10 votes
1 comments
5 shares
Save
5G: Explained
207 reads
DroidLine
Kutaisi · 3 weeks ago

სანამ ამ ყველაფერზე საუბარს დავიწყებ და სანამ 5G-ს განვიხილავ, მოდით უფრო ვრცლად ვისაუბროთ ზოგადად რას წარმოადგენს მოდემი სმარტფონში.

რა არის მოდემი მობილურ ტელეფონში ?

მოდემი არის პასუხისმგებელი უკაბელო კომუნიკაციაზე, მოდერნიზებულ ტელეფონებში არის მრავალი კომუნიკაციის საშუალება.

პირველი მობილური ტელეფონი იყო Motorola DynaTAC.

პირველი გენერაციის მობილური ქსელი რომელიც იყო 1G, გამოჩნდა 80-იან წლებში.

90იანებისკენ უკვე 2G ქსელის სტარდარტებს ჩაეყარა საფუძველი. როგორიცაა GSM და CDMA.

2G ში უკვე შესაძლებელი იყო მონაცემების გადატანაც

რათქმაუნდა მთლიანად არ გქონდა საშუალება გამოგეყენებინა ინტერნეტის სიჩქარე როგორც ახლა არის მაგრამ Browsing-ისათვის ნორმალური სიჩქარე ქონდა იმ დროში.

ელექტრონული ფოსტის ნახვაც საკმარისი იყო ადრე.

მესამე გენერაციის ინტერნეტი 3G მთლაინად "გარღვევა" იყო რადგანაც ძალიან დიდი სხვაობა იყო 2-სა და 3-ს შორის და ბევრი გააოცა როგორც ახლა გაგვაოცა 5G ინტერნეტმა.

ინტერნეტის სიჩქარე 3G ში 42 MB/s მდე იყო(უკრაინაში ჯერ კიდევ 3.5G აქვთ) ხოლო 4G უკვე თითქმის ყველა განვითარებად ქვეყანაშია გარდა უკრაინისა როგორც ვახსენე.

4G გენერაცია შეიცავდა LTE,WiMax ტექნოლოგიებს და სხვებს.

მაგრამ LTE-სა და WiMax-ის განახლებული ვერსიები არის მთლაიანდ სრული 4G რადგანაც ამის დახმარებით 4G ინტერნეტის სიჩქარე აღწევს 100MB/s რა თქმა უნდა LTE-Advanced-თან და WiMax Release 2-თან ერთად.

ეს ორი დახასიათებულია როგორც მაღალი განმავლობის ინტერნეტი ბაზარზე.

წინა თაობის ინტერნეტის სიჩაქარე ესეთი იყო:

1G - სიჩქარე 1.9kbp/s (AMPS,TACS,NMT)

2G სიჩქარე -

1)114 kb/ps (1 phase)

2)384 kb/ps (2 phase)

(TDMA,CDMA,GSM,PDC,GPRS,EDGE(2.75G),1xRTT)

3G - სიჩქარე 42Mb/s (WCDMA,CDMA2000,UMTS,HSDPA,HSUPA,HSPA,HSPA+)

4G - სიჩქარე 100mb/s(LTE-Advanced,WiMax Release 2(IEEE802.16m),WirelessMAN-Advanced)

რა არის 5G?

5G მარტივად , რომ ვთქვათ იგივე ტექნოლოგიაა, რომელიც დაგეგმილი და განხორციელებული იქნა , მესამე გენერაციის ურთიერთ შეთანხმების პროექტით(3GPP) და ასევე საერთაშორისო კომუნიკაციების კავშირთან ერთად (ITU).

5G სტანდარტი იყოფა 2 ნაწილად , ეს არის : არა ცალმხრივი და ახალი რადიო. დღეს დღეისობით 5G დაფუძნებულია ძირითადად NSAზე და იგეგმება მისი გადამისამართება SA ზე ანუ ცალმხრივზე და ეს იქნება სწორედ მისი დასრულებული და სრუყოფილი ვერსია ოღონდ ცოტა წლები დაჭირდება.

5G ტექნოლოგია.

როდესაც ვსაუბრობთ 5Gზე , ჩვენ ამავდროულად ვსაუბრობთ mmWawe-ზე (მალე აგიხსნით რაც არის ) და ქსელები(მობილურის) ასევე სარგებლობენ ახალი სპექტრით, sub-6GHz სიხშირის Wi-Fi რეგიონებში,ასევე დაბალი სიხშირის ადგილებში რ(ომელიც 1-ს ქვემოთ არის) და არსებულ 4G LTE Band-ების ადგილებშიც.

ამავდორულად არის ბევრი გამოუყენებელი მაღალი სიხშირის სპექტრები, ცნობილი როგორც მილიმეტრის ტალღა.რაც მაღალია სიხშირე , მით მეტია კავშირგაბმულობა .

მთლიანი იდეა არის ის , რომ გაზარდოს სპექტრების რაოდენობა რათა მოხდეს ყველაფრის გადახარისხება და მათგან ყველაზე საუკეთესოს ამორჩევა (მაღალ სიხშირიანის). ამ სპექტრების კომბინაცია წარმოქმნის მეტ სიხშირეს რაც ამასთან ნიშნავს კიდევ უფრო მეტ კავშირგაბმულობას და სიჩქარეს.

mmWAve - ძალიან მაღალი სიხშირე აქვს 17დან 100GHz-მდე და მაღალი კავშირგაბმულობა სწრაფი ინტერნეტისათვის.

ქსელების უმეტესობა ძირითადად 18-24GHz-მდე ფარგლებშია.

Sub-6GHz - ახდენს Wi-Fi-ს მსგავსი სიხშირეების ოპერირებას , 3დან 6GHz-მდე.შეიძლება დაყენებული იქნას პატარა ხაზის Hub-ებში შიდა მოხმარებისათვის, ხოლო თუ სადგურებზე არის დასაყენებელი მაშინ მეტად ძლიერია რაჭირო.

Low-Band - ყველაზე დაბალი სიხშირე რომელიც არის 800MHz-მდე ხომ წარმოგიდგენიათ რა დაბალია 1GHz-ც კი არ არის. მაგრამ დიდ დისტანციას ფარავს და უზრუნველყოფს Blackbone დაცვას.

Beamforming - გამოყენებულია mmWawe-სა და Sub-6GHz სადგურებზე. პირდაპირ ტალღოვანი ფორმებიდან მოწყობილობებზე მიდის სიხშირე.

ეს ტექნოლოგია კი ასევე დიდ მანძილზე ფარავს ინტერნეტს.

Massive MMO - რამდენიმე ანტენა სადგურებზე, რომელიც ინახავს რამდენიმე მოწყობილობას ერთად. შექმნილია იმისათვის , რომ შექმნას მაღალი ხარისხის Network-ი, უფრო მეტად ეფექტური და კარგი.

დაბალი სიხშირეები ძირითადად გამოყენებულია ტელევიზორებში და რადიოებში, რადგანაც დაფაროს მთავარი ფენა. ეს კი შიგნით განიერ ფართობზე ფარავს Network-ს. აქვე გვაქვს Super Data Layer-ი რომელიც შექმნილია მაღალი სიხშირის სპექტრებისაგან ,ისეთივე როგორიც არის mmWawe რომელიც ერგება ექსტრემალურად მაღალ Data განაკვეთებს ან დაფარვის ზონებს.შემდეგ კი დაფარვის ფენა არის სადღაც 2 და 6GHz-ს შორის რომელიც გვთავაზობს ზემოთ ხსენებულ დაბალანსებულ ორივე მათგანს.

5G იძლევა, დიდი დაფარვის ზონების ქონის შესაძლებლობას .

პირველი 5G ინტერნეტი დაფუძნებული იქნება არა-ცალმხრივ სპეციფიკაციებზე, სანამ დიდი ცვლილებები მოხდება 2021 წლამდე.

ჯერჯერობით 5G Standalone (SA) სპეციფიკაციის დასრულება კიდევ უფრო დეტალურადაა გამორჩეული უკანასკნელი ტექნოლოგიებისაგან, რომელიც მომდევნო თაობის ქსელებს დაეხმარება , რომ უფრო მეტად უკეთესები იყვნენ.

რას ნიშნავს 5G მომხმარებლებისათვის?

IMT-2020-ის 5GB რადიოზე სადგურები შემოგთავაზებენ 20Gbps გადმოწერის სიჩქარეს ხოლო 10Gbps ატვირთვის სიჩქარეს, რაც ჩემი აზრით ამჯერად საკმარისზე მეტია ,თანაც ძალიან.

ამჯერად კი LTE ქსელებზე 100-დან 50-მდეა.

5G ქსელის კავშირგაბმულობა დიდი იქნება და სწრაფად მანქანით გადაადგილების დროსაც კი არ დაეცემა სიჩქარე , ან თუნდაც მატარებლით გადაადგილების დროს.

ამერიკის ტერიტორიაზე Latency 4მდე იქნება.

რა შეიძლება ითქვას 5G სმარტფონებზე.

პირველი 5G სმარტფონი გახლდათ Moto Z3. ასევე ბევრი 5G სმარტფონი ჩაეშვა გაყიდვაში , მაგალითისათვის : Samsung Galaxy S20 Ultra, Huawei Mate 20 X 5G , LG V60, OnePlus 8 Pro .Xiaomi Mi Mix 3 5G და ZTE Axon 10 Pro.

ალბათ გაგიგიათ , რომ 5G კიბოს იწვევს , ან გამოსხივება აქვს ნუ ყოველ შემთხვევაში მე რამდენიმეჯერ წამიკითხავს.ასევე იყო ასეთიც , რომ სმარტფონები ჩვენს ტანს აზიანებს .

ეს ყველაფერი სრული სისულელეა.

2G დან მოყოლებული , ამბობენ რომ გამოსხივება აქვს და რადიაცია.

ეს მითები კიდევ უფრო მეტად გააპოპულარულეს 5G-ს შემოსვლასთან ერთად.

გამოკვლევებმა აჩვენა , რომ 5G მაგდაგვარს არაფერს უშავებს ორგანიზმს.

5G ინტერნეტი არის მომავლის ტექნოლოგია და ეგ რომ დამაზიანებელი იყოს ვინმე საერთოდ ეგეთი სახით წარმოგვიდგენდა?

შეუძლია თუ არა რადიო სიხშირის ელექტრომაგნიტურ რადიაციას რაიმე სახით დააზიანოს ადამიანის ჯანმრთლობა?

2016 წელს აშშ-ს ტოქსიკოლოგიის ეროვნულმა პროგრამამ (NTP) გამოაქვეყნა კვლევების შედეგების პროექტი, რომელიც იკვლევს არაიონიზირებული გამოსხივების გავლენას ვირთაგვებზე და თაგვებზე. რამდენიმე პოპულაცია ქმნის საკონტროლო ჯგუფს, მამაკაცი ექვემდებარება CDMA ან GSM მობილური ტელეფონის რადიაციას, ხოლო ქალი ექვემდებარება GSM მობილური ტელეფონის სხივებს. ეს არის 2G-ის პერიოდი ვიდრე თანამედროვე 4G შემოვიდოდა.

4G მკვლევარებმა გამოიყენეს შემდეგი ექსპოზიციის პროტოკოლი ცხოველების გამოსაცდელად.

ორი წლის შემდეგ, კვლევამ დაადგინა, რომ ვირთხებსა და თაგვებში გამოვლინდა რამდენიმე სიმსივნე. ამასთან, ეს შედეგები ძირითადად სხეულის სრულ ზემოქმედებას ეხებოდა, ვიდრე ადამიანის სხეულის ნაწილობრივ გამოსხივებას. ასევე არ იყო სათანადო კონტროლი გამოსხივების ერთიანობისთვის, რაც უფრო რთული იქნება იმის თქმა, თუ რამდენი გამოსხივება მიიღო რეალურად.

ამასთან, მნიშვნელოვანია დაიმახსოვროთ სიმსივნის მიღებისას, რამდენიმე ვირთხამ, როდესაც ექვემდებარება ორ და ოთხჯერ მეტჯერ დაშვებულ ზღვარს (1.6W / კგ) RF EMR– სთვის, არ წარმოადგენდა არაფრის მტკიცებულებას. ჩვენ ადამიანები არასოდეს ვექვემდებარებით ამ EMR- ში გამოყენებული RF EMR- ის რაოდენობას.

თაგვებთან ერთად, მათ გამოიყენეს ძალზედ მაღალი დონე - 10 W/KG, 2-წლიანი კვლევებისთვის და 15W / კგ მოკლევადიანი კვლევებისათვის . საკონტროლო ჯგუფებს ფაქტობრივად ჰქონდათ გადარჩენის უფრო მაღალი მაჩვენებლები, ვიდრე საკონტროლო ჯგუფები.

მრავალი საფუძველი, როგორიცაა ამერიკული კიბოს საზოგადოება, ამ კვლევას აფიქსირებს ძლიერი პოზიციის გარეშე, მაგრამ FDA, ეროვნული კიბოს ინსტიტუტი და FCC ყველა აღნიშნავს, რომ უზარმაზარი მტკიცებულებები მიუთითებს მობილური ტელეფონებისა და ტექნოლოგიების უსაფრთხოებაზე, როგორიცაა Bluetooth, WiFi და ა.შ

საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ , რომ საფრთხე არ არსებობს და როგორც ყოველთვის

მადლობა ყურადღებისათვის

Peace ✌

#feedcgrant Feedc
DroidLine
Kutaisi · 3 weeks ago
10
Write a comment
5