არჩევნები ჩრ. მაკედონიაში - როგორი იქნება ბალკანეთის ევროატლანტიკური ტემპი

0
ჩრდილოეთ მაკედონიაში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობამ უნდა აირჩიოს პარლამენტის ახალი შემადგენლობა, რომელიც როგორ ანალიტიკოსები ამბობენ დიდ გავლენას იქონიებენ ბალკანეთის ევროატლანტიკური ტრაექტორიის ტემპზე.  ახალი სახელის ქვეშ საპარლამენტო არჩევნები პირველად იმართება და საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად ორი პარტია უპირისპირდება. მაკედონიის პრო ევროკავშირის სოციალ დემოკრატიული კავშირი და მემარჯვენე VMRO-DPMNE. არჩევნების თარიღი პანდემიის გამო შეიცვალა, თავდაპირველად არჩევნები ქვეყანაში აპრილში უნდა შემდგარიყო, თუმცა დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ხმის მიცემის პროცესი დღეს მიმდინარეობს.  ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შეიცვალა ხმის მიცემის დრო და ის 2 საათით გახანგძლივდა, საარჩევნო უბნები ქვეყანაში საღამოს 9 საათზე დაიხურება. ის, რომ არჩევნებისადმი ინტერესი საზოგადოებაში დიდია, მონაცემებით დასტურდება. დილის 11 საათისთვის ხმა უკვე მიცემული ჰქონდა ამომრჩეველთა 11%. ჩრდილოეთ მაკედონიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მიზეზი ევროკავშირის მიერ ქვეყნის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაბლოკვა გახდა. როგორც უცხოური მედია მაშინ წერდა, მოალაპარაკებების ჩაშლა საფრანგეთის წინააღმდეგობრივმა პოზიციამ გამოიწვია.  2020 წლის 27 მარტს ჩრდილოეთ მაკედონია ნატოს წევრი 30-ე ქვეყანა გახდა. ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ქვეყანამ სახელწოდებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები მოაგვარა. საუბარია მაკედონიისა და საბერძნეთის შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიას ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ეწოდა.      https://www.amerikiskhma.com/a/north-macedonia-elections-2020/5503857.html
#ახალი_ამბები
0