ყატარის კალენდარი

0
ფიფას საიტმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კალენდარი გამოქვეყნა. როგორც იცით, მუნდიალი ყატარში გაიმართება, დაიწყება 21 ნოემბერს და დასრულდება 18 დეკემბერს. ეს ისედაც ცნობილი იყო. ახალი კი ისაა, რომ ჯგუფური ეტაპი 2 დეკემბერს დამთავრდება, მერე 3-6 დეკემბერს გაიმართება მერვედფინალები, 9-10 დეკემბერს მეოთხედფინალები, 13-14 დეკემბერს ნახევარფინალები და ბოლოს 18-ში ფინალი. სხვათა შორის, 18 დეკემბერი ყატარის დამოუკიდებლობის დღეა. შეხვედრები 7 ქალაქში იქნება, უმრავლესობა კი - დოჰაში. ყატარში ბევრი ქალაქი არც არის, დოჰა ფაქტიურად ქალაქი-სახელმწიფოა. ფინალური ეტაპის წილისყრა 2022 წლის აპრილში ჩატარდება. ჯერ კი ევროპის ზონაში შესარჩევის ჯგუფებიც კი არ განაწილებულა...
#sportlab
#sport
#football
#worldcup
#ყატარი
#მსოფლიოჩემპიონატი
#2022
#სპორტი
#ფეხბურთი
0