ჩინეთი,როგორც გლობალური აქტორი

0
ისეთი თემის განსახილველად , როგორც არის ჩინეთი , როგორც გლობალური აქტორი , ვფიქრობ , საჭიროა ჯერ ზოგადად ჩინეთის თავისებურებებზე და მის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციაზე გავამახვილო ყურადღება . ჩინეთი დღევანდელ მსოფლიოში მისი კულტურითა და ისტორიით , ასევე გეოგრაფიული და დემოგრაფიული მასშტაბურობით გამოირჩევა.ის განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელსაც აქვს საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული კულტურა, საკუთარი ინდივუდუალიზმი და ა.შ. ამასთანავე , ჩინეთი ცივილიზაციაა. რა თქმა უნდა , არსებობს ევროპული ცივილიზაციაც , მაგრამ ჩინეთი ერდაერთი სახელმწიფო - ცივილიზაციაციაა. ჩინეთის ისტორია საკმაოდ საინტერესოა , თუმცა ყველაზე გარდამტეხი პერიოდი მაინც იმპერიალიზმის დამხობა იყო , რომელიც გახდა ერთგვარი პირველი ნაბიჯი ჩინეთის აღმავლობის დაწყებისკენ. ჩინელი ხალხი იბრძოდა იმპერატორის დამხობისთვის.ამასთანავე ისინი იბრძოდნენ ძლიერი გლობალური სახელმწიფოების წინააღმდეგ. ერთ-ერთი მათგანი დიდი ბრიტანეთია, რომელთანაც პირველ და მეორე ოპიუმის ომებში მწარედ დამარცხდა ჩინეთი , და ეს პერიოდი მის ისტორიაში ცნობილია , როგორც , , ჩაგვრის საუკუნე “., , ჩაგვრის საუკუნეში” ხალხი ყველაზე მეტად დაზარალდა, რადგან ამ დროს ჩინეთი იძულებული იყო ისეთ ხელშეკრულებებზე მოეწერა ხელი, რომელიც მას აზიანებდა . ეს ეხებოდა ძირითადად ეკონომიკურ სფეროს , რადგან ქვეყანა პორტებს უხსნიდა უცხოურ საქონელს და მის დახლებზეც ყველაზე მეტი ადგილი უცხოურ ნაწარმს ეკავა. ასეთი პროდუქტი იყო ოპიუმიც , რომლის გაყიდვაც ცინის დინასტიაში იკრძალებოდა, თუმცა ინგლისს მისი სავაჭრო არეალების გაფართოება სურდა. ჩინეთმა ამის შემდეგ კიდევ უამრავი აჯანყება გამოსცადა, ასევე გადაიტანა , , კულტურული რევოლუცია” და მხოლოდ რეფორმების გატარებისა და პოლიტიკის გახსნის შემდეგ გამოვიდა მსოფლიო ასპარაზზე. მისი ეს გამოსავლა განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო , რადგან მან მსოფლიოს შესთავაზა აქამდე არათუ პრაქტიკაში , არამედ თეორიაშიც არარსებული - , , ერთი სახელწმწიფო , ორი სისტემის” პრინციპი, რისი დახმარებითაც მან დაიბრუნა ჰონკ- გონგი. დენ სიაოპინმა, ცნობილმა , როგორც თანამედროვე ჩინეთის შემოქმედმა მარგარეტ ტეტჩერთა შეხვედრისას ძალიან საინტერესო სიტყვები წარმოთქვა - , , ჩინეთი არც ისე სულელია , რომ შეაგდოს ღუმელში ქათამი , რომელიც ოქროს კვერცხებს დებს” .ვფიქრობ , ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ჩინეთი დაიწყებდა ბრძოლას საკუთარი დაკარგული ტერიტორიების ადრე თუ გვიან შემოსაერთებლად და საკმაოდ საფუძვლიანად შეინარჩუნებდა ყველაფერს , რაც მას დასჭირდებოდა როგორც ეკონომიკური , ასევე სოციალური და კულტურული სტაბილურობისათვის. იმისათვის , რომ ჩინეთი გლობალური სამყაროს ნაწილად აღვიქვათ , ვფიქრობ , გლობალიზმის თემასაც უნდა შევეხო, რომელიც არც თუ ისე კონკრეტულია. ტერმინი , , გლობალიზმი” თავდაპირველად მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში გამოყენებოდა , თუმცა შემდეგ ამ სიტყვამ იმაზე დიდი დატვირთვა შეიძინა , ვიდრე ამას თავად მისი პირველად გამომყენებელი ფიქრობდა. ჩემი აზრით , გასაკვირი არცაა , რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროცესების აღსაწერად სწორედ ეკონომიკასთან დაკავშირებული ტერმინი გამოიყენება , რადგან ეკონომიკა მსოფლიოს ღერძია , მისი მამოძრავებელი და სასიცოცხლო წყარო.დღესდღეობით გლობალიზაციის ძალიან ბევრი განსაზღვრება და აღქმა არსებობს , თუმცა უნდა აღვნივნიშნო , რომ გლობალიზაცია ძირითადად მაინც სამყაროს დაპატარავების პროცესად უნდა აღვიქვათ . ეს დაპატარავება ეხება როგორც კულტურულ სფეროს , ასევე ეკონომიკურსა და სოციალურს. რაც შეეხება აღქმას , გლობალიზაციას აღმოსავლეთ ნახევარსფეროში ძირითადად აღიქვამენ როგორც , , ამერიკანიზაციას” , რადგან დღესდღეობით სამყაროში ერთერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა სწორედ ამერიკაა. ხალხს მიაჩნია , რომ ეს პროცესებიც ზუსტად ამერიკას უკავშირდება . ჩემთვის, ჩინეთი სწორედ ამიტომ არის საინტერესო , რომ იგი ის ქვეყანაა , რომელიც დასაწყისში მსოფლიომ და მათ შორის ვერც ამერიკამ ჯეროვნად ვერ შეაფასა, ვერ განსაზღვრა მისი პოტენციალი, და დროდათაგანმავლობაში ჩინეთი დადგა ამერიკის წინ, როგორც ერთ-ერთი ძლიერი , ანგარიშგასაწევი სახელწმიფო. ამ ორ ქვეყანას შორის , თავად მათი ლიდერები, სხვადასხვა დროს თითქმის ერთნაირად აფასებდნენ ურთიერთკავშირს . , , შეერთებული შტატები მხოლოდ მიესალმება ჩინეთის მზარდ როლს საერთაშორისო ასპარაზზე.ჩინეთის მშვიდობიანი განვითარება მომგებიანია, როგორც ამერიკისთვის , ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის.ამავე დროს , ჩინეთმა ამერიკასთან ერთად უნდა გაინაწილოს ლიდერობის ტვირთი და პასუხისმგებლობა” - ბარაკ ობამა. თითქმის იმავეს ამბობს ჩინეთის პრეზიდენტი , სი ძინ პინი - , , ჩინეთ- ამერიკის ურთიერთობაში ერთი ქვეყნის დანაკარგი მეორეს ქვეყნის მოგებას არ ნიშნავს.ჩვენ ისეთი თანამშრომლობა უნდა დავამყაროთ , რომლის დროსაც ერთმანეთის მიმართ სტრატეგიულ და გრძელვადიან ნდობას გავაღვივებთ.ჩვენ იმაზეც უნდა ვიფიქროთ , რომ საერთო ინტერესების დაცვას ერთობლივი ძალისხმევით შევუდგეთ და ამასთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით გავაღრმავოთ” . განსაკუთრებით საინტერესოა , რომ 2010 წელს , ცნობილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბჟეზისკიმ ბარაკ ობამას შესთავაზა , , Great -2” სისტემა , რომლის ფარგლებშიც ჩინეთისა და ამერიკის ლიდერები არაფორმალური შეხვედრებისას განიხილავდნენ , როგორც მათი ქვეყნების ურთიერთობას , ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს. ეს სისტემა უფრო მეტად ვაშინგტონისთვის იყო კარგი, თუმცა სი ძინ პინმა ამ შემოთავაზებას მოხერხებულად აარიდა თავი , რადგან ჩინეთი ემხრობა მრავალპოლარულ მსოფლიოს და არა მხოლოდ ორი ან ერთი ქვეყნის გლობალურ აქტორობას. გლობალიზაცია ადამიანების ცხოვრებაში სხვადასხვა სფეროებში ვლინდება და განსხვავებულად იჩენს თავს , ამიტომ ჩინეთს, როგორც გლობალურ აქტორს , განვიხილავ გლობალიზაციის ყველა ფორმაში. პირველ რიგში , გლობალიზაცია ვლინდება კომუნიკაციაში , რაც გულისხმობს ადამიანებისთვის შესაძლებლობას , , მომენტალურად დაუკავშირდნენ ერთმანეთს მიუხედავად მათი ადგილმდებარეობისა და სახელწმიფო საზღვრებისა” [დავითაშვილი 2003 : 195 ] . კომუნიკაციის საკითხში ერთ - ერთი ყველაზე დიდი გიგანტი ჩინური კომპანია , , ჰუავეია” , რომელიც განსაკუთრებით ჰეგემონობს სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე. მეორე სფერო ორგანიზაციებია, რომლებიც ტრანსნაციონალურ ფუნქციებს ასრულებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით ზურაბ დავითაშვილი საკუთარ წიგნში - , , ნაციონალიზმი და გლობალიზმი” წერს , რომ ტრანსნაციონალურ კორპორაციებში ჩინეთის როლი უმნიშვნელოა. რაც შეეხება ჩინეთის მონაწილეობას ეკოლოგიურ პროცესებში , რაც გლობალიზმის გამოვლენის მესამე ფორმაა, შემიძლია ვთქვა , რომ თავად ჩინეთი საკუთარ ქვეყანაში საკმაოდ საფუძვლიანად ებრძვის გარემოს დაბინძურებას და გლობალურადაც ამ საკითხით ხშირად ინტერესდება. მეოთხე სფერო ეს პროდუქტების მსოფლიო ბაზარზე გავრცელებაა. ჩინეთი ამ მხრივ ნამდვილად ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი მეწარმე ქვეყანაა, რომელმაც არამხოლოდ სხვა ქვეყნებში დაარსა საკუთარი ქარხნები , არამედ საკუთარ ტერიტორიაზე შექმნა სხვადასხვა სავაჭრო ზონები , რამაც ხელი შეუწყო ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინებას , კაპიტალის დაბანდებას და ეკონომიკის განვითარებას. მეხუთე სამხედრო სფეროა , რომელშიც ჩინეთი ნამდვილად ნათლად იჩენს თავს. როგორც ვიცით , ჩინეთი ფლობს ბირთვულ იარაღს და არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი. ამ ქვეყანას საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს , რომლის განვითარებაზეც სულ უფროდაუფრო მეტი იუანი იხარჯება ჩინეთის ბიუჯეტიდან.აღსანიშნავია ისიც , რომ სამხედრო საკითხში ჩინეთი ხშირად დამკვირვებლის როლს იკავებს და საერთაშორისო კომფლიქტებში არ ერევა . იგი ყველა დაპირისპირებულ სახელმწიფოს დიპლომატიის გზით კონფქლიქტების მოგვარებისკენ მოუწედებს. როგორც დავინახეთ , ჩინეთი რიგ გლობალიზაციის სფეროებში საკმაოდ წარმატებულად ავლენს თავს , თუმცა , ყველა მათგანში მისი აქტიურობა არ იგრძნობა. ვფიქრობ , განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ჩინეთის ურთიერთობები აფრიკასა და სამხრეთ ამერიკასთან . ჩინეთს სჭირდება საკმაოდ იაფი ნედლეული , რისი ძირითადი მომწოდებლებიც სწორედ ეს არეალებია, ამიტომ ჩინეთი საკმაოდ ტაქტიკურად იღებს ამ ქვეყნებისგან სარგებელს , თუმცა იგი ეხმარება კიდეც მათ. ასევე გასცემს კრედიტებს , რასაც შემდეგ ქვეყნები ნავთობის სახით აბრუნებენ.ჩინეთი საკმაოდ დაინტერესებულია აფრიკის კონტინენტით და უნდა ითქვამს , რომ იგი თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს ამ ტერიტორიაზე პოზიციების გამყარებისთვის. ჩინეთის პოლიტიკა , რომლის მიხედვითაც ჩინეთი უკავშირდება პარტნიორ ქვეყანას ეკონომიკურად , თუმცა არ ერევა მის პოლიტიკასა თუ კულტურაში, უფრო მეტად მიმზიდველია განვითარებადი ქვეყნებისთვის , ვიდრე სხვა ძლიერი სახელმწიფოების ჰეგემონობა . სწორედ ამიტომ აფრიკის ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები : ალჟირი, ნიგერია, ანგოლა , სუდანი , გაბონი ჩინეთის პარტნიორთა ჩამონათვალშია.საინტერესოა , რომ ამ კონტინენტზე კონტროლის დაწესება არა მხოლოდ ჩინეთის მიზანია , არამედ ამერიკისა და დასავლეთის ქვეყნებისაც.ამ მოსაზრებას ადასტურებს ის ფაქტი , რომ მხოლოდ სუდანში ჩინეთმა 20 მილიარდი აშშ დოლარის ინევსტიცია განახორციელა , რაც ხელს უწყობდა მთელ ქვეყანაში ნავთობის წარმოებაზე კონტროლის მოპოვებას , თუმცა სუდანი ორად გაიყო . მკველვრების ნაწილი ფიქრობს , რომ სუდანში არეალობა სწორედ დასავლეთის მიერაა გამოწვეული , რათა ხელი შეეშალათ ჩინეთის ამ რეგიონში გაბატონებისთვის. ასეთივე სიტუაცია გვხვდება ლიბიაშიც , სადაც კადაფის რეჟიმის საპირისპიროდ დაწყებულმა კამპანიებმა ოფიაციალურ პეკინს საკმაოდ შეუცვალა გეგმები. ასეთივე ურთიერთობა აქვს ჩინეთს სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთანაც, რომლებიც კარგი პლაცდარმია ჩრდილო ამერიკასთან მიმართებით. ჩინეთის ინტერესი ლათინური ქვეყნების მიმართ 2000 წლიდან გაიზარდა , რაც განპირობებული იყო ეკონომიკური რესურსების მზარდი მოთხოვნილებით. ჩემი , აზრით მთავარი კითხვაა - შეიძლება თუ არა რომ ჩინეთი აღვიქვათ , როგორც გლობალური აქტორი ? ზემოთ აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე , პასუხი ცალსახად დადებითია. ჩინეთი იქ ქვეყანაა, რომელიც უახლოეს მომავალში გლობალიზაციის საკითხს შეცვლის ხალხისთვის, რადგან ხალხისთვის გლობალიზაცია არ იქნება მხოლოდ ვესტერნიზაცია , რადგან ახლა უკვე მონაწილეობას აზიური სახელმწიფო მიიღებს. 2020 წელს ჩინეთის საგარეო მინისტრმა, ვინ იმ , ყოველწლიურ ბრიფინგზე განაცხადა , რომ : , , გლობალიზაციას მეტად ინკლუზიური და ყველასთვის სასარგებლო განვითარება სჭირდება.გლობალიზაცია წარმოადგენს გარდაუვალ ტრენდს, რომელიც მსოფლიოს განვითარებასა და ადამიანთა პროგრესის ძლიერ ტალღას უზრუნველყოფს.გლობალური ეკონომიკა უამრავი წყაროსგან წარმოშობილი ოკეანეა და შეუძლებელია, წყაროების ერთმანეთისგან იზოლირება.გლობალიზაციაზე უარის თქმას და პროტექციონიზმის აღზევებას მომავალი არ აქვს “ . ამ განცადებაში , ვფიქრობ , ნათლად არის გამოხატული ჩინეთის მზაობა იყოს გლობალური აქტორი მსოფლიოში.
#feedc
#feedcgrant
#ბიზნესი
0