ბარსელონა შეიძლება არასდროს ყოფილა ძლიერი მეკარეების კლუბი, მაგრამ უკვე ბევრიც ითქვა და დაიწერა თუ რამხელა კრიზისია კატალონიის დედაქალაქში და ისღა დაგვრჩენია სათანადოდ დავაფასოთ ტერ შტეგენის ღვაწლი ბარსელონას წინაშე, რომელზეც არც თუ ისე ბევრი იწერება, მაგრამ ზოგადად ბარსელონასთვის უკეთესი იქნება თუ გერმანელ კარის დარაჯზე ნაკლები სალაპარაკო ექნებათ.
#sportlab
#football
#barca
#barcelona
#terstegen
#sport
0