0
? ქალაქის მასშტაბით სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ✅ მწერებისა და მღრღნელების გასაუვნებელყოფად იტალიური ეზოებისა და მრავალბინიანი სახლების სარდაფები და ლიფტები სპეციალური ხსნარითა და პრეპარატებით იწამლება. ✅ შეწამვლითი სამუშაოები ხორციელდება დაჭაობებულ ტერიტორიებსა და ღია არხებშიც. ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ნაგავშემკრები კონტეინერების დამუშავება. ✅ პარალელურად ხორციელდება ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება შენობა-ნაგებობებში, სარდაფებში, სხვენებსა და საწყობებში. აღნიშნულ ღონისძიებებზე ყოველდღიურად 4 ჯგუფი მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ბათუმის მერიის სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილებას შემდეგ ნომერზე: 0422 27 69 13.
0