7 votes
1 comments
0 shares
Save
37 views
გოგა ფაცია
Poti · 9 months ago

შარშან ჩავირიცხე აკადემიაში.ჩემი ბინის მეოთახე ახალი გაცნობილი მყავდა,მერე დავძმაკაცდით..ჰოდა პირველ დღეებში ველქამ ფართიზე ერთად წავედით.მანამდე მთელი 'მაყუთი' შეჭმული გვქონდა და მე მქონდა მხოლოდ 20 ლარი,რო პური და კარტოფილი მაინც აგვეტანა😑..კლუბში კიდე ყველაფერი უფასო იყო,სასმელიანად. ნაცნობი არავინ გამეჩითა და ამის კურსელებთან ვიჯექი,გოგოებთან..ხოდა ეს ჩემისა კოქტეილით დაგრადუსდა და მეუბნება ფაცი ფული ხო გაქო შენო😶(არადა იცოდა ბოლო ფული იყო,ორივესთვის:დ)..ჰოდა რამექნა,გოგოებმა ისე შემომხედეს,კრიჟანი ნაღდად არვარ და რო ეგონოთ,გამიტყდება)

ამან კიდე იეგერი უნდა დავითრიოო,ვისკები ფასიანი იყო...სულ არვიცოდი რაიყო ეს იეგერი და მივეცი ფული.

ხოდა წუთში ერთი ჭიქით დაბრუნდა მაგიდასთან,ნახევრამდე ასხია რაღაც ყავისფერი...და მოვწვი ახლა რო ამაშიაქ მთელი ფული მიცემული-_-

და ნაგლად მეკითხება-მოსვამო?

..გამოვართვი და გადავირტყი სიმწრით,რო არ მეგინებინა:დდ..ხოდზე მოგიყვანსო იძახდა და ვიჯექი იქ დასჯილი ბავშვივით😁😁😁


გოგა ფაცია
Poti · 9 months ago
Similar Posts
გიორგი სამხარაძე
Tbilisi, Georgia · 1 month ago
გაგრძელება: 7 ფაზა, რომელსაც ინტროვერტი ბიჭები გავდივართ, ჰეის მიწერიდან Seen-ამდე
აქვე, შესავალში კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ფაზები არ ეხებათ მაჩო და ექსტრავერტ ბიჭებს, რომლების აღშფოთებაც გამოიწვია წინა სტატიამ და ლამის თავიანთი ექსელის ფაილები გამოაქვეყნეს, რამდენი გოგოსთვის მიუწერიათ და უფრო მეტიც - რამდენი გოგო წერს მათ თავისი ინიციატივით. ძალიან გთხოვთ, გვაცადეთ ცხოვრება. ვიდრე ახალ 7 ფაზაზე გადავალთ, გავიხსენოთ რა მოხდა წინა სერიაში. ე.ი. 7 მტანჯველი ფაზის შემდეგ, როგორც იქნა, მივწერეთ გოგოს, რომელიც მოგვწონს. შემდეგ, როგორც ნამდვილ დრამას შეეფერება დავტოვეთ ე.წ. "კლიფჰანგერი" და მკითხველს მივეცით საშუალება გამოეთქვა თავისი ვარაუდები. ამ პერიოდში გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს გოგო უბრალოდ დაგვსინავდა (აქვე აღვნიშნავ, რომ პირველი პირის მრავლობითში ზოგადად ინტროვერტი ბიჭებს ვგულისხმობ და არა ჩემს თავს. ინტროვერტ ბიჭებს განდიდების მანია არ გვახასიათებს). რაც შეეხება დასინვას, საქმე ისაა, რომ დასინვამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა და მთელი 7 ფაზაა გასავლელი. აი, მესენჯერში Seen-ის დაწერის შემდეგ კი, ცალკე ფაზები იწყება. მაშ ასე, მომდევნო 7 ფაზა ანუ რა ჯანდაბა ხდება, "ჰეის" მიწერიდან - Seen-ის ანთებამდე. I ფაზა: მოზღვავებული ადრენალინი დრო მიწერიდან: მაშინვედან - 2 წუთამდე. როგორც გახსოვთ, წინა 7 ფაზაში არსებობდა სუნთქვის სრულიად ახლებური მეთოდი, ე.წ. ჰუ-ჰუ-ჰუური. აქ ეს სუნთქვა აღარ გამოდგება. აქ საჭიროა ერთი დიდი ჰუ. ამ დროს ორგანიზმიდან ჟანგბადის მთელი მარაგი გამოდის და: იწყება ტვინის ოდნავი შეშუპება ფილტვებს უჩნდება ბზარები სისხლი პანიკაშია თვალები გასაოცარ ფერებში ხედავენ სამყაროს სადღაც კუთხეში დგას ცელიანი შავოსანი მთელი ცხოვრება თვალ წინ ჩაგვივლის - განსაკუთრებით დეტალურად ის 7 ფაზა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავიარეთ ხელები და ფეხები გვიბუჟდება ვეცემით ძირს და ვეგუებით სიკვდილს მაგრამ ამ დროს გული იწყებს ფართხალს და ტვინს ახსენებს, რომ არსებობს ფუნქცია სახელად ჩასუნთქვა. გადავრჩით! შესაბამისად, აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გოგოსთვის მიწერით არ მოვკვდებით. ძალიან საინტერესო და სასარგებლო დასკვნაა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენი კოგნიტური ნაწილი ამ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავს. ამოსუნთქვის შემდეგ ყველა სასიცოცხლო ფუნქცია ლაგდება და კვლავ ადამიანებს ვემსგავსებით. II ფაზა: შროდინგერის გოგო დრო მიწერიდან: 2 წუთიდან - 4 წუთამდე ეს ფაზა პანიკის ერთგვარი ფორმაა, რომელიც გულისხმობს, იმას რომ უკვე დავიწყეთ გულწრფელი სინანული. ვრთავთ კომპიუტერს/ლეპტოპს, ტელეფონს ვაგდებთ სავარძელზე ან ტახტზე და გავდივართ გვერდით ოთახში, სადაც თავს ვიდებილებთ. ვცდილობთ არ ვიფიქროთ მომხდარზე. და თავს ვიმშვიდებთ რომ თუ: ამ მოგონებას ტვინიდან ამოვშლით ტელეფონს აღარასოდეს დავხედავთ კომპიუტერს არასოდეს ჩავრთავთ მეგობარს ვთხოვთ შევიდეს და ფეისბუქი ჩვენს მაგივრად გააუქმოს ქვეყნიდან წავალთ და აღარასოდეს დავბრუნდებით იუსტიციის სახლში გავივლით და სახელსა და გვარს შევიცვლით მივაკითხავთ პლასტიკური ქირურგიის ცენტრს და გარეგნობას შევიცვლით თვალებს ამოვითხრით და მაცივარში შევინახავთ და ა.შ. მაშინ ვერც ვერასოდეს ვნახავთ და გავიგებთ ამ გოგომ ნახა ჩვენი მიწერილი თუ არა. ანუ ერთ დროულად ნანახიც ექნება და თან არ ექნება ნანახი. ჩვენ დავიჯერებთ, რომ არ ექნება ნანახი და ვიქნებით მშვიდად, ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე. III ფაზა: რაც მოხტა - მოხტა დრო მიწერიდან: 4 - 6 წუთი უკან დასახევი გზა არ არსებობს, უკვე მიწერილია, ყველა ხიდი დამწვარია, ფეისბუქის სათავო ოფისში ნაცნობი, რომელსაც ვთხოვთ, რომ ჩვენი მიწერილი ადრესატის ინბოქსიდან გააქროს, არ გვყავს და არც დროის მანქანა არ გვაქვს, რომ უკან გადავიდეთ და ჩვენი თავი დავარწმუნოთ, რომ არ ღირს ამის გაკეთება - ანუ მიწერა. ამიტომ დროა დავმშვიდდეთ, მაინც ვერაფერს შევცვლით და ტყუილად რატომ უნდა ავიშალოთ ნერვები? ახლა მთავარია კარგად მოვკალათდეთ, ვიყუროთ სივრცეში და ვიფიქროთ უკეთეს მომავალზე, ან პარალელურ სამყაროზე, რომელშიც არსებობს ალტერნატიული რეალობა და ჩვენს ალტერნატიულ თავს საერთოდ არ მიუწერია არავისთვის არაფერი, ხოლო მეორე ალტერნატიულ სამყაროში, საერთოდ ექსტრავერტები ვართ და გოგოები იქით გვწერენ, როგორც ფეისბუქზე ამ სტატიის შეარებზე დაფიქსირებულ მამაკაცთა აბსოლუტურ უმრავლესობას. ამ დროს სჭარბობს საკუთარი თავის მიმართ ნათქვამი შემდეგი ფრაზები: "კაი, შეჩემა არაუშავს!" "ნიჩიო, ეს არ იქნება სხვა იქნება!" "რა სხვა იქნება, შენ ხო არ გაგიჟდი?" "კაი, ნუ იქნება" "ჰოდა, ეგრე!" IV ფაზა: მოუთმენლობა დრო მიწერიდან: 7 - 10 წუთი ეს ფაზა სრული ტრანსფორმაციაა. ემოციებისგან დაცლილები ვართ, პარალელურ სამყაროში ყველაფერი დალაგებულია, ყველაფერი მოსაბეზრებელი ხდება. ვიცით, რომ აღარაფერი შეიცვლება და თან აღარც გვინდა, რომ შეიცვალოს. პირიქით! ძალიანაც კმაყოფილები ვართ საკუთარი თავით. მაგრამ მცირე პანიკა მაინც შეინიშნება. რა საჭიროა, XXI-ე საუკუნეში, მესიჯის სანახავად 7-10 წუთი. რა ზოზინია ეს? რა უპასუხისმგებლობაა? არ უნდა გაითვალისწინოს, რომ ადამიანები ვიტანჯებით? რა გულქვობაა ეს? გამომივიდა ესეც ძალიან დაკავებული! ძალიან გვინდა, რომ ნახოს და ბოლოს და ბოლოს გავიგოთ, რა მოხდება. რატომ არ ნახულობს ამდენ ხანს? არადა წეღან მწვანედ ენთო. და ვიწყებთ ვერსიების ჩამოყრას: უეჭველი, რომ ამოუხტა ჩეთი, წაიკითხა და დახურვას დააჭირა, რომ არ დავესინე ნწ, არაა სინგლი და თავის შეყვარებულთან ერთადაა უეჭველი დაქალებთან ერთად იქნება ახლა სადმე და მე რო ამოვუხტი დამცინიან შეიძლება ფიქრობს თავიდან როგორ მომიშოროს ამ ფაზის ბოლოს წარბებს ვკრავთ და ძააან "დასტოინად" ვისვრით ტელეფონს სავარძელში ან ტახტზე. V ფაზა: ნარცისიზმი დრო მიწერიდან: 10 - 12 წუთი ძაან სხვათა შორის, აი, ძაან ბუნებრივად და ძაან ღირსეულ-დასტოინად ჩავუვლით ტელეფონს ან ლეპტოპს. ვითომ ნოტიფიკაციების შემოწმება გვინდა ან ამინდის. კიდევ არ უნახავს. არ უნახავს და ნუ უნახავს! არ უნდა ჩვენნაირი კაი ტიპი და იყოს მასე. ამ დროს ვწერთ იმ მეგობარს, რომელთანაც კონსულტაციებს გავდიოდით: "აი, რას მიწუნებს ერთი? ძაან მაინტერესებს?" "ვისზე ნაკლები ვარ?" "არ უნდა და იყოს მასე" "აქეთ მომწეროს, რა!" "აი, რა ვერ ნახა?" და ა.შ. ჩვენი მეგობარი ამ დროს კიდევ უფრო ნერვებმოშლილია და მხოლოდ ერთ სიტყვას გვწერს: "აცადე!" VI ფაზა: ისტერიკა დრო მიწერიდან: 13 - 15 წუთი მორჩა, სამყარო თავზე ჩამოგვენგრა, ბოლო იმედი გადაგვეწურა, ვთვლით, რომ ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა რაც ოდესმე დაგვიშვია ცხოვრებაში. რატო ღმერთო? რა მინდოდა? რატომ მივწერე? ვინ მექაჩებოდა კლავიატურაზე? რატომ ის დღე არ დაიწვა, როცა თვითშეფასება ოდნავ ამეწია! ნეტა ინტერნეტი გაითიშოს მთელს მსოფლიოში! ნეტა ზომბი აპოკალიფსი დაიწყოს! ნეტა ნებისმიერი აპოკალიფსი დაიწყოს! ნეტა მოვკვდე! VII ფაზა: ეჰ! მორჩა! ყველაფერი დამთავრდა. არაუშავს. მთავარია, რომ ყველაფერი დამთავრდა და აწი შეგვიძლია გავაგრძელოთ მშვიდად ცხოვრება. სანერვიულო აღარაფერია, გასულ 15 წუთი ისე გვახსენდება, თითქოს 15 წელი გავიდა. ჰაჰ! ვიხსენებთ და გვეცინება რა სულელები ვიყავით 15 წუთის წინ. მართალი ყოფილა, რომ ამბობდნენ, გავა დროს და გაგეცინება ყველაფერზეო. დრო ყველაფრის მკურნალიაო და ა.შ. თან ძალიან მაგარი მკურნალი ყოფილა 15 წუთში მოაგვარა ყველაფერი. ამ დროს ვიღებთ ტელეფონს, შევდივართ მესენჯერის აპში რომ მეგობარს მივწეროთ ემოციური როლერ-კოსტერის წარმატების დასრულების შესახებ და მივულოცოთ მას, რომ აწი ან აღარასდროს ან კიდევ დიდხანს აღარ შეწუხდება მსგავსი თავგადასავლით. და ამ დროს, თვალი გაგვირბის ჩვენს მინაწერზე და იქ, ბოლოში, მიწერის დროის ქვეშ, პატარა მრგვალი წერტილი მოსჩანს, რომელშიც მისი პროფილის ფოტოს მინი ვერსიაა - ანუ ნახა! შემდეგ სერიაში: 7 ფაზა, რომელსაც ინტროვერტი ბიჭები გავდივართ, Seen-დან - პასუხის მიღებამდე.
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 2 weeks ago
რატომ ჩავედი აფხაზეთში?
რამდენიმე კვირით ადრე სანამ ვირუსი საქართველომდეც მოაღწევდა, აფხაზეთში ვიმოგზაურე. ეს ის ადგილია, რომლის აღწერაც ცოტა რთულია ხოლმე ვინმეს დადანაშაულების გარეშე. არასოდეს ვყოფილვარ მანამდე ტერიტორიაზე, რომლის სტატუსიც “დე-ფაქტოა”, ამიტომ ჩემი თვალით მინდოდა მენახა. ამ მოგზაურობის დროს დავრწმუნდი, რომ აფხაზეთის ლეგენდარული სილამაზე სინამდვილე ყოფილა. მიუხედავად ამისა, იქ ყოფნამ რაღაცნაირი ტკბილ-მწარე შეგრძნებები დამიტოვა, თითქოს იქაურობა ერთდროულად იტევს ზღაპრულ სილამაზესაც და მარტოობის, ჩაკეტილობის განცდასაც. მაშინვე დავფიქრდი რა გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზე იზოლაცია, თუმცა პასუხი ამ შეკითხვაზე დღესაც არ მაქვს. 2019 წლის ბოლოს საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი. სიტყვა “აფხაზეთი” ბევრს არაფერს მეუბნებოდა. მასზე ჩემი წარმოდგენა გაჯერებული იყო ქართველების ძალიან შთამბეჭდავი მოგონებებით აფხაზეთზე. სწორედ ამან ამაღებინა მატარებლის ბილეთი ზუგდიდამდე, ბოლო სარკინიგზო სადგურამდე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. იანვარი იყო. ერთი ღამე დამჭირდა ჩასასვლელად, მატარებელში საშინლად ცხელოდა, მაგრამ როგორც გავჩერდით, გარედან შემოსულმა სიცივემ მაშინვე გამომაფხიზლა. ტაქსის მძღოლების უმეტესობა ცდილობდა პირდაპირ მესტიაში წავეყვანე, ცნობილ სათხილამურო კურორტზე სვანეთში. მაგრამ ჩემი ბოლო გაჩერება პოლიციის ბლოკ-პოსტი იყო, ენგურის ხიდთან ახლოს. ტაქსიდან რომ გადმოვედი, დილის 8 საათი იყო. ორი საათის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გავიარეთ და მე და მალაიზიელ ტურისტს ენგურის ხიდის გადაკვეთის ნებართვა მოგვცეს. ხიდზე გადასვლისას შევამჩნიე, რომ საქართველოსა და ევროპის დროშები გზადაგზა მწვანე, წითელი და თეთრი ფერის აფხაზეთის დროშით ნაცვლდებოდა. სანამ აფხაზეთში შევიდოდი, ჯერ რუსული და შემდეგ აფხაზეთის ბლოკ-პოსტი უნდა გამევლო. შეიძლება სხვა გზაც არის, არ ვიცი. არა რუსულენოვანი ტურისტისთვის ძნელი იყო გამერჩია ვინ ვინ იყო. ბევრი შეკითხვა არ დაუსვამთ სხვათაშორის, ალბათ იმიტომ, რომ საერთო ენაზე არ ვლაპარაკობდით. რუსულის არ ცოდნა, მოკლედ, დამეხმარა. ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი მოლოდინი თურმე. სასაზღვრო პოლიციის ორივე პოსტიდან ნებართვას ველოდებოდი, ველოდებოდი მგზავრებით როდის შეივსებოდა პირველი “მარშუტკა”რომ გალში მოვხვედრილიყავი, ველოდებოდი მეორე “მარშუტკას” რომელიც გალიდან გადამიყვანდა და საბოლოოდ სოხუმში ჩამიყვანდა. ქალაქისკენ მიმავალი გზა ნამდვილი საოცრება იყო. წარმოიდგინეთ დიდი სწორი მიწა დათოვლილი კავკასიონის მთების ფონზე და რამდენიმე ძალიან ლამაზი სახლი (უმეტესად, ცარიელი) გზაზე. 24 საათის შემდეგ, სოხუმში ჩასვლა დიდი შვება იყო ბოლოს. ზღვის სანაპირო მზის ჩასვლის ფონზე მომაჯადოებელი იყო; მშვიდი და წყნარი. ცოტა ნიავიც უბერავდა. შეიძლება უცნაურია, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგაც არ მომშორებია მარტოობის ძლიერი განცდა. რასაც ვუყურებდი და ვისმენდი, ამ გამოცდილებას მხოლოდ მრავალფეროვანს ხდიდა. არ ვიცი, შეიძლება ეს სეზონის ბრალი იყო. იანვარში ვიყავი სოხუმში, ეს დრო კი ნამდვილად არ არის იდეალური ზაფხულის კურორტზე სამოგზაუროდ. საოჯახო სასტუმროშიც კი ვერ გავჩერდი, დახურული დამხვდა არასეზონურობის გამო. სხვა გზა არ მქონდა, სოხუმის ცენტრში, შედარებით ძვირადღირებული სასტუმრო ავიღე. პირველი, რაც შესვლისთანავე შევამჩნიე, კედელზე ჩამოკიდებული საათები იყო. როგორც წესი, სასტუმროში საათები დასავლეთის დიდი ქალაქების დროს გვიჩვენებენ ხოლმე (ლონდონი, მადრიდი, პარიზი ა.შ.), მაგრამ აქ მხოლოდ მოსკოვის, მანაგუასა და კარაკასის დროებს ვხედავდი. თურმე, ეს იმ ქვეყნების დედაქალაქებია, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ. მეორე დღეს სოხუმის უფრო სრულფასოვნად დათვალიერება გადავწყვიტე. პირველად ქალაქის სანაპირო ზოლში გავისეირნე. მოვლილი მომეჩვენა იქაურობა, შენობები ახალი გარემონტებულია, თანამედროვე სტილის ახალი რესტორნებიც შევამჩნიე, ქუჩები სუფთაა, ხეებითა და ნარგავებით სავსეა სანაპირო, მოკლედ, საუკეთესო საზაფხულო კურორტის შთაბეჭდილებას მიტოვებს. ერთ-ერთი კაფის ვერანდაზე ყავას ვსვამ მარტო და ვხედავ, ხიმინჯებთან კაცები იკრიბებიან სათევზაოდ. მზე ანათებს და თავს შესაშინავად ვგრძნობ, თითქოს ეს-ეს არის დაიწყო გაზაფხული. მეთევზეებისგან მოშორებით, ცარიელ ნავმისადგომს ვხედავ, რომლის გარშემოც ამაყად ჰკიდია ეროვნული დროშები. მოგვიანებით, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მეუბნება, რომ ეს ნავსადგომი არც არასოდეს გამოუყენებიათ თავისი დანიშნულებით. საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში აშენდა, 1992-1993 წლების ომმა კი ეს პროექტი შეაჩერა. ცარიელი, გამოუყენებელი შენობები თითქოს მუდმივი შეხსენებაა იმის, რომ აფხაზეთი დანარჩენი სამყაროსგან გამოყოფილია. იგივე გრძნობა მქონდა როცა ქალაქის ქუჩებს ვათვალიერებდი, დაცარიელებული სახლები და მიტოვებული აგარაკები ლამაზ და შთამბეჭდავ შენობებს შორის დგას. ეს ურბანული გარემო ერთდროულად მომხიბვლელიც არის და სევდის მომგვრელიც. ბუნების ეს ხედი, მოშიშვლებულ სივრცეებს თითქოს ნელ-ნელა ახლადწარმოქმნილი ტყით ანაცვლებს. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი მართლაც მომხიბვლელია, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილებები ისევ საშინელი სიცარიელის შეგრძნებებს ერევა და პერიოდულად თავბრუსხვევასაც კი ვგრძნობ. ძალადობრივი გარემოს ექო, არც თუ ისე შორეული წარსულიდან, ამ ნანგრევებს ფონად მოჰყვება. ცოტახანში რამდენიმე უცხოელს შევხვდი არასამთავრობო სექტორიდან, ისინი იმ ადამიანებს ეძებენ, რომლებიც 1992-1993 წლების ომში გაუჩინარდნენ. ადგილობრივებსაც ეხმარებიან ფსიქოლოგიურ ტრამვებს გაუმკლავდნენ. ომის ნარჩენები ყველგანაა, ამიტომ შეგრძნება მქონდა, რომ ეს ტრამვაც არსად წასულა, ისევ ზედაპირზეა. ომიც სულ გახსენებს თავს: მთლიანად შავებში შემოსილი, მგლოვიარე ქალი, რომელიც ომში დაკარგულ ბიჭებს მისტირის. აქ სხვა ადამიანებიც სულ ომზე მიგანიშნებენ. ცხადია, თბილისშიც არსებობს ომის მეხსიერება. თუმცა, შეგრძნებები თითქოს უფრო სუსტია. მაგალითად, ქართველები სულ ნოსტალგიით, სევდით ლაპარაკობენ აფხაზეთზე, ძველი მშობლიური სახლები ახსენდებათ სანაპიროზე, ეს განცდები უფრო სინანულს ჰგავს ძველი დიდების დაკარგვის გამო. აფხაზებს კი, ომი უფრო მძაფრად ახსოვთ. მათთვის ეს თითქოს ერთდროულად არის ეროვნული სიამაყის მიზეზიც და ტანჯვისაც მათ შორის. ომის შემდეგ შექმნილი რეალობა მათ ცხოვრებაზე ყოველდღიურად აისახება. აფხაზები აფხაზეთის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს შეადგენენ. აქ დღეს სხვა ეროვნების ხალხიც ცხოვრობს: მათ შორის რუსები, სომხები და ბერძნები. ეს მრავალფეროვნება სოხუმის ცენტრალურ ბაზარში ყველაზე კარგად იგრძნობა. ქალაქში ეს ჩემი საყვარელი ადგილია. ქალების ჯგუფი მახსოვს, ზოგი ყიდდა, ზოგი ჭამდა, ზოგიც ყიდულობდა. ერთმანეთს ძალიან ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ. ძირითადად რუსული ენა მესმოდა. პროდუქტების უმრავლესობა ან ადგილობრივი წარმოებისაა ან თურქული. ბაზარი ხალხით იყო სავსე და ქალაქის ქუჩებიდან გამოყოლილი სიმარტოვის შემდეგ, ნაცნობი გრძნობები განმიახლდა. ალბათ ამიტომაც, სოხუმში ყოფნის ყოველ დილას ბაზარში მივდიოდი და ამ ხალხმრავლობას ვაკვირდებოდი. ჩემი იქ ყოფნაც არ დარჩენილა შეუმჩნეველი. ტურისტული სეზონიც აღარ იყო, ამიტომ უცხო სახემ მაშინვე მიიქცია ქალაქში ყურადღება. მეგობრულები იყვნენ და ცდილობდნენ ინგლისურად რამდენიმე სიტყვა მაინც ეთქვათ, ლექსიკონში ამოწმებდნენ. აინტერესებდათ, საიდან ვიყავი. საფრანგეთი რომ გაიგეს, პარიზი ახსენეს მაშინვე. J’aime Paris! მკითხეს საიდან და რატომ ჩავედი აფხაზეთში, ზუგდიდის გავლით? წარმოშობით ქართველი ხომ არ ვიყავი ან ქმარი ხომ არ მყავდა ქართველი? ვინმეს ხომ არ ვყავდი სპეციალურად გაგზავნილი თუ ჩემი ინიციატივით ავირჩიე აფხაზეთი. ცოტა უჭირდათ იმის წარმოდგენა, რატომ უნდა ჩასულიყავი სოხუმში საკუთარი ნებით. ამ ეჭვების მიუხედავად, მაინც თბილად მხვდებოდნენ, აშკარად უხაროდათ უცხოელის დანახვა, ეტყობა არც ისე ხშირად ხვდებიან ადამიანებს, რომლებიც რუსულად ვერ ლაპარაკობენ. ერთ დღესაც სასეირნოდ ქალაქიდან მოშორებით წავედი და ცოტა უცნაური საცხოვრებელი კომპლექსი დავინახე. შესასვლელში საბჭოთა პერიოდის მოზაიკა იყო, სხვათაშორის კარგად შენარჩუნებული. შეიძლება ეს სიმბოლო იმ ნოსტალგიას გამოხატავდა, რაც აფხაზებს საბჭოთა კავშირის საუკეთესო წლებთან აკავშირებთ. შენობის გარშემო რუსულმა ბილბორდებმა მიმანიშნა რომ აქ ძველად, სამხედრო სანატორიუმი ყოფილა. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს შენობა დღესაც რუსულ სამხედროებს ეკუთვნით, თუმცა შენობა მთლიანად ცარიელია. ფეხით სიარული გავაგრძელე და ხეივანს ბოლომდე ჩავუყევი, ორივე მხრიდან ხის აივნებიანი სახლებით იყო გარშემორტყმული. სულ ბოლოს დიდი ჭიშკარია, რომელსაც დაცარიელებულ სანაპიროზე გაყავხარ. ორი ბავშვი სილაში თამაშობდა, ყველაფერი ძალიან მშვიდი და ლამაზი ჩანდა აქედან. ეს განსაკუთრებული და ამაღლებული განწყობა, ალბათ, წელიწადის მხოლოდ ამ დროს, ზამთარშია, როცა ტურისტები უკვე წასულები არიან. იგივე შეგრძნებები გაგრამდე გამყვა, ისევ “მარშუტკით” ვიმგზავრე. როგორც ჩანს, ეს გადაადგილების ძირითადი საშუალებაა აფხაზეთში. ზამთარში გაგრა მოჩვნებების ქალაქს ჰგავდა, სრულიად განსხვავებული იყო იმისგან, რაც მასზე ჩამოსვლამდე მომიყვნენ. მხოლოდ სანაპირო კი არ დამხვდა ცარიელი, ულამაზესი ვილებიც მთის ფერდობზე და ძველი სანატორიუმებიც. რესტორნები და კაფეები, რომლებიც სეზონზე რუსი ტურისტებით გადავსებულია თურმე, დაკეტილია. ამ გარემოში ისევ თავბრუსხვევა დამეწყო. მალევე “მარშუტკაში” ჩავჯექი და ახალი ათონისკენ გავემგზავრე. აღმოჩნდა, რომ მარტო ვზივარ მძოლთან ერთად. გზაში რადიოა ჩართული და რუსული მუსიკა მესმის, თან ზღვას გავყურებ. შავი ზღვა ძალიან ლამაზია, ცოტა უკეთ ვგრძნობ თავს. ვხვდები, რომ ამ მოგზაურობაში ემოციები ერთმანეთს სწრაფად ენაცვლება: გაოცებასა და აღფრთოვანებას აუცილებლად რაღაცნაური შფოთი და შიში მოჰყვება ხოლმე. აფხაზეთში ყოფნის ბოლო დღე ოჩამჩირეში გავატარე. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ აქ სრულიად განსხვავებული აფხაზეთი აღმოვაჩინე. 1992-1993 წლების ომამდე, მოსახლეობის უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ. დღეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მიტოვებული და სევდიანი ქალაქია აფხაზეთის სანაპიროზე. ღამე ჩემი მეგობრის ოჯახში დავრჩი. დიანას დედა ქართველია. მას აფხაზური პასპორტი აქვს. დიანა 26 წლის არის და მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაზე ოცნებობს. ყველა იმ ენაზე უნდა ელაპარაკოს ხალხს, რომლებსაც ინტერნეტით სწავლობს. ინგლისურის გარდა, მას კომუნიკაცია თურქულ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე შეუძლია. “ყველაზე მეტად მინდა პასპორტი ავიღო და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა დავიწყო,” მეუბნება დიანა. თუმცა, მემგონი ეს ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა მისთვის. დიანა აფხაზების იმ 30%-შია, რომლებმაც რუსული პასპორტების აღება ვერ მოასწრეს. აფხაზური პასპორტით მოგზაურობა კი თითქმის შეუძლებელია, რადგან მის დამოუკიდებლობას მხოლოდ ოთხი ქვეყანა აღიარებს. უცხო ენების პრაქტიკას სამსახურში უცხოელებთან გადის. დიანა ტურისტულ გიდად მუშაობს სოხუმში. გამოწვევების მიუხედავად, მას სჯერა, რომ ერთ დღესაც აფხაზეთი ნამდვილად იქნება ძლიერი და მოგზაურობასაც შეძლებს. “ჩვენ პატარა და ლამაზი ქვეყანა ვართ, ძალიან ვცდილობთ ჩვენი უნიკალური კულტურა, ენა და ისტორია შევინარჩუნოთ. მინდა მსოფლიომ ჩვენი დამოუკიდებლობა აღიაროს. ხალხმაც მეტი გაიგოს ჩვენზე და უკეთ გაგვიცნოს.” ამ გოგომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი სიამაყის განცდა როცა აფხაზეთის მემკვიდრეობაზე მელაპარაკებოდა. კიდევ ერთხელ ცხადად დავინახე, რა გავლენა აქვს იძულებით იზოლაციას ადამიანის ცხოვრებაზე. მეორე დღეს, სანამ გრძელი გზით ისევ თბილისში დავბრუნდებოდი, ვიგრძენი, რომ ჩემი მოგზაურობა აფხაზეთში დასრულებული არ იყო. იანვარში იქ ჩასვლამ იზოლაცია მთელი სიმძაფრით მაგრძნობინა. ეს ალბათ, ჩემს ფოტოებშიც აისახა. როცა მათ ახლოდან ვუყურებ, ვხედავ, რომ ისინი უფრო ცარიელი და ნაცრისფერია, ვიდრე ჩემი სხვა ნამუშევრები. მე მაინც ხალხით გადატვირთულ ადგილებში ცხოვრებას ვარ მიჩვეული და ეს სიცარიელის შეგრძნება ძალიან ახალი იყო ჩემთვის. ფოტოების გადაღებაც ერთგვარი ფორმაა აფხაზეთის გასაცნობად. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს აღმოსაჩენი. აფხაზეთის კულტურის, რიტუალებისა და ტრადიციების შესწავლას დრო დასჭირდება. იქ ყოფნის შემდეგ, თითქოს უკეთ გავიგე რას ნიშნავს იზოლაცია და მარტოობა. რამდენიმე კვირაში, ვირუსის პრევენციის მიზნით, მთელი რეგიონი ჩაიკეტა. ორ თვეზე მეტი აფხაზები და ქართველები თვითიზოლაციაში იყვნენ ისევე როგორც, მთელი დანარჩენი მსოფლიო. გულწრფელად რომ ვთქვა, მარტოობას და იზოლაციას სულაც არ განვიცდი, ვიცი, რომ დროებითია და ადრე თუ გვიან ისევ დავუბრუნდები დატვირთულ და ხმაურიან დღის რეჟიმს. ალბათ, სულ სხვანაირი განცდაა, როცა არ იცი როდის სრულდება იზოლაცია. დღევანდელი სიტუაცია ემპათიისკენ გვიბიძგებს. განსაკუთრებით იმ ადამიანებზე გვაფიქრებს, ვისთვისაც იზოლაცია ყოველდღიურობაა. წყარო: CHAI KHANA ავტორი: მარი ოდინეტი#აფხაზეთი #სოხუმი #გაგრა #ოკუპაცია #sokhumidaily
AstroGeorgia
Tbilisi, Georgia · 1 week ago
შავი იუმორი ზოდიაქოს ნიშნებზე
ვერძი ვერძებს აქვთ კარგად გამოკვეთილი წარბები და თავმომწონე გამომეტყველება,თუმცა ტყუილად გამოიყურებიან ასე თავმომწონედ რადგან გამუდმებით ურახუნებენ თავს სხვადასხვა პრობლემას და საგნებს.ცნობილი ხისთავიანები.ყოველთვის აკეთებენ იმას რასაც ამბობენ.სიჩქარეში ბევრშეცდომასაც უშვებენ,მაგრამ ამას არასოდეს აღიარებენ და ამ საკითხს არასოდეს განიხილავენ.თქვენც გირჩევთ მასთან საუბრისას ეს არ წამოგცდეთთორემ ნაწლავებს გამოგიღებენ.ვერძები კარგად გრძნობენ თავს თევზებთან,რადგან მათთან შედარებით მყარად დგანან მიწაზე და დასცინიანკირჩხიბებს მათი ზედმეტი მგრძნობელობის გამო. ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.არ აქვსმნიშვნელობა სად უწევთ ცხოვრება სასახლეში თუ კარდონის ყუთში,იფიცებიან და ამტკიცებენ რომ ზუსტად ეს სურდათ ცხოვრებაში.ბავშვობის ასაკშიუკვე მიღებული აქვთ ყველა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება.ქორწინდებიან რამდენჯერმე,გართობისთვის,მაგრამ არასოდესშორდებიან,უბრალოდ მათი მეუღლეები უბედური შემთხვევებით იღუპებიან ან სახიჩრდებიან.ვერძები ყოველთვის მენეჯერებად ან მმართველებადან დირექტორებად მუშაობენ მაგრამ თუ მოხდა ისე რომ მუშაობენ მაგალითად დამლაგებლად,აუცილებლად ჩამოაყალიბებენ დამლაგებელთაკავშირს,თუნდაც ერთწევრიანს და იბრძოლებენ ამ კავშირის უფლებებისთვის.ვერძები უცოდველები არიან როგორც ღმერთი,ესეიგი ღმერთიზოდიაქოთი ვერძია,რაც იმას ნიშნავს რომ სატანა მერწყულია.ვერძები არასოდეს უსმენენ მორიელს, ამაყობენ იმით თვით მორიელზე უფროეგოცენტრულები არიან.ფაქტიურად მთელ ზოდიაქოს ნიშნებში ვერძი ყველაზე დიდი ნაძირალაა მორიელის შემდეგ. ვერძებო Your rams’ horns are in everyone else’s asses. კურო ხშირად ეცვლებათ განწყობა,ერთ წუთში რომ მხიარულობენ მეორე წუთში უცებ მოიწყენენ და მესამე წუთში შეიძლება ვიღაცას ფეხები მიუმტვრიონ რატომღაც.ძალიან მიწიერი არსებები არიან, რაც იმას ნიშნავს რომ ან სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით უფრო იშვიათად ბანაობენ ან თუკისადმე ყვავილი ან ბალახი ნახეს იმწუთში ცხვირთან მიაქვთ და საათობით ყნოსავენ.კუროებს უყვართ მხიარული ,გასართობი ფილმები სადაც ყველაბედნიერია ცხოვრება მხიარულია და სიკეთე იმარჯვებს.ცხოვრებაში ხშირად ეხვევიან აყალმაყალში. ჩხუბობენ მიმტანებთან,წესრიგის დამცველებთან ანბილბორდების გამო.უყვართ თავიანთ მეგობრებს ფსიქოანალიზი ჩაუტარონ,თუმცა თავად ზოგადად დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება არასოდესაქვთ.ფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან გაუგებარი ბუტბუტით.კურო უცნაური არსებაა რადგან წლების განმავლობაში შეუძლია გულში შეინახოსწყენა რაღაც მოვლენის გამო,რომელიც შეიძლება გაირკვეს,რომ სინამდვილეში არც მომხდარა.ეს შეიძლება იმით იყოს გამოწვეული რომ კუროხშირად არასწორად იგებს მოვლენებს ან ნათქვამს და არაადეკვატურად აფასებს.ამის გამო კი ის ხშირად ხვდება ვერძების გასალახთა სიაში,რიგითმეორე.თვითონ კუროებს მიაჩნიათ რომ ეს არის მათი ადგილი. ზოგადად ყველაფერში ურჩევნიათ იყვნენ რიგით მეორე,ვიდრე პირველი და უდაოდსაუკეთესონი არიან ამაში,ანუ მათზე კარგად ვერავინ ახერხებს იყოს რიგით მეორე.(კურო ზოდიაქოს მეორე ნიშანია) ყველა კუროს უნდა იყოსღმერთი,მაგრამ როგორც უკვე ვთქვით ღმერთი ვერძია,სამწუხაროდ.ძნელია კუროს გაუგო,ხშირად კითხვებს კითხვითვე პასუხობენ და იშვიათადტოვებენ თავის ბუნაგს.უყვართ კონფლიკტები.ვერ იტანენ თუ ყველაფეი წესრიგშია, ესეიგი რაღაც არ არის წესრიგში.ზოგიერთ კუროს განსაკუთრებითუყვარს ბარებში და რესტონებში მუშტიკრივი,თუ ასეთი რამ არასოდეს გადახდენიათ იგონებენ ასეთ ისტორიებს და სიამოვნებით უყვებიან მეგობრებს.კურომ იცის რომ ცხოვრებაში მიემართება არსად და ყოველთვის ეჩქარება ამ “არსად” წასასვლელად.უყვართ სახლში საკუთარი პატარა სამყაროსმოწყობა სადაც შემოკრიბავენ საყვარელ ადამიანებს და მათთან ერთად ოცნებობენ იმაზე თუ როგორი იქნებოდა სამყარო კურო რომ ღმერთიყოფილიყო. ტყუპები ტყუპები ყველას უყვარს,იმიტომ რომ ნებისმიერ საზოგადოებაში უყვართ შიზოფრენიკები.თვითონ ტყუპებს მიაჩნიათ რომ არიან ნახევრად სოკრატედა ნახევრად მიქელანჯელოები,თუმცა რათქმაუნდა ეს ასე არა არის.ძალიან პროგრესულები გონებაგახსნილები და კონტაქტურები.უყვართსაზოგადოება და რაღაც ამოუხსნელი ძალის წყალობით ახერხებენ იყვნენ ყველგან და იცოდნენ ყველაფერი. ტყუპებს შეუძლია ორ ადგილზეერთდროულად იმყოფებოდეს. ხშირად ატარებენ სწრაფ მანქანებს და ასეთი მანქანებით გამუდმებით ეჯახებიან ხეებს და შენობებს.არიან მოურიდებელნი და ზედმეტად გაბედულნი.უყვართ კამათი და თითქმის ყველაფრის საწინააღმდეგო აზრები და არგუმენტები შეუძლიათ წამოაყენონ.(მაგალითად,ეს წინადადება არ ექნებათბოლომდე წაკითხული,რომ უკვე ამის გაპროტესტებას დაიწყებენ)უყვართ ჩხუბი ქორწილებში,თავისზე სუსტი ადამიანების დაჩაგვრა,მაგალითადჩაგრავენ ბავშვებს და კირჩხიბებს,სასწორებს ხომ საერთოდ ბოქსში სავარჯიშო ტომარად იყენებენ.ტყუპები ან ბისექსუალია ან ჰერმაფროდიტი.არესმის რას ნიშნავს სიყვარულში ერთგულება.ვანდალურად ექცევა საკუთარ სახლს და ოჯახს.ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ სულელურიანალოგიებით.ოლიმპიურ თამაშებში ტყუპები ვერასოდეს იმარჯვებს,თუ გაიმარჯვა ეს იქნება რაიმე ახალი სპორტის სახეობაში რომელსაც არავინიცნობს.ტყუპები გამუდმებით მოიხმარს მედიკამენტებს,ხშირად არალეგალურს.ლაპარაკობენ თითქმის ყვირილით იმისათვის რომ ვინმემმოუსმინოს,ხშირად ტყუპები თავის თავს ელაპარაკებიან ასე,თუ არ გჯერად მოუსმინეთ როცა აბაზანაში მარტოა.ტყუპი არასოდეს არ არის ერთი ისყოველთვის ორი,ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანია ერთად. ერთი სიყვით ტყუპები ეს არის აბსოლიტურად ჭკუიდან გადასული მერწყული. კირჩხიბი აინტერესებთ იცოდნენ რა ხდება სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში,მაგრამ აზრზე არ არიან რა ხდება მათ საკუთარ ცხოვრებაში,ამასმეგობრებისგან იგებენ.კირჩხიბები იმოსებიან მარტო იმიტომ რომ ასეა საჭირო,არ აქვთ გემოვნება, არ ესმით მოდა და სტილი.ეს იმ კატეგორიისადამიანებია რომლებიც ტანსაცმელს მატრასებს შორის ათავსებენ,ზემოდან წვებიან და ასე “აუთოვებენ”.თვეობით,წლობით შეუძლიათ ერთიდაიგივეტანსაცმელი ეცვათ,გაუხდელად.მათი სახლი მათი საკუთარი ბიოსახლია,როგორც პატარა კენგუროსთვის ჩანთა.აქვთ პერიოდები როცა თვეობითიკეტებიან იქ,არ პასუხობენ ტელეფონს, არ აღებენ კარებს,ფანჯრიდანაც კი არ იყურებიან.მიუხედავად იმისა რომ აქვთ სურვილი ყველას მომვლელიდა მხსნელი იყვნენ,საზოგადოება და სოციალური ურთიერთობები საერთოდ არ აინტერესებთ.კირჩხიბი ეს მოარული ჟურნალიადიასახლისებისთვის,იციან უგემრიელესი რეცეპტები,იციან როგორ გაუძღვნენ სახლს,ათვითცნობიერებენ ამას თუ არა,ორივე სქესის კირჩხიბსეხერხება ჭრა-კერვა, ქარგვა და ქსოვა,ეხერხებათ ბავშვებთან და თინეიჯერებთან ურთიერთობა მათი მოვლა და აღზრდა.მათი ნება რომ იყოსსიამოვნებით იქნებოდნენ მთელი მსოფლიოს დედიკოები. კირჩხიბები არასოდეს არიან სპორტში წარმატებული,იმიტომ რომ ყოველი თხუთმეტი წუთის შემდეგ სჭირდებათ დასვენება და ისედაც დიდიფიზიკური აქტივობებისათვის არ იკლავენ თავს.კარიერის აწყობასაც სახლიდან გაუსვლელად ლოგინში მოკალათებულნი აპირებენ.კირჩხიბებიფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან თავისი გამოგონილი სიტყვებით,როგორც ჯორჯ ბუში მაგალითად,რომელიც კირჩხიბია.კირჩხიბებო თუგეჩვენებათ რომ ვინმე გეკაიფებათ,არ გეჩვენებათ ეს მართლა ასეა,გამუდმებით გამასხარავებენ.ადამიანები ხშირად გადაუვლიან ხოლმეკირჩხიბს,ხშირად კი არა სულ ასეა,პირდაპირ ფეხებს იწმინდავენ მათზე და სასაცილო ის არის რომ კირჩხიბებს სჯერათ რომ ეს ასე უნდაიყოს,მოსწონთ კიდეც.პირდაპირ მისწრაფება აქვთ ასეთი,იყვნენ ფეხის საწმენდი ტილოები.კირჩხიბებს არ შეუძლიათ ვინმეზე გავლენა იქონიონ, მაგრამ აქვთ ერთი უნიკალური უნარი ნებისმიერ დროს შეუძლიათგამოიცნონ რას ფიქრობს ნებისმიერი ადამიანი.კირჩხიბები ფიქრობენ რომ ტაქტიანი ადამიანები არიან სინამდვილეში კი უილაჯობა და მოუქნელობაახასიათებთ ამიტომ მათ წვეულებებზე იშვიათად პატიჟობენ,წვეულების მერე კი ევალებათ მიიყვანონ უგონოდ მთვრალი მეგობარი სახლამდე,ესმეგობარი კი ყველაზე ხშირად თევზია ლომი ნებისმიერი გზით და ხერხით ცდილობენ ყურადღება მიიქციონ,თვითმკვლელობაც არაა გამორიცხული.ლომებს უყვართ სარკეები და სარკეშიხშირად უგზავნიან ჰაეროვან კოცნას საკუთარ გამოსახულებას.ლომი გაგაწყვეტინებთ საუბარს იმისთვის რომ თვითონ ილაპარაკოს და არ გაგიშვებთსანამ ბოლომდე არ მოისმენთ ყველაფერს რაც აქვს სათქმელი.ყველა ლომს სურს ჩაუტარონ პარადი თავის დაბადების დღეზე.არქორწინდებიან,იმიტომ რომ მათი ბადალი და შესაფერისი არავინ არის,თუ მაინც მოხდა ისე რომ დაქორწინდნენ,მეუღლეები სამზარეულოშიონკანთან ყავთ მიბმული. გამუდმებით სჭირდებათ ფიზიკური სიახლოვე,მაგრამ თავი ისე უჭირავთ რომ ყველას ჰგონია მიკარება და შეხება მათგაღიზიანებას გამოიწვევს ამითომ ახლოს არავინ ეკარება.ლომი ახსენებს საკუთარ თავს როგორც ზებუნებრივ არსებას როცა ხსნის ფილოსოფიურკონცეფციებს.ლომს შეუძლია გამოაცხადოს რომ ჰომოსექსუალისტია,მაშინ როდესაც სინამდვილეში არ არის,მარტო იმიტომ რომ დაშოკოსსაზოგადოება და თანაც ამ ხერხით არცერთი სქესი არ დაუახლოვდება და შეუძლია მშვიდად გაატაროს მშვენიერი, რომანტიული საღამოებისაკუთარ თავთან განმარტოებით.ლომები ყვირილით აღებენ კარებებს და ოთახში შესვლისას ელოდებიან მისი გამოჩენით აღტაცებული პუბლიკისტაშს.ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები მართლა გვანან ლომებს ანუ არიან ხმაურიანი,ამპარტავანი,ძლიერი,ხშირად აქვთ პატარა ცხვირი,დიდიზედა ტუჩი,კარგად მოვლილი, ხშირი, გრძელი თმა(ფაფარი) და ზოგიერთი”მაიმუნები”ერთ ლუკმად არ ყოფნით.ცნობილია რომ ლომი ლიდერიადაბადებიდან,განსაკუთრებით კი რადიკალური მოძრაობების ლიდერობა გამოსდით კარგად.ერთადერთი რისიც ეშინია ლომს ეს არისგამასხარავება,ვერ იტანს როცა სასაცილო სიტუაციაში ვარდება,სულ ეშინია რომ დასცინებენ.მისი მისამართით უხეშ ხუმრობებზე ძალიანბრაზდება.გაბრაზება კი ლომივით საშინელი იცის.ძალიან უყვარს ვერძებთან ჩხუბი.(რიგით პირველია ვერძების გასალახთა სიაში )თუ ეს ორი სადმე ერთმანეთს გადაეყარა დასისხლიანებამდე სცემენერთმანეთს,სულერთია სად იმყოფებიან თეატრში,სუპერმარკეტში, წვეულებაზე,ხალხში თუ ერთი-ერთზე.ლომებს პირადად ხალხშიურჩევნია,პუბლიკის წინ.ლომებს ყველაფრის კეთება ხალხის,მაყურებლის თანდასწრებით მოსწონს,მათ შორის სექსიც. თუ მერწყულებს თავისი ოთახის კედლებზე როკ-ვარსკვლავების სურათები აქვთ,თხის რქებს გამოჩენილი მათემატიკოსების სურათები,მორიელებსმსოფლიოს უდიდესი კატასტროფების ამსახველი ფოტოები, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ ლომს თავისი ოთახის კედლები საკუთარი თავისფოტოებით აქვს დამშვენებული. ქალწული მეწვრილმანეები,მოწესრიგებული და დარეგულირებულ-გამოთვლილი აქვთ ყველაფერი,სუნთქვაც კი.მათ კარადაში ფერების და ზომების მიხედვითაწყვია ტანსაცმელი.ქალწულები ასუფთავებენ თავიანთ ნივთებს, რეგულარულად, დღეში ორჯერ კბილის ჯაგრისით.მიაჩნიათ რომ ყველაფერსთავისი ადგილი უნდა ქონდეს და მათი ადგილი იატაკზეა სადაც გამადიდებელი შუშით ეძებენ მიკრობებს და ხეხავენ რომ გაასუფთაონ.აქვთაკვიატებული იდეები და მანიები ერთი სიტყვით “არანორმალურები” არიან,აქედან მოდის ამ ნიშნის სახელიც ქალწული. ქალწულს შეუძლიაგამვლელი მანქანის მძღოლს ესროლოს და პოლიციაში ახსნას”ეს იმიტომ გავაკეთე რომ გამვლელი ჭუჭყიან მანქანაზე იჯდა” და პოლიციელებიცგაანთავისუფლებენ რადგან უმრავლესობა მათგანი ქალწულია და ესმით მისი.ძალიან ადვილია ქალწულის ჭკუიდან გადაყვანა,უთხარით რომრაღაც აქვს გაჩხერილი კბილებს შორის,ან გააღეთ მისი მაცივარი და რძის ბოთლი გადაადგილეთ.ჰო ადამიანები ხშირად ერთობიან ქალწულის”გაგიჟებით”,მაგრამ თუ გინდათ ქალწული ნამდვილ ჯოჯოხეთში მოხვდეს ჩაკეტეთ ის მთელი დღე მერწყულთან ერთად ლიფტში.ჯერ ეს ერთი ვერიტანს უმოქმედოთ ყოფნას და მერე მერწყული აუცილებლად გაიხდის(ეს უკანასკნელნი როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ ტანსაცმელსიძრობენ)მერე მერწყულს ლიფტში ექნება შეტანილი ლუდი რადგან მას ჯოჯოხეთში კავშირები აქვს და მას შეუძლია იქ ლუდი შეიტანოს ,რომელსაცმთელ იატაკზე მოწუწავს.ქალწული კი რომელსაც ჯოჯოხეთთან არანაირი კავშირ-მეგობრობა არ აქვს ამ ინციდენტს ვერასოდეს მოინელებს.ქალწულს ძალიან უჭირს კონცენტრაცია,როცა იცის რომ მაცივრის ქვეშ რაღაც აგდია,ეს რაღაც შეიძლება ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილი კუროიყოს,ქალწულმა იცის როგორ გამოათრიოს ის იქიდან ბანანის წვენისგან დამზადებული არომატულ-გამაგრილებელი სასმელის მეშვეობით.საერთოდქალწულმა იცის როგორ მოაგვაროს პრობლემები და მთელი ცხოვრება ამას აკეთებს,დაუღალავად და გულმოდგინედ.ქალწულები არ ხედავანსამყაროს თეთრ და შავ ფერებში ისინი ხედავენ მას ჭუჭყიანად და სუფთად,სწორად და არასწორად და არ არსებობს შუალედი.ერთადერთი კარგი ისაქვთ რომ სიამოვნებით დაგთანხმდებიან სახლი დაგილაგონ ან სარეცხი გაგირეცხონ,თანაც თქვენ გასარეცხებს დაახარისხებენ,მატერიების დაფერების მიხედვით ასე მივიღებთ 32 გროვას თითოში ორი-სამი ტანსაცმლით და მერე ამ გროვებს თითოეული ნაჭრის მარკების სახელებისმიხედვით,ანბანური თანმიმდევრობით გარეცხავს.ხშირად ნახავთ ქალწულს რომელიც მაცივართან მიდის და რამდენჯერმე აღებს და ხურავსკარებს,იმისთვის რომ დარწმუნდეს რომ მაცივრის შიგნით შუქი დროულად ინთება და ქრება.ერთი სიტყვით არანორმალურები! სასწორი ოჰ! თქვენი ელეგანტურობა და ფერებში შეხამებული ტანსაცმელი გულს ურევს გარშემო ყველას.ძალიან გაორებული ნატურები ხართ დაგადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლიათ.ფიქრობს და ფიქრობს სასწორი,აწონის დაწონის ათასჯერ, ათიათასჯერ და ბოლოს ყველაზე უარესვარიანტს ირჩევს.თქვენ გამუდმებით წუხართ იმაზე თუ რას იტყვის ხალხი,მაგრამ სინამდვილეში რომ აქცევდეთ ხალხის აზრს ყურადღებას იქნებსაზოგადოებას უფრო მოწონებოდით.სასწორები მოდას აყოლილი ქარაფშუტები არიან, შეიძლება დღეს გააღმერთონ ვინმე ან რამე რასაც გუშინვერ იტანდნენ იმიტომ რომ მოდაში შემოვიდა.მათი ინტერესი იმის შესახებ თუ რა ხდება მსოფლიოში შემოიფარგლება მოდისკატალოგებით.თვითონ ქმნიან მოდას,მათი ბრალია რომ ფართე შარვლები და პეპლისმაგვარი თმისსამაგრები მოდაში დაბრუნდა და თუ სასწორსმოტკეცილი შორტები არ გადაუგდია ესეიგი შემდეგ სეზონზე მოდაში შემოვა.აწყობენ საქველმოქმედო საღამოებს დიზაინის განვითარებისთვის,არიანრაღაც გაუგებარი მოძრაობის წევრები,მაგალითად მოძრაობა”კაპუჩინო”-ს წევრები,ჰკითხეთ რატომ და რაღაცას მობოდავენ სოლიდარობისშესახებ.ძირითადად კი არაფერი არ იციან და არაფერი არ ეხერხებათ,ყოველთვის ყავთ ვიღაც ვინც უძვირეს ფეხსაცმელებზე თასმებს შეუკრავს,ხო!სასწორი არასოდეს ვაჭრობს ეკონომიურ მაღაზიაში,არასოდეს ჭამს სწრაფი კვების ობიექტებში და აზრზე არ არის სად მიდის ნაგავი.სასწორიყოველთვის წკიბზეა გააკეთოს ის რაც ყველა დანარჩენმა ადამიანმა იცის რომ სისულელეა.მათ აქვთ უზარმაზარი კოლექცია კომპაქტ-დისკებისრომლების არასოდეს მოუსმენიათ,ფილმების რომელიც არასოდეს უნახავთ.ჰოლივუდი სავსეა სასწორებით,იმიტომ რომ თავის მოჩვენების დათვალთმაქცობის ოსტატები არიან.რაც არ უნდა დაათროთ სასწორი მაინც შეძლებს ლოგიკურად აგიხსნათ რა განსხვავებაა ყავა latté და ყავა au lait -სშორის.გასაკვირი კი ის არის რომ ამ ორს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს მორიელი კარგად ერკვევიან კომპიუტერებში,უმრავლესობა მორიელებისა ჰაკერია,ასევე უმრავლესობა მორიელებისა ცდილობს პოპულარობა და სიმდიდრემოიპოვოს სოციალური ქსელების დახმარებით.არიან კიდეც ყველაზე პოპულარულები ჩათ-ბოქსებში.მორიელებს სერიოზულად მოსწონთ თავიანთიპარანოიკული მოდგომა ცხოვრებისადმი. ძალიან წყდებათ გული რომ უცხოპლანეტელებს არასოდეს გაუტაციათ,რომ სახელმწიფო შეთქმულებისმსხვერპლი არ არიან,რომ სტარ ტრეკი ფანტაზიაა .საკმარისია ნახოთ ავტომატური მოწყობილობებით სავსე ბარაკი სადაც ცხოვრობს,რომ ესყველაფერი დაიჯეროთ.მისი მთავარი გეგმაა გახდეს მსოფლიოს დამპყრობელი,მაგრამ ეს გამორიცხულია ოდესმე მორიელის მმართველობითმოხდეს.მორიელს უყვარს ჭამოს ყავა კოვზით ახლად გახსნილი ყუთიდან,ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუსრუტია ცხვირით შოკოლადშიამოვლებული თხილი,დამუშავებული აქვს ხერხი და იცის როგორ მოწიოს დუშის ქვეშ.მისი საყვარელი დღესასწაული ჰალუინია,შემთხვევითი არარის რომ მათ დაბადების დღეებს ემთხვევა,მხოლოდ ამ დროს შეუძლია მორიელს “იქაჯოს” ისე რომ ციხეში არ ამოყოს თავი.მისი საყვარელისპორტი სექსია,სადაც უდაოდ ჩემპიონია.გარდა ამისა სექსი კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის რომ მოწიოს.შეუძლია რჩევების მიცემა ისეთ საკითხებზერაც თავად არ ანაღვლებს და არ აინტერესებს,თვითონ არავის რჩევას არ უგდებს ყურს.თუ გინდათ გაიგოთ ვინმე მორიელია თუ არა ჰკითხეთ რამედა ხუთწუთიანი დუმილის მერე იქნება პასუხი”რა?” მორიელები ხშირად ჭარბთმიანები არიან და ეს მოწონთ რადგან მიაჩნიათ რომ ამით კიდევ უფროესმება ხაზი მათ სიველურეს,ეს ეხება ქალ მორიელებსაც.მორიელებს შეუძლიათ ჩააწყონ ლოტოს გათამაშება,ის ხომ ავტომატურად არისმოწყობილი. მშვილდოსანი მშვილდოსნები დაბადებულნი არიან თავგადასავლებისათვის,უყვართ ობობების შიშველი ხელით გაჭყლეტა,შუა ღამეს ოთახებში სიარული ისე რომშუქს არ ანთებენ,უყვართ ფათერაკები და მზად არიან კისერი მოიტეხონ ოღონდ რამე გადახდეთ თავს,მოკლედ ხშირად ძალით ირთულებენცხოვრებას იმიტომ რომ ადვილი და კომფორტული არაფერი მოსწონთ.მშვილდოსნებს უყვართ გააცინონ და გაართონ ხალხი,ახლობლები თუუცხოები, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ,მაგალითად ტრანსვესტიტობენ.უმრავლესობა მშვილდოსნებისა არასწორი სქესით არის დაბადებული ანუარიან ძალიან მამაკაცური ქალები და ქალური თვისებების მქონე მამაკაცები.არიან ხმაურიანები და უტაქტოები.ცხოველებს და ბავშვებს ძალიანუყვართ მშვილდოსნები,რადგან მათ შეუძლიათ საცირკო ნომრების და ტრიუკების ჩატარება,სამაგიეროდ ზრდასრულებს სძულთ ისინი,იმისთვის რომარიან ზედმეტად პირდაპირები და უხეშები.უხამს წარწერებიანი მაისურები და მედალიონები მშვილდოსნების მოგონილია.ისინი ძირს ყრიან საჭმელსან ექცევათ წითელი ღვინო მაგიდაზე(ან ვინმეზე) სოლიდურ რესტორანში და ხმამაღლა სვამენ უამრავ კითხვას ეკლესიაში თუთეატრში.მშვილდოსანი არასოდეს დაპატიჟოთ სახლში მშობლების გასაცნობად,უხერხულობისგან რაღაც საშინელებას ჩაიდენს. როგორც კენტავრი(რომელიც მშვილდოსნის გამოსახულებაა) არის ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხოველი ასე არსებობენ ორი სახის მშვილდოსნები,მშვილდოსანიადამიანი_ძალიან დახვეწილი,ინტელიგენტი და მშვილდოსანი ცხოველი- ძალიან პრიმიტიული, უბრალო ადამიანი, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტშიმშვილდოსანს უბრალოდ არ შეუძლია მთელი თავისი არსებით მოხეტიალე ჰიპი არ იყოს. თხის რქა თხის რქები არიან ძალიან ბეჯითი,ძალიან სანდო და უაღრესად მოსაწყენი ადამიანები.დინჯად და მოთმინებით მიემართებიან შემდეგი დიდიმიღწევისაკენ კარიერაში,ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა.უმრავლესობა თხის რქა კარგი მათემატიკოსია და ეხერხება ყველაფრის სწრაფად დაწინასწარ გამოთვლა-დაანგარიშება,ეს მათ კიდევ უფრო მოსაწყენ ადამიანებად ხდის. ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა უხდებათ მაგრამუკან არასოდეს იხევენ.ბევრი პოლიტიკოსია ამ ნიშნით დაბადებული ამიტომაც არის ჩვენი ქვეყნები ჯანდაბისკენ რომ მიექანებიან.თხის რქებს დაპოლიტიკოსებს, წარმატებას რომ მიაღწიონ,სჭირდებათ პირველ რიგში უსაფრთხოება და უპიველეს ყოვლისა ამისთვის იღწვიან.არ დგამენდაუფიქრებელ ნაბიჯს, არ რისკავენ,თვლიან რომ სპონტანურობა უტვინობაა.თხის რქა ლომის და ქალწულის უცნაური ნაჯვარია,შეიძლება იფიქროთრომ ეს მათ ნიშანს ხარიზმატულობას და ლოგიკას უმატებს მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს რომ არიან ძალიან ხელმომჭირნე,პედანტი და ეგოისტიადამიანები. თუ დედამიწა ატომური ომის შედეგად განადგურდა მარტო ტარაკანები და თხის რქები მოახერხებენ გადარჩენას,დანარჩენი ადამიანებიუბრალოდ არც მოინდომებენ გაპარტახებულ დედამიწაზე იცხოვრონ.თხის რქებს ბავშვობის ასაკიდან ეხერხებათ საზოგადოების გაცურება დათვალის ახვევა,ბავშვობაში მათთვის ყველაზე სასურველი საახალწლო საჩუქარი იქნება სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის კითხვისასსაინტერესო ადგილებს მონიშნავენ.სახლში აქვთ უამრავი ფაილები,ქაღალდები და საოფისე მოწყობილობები რომ მოაწესრიგონ მათი არარსებულიცხოვრება.უყვართ თავის მოჩვენება რომ თითქოს მობილურზე საქმიანად ლაპარაკობენ,ამ დროს მათი მობილური გამორთულია,რადგან არ ყავთმეგობრები რომელსაც დაურეკავენ.თხის რქობა მოდიდან გადავიდა 1989 წლიდან,დონალდ ტრაპის შემდეგ,რომელსაც ბევრი თხის რქა დღემდეფანტაზიორად და არაპრაქტიკულ ადამიანად თვლის.დოკუმენტების გაყალბებისთვის დაჭერილი ადამიანების უმრავლესობა თხის რქაა. მერწყული მერწყულებს უყვართ წვეულებები,ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ეს არის მათი დევიზი.არა მარტო იმიტომ რომ უყვართ დალევა დაგართობა, იმიტომაც რომ წვეულებებზე შეუძლიათ რაც შეიძლება მეტი ქალი(კაცი)დაკერონ.ნანობენ რომ აღარ არის სამოციანი წლები,ეპოქაროდესაც შეეძლოთ შიშვლებს ევლოთ ხალხში და ეკიდათ საზოგადოების აზრი.(ამ დროს ახალი და პოპულარული იყო ნუდისტურიმოძრაობა)მერწყულებს უყვართ სიშიშვლე. 97.4% ადამიანებისა რომლებსაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მეტროს შუაღამის რეისით უმგზავრიათ მერწყულია(სად დაეხეტებიან არავინიცის) უყვართ ლაპარაკი,ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ ამავე დროს ხშირად უყვართ განმარტოებაც. მერწყულს შეუძლია მარტომ ითამაშოსფრენბურთი,ხშირად ასეც ხდება,თავის თავს ეთამაშება.ამტკიცებს რომ თუ ძალიან ძალიან მოინდომა წყალზე დადგომა შეუძლია,ამაში ხშირადვარჯიშობს საკუთარ აბაზანაში.დღის განმავლობაში ხშირად ემართება ისეთი რამ რასაც მედიტაცია შეიძლება ვუწოდოთ,თუ მერწყულსელაპარაკებით და ის თქვენს მხარს იქით იყურება,ჩათვალეთ რომ ერთი სიტყვა არ გაუგია და საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს,ის ამ დროსშეიძლება ეკონტაქტებოდეს ვიღაცას რომელიც სამი მეტრის მოშორებით დგას.მერწყულებს უყვართ ასტრონომია და იქ ყველგან არიან ნამყოფი,თუგაინტერესებთ მაგალითად რითი იკვებებიან სატურნზე ჰკითხეთ მერწყულს.მერწყულებს შეუძლიათ ყველაფერს მიაღწიონ დედამიწისზურგზე,ყველაფერს რასაც მოინდომებენ და არც მაინცდამაინც დიდი შრომით და ძალისხმევით,თითქოს მათ ყველაფრის უფლება აქვთ უფლისგანბოძებული ეს რათქმაუნდა ყველა დანარჩენ ადამიანს აცოფებს.როკ-ვარსკვლავების უმრავლესობა მერწყულია. თევზები სადაც არ უნდა იყვნენ სიცილი და კომედია გარანტირებულია,განა იმიტომ რომ ცდილობენ სასაცილოები იყვნენ უბრალოდ ასე ხდება.ძალიანდაბნეულები არიან სექსის საკითხში,არსებობს კი საერთოდ ასეთი რამ?რეალურად ხდება? ვერ გაურკვევიათ.ქალი თევზები ატარებენ გრძელ,ფართხუნა კაბებს და უამრავ ვერცხლის სამკაულს,ამბობენ რომ აინტერესებთ და უყვართ ვარსკვლავები,მაგრამ ერთადერთი რაც შეიძლება ცაზეიპოვონ დიდი დათვის თანავარსკვლავედია,თუ ვერ იპოვეს ტირიან.შეიძლება ახსოვდეთ რა მოხდა 1992წლის 3 მარტს მაგრამ არ ახსოვთ საკუთარისახლის მისამართი,არ აქვთ ორიენტაციის უნარი.ადამიანი რომელიც ტრასაზე მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით 70კმ/სთ მოძრაობსუმრავლეს შემთხვევაში თევზია. თევზები უმეტესწილად სიცოცხლეს ასრულებენ ან დიდი სიმაღლიდან(ფანჯრიდან,სახურავიდან) გადმოვარდნით ანსატვირთო ავტომანქანის ბორბლების ქვეშ.ეს ასე არ ხდება მარტო იმ შემთხვევაში თუ კირჩხიბთან ერთად ცხოვრობენ.(კირჩხიბი იზრუნებს რომ ასეარ მოხდეს)თევზები არიან იმდენად უსუსური და იმდენად დაუცველ-საცოდავი რომ შეუძლიათ ლომსაც კი დედობრივი გრძნობები გაუღვიძონ,მაგრამნუ მოტყუვდებით,თევზმა შეიძლება გაგაკვირვოთ თავისი გამჭრიახობით.თევზებს შეუძლიათ ისტორიულ, ლეგენდარულ სიდიადეს მიაღწიონ ბედისდა იღბალის წყალობით.სიამაყით გეტყვიან რომ მიქელანჯელო,გალილეო,ჯორჯ ვაშინგტონი და ალბერტ აინშტაინი თევზები იყვნენ.მაგრამ არგეტყვიან რომ თევზი იყო ტედ კენედიც რომელმაც სულელურად იცხოვრა და კიდევ უფრო სულელურად დაიღუპა. თევზები ამტკიცებენ რომ უყვართსაღი კრიტიკა,სიამოვნებით მოისმენენ და გაითვალისწინებენ მას მაგრამ სინამდვილეში თუ თქვი რომ მათი ნამუშევარი არ მოგეწონა შეუძლიათ იქვეხარაკირი ჩაიტარონ.ნურასოდეს ეცდებით გამოიყენოთ ლოგიკა თევზებთან მიმართებაში,ისინი გრძნობებით იმართებიან,დაფრინავენ ცაში დაცხოვრობენ ნარნიაში(გამოგონილი ქვეყანა)კამათის დროს მათი მთავარი იარაღი ცრემლებია.არ აქვს მნიშვნელობა რა სიტყვებს იყენებენ როცაცდილობენ ახსნან ფილოსოფიური კონცეფციები,მაინც გაგებაში არ არიან რაზე ლაპარაკობენ.თევზები ტირიან როცა ნახავენ მოკლულ ცხოველსმაგრამ ნერვი არ შეუტოკდებათ ისე შეუძლიათ გამოჭრან ყელი ადამიანებს რომლებიც არ ეპიტნავებათ.ვერძები ასრულებენ იმას რასაციტყვიან,კირჩხიბები ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს,მორიელები იტყვიან რამეს და გააკეთებენ ჯიბრზე,მარტო იმიტომ რომ ასე თქვეს,თევზებიგაუთავებლად ლაპარაკობენ,ყველრა მოხდება თუ კაცი შემთხვევით ფეხს დაადგამს ფოცხს და ფოცხის ტარი თავში მოხვდება? Naia Iobashvil
Kutaisi Daily
Zeda Simoneti, Georgia · 2 months ago
"ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო" - აკა მორჩილაძის ქუთაისი
რამდენიმე წლის წინ სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" მწერალმა აკა მორჩილაძემ ვრცელი ბლოგი დაწერა, სადაც ის ქუთაისის ისტორიაზე ყვება და ამ ქალაქის ღირებულებებს იხსენებს. გთავაზობთ ბლოგს: ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს. ქუთაისი ისე მიყვარს, რომ იქ არც მიცხოვრია. ერთ ღამეზე მეტი, გადაბმულად არც არასდროს გამითევია. დღემდე ვერ ავუღე ალღო ქალაქის გეოგრაფიას. ანუ, მარტო რომ შევიდე, ეგებ გასასვლელს ვეღარც ვუწიო. შესასვლელი ვიცი, მარცხნივ კვახჭირი დარჩება. ძველი შესასვლელიც ვიცი, ურიცკის ქუჩით. არსებობს ახლა ძველი შესასვლელი? ეგ სამწუხაროდ აღარ ვიცი. ანდა რა მნიშვნელობა აქვს? ქუთაისში არ მიდიხარ ხოლმე გეოგრაფიის დასამახსოვრებლად. არასდროს. ქუთაისში მიდიხარ და მორჩა. მართლა არ ვიცი, როგორ დავწერო ქუთაისზე. თავში სულ ფერადები დამირბის. ეს არ არის ბოლო ოცი წლის ფერადები. იყო ფერადები ბოლო ოც წელიწადს? ალბათ იყო, მაგრამ მე როგორღაც არ მომხვდა. 1918 წლის ზამთარში, სულ რამდენიმე დღეში, ქუთაისი დაიცალა. ყველამ, ვინც ქუთაისის სახეს ქმნიდა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ თბილისში წამოსულიყო. პოეტებმა, მხატვრებმა, მსახიობებმა, მასწავლებლებმა, ინჟინრებმა ასე გადაწყვიტეს. მგონი იმიტომ, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყო და ერთგვარ ცენტრად თბილისი აღიქმებოდა. ეს შეუმჩნეველი ამბავია ჩვენს ისტორიაში. თან უცნაური ამბავი. არადა მომხდარი ამბავია. დიდი შეცდომაც, რომელიც ალბათ ვეღარასდროს გამოსწორდება. ქუთაისის ლეგენდარული ქართული გიმნაზიის მასწავლებლები შეიქნენ თბილისის უნივერსიტეტის პროფესორები. განთქმული ქუთაისელი ექიმები მოეწყვნენ თბილისის საავადმყოფოებში. ქუთაისელი პოეტები ჩამოსხდნენ თბილისის კაფე "ქიმერიონში", რომელიც ეგებ სხვა არც არაფერი იყო, უქიმერიონის გარდა. უქიმერიონის აღმართი... გეხსომებათ. ამის შედეგი ის იყო, რომ ერთი ქალაქი დაიმცრო, მეორე კი კიდევ უფრო იზარდა. არა მხოლოდ ესენი: ლეგენდარული ახალციხური გვარებიც კი, რომლებიც ქუთაისში აგე, როდის მოვიდნენ, თბილისისკენ გამოეშურენ. რა არის ეს თბილისი ამისთანა. რატომ იყო საჭირო. რისთვის იყო საჭირო ეს დაძვრა. ასეთი უცაბედი. არც მახსოვს, სად ამოვიკითხე ეს ამბავი. ერთადერთი წინადადება ეწერა, - ასე მოხდაო. მგონი, არც იყო ქართული ტექსტი. ინგლისური იყო. ნამდვილად ინგლისური. ჩვენს წიგნებში არ წერია ხოლმე ასეთი რამეები. ეს ალბათ ძლიერ ინფარქტს ნიშნავდა. სულაც არ მინდოდა ამ დრამატული ამბის გახსენება. ბოლოს და ბოლოს ქუთაისს თავადაც ერგებოდა საუნივერსიტეტო ქალაქად ყოფნა. მოხუცებული დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ყველა თანამდებობას ჩამოშორებული იყო, ბოლოს იმერეთის თავადაზნაურობის მარშლად აირჩიეს. გადარეული ყოფილა, - რა მიქნეს ამ ქუთაისელებმა, როგორ დამხვდნენო. ეტლში ჩამსვეს და მთელი ქალაქი ზარზეიმით მომატარესო. დიმიტრი, ქართლელი ყიფიანი იყო, სუმბათაანთ აზნაური. ცხოვრება ისე გალია, რომ ზედმეტად არავის გაუღიმია მისთვის. ქუთაისური გიტარა. სად წავიდა ქუთაისური გიტარა? მგონი, დღევანდელ თბილისურ ტრიოებში გადმოინაცვლა. ოღონდ, სიმართლე რომ ვთქვა, არც ამის გახსენება მინდოდა. სულ სხვა რამის დაწერა მინდა. სამსონ ფირცხალავას უწერია, - ქუთაისიდან თბილისში რომ გადმოვედი, წავხდი კაცი, ვერ შევეგუე ასეთ სიჭრელეს, ასეთ განსხვავებულობასო. პურსაც კი ვერ ვჭამდი, იმდენად განსხვავდებოდა ქუთაისურისგან, ჩემი დამემართა, სანამ მივეჩვიეო. ბავშვობისა რა მახსოვს და, ადრიან დილით ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, პაწაწინა სახლში მამიდაჩემი ცხელ ხაჭაპურს ჭრის და ჩაის ძველებურ ჭიქაში ბლომად ალუბლის მურაბას მიყრის. ვფიქრობდი, რანაირია ნეტა ეს ქუთაისი-თქო. არ ვიცოდი, ვიცოდი მხოლოდ ეს სახლი. ჩვენები ომამდე ქუთაისში ცხოვრობდნენ, კაი დიდი სახლი ჰქონდათ გორაზე. მერე ომმა არია ცხოვრება. ბაბუაჩემი დაიძრა. ეს გრძელი ისტორიაა და უცხოს არ დააინტერესებს. სინამდვილეში სულ სხვა რამე მინდოდა მეთქვა. აი, ვუტრიალებ და ვერ ვახერხებ. რაღაც ნაკუწებს ვკრეფ და მგონი, საბოლოოდ რამე გამომივა. მე რა უნდა დავწერო ქუთაისზე. ბავშვობიდან ვყოფილვარ იქ. ქუთაისის სადგურში დიდთოვლობას გაჩხერილ მატარებელშიც ვმჯდარვარ, სათაფლიას დუქანშიც ვყოფილვარ, გელათის ამბავსაც მივხვედრილვარ, მგონი, და ბაგრატის ტაძრის თაღში რომ ლეღვის ხე იყო შეზრდილი, ისიც დამამახსოვრდა. შიგ ჩიტები ფრთხიალებდნენ. ლეღვი იყო, მგონი. ვერ ვცნობდი მაშინ, პატარა ვიყავი. საოცარი რამ კი იყო. ახლა აღარ არისო, - მითხრეს. ბაგრატი უნდა აშენდესო, მგონი, ამასაც ამბობდნენ. ის თაღში ამოზრდილი ტოტები და შიგ შეფრთხიალებული ჩიტი, მგონი, ყველაზე ლამაზი რამ არი, რაც ცხოვრებაში მინახავს.კიბეც გადასარევია. გახსოვთ, "საბუდარელ ჭაბუკში" ჩხუბი როა ამ კიბეზე? ცუდი უშანგი და კარგი გოგიტა რო ჩხუბობენ? ქუთაისი სურათებია. სურათებს სიცოცხლე უნდა. სად არის სიცოცხლე? რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ნაგლეჯები: რესტორანი ქვაშავაზე. ძველი გოგისვანიძეები. დავით აღმაშენებელი. მოწამეთა. მამაო გაგი თავისი სამკურნალო ბალახებით. ყველა მაინც გაგის ეძახდა. ბიკენტიას წყვილი ქაბაბი. ნიკო ნიკოლაძის დები. აკაკი აივანზე. ბოჩკები. ქუთეისელი ქურდები. ქუთეისელი ბუფეტჩიკები. ტუა. ბუნჩულა. რა ვიცი. სულ სურათებია, რომლებსაც ბავშვობიდან ვხედავდი გაკვრით ან არ ვხედავდი, ყურს მოვკრავდი და წარმოვიდგენდი. რა ინდუსტრიის მშენებელი ეგ იყო. გალაკტიონი. ქუთაისის გიმნაზია. ცისფერი ყანწის ბიჭები. დახვრეტილი ბარონ ბიბინეიშვილის მოგონებები ქუთაისის შესახებ. საოცარი მოგონებები, სხვათა შორის. ქუთაისის ციხე. აწ გამქრალი. სტალინის კამერა. გიჟუას ნახტომი. თხაწვერა გოგია. პოეზია. ქუთაისის თეატრი. ის, ძველი, ჭიჭიკია და ბიჭიკია. იმათი ძაღლი. ბისკვიტია. პიანი ბაზარი. მწვანე ბაზარი. კვაჭი კვაჭანტირაძე, კაცი დაბადებული სამტრედიასა და ხონს შუა, ქუთაისში გაგიმნაზისტებული. სულ მომწონდა ქუთაისის უბნების სახელები. თბილისისა როგორღაც უფრო დამჯდარი და პირქუში იყო. მწვანეყვავილა. სასაფლაოს უკეთესი სახელი მე არ გამიგონია. ასე რომ ჟღერდეს. სამსონ თოფურია. სამსონ თოფურიას ლეგენდარული ბიუსტი. სად არის იგი? გინახავთ სამსონ თოფურიას ფოტო? ექიმი, ადესაში მტვირთავად ნამუშევარი. სხვა იერის კაცი. აკაკის გადამრჩენი, არაერთხელ. ექიმი ასევე, ივანე გომართელი. სოციალისტი, მგონი. წერდა გაუთავებლად. გარეგნობა-საუკეთესო სასიძო. რიონის წვერა. რიონის ქვები. კომუნისტებმა გაისროლეს რიონი ქუთაისიდან. დააწყალმარჩხეს. დარჩა ქვები. თეთრი. ქუთაისის ხიდები... შეიძლება, რომ ყველაფერი ასე სახელიანი იყოს? ასე გამოკვეთილი? ჯაჭვის ხიდი. სანამ ვნახავდი, ბავშვობაში უშველებელი წარმომედგინა. მერე გადავიარეთ. პატარა ხიდია. მაინც განუმეორებელი. არაფერი და ყველაფერი. როგორ მირბის ზედ, რევოლვერმომარჯვებული კონსტანტინე დადეშქელიანი, რომელმაც ეს წუთია მოჰკლა გუბერნატორი. ამპრეტუზო მედუზო. პიკასოს ბიჭი. ლადო მესხიშვილი, ხმა ჩახლეჩილი, ფრანც მოორის როლში, კინაღამ მართლა რომ ჩამოიხრჩო თავი. პიპინია მიქელაძე ახტა სცენაზე, ხმლით გადასჭრა თოკი. დარჩა ხმა გაბზარული. ქუთაისის ხმა. სერგია ერისთავი. გიცანი, სერგია გიცანიიი? რიონს რო მივქონდე და მეძახდე, გიცნობო, ასეა საქართველოს ამბავიო. სერგია ერისთავი. ქუთაისური ხუმრობა. დღეს, მგონი, ოდნავ ნაძალადევი, სერგიაზე და სხვათა კლასიკაზე აწყობილი. ოთარ მამფორიაზე, რასაკვირველია.[pagebreak] მინახავს მოხუცებული ბუღალტრები, შავი ჰალსტუხებით, ტილოს პიჯაკებში, გარეთა ჯიბეში სამი-სამი ავტორუჩკით, შლაპებით. ბაღში. მოვესწარი ამის შემჩნევას. ბაღისკიდეც მახსოვს. ცოტა ლუპენული ხუმრობებისკენ მიდრეკილად წერდნენ მის შესახებ. ბულვარი, გულვარდი. ასე უნდა სწორედ სიტყვის მორგება და გადაკეთება. დანიელა ურია. ქუთაისის ებრაელობა. ქუთაისის რუსობა და ქუთაისის პოლონელობა. მოკრივე ბოჭოლია. ნამდვილი ვარსკვლავის კი არა, შოუ და რაღაცა. ძველი ქუთაისელი ძელეცები. ერთხელ, ბავშვობაში, ქუჩაზე დამახსოვრებული კაცი. ეს ვინაა, იცი? იობიძეა, ათასკაციანი ქორწილი რო გადოუხადა შვილს და რო დეიჭირეს. დაჭერები. პიერ, პიერ. მე მილიციაში ვმუშაობ და ქორწილებში თუ ვუბაგუნე დოლს... ქუთეისია, უნდა უბაგუნო. ჩემი მეგობარი ნოდარი. ტიტე ვაჩაძე. ტორპედო. ქუთაისის ტორპედო. თავისი მთელი ამბებით. იუზა ლოსაბერიძის გოლი კიევის კარში, სისინა ქარის თანხლებით. ომი ქუთაისის სტადიონზე, სიკვდილი. სახალხო მღელვარება. დაღუპული ბიჭი. ბადრი ფარულავა, დურმიშხან ქვირია, ლეგენდა - ჯემალ ხერხაძე. კარგია, როცა ყველაფერი შენი გაქვს. მე მომწონს, სხვისი არ ვიცი. მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე, რაც არ უთქვამთ და რაც თავიანთ გულში არ გაუტარებიათ? მართლა მაისში იყო მაგარი. ქარები იცის, ოხრული ქარები. მიდი, მოდი, თეთრო ხიდო, ოღასკურა, საფიჩხია... შალიკო ხვინგიაძე. სინამდვილეში გიგიაძე. შეხვედრები ჰიტლერთან. დათეშიძის გორა. აგული ერისთავი, სასაფლაოთა მიქელანჯელო. პერსონაჟები და რეალური ადამიანები სრულიად ერთად, ყოველგვარი გამოცალკევების გარეშე. ქუთაისური გვარები. მიქელაძე-მიქელთაძე. რომელ ქალაქში დაარქმევენ შვილს შედანს ჩვენს დროში? შედან ჭილაძე, მეჩვიდმეტე საუკუნის დიდი მსმელი. ჰოდა, არქმევენ. კოლია ქვარიანი. კოლია ქვარიანი! გოლიათი, ამერიკულ ფილმებში. გადახვეწილი. დიდი და მელოტი კოლია ქვარიანი. ზანგ ხულიგნებთან ჩხუბში დაღუპული სამოცდაჩვიდმეტი წლის დევი. დღემდე კლასიკა, ჭიდაობის სურათი, ჩახედეთ იუთუბს, ჯინ სტენლი-კოლია ქვარიანი. სიმონ ქვარიანი,ისტორიული რომანი... მამაჩემის მოგონება: ჩამოვედი მატარებლიდან, გავიარე სადგური, დილაა, ვიტრინიდან ხელს მიქნევენ ბოჭოლია და გენდრიმოვიჩი, წინ უდგათ არყის ბოთლები და ლუდის კათხები. უნდა დაგვეწიო, თითო ბოთლი დაცლილი გვაქ უკვეო. რავარი დასაწევია. პერაშკი ჩააყოლე, პერაშკი. რიონის წვერა. გინახავთ, ჩხირებზე აგებული? ეს ორი ვარია შოუშვი ისრიმ მაყვალში... მწვანილი, ქუთაისის მწვანილობის ეპოქა... მგონი, რაღაც ვთქვი და რაღაცას მოვყევი, იქ არმცხოვრები კაცის პირობაზე, თორემ მე რას უნდა მოვყვე ქუთაისზე. მე ვინ ვარ ამ საქმეშიი? ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. ცოტათი მაინც. მთავარი კი არ მითქვამს. დიდი ქუთაისური ლიტერატურა. დიდზე დიდი. პირადად ჩემთვის სრულიად გადამწყვეტი და განუმეორებელი დღევანდელი ჩვენი მწერლობისთვის. ეგ რომ არ ყოფილიყო... არ ვიცი, აზრებს ძნელად გამოვთქვამ ხოლმე ფილოლოგიურად. ასე დაცლილმა, ასე გადასხვაფერებულმა, გულგამოღებულმა, მაინც მოახერხა და ამდენი გააკეთა. ამდენი კი არა, მე რო მკითხო... ჩემს გონებაში ქუთაისი, როგორც სისტემა დაიწყო რეზო ჭეიშვილის მოთხრობით, სადაც წყალტუბოს არქივში მომუშავე მწერლის ცხოვრება იყო აღწერილი და სადაც მოთხრობილ იყო მოკრივე ბაჭიას სიკვდილზე ავტოკატასტროფაში. ალბათ ბაჭია მაშინვე დავუკავშირე, ადრევე გაგონილ ბოჭოლიას და ალბათ იმასაც მივხვდი, რომ ეს ერთი და იგივე კაცია. მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ეგებ სულაც არასწორად ვამბობ ოდესღაც გაგონილ სახელებს. მაგრამ მახსოვს წვიმა იმ მოთხრობაში და ძველი ქუთაისელი ძელეცები რესტორანში. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ მოთხრობამ ჩემზე სრულიად განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა. სრულიად გარკვევით ვხედავდი იმ ადამიანებს, რომლებიც იქ მიმოდიოდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ რაღაცები და ვიღაცები უკვე მენახა ქუთაისში. არ ვიცი. მაგრამ ასე კი იყო და ახლაც ასეა. მერე წავიკითხე მისივე "მუსიკა ქარში". ჩემი ჭკუით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ქართული წიგნი ბოლო ას წელიწადში. ჩემთვის, ისევ და ისევ, თორემ სხვისთვის რა ვიცი. ამ წიგნის ტონი სრულიად უცხოა ჩვენებური წიგნებისთვის. ომის და ომისშემდგომი ქუთაისი. სიმინდი, ბაბუა, ლეკის ბიჭი, პორფილი, დაუმთავრებელი სახლი. ბიჭი, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს. ასეთი ქუთაისი კარგა ხანს მმართავდა. სულ არ გავდა იმას, რასაც თვალს მოვკრავდი ხოლმე. იქ რომ მოვხვდებოდი, აუცილებლად გადავხტებოდი ხოლმე ამ წიგნში და ვადარებდი. ეგეთი ქვეყანაა საქართველო. გააკეთებ ასეთ რაღაცას და არის ეს რაღაცა ჩუმად, ვითომ ასეთი წესია. მოხდება ხოლმე ასე. მგონი, არ უნდა შევყოლოდი ამ ლაპარაკს. ვეღარ დავამთავრებ. ანდა დაუნდობლად უნდა მოვკვეცო. ჩემი ქუთაისური წიგნები კი რასაკვირველია ჩემთან დარჩება. ერთხელ კოტე ჯანდიერმა რეზო გაბრიაძესთან წამიყვანა. ვისხედით და ვლაპარაკობდით. მე რა უნდა მელაპარაკა, მკითხავდა რამეს და ვუპასუხებდი. იჯდა და ხმადაბლა გვიამბობდა რაღაცებს, ლიმონათს აძალებდა ჩემს ქალიშვილს და მალიმალ ეუბნებოდა, - ყოჩაღ, თუ სამიანებს იღებ ხოლმეო. მისი მობილური ყიოდა მამალივით, ის თავად ეწეოდა ძალიან წვრილ სიგარეტებს, ჩასცქეროდა საფერფლეს და ხმადაბლა გვიყვებოდა, როგორ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში, დაბალი და გამხდარი; როგორ დადიოდა საჯაროში, სად რომელი ბირჟა იდგა რუსთაველზე და ამას ყვებოდა არა წარსულისადმი მისი თაობის თბილისელთათვის ჩვეული რომანტიკით და ლაღიძის წყლებზე აქცენტით, არამედ როგორც განვლილი ტკივილის შესახებ.ეს არ იყო ტკივილი წასული რომანტიზმის შესახებ. ეს სულ სხვა ტკივილი იყო. მე მინდოდა, ქუთაისზე მოეყოლა. ხომ არ დავუწყებდი გამოკითხვას. იმ ნაამბობში, ქუთაისი ერთადერთხელ ახსენა და ისე, რომ არ უხსენებია. ასე თქვა: ჩამოვედი აქ, ბავშვი. სიყვარულის მეტი არაფერი მენახა და არაფერი ვიცოდი. ჰოდა, რაიმეს კითხვა ქუთაისის შესახებ რაღა საჭირო იყო. კაცმა თქვა, - სიყვარულიდან ჩამოვედიო. ისე რაღაცნაირად დამამახსოვრდა.. . ახლა ხომ არ მოვყვები, რა არის რეზო გაბრიაძის ქუთაისი და რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის მის ქუთაისს ბოლო ორმოც წელიწადს. მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც. ოღონდ ადამიანებს არ უყვართ ასეთ რამეებზე ფიქრი. ვაი და, სადამდე მიხვიდე. მე კიდევ, რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ეს იყო ხმელთაშუა ზღვის ქალაქი, რატომღაც მოხვედრილი ხმელთაშუა ზღვისგან შორს. ალბათ ეს არის ამ ქალაქის დრამა. მოვიგეთ, ფეოლა... გაგიჭირდებოდათ. მიტროფანე ლაღიძემაც იქიდან დაძრა თავისი წყლები თბილისისკენ." #ქუთაისი #აკამორჩილაძე #KUTAISIDAILY
Sokhumi Daily
Sokhumi, Georgia · 1 week ago
ჟიული შარტავა
ჟიული შარტავა აფხაზეთში სოხუმის დაცემა: აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს,1993 წლის ივნისში,რუსულ და აფხაზურ პოლიტიკურ წრეებში ფართო კავშირის მოქნე შარტავა ედუარდ შევარდნაძემ დანიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის საბჭოს თავმჯდომარედ. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს არ დატოვა ქალაქი. აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა და დახვრიტა.მოგვიანებით შარტავას ცხედარი ქართლ მხარეს გადაეცა. 16 სექტემბერს,გამთენიისას,რუსეთი მორიგ ღალატს პირველი ტყვიებით ამცნობს სოხუმს. რუსული საინფორმაციო წყაროებით ვრცელდება ცნობა, რომ ქალაქს უსწრაფესად აიღებენ. ქრება „მითი“,თიტქოსდა სოხუმი ისეა გამაგრებული,რომ ჩიტიც ვერ შეფრინდება. 1993 წლის 27 სექტემბრის შტურმზე მისი უშუალო მონაწილე,მაშინდელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე,აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მწერალი აკაკი გასვიანი გვესაუბრება და ამბობს,რომ მის თვალწინ წარიმართა ჟიული შარტავას პიროვნული სიდიადე,რომელიც უიმედო დაპირებებისა და ღალატის დროსაც ინარჩუნებდა გარეგნულ სიმშვიდეს და XX საუკუნისმიწურულსგმირობისმაგალითიკიდევერთხელჩაწერასქართველოსისტორიაში. მზაკვრული ზავი აკაკი გასვიანი: „ქართულმა მხარემ კარგად იცოდა,რომ რუსეთის მზაკვრული ზავის ნოდბა არ შეიძლებოდა. ჟიული შარტავას ხელმძღვანელობით,თადარიგი ადრიდანვე დავიჭირეთ. მდგომარეობა დაძაბა ინფორმაციამ დივერსიის შესახებ, რის შედეგადაც გუმისთიდან თვითნებურად მოიხსნა ბატალიონები..ვისი ბრძანებით?-დღესაც უცნობია. შეიარაღებული ჯგუფები რკინიგზის სადგურთან გამოჩნდნენ, გარეუბნებში ქუჩის ბრძოლებიც დაიწყო. მდგომარეობა გართულდა. ზედიდეზ იკარგებოდა სოხუმის კვარტალები. მტერი თანდათან შემოდიოდა ქალაქში. 17 სექტემბერს,დილის 9 საათზე,მინისტრთა საბჭოში ედუარდ შევარდნაძე მოვიდა. მესაუბრა. წასვლისას მითხრა: „მინისტრთა საბჭომ უნდა იმუშაოს, დაცვას გავაძლიერებთ დამატებითი ძალებით“. ათიოდე წუთში გურამ ჯანიაშვილის მეთაურობით, 32 „ავღანელი“ მოვიდა დასახმარებლად და სართულებზე განაწილდნენ. ათის ნახევარზე ჟიული შარტავაც მოვიდა და 11 საათზე მინისტრთა საბჭოს სხდომა გვაქვს დანიშნულიო,გვითხრა. მალე შემოგვიერთდნენ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლორიკ მარშანია, სამდივნოს თანამშრომლები: არიკ შენგელია, ვახტანგ გეგელაშვილი, მიშა კოკაია, მრეწველობის მინისტრი რაულ უშბა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია, პრესსამსახურის უფროსი საშა ბერულავა. დაბომბვა კვლავ განახლდა. გუისთაზე ხაზი გაირღვა და მოწინააღმდეგემ თავისუფლად შემოაბიჯა ქალაქში. ქალაქში მხოლოდ მინისტრთა საბჭო და კომენდატურა ფუნქციონირებდა... ტელეფონის ზარზე, დაეტოვებინათ თუ არა ქალაქი მშვიდობიან მოსახლეობას,უკვე კატეგორიულად ვპასუხობდით- სასწრაფოდ გადით ქალაქიდან! ქართველი მეომრები თავგანწირულად იბრძოდნენ,მაგრამ ურიცხვ მტერთან გამკლავება გაჭრდა. სოხუმის შტურმით აღებას რუსი პოლკოვნიკი ანატოლი სიდორენკო ხელმძღვანელობდა.“ იერიში მთავრობის სახლზე „დღის 12 საათია. ინტენსიური დაბომბვებისგან ყველაფერი ირყევა. ისვრიან სხვადასხვა ნაღმსატყორცნებს. ბრძოლა ომოც წუთს გაგრძელდა. დღის პირველ საათზე,როდესაც სამხედრო მარაგი გვეწურებოდა,კიდევ ერთხელ ვითხოვეთ, რომ ჩვენთვის “ცოცხალი კორიდორის” შესაქმნელად ორი ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი მაინც გამოგზავნონ. ვრეკავდით მთავარსარდალთან, თავდაცვისა და უშიშროების მინისტრებთან, ქალაქის კომენდანტთან, №23 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მეთაურთან... გვპირდებოდნენ: “აი, ახლა გამოვაგზავნით, აი, ახლა... ბრძანება გაცემულია... უკვე წამოვიდნენ”... მაგრამ მაშველი ძალა არ ჩანდა(?!). შტურმი ძლიერდება, მინისტრთა საბჭოს შენობის რამდენიმე სართულს ცეცხლი უჩნდება... აშკარა ხდება, რომ მტერს ვეღარ მოვერევით, ახლა უსწრაფესი მოქმედებაა საჭირო, რომ ტყვედ არ ჩავბარდეთ”. “გავდივართ!” ...სანაპირო ქუჩიდან მიმავალ ადამიანთა ნაკადს ჟიული შარტავა თავისი კაბინეტის ფანჯრებიდან ადევნებს თვალყურს. სოხუმის დასავლეთ ნაწილში - შუქურაში, ზღვისპირა ზოლსა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრები ათასობით ადამიანი ალმოდებული ქალაქიდან გასვლას შეძლებს (შემდეგ კი სვანეთის უღელტეხილს გაუყვება). როცა ადამიანთა ნაკადი შეწყდება, აფხაზეთის მინისტრთა საბჭო თავის ფუნქციას ამოწურულად მიიჩნევს. მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს ბრძანებას ჟიული შარტავა: “გავდივართ!” აკაკი გასვიანი: “ჟიული შარტავასა და გურამ ჯანიაშვილის ბრძანებით გადაწყდა მცირე, 2-3-კაციან ჯგუფებად გავსულიყავით და ბოლომდე წინააღმდეგობა გაგვეწია მტრისთვის. კიბეზე დავეშვით. ჟიული შარტავა, რაულ ეშბა, გურამ გაბისკირია, ჯუმბერ ბეთიშვილი, იური გავა და სხვები ქუჩისკენ ჩამავალ კიბესთან შეჩერდნენ. ჟიული შარტავას თან ახლდნენ დაცვის ბიჭები: ავთანდილ დეკანოიძე, მამია ალასანია, ბადრი ბაღათურია, თენგიზ აბსანძე, ელგუჯა შარტავა და მერაბ კვირიკაძე. ჩემი მანქანისკენ ვიხედები, იქნებ შევძლო იქამდე მისვლა... და ჟიული შარტავას გაყვანა. სანამ გამოსავალს ვეძებ, ტყვიის ზუზუნი მომესმა. ცხადლივ ვხედავ ტყვიის ირგვლივ წაგრძელებულ ტალღებს, უფლის ნებით, თავის გაწევას ვასწრებ... ეტყობა, სნაიპერმა ჩემს სვანურ ქუდს დაუმიზნა... ერთხელ თაღს ამოვეფარე, მაგრამ მეორე გასროლაზე მეომრების ჯგუფი მომაწვა და უკვე ღია სამიზნედ ვიქეცი. იქ დარჩენა არ შეიძლებოდა. ჩემს მცველს, ზურაბ სუბელიანს დავუწყე ძებნა, რამდენიმე ტყვია ისევ ამცდა. ამ დროს გურამ კვარაცხელიამ ჩამავლო ხელი, - ხომ ხედავ, შენ გესვრიან, კედლისკენ გავიდეთო. სკვერში გადავინაცვლეთ, იქ უარეს საფრთხეში აღმოვჩნდით. ფრუნზეს ქუჩიდან ტყვიამფრქვევები დაგვიშინეს. გურამი მიწაზე გაწვა, მე ხეებს ამოვეფარე და ნახტომ-ნახტომით მივაღწიე ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარამდე. ეგონათ, დაგვხოცეს და სროლა შეწყვიტეს. ქუჩის მესამედი გვქონდა გადასალახი და სროლა ისევ განახლდა. ჯვარედინ ცეცხლში მოვექეცი. ცოცხლად ჩემს აყვანას ვერ შეძლებენ, ხელყუმბარა და ბოლო ტყვია მქონდა გადანახული. ფრუნზეს ქუჩაზე, სამხატვრო სკოლასთან შემომიერთდნენ “ავღანელები”. იქ ათი წუთი დავყოვნდით. ავღანელთა ბატალიონის უფროსმა გურამ ჯანიაშვილმა დამამშვიდა, ჟიული შარტავა თავისი ჯგუფით ბოტანიკური ბაღის წინ გამავალ ქუჩას გაუყვაო. ვიფიქრე, როგორც დათქმული გვქონდა, კომენდატურას (წერეთლის ქუჩაზე, უნივერსიტეტის შენობაში) მიაშურეს-მეთქი. თუმცა, კომენდატურაში 2-3 კაციღა დამხვდა, შარტავა მათ შორის არ ყოფილა. წითელი ხიდისკენ წავედი, იქ ბრძოლები არ ყოფილა, გორაკებზე შემდგარი მაღლივი შენობებიდან მტერი გამვლელებს უშენდა ცეცხლს. იქ შევხვდი ქალაქის კომენდანტს მერაბ გამზარდიას, მის მოადგილეს - ნუგზარ ქოიავას და აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს კოტე ზაქარაიას. მტერს შეუმჩნეველი არ დავრჩენილვართ, სროლა ატეხეს. ჭურვების თანხლებით პატარა ბაზრამდე მივაღწიეთ და რუსეთის საჰაერო თავდაცვის ობიექტის ჭიშკართან აღმოვჩნდით: “არ გაბედოთ შემოსვლა, თორემ გესვრით!” - ასეთი აგრესიული იყვნენ რუსი სამხედროები ჩვენ მიმართ. თავიანთ მშობლიურ ენაზე შევუკურთხე და იქაურობას გავეცალეთ. გენერალ ვალერი ქვარაიას მძიმე ტექნიკა ტურბაზასთან იდგა. ავუხსენი მდგომარეობა - თუნდაც ერთი ტანკი მოგვაშველეთ “ცოცხალი კორიდორის” შესაქმნელად-მეთქი. არც ამას დავჯერდი. თბილისის გზატკეცილით აგუძერაში, სამხედრო შტაბში ჩავედი. ავუხსენი, მთავრობის სახლს უჭირს, იგი ფაქტობრივად ალყაშია და იქიდან გამოსასვლელად მძიმე ტექნიკაა საჭირო-მეთქი. რამეს ვიღონებთო - აღმითქვეს. მიუხედავად შეპირებებისა, ჟიული შარტავას გამოსახსნელად მინისტრთა საბჭოს შენობამდე მაშველი ძალა არ მისულა(?!). ბოლო “ინსტანცია” ედუარდ შევარდნაძე გახლდათ. იგი გულრიფშში იყო. ვითარების გაცნობა არ გამჭირვებია, ყველაფერი იცოდა. საუბრის ბოლოს მითხრა: “ამჯერადაც გვიღალატეს რუსმა სამხედროებმა. ჩვენი დსთ-ში შესვლა არ აღმოჩნდა საკმარისი... ველაპარაკე ბორის პასტუხოვს, შემპირდა, ჟიული შარტავას და სხვებს ალყიდან საერთაშორისო წითელი ჯვრის მანქანებით გამოგაყვანინებთო”... გული მაინც ცუდს მიგრძნობდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გურამ ჯანიაშვილის მეომრებმა “ცოცხალი კორიდორი” გააკეთეს. ძლიერი აფეთქების ხმამ იქაურობა რომ შეაზანზარა, შეძახილი გაისმა - ჩახოცეს ბიჭებიო. შეძახილი საბედისწერო გამოდგა. ორი “ავღანელი” სასიკვდილოდ დაიჭრა... ეგონათ, “ცოცხალი კორიდორი” აღარ არსებობდა და ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა: მოულოდნელად ჟიული შარტავამ გეზი ისევ მინისტრთა საბჭოს შენობისკენ აიღო. გადაწყდა, ებრძოლათ ბოლომდე, ვიდრე ტყვიები ეყოფოდათ. “ავღანელებს” ელგუჯა გორდაძე მეთაურობდა. დაცვის ბიჭებთან ერთად, ხელიდან ავტომატი არ გაუგდია ქალაქის მერს - გურამ გაბისკირიას. შეურიგებელი ბრძოლა ორ საათს გაგრძელდა. მტერი პირდაპირ შარტავას კაბინეტს ესროდა, პირველად ხანძარი მის ოთახს მოედო... წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა... ჟიული შარტავა კრიტიკულ სიტუაციაშიც ამშვიდებდა მეომრებს, აფხაზებთან მოლაპარაკებას გავმართავო... უცნობმა ყაბარდოელმა ოპერატორმა ვიდეოფირზე ის კადრი აღბეჭდა, როდესაც ჯალათების წინ ჟიული შარტავა დგას, გურამ გაბისკირიასთან, რაულ ეშბასთან, “ავღანელებთან” ერთად. - არასოდეს, სანამ ცოცხალი ვარ! - პასუხობს გურამ გაბისკირია მოძალადეს (ოღონდ რა კითხვაზე - ჩვენთვის უცნობია). კადრიდან ჩანს ერთ მუშტად შეკრული “შარტავას რაზმის” შეუპოვრობა. ისინი უშიშრად მიაბიჯებენ... ეშაფოტისკენ! “შევარდნაძემ აფხაზეთი დათმო...” "უცნაურ ომს” უწოდებდა ბატონი ჟიული შარტავა აფხაზეთის ომს, რომელმაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა. აფხაზეთის ომს ჰქონდა 3 სექტემბრის მზაკვრული “სამშვიდობო” ხელშეკრულება, რომელიც აფხაზთა მხრიდან დაირღვა და ცეცხლი განახლდა, რის შედეგად დაიკარგა გაგრა! აფხაზეთის ომს... არ უნდა ჰქონოდა 27 ივლისის ზავი, რომელმაც ქართული მხარის მძიმე ტექნიკის - ასეული კილომეტრით, აფხაზურის კი - რამდენიმე კილომეტრით დაშორება დააკანონა. ამავე ზავით, დანაშაული იყო აგრეთვე გუმისთაზე ბატალიონების მოხსნა. როდესაც სროლები განახლდა, სოხუმში დარჩენილი ის მეომრები, რომელთაც იარაღი გადამალეს, ორმაგი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდნენ: მათ საკუთარი ოჯახებიც უნდა დაეცვათ და მომხდურიც შეეჩერებინათ გუმისთასთან, რამაც ჯარისკაცებში დაბნეულობა გამოიწვია, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები საბოლოოდ სოხუმის “თვითმკვლელობის” წინა პირობად იქცა!.. დაიკარგა არა მარტო სოხუმი და გაგრა, არამედ მთლიანად აფხაზეთი. ისმის კითხვა - ჰქონდა თუ არა ქვეყნის მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს ინფორმაცია აფხაზური მხრიდან მოსალოდნელი ცეცხლის განახლების შესახებ? საინფორმაციო-სადაზვერვო სამსახურის მაშინდელმა უფროსმა ირაკლი ბათიაშვილმა ამ კითხვაზე ასე უპასუხა: “საქართველოს უშიშროებას ჰქონდა ყველა საჭირო ინფორმაცია მთელი ომის განმავლობაში აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ. ეს მასალები აუცილებლად დაიდებოდა მეთაურის მაგიდაზე. მთავარსარდალი ვერ აკონტროლებდა აფხაზეთში შექმნილ ქაოსურ სიტუაციას, მოწოდებულ ინფორმაციაზე ადეკვატურად არ რეაგირებდა. ასეთი სვლებით მთავარსარდალმა აფხაზეთი დათმო, უშიშროების მასალებს კი მისივე სამუშაო მაგიდაზე დაედო საიდუმლო გრიფი. მეთაურისგან ლიმიტირებული მასალები პროკურატურაში დღესაც საიდუმლოდ ინახება”. პასუხგაუცემელ კითხვებს შორისაა, ყველაზე მთავარი, - რატომ ვერ მიაშველა განწირულ ქალაქს მთავარსარდლობამ კოდორზე შეჩერებული საარმიო კორპუსები, რომელსაც სარდლობდნენ პაატა დათუაშვილი, თენგიზ კიტოვანი და დავით თევზაძე... რასთან გვაქვს საქმე, არაპროფესიონალიზმთან თუ შეგნებულ ღალატთან. შეიძლებოდა სოხუმის გადარჩენა? აკაკი გასვიანი: “შეიძლებოდა! ჩვენი მეომრები, მართალია, არ იყვნენ გაწვრთნილი სრული სამხედრო სტანდარტებით, მაგრამ მათ გამოავლინეს ჭეშმარიტად ქართული მეომრული სული, რამაც არაერთი ბრძოლა მოაგებინა (15-16 მარტს - ეშერის მისადგომებთან, ბრძოლა ტამიშთან, კამანთან). 12 დღის განმავლობაში ქართველმა მეომრებმა თავგანწირული ბრძოლებით არაქათი გამოაცალეს აფხაზი სეპარატისტების მიერ დაქირავებულ “ბოევიკებს”. კიდევ ორი საათი რომ გაგრძელებულიყო ბრძოლა, მტერი უკუიქცეოდა (რუსმა სამხედროებმა ომის შემდეგ ეს თავად აღიარეს). 26 სექტემბერს, სამხედრო შტაბის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება რომ შესრულებულიყო და ქალაქის ცენტრი შესაბამისად ორი ბატალიონით გაემაგრებინათ, სოხუმი გადარჩებოდა." სიკვდილამდე ცოტახნით ადრე ქალბატონი ლია ჯალაღონია-შარტავა წლების შემდეგ იმ დღეს გაიხსენებს, როდესაც მეუღლეს უკანასკნელად დაემშვიდობა: “დილის 5 საათი იყო. ყურმილი ავიღე. სოხუმიდან რეკავდნენ. ტელეფონთან ჟიულის სთხოვდნენ. ყურმილი გადავეცი, თან ჟიულის შევცქეროდი... ის თანდათან გაფითრდა, სუნთქვა გაუხშირდა და მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი სიმშვიდით იძლეოდა პასუხებს, განკარგულებებს. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა, - ლია, მგონი ისევ დაიწყო ომი აფხაზეთშიო. სასწრაფოდ ჩაიცვა და წავიდა სახელმწიფო მეთაურთან შესახვედრად, დღის სამის ნახევარზე დაბრუნდა. 3 საათზე სოხუმში უნდა გაფრენილიყო. მის სამუშაო ოთახში შევედი, უცებ მომიბრუნდა და მითხრა: “ლია, ცხოვრებაში ჩვენ ბევრი გაჭირვება გამოვცადეთ და ახლა ესეც უნდა ვნახოთ”. უკვე ვიცოდი, რომ სოხუმი იბომბებოდა. ოთახიდან გავედით. კართან ერთმანეთს დავემშვიდობეთ. გასვლის წინ მითხრა: “ჩემი საბუთები და სურათები დიპლომატშია, თუ რაიმე მოხდა, ღირსეულად მიტირეთ”. ჟიული შარტავა მოახლოებულ აღსასრულს არა მარტო გრძნობდა, არამედ როგორც მწერალი ჯემალ აჯიაშვილი (ბატონი ჟიულის თანაკლასელი) იტყვის: “ამ ნაბიჯისთვის იგი მთელი თავისი ცხოვრება ემზადებოდა. არ შეიძლება ცხოვრების წესი, ჩვეულებები, ხასიათი, შეწირვისთვის მზადყოფნა ერთ დღეში დაიბადოს და ჩამოყალიბდეს.“ საბედისწერო ნაბიჯი იყო? ამას ვერ ვიტყვი. ჟიული თავისი არსით, ცხოვრებით ერის დიდებულ წარსულს იყო შეძერწილი და მოიქცა ისე, როგორც მის ძირსა და გენს ეკადრებოდა. ამ გზისაკენ დიდი წვალებით, შრომით, ტრაგიზმით მიდიოდა”. წყარო:blogpost.com#აფხაზეთი #სოხუმი #ოკუპაცია #პოლიტიკა #sokhumidaily
Fashion Folk Tales
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ᲜᲐᲝᲛᲘ ᲥᲔᲛᲑᲔᲚᲘᲡ ᲘᲡᲢᲝᲠᲘᲐ ᲗᲐᲕᲘᲡᲘᲕᲔ ᲡᲘᲢᲧᲕᲔᲑᲘᲗ
„შესანიშნავი ბავშვობა მქონდა, მაგრამ ბავშვის სხეულში თავს ყოველთვის ზრდასრულად ვგრძნობდი. ხუთი წლის ასაკში, ლონდონის სამხრეთით აკტონში მდებარე ბარბარა სპიკის სკოლაში ჩავირიცხე, ამიტომ ყოველ დილით ჩემი სახლიდან ლონდონის ჩრდილოეთით, სტოკველამდე, ავტობუსით და ორი მატარებლით უნდა მევლო. 13 წლის ასაკში სკოლა იტალია კონტიში გადავედი, თუმცა მანამდე უკვე ბევრ სატელევიზიო და მუსიკალურ ვიდეოში მქონდა მონაწილეობა მიღებული. მათ შორის ყველაზე ამაღელვებელი ბობ მარლის Is This Love იყო. ჩვენს ოჯახს უყვარდა რეგი. სულ რაღაც შვიდი წლის ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი თუ რას ნიშნავდა ეს. ვერ ვაანალიზებდი, რომ ჩემ წინ მდგარი ბობ მარლი საბანში მახვევდა. ის ყველაზე სიმპატიური მამაკაცი იყო საუცხოო აგებულებით; გულითადიც იყო და ტკბილად საუბრობდა ძლიერი იამაიკური აქცენტით, როგორიც სახლიდან ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო. სანამ 12 წლის გავხდებოდი სახლი ბებიაჩემს ეკუთვნოდა. დედაჩემი ვალერი მოცეკვავე იყო და იტალიაში ცხოვრობდა, მოგვიანებით კი შვეიცარიაში. ყოველთვის აღელვებული ვიყავი მისი სახლში სტუმრობით და მოწყენილი, როდესაც უნდა წასულიყო. დედა მოხდენილი იყო და თავისი სტილი ჰქონდა. როდესაც 12 თუ 13 წლის ვიყავი, მოდურ ჩვენებაზე გამოვიდა და მახსოვს ოთახის შესასვლელში მაჩვენებდა თუ როგორ უნდა ევლო. ვუყურებდი როგორ დადიოდა ლაიონელ რიჩის მუსიკის თანხლებით. 13 თუ 14 წლის ასაკში წარმოდგენა არ მქონდა რისი ჩაცმა მინდოდა. მგონი გოთი ვიყავი: გრძელი შავი კაბები და ქურთუკები მომწონდა და სკოლაში დოქტორ მარტენსი მეცვა. მახსოვს ის დღე, როდესაც ქუჩაში შემამჩნიეს. აპრილის თბილი დღე იყო და სკოლის შემდეგ მეგობრებთან ერთად ვატარებდი დროს. სამივეს ჩვენი იტალია კონტის უნიფორმები გვეცვა: ღია ლურჯი კლეჩატი კაბა, მუქი ლურჯი ამოჭრილ საყელოიანი სვიტერი, მაისური, ჰალსტუხი. წესით ჩალის ქუდებიც უნდა გვფარებოდა, მაგრამ ეს არასდროს გაგვიკეთებია. მოულოდნელად ჩემთან ერთი ქალი მოვიდა და მკითხა, მიფიქრია თუ არა ოდესმე მოდელობაზე. ის ბეტ ბოლდტი იყო, სააგენტო Synchro-ს ხელმძღვანელი. ჩემი უშუალო რეაქცია გაკვირვება და მღელვარება იყო. მაგრამ როდესაც დედაჩემს ვუთხარი, ეს იდეა საერთოდ არ მოეწონა. ყველას გვსმენოდა საშინელი ისტორიები აღმოჩენილი გოგოების, რომლებსაც ფოტოების გადასაღებად უამრავ ფულს ახდევინებდნენ და შემდეგ ვერსად ხვდებოდნენ. დედაჩემს უნდოდა სკოლაში დავრჩენილიყავი და დავალებების კეთება დამესრულებინა. მაგრამ ყველაფერი ჩემებურად მინდოდა, ამიტომ რამდენიმე კვირის შემდეგ ბეტის სანახავად თვითონ წავედი. პირველი ვიზიტისას თმა შუაზე გამიყო, მაკიაჟი გამიკეთა და ჩემი სკოლის უნიფორმაში რამდენიმე შავ-თეთრი ფოტოს გადასაღებად სიმაღლეზე შემაყენა. საბოლოოდ, დედამ გადაწყვიტა, რომ მოდელობა შემეძლო, ვინაიდან ეს ჩემს სკოლაში სწავლებას და დავალებების შესრულებას ხელს არ შეუშლიდა. სამი თვის შემდეგ Synchro-სთან გავაფორმე კონტრაქტი და საზღვარგარეთ ბრიტანული ელისთვის ჩემი პირველი დიდი გადაღებისთვის წამიყვანეს. ახალ ორლეანში ჩავფრინდით, პირველი თემისთვის მე და კიდევ ერთი მოდელი, პრერიის სტილის კაბებში გადაგვიღეს, მეორე თემისთვის კი – მხოლოდ მე, პენსაკოლას სანაპიროზე. როდესაც ლონდონში დავბრუნდი ამერიკელი აგენტების ყურადღება მივიპყარი – ჩემთან შესახვედრად ოთხჯერ გადაუფრინეს ლონდონს. პირველი მოწვევა პარიზიდან 16 წლის ასაკში მივიღე. პირველად დეიდაჩემი ჯული წამომყვა, თუმცა ეს არც ისე დიდი ხნით ადრე იყო, სანამ უბრალოდ ფრანგული ელისთვის შერჩვევებზე რამდენიმე კვირის განმავლობაში დავრჩებოდი იქ. ერთ-ერთი მოგზაურობისას მთელი ფული მომპარეს. არავის უთქვამს ჩემთვის ჩემი ნივთები დაცულად რომ უნდა შემენახა და ყველაფერი დავკარგე. პარიზში არავის ვიცნობდი. ამანდა კაზალეტმა, რომელსაც იმ დღეს ასევე გადაღება ჰქონდა, მასთან ერთად დაბრუნება შემომთავაზა. ჯერ დიზაინერთან ტანსაცმლის მორგებაზე უნდა წასულიყო – რატომ არ უნდა გავყოლოდი? აი როგორ შევხვდი აზადინ ალაიას. რა თქმა უნდა, არ ვიცოდი ვინ იყო. მის სახლში მისვლისას მახსოვს, ძალიან მორიდებულად ვიქცეოდი. ავუხსენი, რომ ინგლისიდან ახალი ჩამოსული ვიყავი და ფული მომპარეს. ძალიან თავაზიანი იყო და სასტუმროში დარჩენა შემომთავაზა. ტელეფონზე დედაჩემს ფრანგულად ელაპარაკა და მომდევნო დღეს Rue du Parc-Royal-ში მის სახლში გადავედი. მას შემდეგ პარიზში ჩემი ცხოვრება ყოველდღიურად სტუდიაში სიარულს, სასტუმროში დაბრუნებას, შხაპის მიღებას, ოთახის სერვისით მომსახურებას, ტელევიზორის ყურებას და დაძინებას გულისხმობდა. მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული ყოველთვის, როდესაც პარიზში ჩავდიოდი აზადინთან ვრჩებოდი. მისი საშუალებით ყველაზე საოცარ ხალხს შევხვდი: თინა ტერნერს, ანდრეი პუტმანს, ჯერი ჰოლს, გრეის ჯონსს. აზადინი თავის გარშემო ყოველთვის ოჯახურ ატმოსფეროს ქმნიდა. არ მიწევდა ჩემი თავის მამის როლში ყოფნა, მგონი მამის თვისებებს ვეძებ კაცებში, რომლებიც მიყვარს და პატივს ვცემ ისე, როგორც კრის ბლექველს აილენდ რეკორდსიდან და ქუინსი ჯონსს. (ქუინსის ბავშვები თავიანთ მეშვიდე დას მეძახიან და დასავით მექცევიან.) ასეთივეა აზადინიც, რომელსაც “Papa”-ს ვეძახი. ის “Ma fille”-ს მეძახის. თავიდან ზოგი ჩვენებისთვის ჩემი კანის ფერის გამო არ ამიყვანეს. ამას ჩემი გაღიზიანების საშუალება არ მივეცი. ადრეული ასაკიდან აუდიტორიის წინაშე წარდგომის და პერფორმირების საშუალებით მივხვდი თუ რას ნიშნავს იყო შავკანიანი. ზედმეტი ძალისხმევა უნდა გამოიჩინო. ორჯერ უკეთესი უნდა იყო.#ნაომიქემბელი #მოდა #დიზაინი #მოდელები #ტოპმოდელები Tbilisi
+4
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 1 month ago
სტალინის და ტროცკის დაპირისპირება
1932 წელს მოსკოვში, იოსებ სტალინის დაუძინებელი მტრის - ლევ ტროცკის ბინაში "მოულოდნელად" ხანძარი გაჩნდა და ყველაფერი განადგურდა. იმხანად ლევ ტროცკი უკვე საზღვარგარეთ იყო გაქცეული, მაგრამ სტალინის წინააღმდეგ იქიდანაც ინტრიგებს ხლართავდა. დიდი დიქტატორი, ჩვეულებისამებრ, ძალზე შეუბრალებლად ექცეოდა მტრებს და ბუნებრივია, არც ტროცკის მიმართ გამოიჩენდა ლმობიერებას - მით უმეტეს, რომ მასთან პირადი საქმეების გამოც გართულებული ურთიერთობა ჰქონდა და დანდობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. საბჭოთა ოფიციოზმა მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ ტროცკის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი სრულიად შემთხვევით გაუჩნდა - დარაჯს, რომელსაც გათბობის რეგულირებაც ევალებოდა, საქვაბეში შესვლა გადაავიწყდა, ჩაეძინა და გახურებული საქვაბის აფეთქებამ ცეცხლი გააჩინა. სინამდვილეში ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის შინსახკომის მიერ იყო მოწყობილი, მაგრამ ამას ვერავინ იტყოდა - დარაჯი ხანძარს ემსხვერპლა, სხვა მოწმე კი არ არსებობდა. ლევ ტროცკიმ, რომელიც მაშინ თურქეთში იმყოფებოდა, კარგად იცოდა, რომ იოსებ სტალინს, რომ იტყვიან, "გრძელი ხელები ჰქონდა" და სტამბოლში სულაც არ გაუჭირდებოდა მტრის გაქრობა. ამიტომაც, როგორც კი მოსკოვური სახლის დაწვის შესახებ შეიტყო, თავშესაფარი ოფიციალურად საფრანგეთს სთხოვა - იგი სასტუმრო "ორიანტიდანაც" (დღევანდელი სასტუმრო "თაქსიმი" სტამბოლში), მალე საცხოვრებლად საფრანგეთის საელჩოში გადავიდა. საფრანგეთის ელჩს თურქეთში ლევ ტროცკისთვის საცხოვრებლის გამოყოფაზე უარი არ უთქვამს; პარიზმა კი სტალინის დაუძინებელი მტერი კარგა ხანს ალოდინა - ლევ ტროცკის თავშესაფარი მაშინღა აღირსეს, როდესაც 1936 წელს ესპანეთში სამოქალაქო ომი დაიწყო და საბჭოთა კავშირმა აშკარად დაუჭირა მხარი ესპანეთის კომუნისტურ პარტიას. ესპანეთში მის გარდა არსებობდა ასევე "მარქსისტული ერთიანობის მუშურ-გლეხური პარტია" ანუ "პოუმ", რომელიც ტროცკის იდეებს იზიარებდა. პარიზში დაფუძნებული ტროცკი, ვისაც საფრანგეთის მთავრობა პოლიტიკურ აქტიურობას არც კი უკრძალავდა, ესპანეთის ამბებში თხემით ტერფამდე ჩაეფლო - ის "პოუმ"-სა და ანარქისტებს დაუკავშირდა და ესპანელი კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლას შეუდგა. პარალელურად, რაღა თქმა უნდა, მონარქისტებსაც უპირისპირდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ლევ ტროცკის 1932 წელსვე ჩამოართვეს საბჭოთა კავშირის მოქალაქეობა და დაუსწრებლად მიუსაჯეს დახვრეტა. კრემლის მესვეურები არ ახმაურებდნენ იმ ფაქტს, რომ სტალინის მეუღლე - ნადეჟდა ალილუევა ტროცკის დავალებით იყო მოწამლული. ამას ემატებოდა ისიც, რომ ფრანგულ პრესაში (მაშინ ფრანგული პრესის პრესტიჟი წარმოუდგენლად მაღალი იყო) ხშირად ქვეყნდებოდა წერილები სტალინის პიროვნების შესახებ და დიდი დიქტატორი მათი წაკითხვის შემდეგ გიჟს ჰგავდა - დეტალები, რომლებზეც იქ ეწერა, მართლაც, სინამდვილეს შეესაბამებოდა; არადა, მათ შესახებ მხოლოდ სტალინის ოჯახის ახლობლებს უნდა სცოდნოდათ. 1937 წელს, ესპანეთში სამოქალაქო ომი რესპუბლიკელთა სასტიკი დამარცხებით დასრულდა. ამას წინ უძღოდა ერთი მეტად შთამბეჭდავი ტერაქტი, რომელიც იმავე წლის დასაწყისში, ბარსელონაში (ეს ქალაქი რესპუბლიკელების ძირითად საყრდენ ბაზას წარმოადგენდა) ესპანეთის კომუნისტური პარტიის ტერორისტებმა მოკლეს ტროცკის მომხრე "პოუმ"-ის ლიდერი ანდრეუ რინი. ამან კი დიდი არეულობა შეიტანა რესპუბლიკელთა რიგებში - კომუნისტურ პარტიას "პოუმ"-ისა და ანარქისტული პარტიის წევრები დაუპირისპირდნენ. ფრანსისკო ფრანკო ბაამონდემ კი, რომელიც იმ დროს ანტირესპუბლიკურ ფრონტს ხელმძღვანელობდა, დრო იხელთა და უეცარი შეტევებით მოსპო რესპუბლიკელთა არმია; მერე ბარსელონაც აიღო და ყველაფერი მოაგვარა. ესპანელ რესპუბლიკელთა დამარცხება სტალინმა და ტროცკიმ საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთს გადააბრალეს - დიდი დიქტატორი კრახმა იმ დონეზე კი გააცოფა, რომ ტროცკის პოლემიკაში აჰყვა; არადა, მანამდე ეს არასოდეს უქნია. მან "პრავდაში" სტატიების მთელი სერია გამოაქვეყნა საერთო სათაურით - "მსოფლიო პროლეტარიატის ნომერი პირველი მტერი"; ტროცკიმ კი, ტრადიციულად, ფრანგული პრესის ფურცლებიდან გასცა არანაკლებ მწვავე პასუხი, თანაც საჯაროდ განაცხადა, რომ იწყებდა მუშაობას დიდტანიან ბიოგრაფიულ ნაშრომზე - "სტალინი". რამდენადაც სტალინ-ტროცკის დაპირისპირებამ უკვე საერთაშორისო ასპარეზზე გადაინაცვლა, პარიზმა ტროცკის თავშესაფრის ქონის უფლება შეუწყვიტა და მალე ქვეყნის დატოვებაც მოსთხოვა. რა თქმა უნდა, საფრანგეთის მესვეურები სტალინის გაღიზიანებას ერიდებოდნენ - მით უმეტეს, რომ უკვე 1937 წელი იდგა და დიდი დიქტატორი მტრების მუსვრით იყო დაკავებული. სწორედ მაშინ თქვა ტროცკიმ: "მე მტრების არ მეშინია, მაგრამ უნდა გავერიდო მათ, რადგან გრძელი ხელები აქვთ". 1937 წელსვე, IV ინტერნაციონალის (რომელიც მაშინ აშშ-ში იყო ბაზირებული) არაოფიციალური მიწვევით, ლევ ტროცკი მექსიკაში ჩავიდა. იმხანად მექსიკას საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდა და საბჭოთა დაზვერვასაც იქ ხელი არ მიუწვდებოდა - ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონათ თავად ლევ ტროცკისა და მის თანამოაზრეებს, IV ინტერნაციონალიდან. მექსიკის ხელისუფლებაზე სტალინი მართლა ვერ მოახდენდა გავლენას, თუმცა ლევ ტროცკის ფინანსური მდგომარეობა ნამდვილად აღარ იყო ისეთი, რომ ოკეანის გაღმიდან სტალინისთვის რაიმე დაეკლო - ჯერ კიდევ 1936 წელს, პარიზში ყოფნისას, ტროცკი იძულებული გახდა, თავისი არქივის ნაწილი ამსტერდამის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტის ადგილობრივი ფილიალისათვის მიეყიდა; აღებული ფულით კი ვალები გადაიხადა. ასე რომ, მექსიკაში ჩამოსვლისას, ლევ ტროცკის ჯიბეში გროშიც არ უჭყაოდა და იძულებული გახდა, პოლიტიკური მოღვაწეობა დროებით შეეწყვიტა - მან მეხიკოს გარეუბან კოიოაკანში კურდღლების ფერმა აიღო გირაოდ და ფერმერობას შეუდგა. მიუხედავად იმისა, რომ მექსიკაში მყოფი ტროცკი აღარ აქტიურობდა, კრემლში სტალინი მაინც შეშფოთებული იყო და თავისი დაუძინებელი მტრის ლიკვიდაციაზე უფრო ხშირად ფიქრობდა. დიდმა დიქტატორმა იცოდა, რომ ტროცკი არ გაჩერდებოდა; არადა, სტალინს ევროპის "გაწითლება" ეწადა და თუ მტერს თავიდან არ მოიშორებდა, ჩანაფიქრს ვერ აასრულებდა - ევროპელ მემარცხენეთა შორის ხომ ტროცკის ძალიან ბევრი მომხრე ჰყავდა და მათ ხალხის დარაზმვა შეეძლოთ. 1940 წლის თებერვალში, იოსებ სტალინმა საბოლოოდ გადაწყვიტა, ტროცკისთვის ბოლო მოეღო. მაშინ საბჭოთა კავშირი ფინეთთან ომს აწარმოებდა და ერთი შეხედვით, ამის დრო არ იყო, მაგრამ დიდი დიქტატორი მაინც მიიჩნევდა, რომ ომის მიუხედავად, ტროცკის ლიკვიდაცია აუცილებელი იყო. აქვე იმასაც დავძენთ, რომ დასავლეთელი ისტორიკოსები ლევ ტროცკის მკვლელობაზე საუბრისას, ყოველთვის მიუთითებენ, რომ სტალინი მაშინ II მსოფლიო ომის წამოწყებას გეგმავდა და კატეგორიულად არ სურდა, რომ იმ მომენტისთვის ტროცკი ცოცხალი ყოფილიყო. ეს თვალსაზრისი მართლაც შეეფერება სიმართლეს, რადგანაც სწორედ ტროცკის მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ დაიწყო II მსოფლიო ომი - გერმანია და საბჭოთა კავშირი ერთდროულად შეიჭრნენ პოლონეთში. თებერვლის ერთ თოვლიან დღეს, სტალინმა თავის კაბინეტში ლავრენტი ბერია იხმო. პენსნეიანი კაცი დროულად გამოცხადდა მასთან. დიდმა დიქტატორმა, რომელიც კარისაკენ ზურგით, ფანჯარასთან იდგა, კარის ჭრიალზე მოიხედა და ჩაეღიმა: "აჰაა, მოხვედი, ლავრენტი?... რაღაც მინდა დაგავალო", - ჩაილაპარაკა მერე და სტუმარს იქვე, სავარძელზე უხმოდ მიუთითა. ლავრენტი ბერია დინჯად დაჯდა, პენსნე მოიხსნა, გაწმინდა და მერე ქართულად იკითხა: "რა ამბავია, ვისარიონიჩ?" იმავე საღამოს, თავის კაბინეტში მჯდარმა ლავრენტი ბერიამ შიკრიკს ტროცკის საქმე და კიდევ რამდენიმე სხვა საქაღალდე მოატანინა, მდივან ქალს კი ერთი ჭიქა ჩაის ადუღება სთხოვა. თხოვნა რომ შეუსრულეს, თვალები მოჭუტა, ქალს მადლობა გადაუხადა და მოულოდნელად ჰკითხა: "ფროსია, ვინ გვყავს ჩვენ ისეთი, ესპანური რომ იცოდეს?" მდივანი ქალი წამით დაიბნა, მერე კი უპასუხა: "რაღა თქმა უნდა, ნაუმ ეიტინგონი, ლავრენტი პავლოვიჩ!" საბჭოთა უშიშროების ოფიცერი, ნაუმ ეიტინგონი, რომელსაც ესპანეთის ომის დროს საბჭოთა კავშირიდან რესპუბლიკელთა კონტროლირებად ტერიტორიებზე მოხალისეთა შენაერთების გადაყვანა ევალებოდა, მართლაც შესანიშნავად ფლობდა ესპანურ ენას. სხვათა შორის, ის თბილისში გაზრდილი რუსი ებრაელი იყო და ბერია კარგად იცნობდა. ამიტომ, პენსნეიან კაცს აღარც უყოყმანია - ეიტინგონი თავისთან იხმო და ვითარება გააცნო. ნაუმ ეიტინგონი, რომელსაც "ტროცკის საქმეში" მეტსახელად "ფილიპე" უწოდეს, თავდაპირველად დაეჭვდა, შეძლებდა თუ არა საბჭოთა აგენტურა მექსიკაში ისე შეღწევას, რომ არავინ ჩავარდნილიყო: "ჩვენი ბიჭები არწივები არიან, მაგრამ მექსიკა ჩვენთვის მაინც სპეციფიკურია... ცდად კი ღირს!" - უთხრა მან ბერიას. პენსნეიანმა კაცმა ავად ჩაიღიმა და წყნარად თქვა: "სრულ თავისუფლებას გაძლევთ, იმუშავეთ და საქმე გააკეთეთ... იცოდეთ, ყველაფერი აგვისტოში უნდა მორჩეს... ჰო, მართლა - მე ნუ მიპატაკებთ, რადგან ეგ საქმე ამხანაგ პაველ სუდოპლატოვს დააწერეს!" ეიტინგონისთვის ყველაფერი ცხადი გახდა, ამიტომ დაზუსტება არ მოუთხოვია, ისე დაემშვიდობა ბერიას და კაბინეტიდან გავიდა. მან იმავე დღეს ინახულა პაველ სუდოპლატოვიც - გამოცდილი საბჭოთა "ჩეკისტი", რომელმაც სახელი უკრაინელი ნაციონალისტების ლიდერის, ევგენი კონოვალეცის ორიგინალური ლიკვიდაციის მერე გაითქვა: კონოვალეცს ძალიან უყვარდა შოკოლადი; სუდოპლატოვმა, რომელიც მას "ჩეკას" დავალებით ამსტერდამში შეხვდა, უკრაინელ ლიდერს მოწამლული "ბონბონიერი" მიართვა. მიუხედავად ამგვარი გამოცდილებისა, მექსიკაში სუდოპლატოვი ვეღარაფერს იზამდა, რადგან ესპანური არ იცოდა და გარდა ამისა, სლავური გარეგნობა ჰქონდა. ამიტომ ის ზედმეტი ფორმალობის გარეშე ენდო ეიტინგონს, რომელმაც აღუთქვა, რომ პრობლემას მალევე მოაგვარებდა. 1940 წლის მარტში ნაუმ ეიტინგონი და მისი საყვარელი - ესპანელი კომუნისტი ქალი კარიდად მერკადერი მოსკოვიდან ჯერ პარიზში, შემდეგ კი მეხიკოში ჩაფრინდნენ. ეიტინგონს ჯიბეში ფრანგული პასპორტი ედო, ვინმე ფილიპე ებრალიძის სახელზე. მეხიკოში წყვილს კარიდადის შვილი - 23 წლის რამონი ელოდა. საბჭოთა მზვერავების მასპინძელი მექსიკის დედაქალაქში ცნობილი მხატვარი და კომუნისტი - დავიდ ალფარო სიკეიროსი იყო, რომელმაც ყველაფერი ადრევე იცოდა და მზადაც გახლდათ დავალების შესასრულებლად. მას ჰყავდა მებრძოლთა ათკაციანი რაზმი, რომელიც საკმაოდ კარგად იყო გაწვრთნილი და გამოცდილებაც დიდი ჰქონდა. სიკეიროსი საბჭოთა უშიშროებისგან სოლიდურ ანაზღაურებას ელოდა და მზად იყო, რისკზე წასულიყო - ლევ ტროცკის სახლს დღე-ღამის განმავლობაში იცავდნენ IV ინტერნაციონალის მიერ დაქირავებული დაცვის წევრები - ძირითადად, ამერიკელები, რომლებიც საკმაოდ კარგად იყვნენ შეიარაღებული. ნაუმ ეიტინგონი და რამონ მერკადერი მარტიდან აგვისტომდე ლევ ტროცკის გარემოცვის შესწავლას მოუნდნენ. პარალელურად კი, მერკადერი - სიკეიროსის და მისი ნაცნობების მეშვეობით - ერთ-ერთ ადგილობრივ მემარცხენე გაზეთში ჟურნალისტად გაფორმდა. ერთი სიტყვით, მზვერავებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ლევ ტროცკის გარემოცვაში ბუნებრივად - ზედმეტი ეჭვის გარეშე შეეღწიათ. ასე დადგა 1940 წლის 20 აგვისტო. იმ დღეს მეხიკოში უჩვეულოდ მოღრუბლული ამინდი დაემთხვა, რაც მზვერავებს ხელს აძლევდათ - ქუჩაში ბევრი ხალხი არ იქნებოდა და ისინი უხმაუროდ მიმალვას შეძლებდნენ. სხვათა შორის, ლევ ტროცკის ეჭვი ჰქონდა, რომ უთვალთვალებდნენ. ამიტომაც სახლიდან თითქმის არ გადიოდა და ჟურნალისტებსაც იშვიათად ეკონტაქტებოდა. იმ დღეს, რატომღაც, სხვაგვარად მოიქცა - ინტერვიუზე მისულ ჟურნალისტს, რომელიც ხუან დე კასტროდ გაეცნო, უარი არ უთხრა და სახლში მიიწვია. შესვლისას, ხუან დე კასტრო, რომელსაც ხელში მსხვილბუნიკიანი, ძველმოდური ტროსტი ეჭირა, დაცვამ საფუძვლიანად გაჩხრიკა, მაგრამ ვერაფერი უპოვა. რა თქმა უნდა, დე კასტრო მერკადერი იყო და მკვლელობის იარაღად ტროსტი უნდა გამოეყენებინა. GzaPressადგილობრივი დროით 17:30 საათზე მერკადერმა ინტერვიუს ჩაწერა დაიწყო. ტროცკის მან რამდენიმე კითხვა დაუსვა და შესაბამისად, პასუხებიც მიიღო. ლევ ტროცკის ბევრი ლაპარაკი უყვარდა და ვინაიდან დიაბეტიც ჰქონდა, შიგადაშიგ შაქრიან წყალს სვამდა. ერთ-ერთი ასეთი შესვენების დროს, ის ადგა, კომოდთან მივიდა, რომელზეც წყლიანი ჭიქა იდგა. მერკადერი სწორედ ამას უცდიდა - მან მთელი ძალით მოიქნია ტროსტი და კეფაში სთხლიშა მსხვერპლს. ტროცკი იქვე უგონოდ ჩაიკეცა, თუმცაღა არ მომკვდარა. მერკადერმა კიდევ ერთხელ ჩაარტყა ტროსტი მას, მერე კი კარისკენ გაიქცა. ამ დროს, გარედან ტროცკის სახლს სიკეიროსის ხალხმა ალყა შემოარტყა და ცეცხლიც გახსნა. დაიღუპა დაცვის რამდენიმე წევრი, რამონ მერკადერმა კი სახლიდან უვნებლად გამოღწევა ვერ შეძლო - ის დაცვამ დაჭრა და დააკავა. ამ ყველაფერს ნაუმ ეიტინგონი და კარიდად მერკადერი ქუჩაში გაჩერებული მანქანიდან ადევნებდნენ თვალყურს. ეიტინგონმა და კარიდად მერკადერმა იმავე დღეს დატოვეს მექსიკა და კუბის გავლით ჯერ პარიზში, მერე კი მოსკოვში ჩაფრინდნენ. იქ ორივენი ოქროს მედლით დააჯილდოეს; სტალინმა მათ პირადად გადასცა ჯილდოები და მერე ქართული აქცენტით უთხრა: "ახლა კი ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ყველაზე ძლიერია მთელ მსოფლიოში, ეს კი თქვენი დამსახურებაა!" წყარომიხეილ ლაბაძე "გზა", 2012 წელი
Sokhumi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
როგორია ენგურს მიღმა ცხოვრება - ქართველი გოგოს ჩანაწერები აფხაზეთზე - ნაწილი II
მეორე პრობლემა, ალბათ, მუდმივად ტრანსპორტის პრობლემაა, რომელიც თითქმის არ იყო სოფელში, არც ქალაქებში ყოფილა დიდად. ქალაქში გასვლა, პირადად ჩემს ოჯახს, დიდი წვალების ფასად უჯდებოდა, ხან მეზობლებისთვის უნდა გვეთხოვა, ხანაც ნათესავებისთვის. ასე იყო უმრავლესობა. ყველანაირად ვზარალდებოდით, მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველები ვიყავით. ცხოვრება გაუსაძლისი ხდებოდა. განსაკუთრებით, ალბათ, აბიტურიენტობის პერიოდში ვიგემე მთელი სიმწარე იქ ცხოვრების. როცა აბიტურიენტი გავხდი, ბუნებრივია, ისევე,როგორც ყველას, ჩაბარება მინდოდა. გადაწყვეტილი მქონდა, რომ თბილისში მინდოდა ჩაბარება. ჩემი მშობლებიც ამ ვარიანტის მომხრეების იყვნენ, მეტიც, არ უნდოდათ სოხუმში ან რუსეთში წავსულიყავი. აქ წარმოიშვა დიდი პრობლემა : მასწავლებლები, რომლებიც ქართულად მომამზადებდნენ. უნარების ჩაბარება ქართულად მათემატიკური ტერმინების სუსტად ცოდნით, ნამდვილად რთული გახლდათ. იმის გამო, რომ ჩემს სოფელში უნარების მასწავლებელი არ მყავდა, მეორე სოფლამდე მიწევდა ფეხით სიარული, რაც მთელ დღეს მართმევდა, საშინლად ვიღლებოდი, თანაც ისე რომ, მეცადინეობის თავიც არ მქონდა სახლში დაბრუნებულს. ზოგჯერ მიმართლებდა, ხან ნაცნობ გამვლელს მივყავდი მანქანით, ხანაც ნათესავებს. თუმცა, უმეტესად მაინც ფეხით მიწევდა მეც და ჩემს რამოდენიმე მეგობარს. ჩემი კლასიდან ერთადერთი აბიტურიენტი ვიყავი, რაც საქმეს კიდევ უფრო მიძნელებდა. სკოლაში გაკვეთილებზე სავალდებულო იყო დასწრება, რის გამოც, ფაქტობრივად, ორად გახლეჩვა მიწევდა. მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები ყველანაირად ხელს მიწყობდნენ, მაინც მიჭირდა ამდენი რამის ერთად კეთება. ამას ისიც დაემატა, რომ სკოლის დირექტორს გადაჭრით მოსთხოვეს, ერთმა ბავშვმა მაინც ჩააბაროს სოხუმშიო, თუ არადა სკოლას პრობლემებს შევუქმნითო. ამის გარდა, სხვა ხერხებიც გამოიყენეს ჩვენს იქ დასატოვებლად. ერთი იყო გალში, ზუსტად არ მახსოვს რა პერიოდი იყო. მთელი გალის რაიონის ბავშვები შეგვკრიბეს გალის კულტურის სახლში და პრეზენტაციები ჩაგვიტარეს რუსეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების და სოხუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. შეიძლება ეს მხოლოდ მე შევნიშნე, მაგრამ ზუსტად მახსოვს, პრეზენტაციების ბოლოს, ერთ-ერთი რუსეთის რომელიღაცა უნივერსიტეტის ლექტორმა გადაჭრით თქვა, რომ სხვა გზა არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ რაც წარმოგვიდგინეს დავჯერებულიყავით. ეს თქვა და გაიცინა. ჩვენ კი ნამდვილად არ გვეცინებოდა. ამით ახალი საფიქრალი და შიშები გაგვიჩინა. სულ მალე კი დავრწმუნდით, რომ ტყუილად არ გვინერვიულია. 2019 წლის ივნისი ნამდვილად დიდი გამოწვევების თვე აღმოჩნდა აფხაზი აბიტურიენტებისთვის. ივნისის დასაწყისში სკოლაში საატესტატო გამოცდებს მოვრჩით. 27 ივნისს ტარდებოდა, ე. წ. „მეჯლისი“ სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით. ეს იმას ნიშნავდა, რომ ყველა აბიტურიენტი გალის რაიონის სკოლებიდან იქ უნდა ყოფილიყო. რამოდენიმე დღეში ეროვნული გამოცდები მეწყებოდა და ნამდვილად არ მსურდა მაგ მეჯლისისთვის დროის დაკარგვა, თუმცა, სკოლის დირექტორს უთხრეს, რომ აუცილებლად ყველა კურსდამთავრებული უნდა ყოფილიყო. გააზრებული მქონდა, რომ არ წასვულიყავი რა შედეგი მოყვებოდა ამას : დედაჩემი მასწავლებელი იყო და არ მინდოდა ამის გამო მას შექმნოდა პრობლემები. საღამოს, როდესაც უკვე იქ ვიყავით შეკრებილები ყველა, ხმა გავარდა რომ ენგურის ხიდი ჩაიკეტა. თავიდან დაჯერება გამიჭირდა, რადგან, ზოგადად, საზღვრის ჩაკეტვამდე ინფორმაციას გვაწვდიდნენ, ამჯერად კი არავის გავუფრთხილებვართ. რამოდენიმე ჩემი თანატოლი წავიდა ენგურის ხიდზე და ამბავი მოგვიტანეს, რომ ეს სიმართლეა და საზღვარი რეალურად ჩაგვიკეტეს. მთელი საზეიმო ვითარება დიდ გლოვად იქცა : იყო სევდა და ცრემლები, გვეგონა, ერთადერთი შანსი გვერთმეოდა ხელიდან ნორმალურად სწავლის და ცხოვრების. ამ ყველაფრის ფონზე, იძულებულები ვიყავით ზეიმისთვის მაინც გვეყურებინა, ბოლოს კი, ეს ყველაფერი ფეიერვერკებით დაგვირგვინდა. ალბათ, ყველაზე სტრესული პერიოდი იყო ჩვენთვის. აბიტურიენტებმა რა არ გააკეთეს იმისთვის, რომ ჩაესწროთ გამოცდებისთვის დროზე: ზოგს ბევრი ფულის გადახდა მოუწია; ვისაც საშუალება არ ჰქონდა, გადაპარვა სცადეს, ამ დროს, ერთ-ერთ აბიტურიენტს მავთულხლართებში მოყვა ხელები და დაესერა. საბედნიეროდ, ქართველი სამხედროები იქვე ახლოს იყვნენ და დახმარება გაუწიეს. ზოგმა მოასწრო პირველ გამოცდაზე დასწრება, ზოგმა ვერა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ყველას ჩაუთვალეს, მდგომარეობა გაითვალისწინეს. ასეთი ისტორიები ბევრია, მაგრამ ეს სწორედ ის თავია, სადაც ყველამ ერთად შევძელით გამარჯვება და მიზნის მიღწევა. ეს არის ის ისტორია, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლედ დავწერე. მერწმუნეთ, მოსაყოლი ამაზე მეტია, მხოლოდ აისბერგის ზედა ნაწილია და რაც უფრო დაბლა ჩაიხედავთ, უკეთ დაინახავთ თუ რასთან უწევთ აფხაზეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქართველებს შეჯახება, რომლებიც მუდმივად იმის მოლოდინში არიან, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება . თუმცა, ის დღე ჯერ ჩვენგან საკმაოდ შორსაა. ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ და იმდენი მოვახერხოთ, რომ ამ ადამიანებს ტანჯვა შევუმსუბუქოთ, შემდეგ კი ჩვენი დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ. დიდი წინააღმდეგობებია წინ, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ და შევხვდეთ გამოწვევებს, რომლებიც წინაპირობაა იმ დიდი მომავლის, წინ რომ გველოდება. სტატიის ავტორი: მარიამ ქობალია#აფხაზეთი #ისტორია #საქართველო #პოლიტიკა #ოკუპაცია
Primetime
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ინტერვიუ სიკვდილის წინ – „სიცოცხლე ამად ღირდა“
“თქვენ მე ორი საათით შემიჩერეთ დაავადება”, – ინტერვიუს დროს გვითხრა და გაგვიღიმა. ეს იყო მარიამ თევზაძის ბოლო შვება და უკანასკნელი შეხება გარე სამყაროსთან, ინტერვიუდან რამდენიმე დღეში ის გარდაიცვალა. შეხვედრა ჰოსპისში, 2009 წლის ზამთრის მიწურულს შედგა, გაზეთი „პრაიმტაიმისთვის“, სიკვდილის წინ, ჩავწერეთ სიმსივნით დაავადებული ქალბატონი. საინტერესოა, რას ფიქრობს ამ დროს ადამიანი, რას ნანობს, რას განიცდის, რა სურვილები აქვს. ქალბატონი მარიამი ამ ყველაფერზე გულახდილად საუბრობს. ის იწვა ჰოსპისში, იქ, სადაც კიბოთი დაავადებული, უიმედო პაციენტები წვანან და სადაც დრო ყველაზე ძვირფასია. ყოველი წუთი მთელ სიცოცხლეს ნიშნავს, ყოველი წამი თითო ამოსუნთქვას… აქ სიცოცხლე აუხდენელი ოცნებაა. მარიამ თევზაძემ დიაგნოზი ექიმისგან შეიტყო, თუმცა ამბავს, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა, დეპრესიაში არ ჩაუგდია. მას მკერდისა და ლიმფური ჯირკვლების კიბოთი დაავადების შორსწასული ფორმა – მეოთხე სტადია ჰქონდა. მომაკვდავის სარეცელთან იმედი არ ჩამქრალა. ცხოვრების ბოლო დღეებში 64 წლის ქალბატონი მაინც სიცოცხლეზე ოცნებობდა და ამბობდა, რომ ცხოვრება ამადაც კი ღირდა… „ახლა უკვე მივხვდი, რომ…“ მარიამ თევზაძე: – სიცოცხლე სიკვდილის პირისპირ… როცა იცი, რომ სიცოცხლის უკანასკნელი წუთები გიდგას, იცით, რას შევცვლიდი, რომ შეიძლებოდეს? ხალხს შევცვლიდი. ყოველთვის მინდოდა, ადამიანები სხვანაირები ყოფილიყვნენ… ერთმანეთს უმოწყალოდ ვექცევით. ამას გვიან ვხვდებით, ესეც კარგია მოსანანიებლად. სიცოცხლე ყველაფრად ღირს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ დღეში ვარ! ცხოვრება ამადაც კი ღირდა. ვიცი, ჩემზე მეტად გაჭირვებულიც არსებობს, ღმერთს რომ სთხოვს, წამიყვანეო. მინდა ბედნიერი წუთების განმეორება, ეგეთი ბევრია ცხოვრებაში. რაც არ მინდა განმეორდეს, იმას სიკვდილის წინაც ვერ ვიტყვი. ვიქნებოდი ნაკლებად ემოციური, სამართლიანობისთვის ნაკლებად გამოვიდებდი თავს და ჯანმრთელობას დავზოგავდი. ადრე წესრიგის მოყვარული ვიყავი, ქუჩაში, ტრანსპორტში თუ ბაზარში, უსამართლობაზე სულ ვჩხუბობდი. უსინდისობას ვერ ვეგუებოდი. ახლა უკვე მივხვდი, რომ ნერვიულობიდან და სტრესიდან მოდის ყოველგვარი ავადმყოფობა. ადამიანი ნერვებია და თუ ის წესრიგში არ გაქვს, არ თქვა, რომ რამე გაქვს წესრიგში. ბევრ რამეს ისე უნდა შემოუარო, რომ ნერვიულობა თავიდან აიცილო, მაგრამ ესეც რთულია. „აღარ განიკურნები!” დიაგნოზს აბსოლუტურად ნორმალურად შევხვდი. მოულოდნელი იყო, მაგრამ იმ წუთში მივხვდი, რომ პანიკას აზრი არ ჰქონდა, თუმცა პროტესტის გრძნობა დამეუფლა – რატომ მე? წარმოიდგინეთ. გგონიათ, რომ ჯანმრთელი ხართ და უცებ გეუბნებიან, აღარ განიკურნებითო! მაგრამ უცებ დავიმშვიდე თავი – ალბათ, იმიტომ, რომ მე ამირჩია. ასეთი ვარ. დეპრესია რა არის, არ ვიცი… “ახალგაზრდობაში ამაზე არც მიფიქრია” თბილისელი ვარ. პროფესიით ფილოლოგი გახლავართ. ვწერდი, ვთარგმნიდი, ვცეკვავდი, ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას, მათ შორის, საგარეო საქმეთა სამინისტროში (კადრების განყოფილების უფროსად)… მყავდა მეუღლე, პროფესიით მეღვინე ჯემალ ბაქრაძე, რომელიც 23 წლის წინათ ხორხის სიმსივნით გარდაიცვალა. მაშინ 41 წლის ვიყავი და თავში აზრადაც არ გამივლია, რომ მეც სიმსივნით დავავადდებოდი. ახალგაზრდობაში ამაზე არ ფიქრობ, დაფრინავ. თანაც იმ პერიოდში კიბოს შესახებ ნაკლებად ვრცელდებოდა ინფორმაცია. დაუნიშნავდნენ ქიმიას, კეთდებოდა ოპერაცია და ამით სრულდებოდა ყველაფერი. ჩემმა ქმარმა არ იცოდა, რა სჭირდა. მაშინ არ იყო მიღებული, რომ მას სცოდნოდა. შვილის აყვანაზე ვფიქრობდი, მაგრამ მას მამა და უზრუნველყოფილი ცხოვრება სჭირდებოდა, თანაც ხომ იცით, თავისუფლად ცხოვრებამ როგორი მიჩვევა იცის?! ჩემდა სამარცხვინოდ ამას ვამბობ. მყავს და, ლია თევზაძე, რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი. ისიც ჩემსავით მარტოხელაა. დაგვიანებული სადაზღვევო პოლისი სულ რამდენიმე თვეა, რაც ამ სიტუაციაში აღმოვჩნდი. არაფერი არ მაწუხებდა. აგვისტოში შევამჩნიე, რომ მკერდზე პატარა ცხიმგროვისმაგვარი რაღაც მქონდა. მერე ძალიან სწრაფად მოედო ნახევარ მკერდს. ჯირკვლებმა სწრაფად დაიწყო თავმოყრა. სექტემბრიდან მკურნალობა რომ არ დაგვეწყო, არ შეიძლებოდა. სახალხო ბანკის ჯანმრთელობის დაზღვევამ პოლისის მოცემას გადამაყოლა. თვეების მანძილზე გამიჭიანურეს, რა ვქნათ, ასეთი წესები გვაქვსო. 1-ელ ივლისს მოსაცემი 5-დღიანი სადაზღვევო პოლისი 17 ნოემბერს ძლივს მაღირსეს. პოლისი რომ თავის დროზე მოეცათ, ბევრი არაფერი, მაგრამ მკურნალობა რაღაც ეტაპით წინ წავიდოდა.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
Covid-19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტის ისტორია
ლილე აბსანძე რამდენიმე დღის წინ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს. მანამდე იგი კლინიაში 28 დღის განმავლობაში Covid-19-ს მკურნალობდა. გამოჯანმრთელებული პაციენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას განვლილი დღეების, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და კლინიკაში არსებული ვითარების შესახებ. უცვლელად გთავაზობთ პოსტს: "მგონი უკვე ყველამ იცით, მაგრამ იმ 139 ადამიანიდან, რომელიც covid19-ისგან გამოჯანმრთელდა, ერთ-ერთი მე ვარ. 28 დღე ვმკურნალობდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და იქედან საერთოდ სხვანაირ ქვეყანაში გამოვედი. მართალია, ძირითადად ყველანი იმაზე ხართ კონცენტრირებული ვირუსისგან თავი როგორ დაიცვათ, სახლში როგორ დარჩეთ და რა თქვა მარინა ეზუგბაიამ ამ დილით, მაგრამ მაინც მოგიყვებით, რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს უკვე პალატიდან კითხულობ. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ტექსტში წერია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამოცდილება, წყალგაუვალი სიმართლე ეს არ არის, და რა თქმა უნდა, ყველაზეც ნამდვილად არ ვრცელდება. ჩემი ამბავია მარტო. მე მარტის ბოლოს ერთ-ერთ კლინიკაში ვმკურნალობდი ფილტვების ბაქტერიული ანთებით. საერთო პალატაში შემოიყვანეს პაციენტი, რომელმაც კონტაქტები დამალა (მე ასე ვიცი) და როგორც შემდგომ აღმოჩნდა, კორონავირუსით იყო ავად. 2 დღე ამ ადამიანთან ერთად ვმკურნალობდი პალატაში და შემდეგ სახლში გამწერეს. კიდევ ორი დღის მერე, დამირეკა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და გადამიყვანეს კლინიკაში. მეორე დღეს ლუგარის ლაბორატორიამ ამიღო ნაცხი ცხვირიდან და ხახიდან და 6 საათში დამიდასრუტდა კოვიდ-19. მოსაყოლად ხო ძალიან მარტივია, მაგრამ მგონი ყველაზე ცუდი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. სანამ სასწრაფო მოვიდა, 20 წუთი ყვველაფერს განურჩევლად ვჩურთავდი ჩანთებში, თან მეტირებოდა, თან ვიგინებოდი, თან ჩემებს ვუყვიროდი ახლოს არ მოსულიყვნენ და არაფერში დამხმარებოდნენ და თან მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ რა აზრი აქვს, უკვე ყველას გვჭირს. არ გვჭირდა ყველას, არავის ჭირდა ჩემ გარდა, მაგრამ ეს არც მაშინ ვიცოდი, არც მომდევნო 14 დღე ვიყავი დარწმუნებული და ბოლომდე ახლაც არ მჯერა. დღესაც, დედაჩემს რომ ველაპარაკები მარტო იმას ვუსმენ როგორ სუნთქავს და ხომ არ ახველებს. როგორც მე ვიკონტროლებდი ტემპერატურას ბოქსირებულ პალატაში, ისე ვაკონტოლებდი ოჯახის წევრების ტემპერატურას დისტანციურად და ობსესიურად. მე საშუალოზე ოდნავ მძიმე პნევმონია მქონდა, პლაქვენილიც ვსვი (კანფეტი ნამდვილად არ არის) და ხანდახან ჟანგბადსაც ვიშველიებდი სუნთქვისას. ჩემს შემთხვევაში, ხველა გვიან დაიწყო და არც ისე ძლიერი იყო, არც ტემპერატურა მქონია ძალიან მაღალი. ძირითადი სიმპტომები იყო ვერტიგო, გულის ტკივილი, გულმკერდის არეში ზეწოლა, თავის ტკივილი, დაბალი წნევა, დაბალი სიცხე და იშვიათად სუნთქვის გაძნელება. აქვე კიდევ ერთხელ დავწერ, რომ ვირუსი ძალიან ინდივიდუალურად უდგება ყველას და თუ თავბრუსხვევა იგრძენით, არ არის აუცილებელი კორონა გჭირდეთ მაინცდამაინც. პალატებს აქვს ძალიან თხელი კედლები და პაციენტების ხველება თავისუფლად გესმის, როგორ ელაპარაკებიან ახლობლებს ეგეც გესმის, როგორ ხდებიან უარესად, როგორ გადაყავთ რეანიმაციაში ან როგორ წერენ სახლში. ამიტომ მარტოობის შეგრძნება არ გაქვს, მარტო არ ხარ შარში. რთული ძირითადად ის არის, რომ კუბოებზე მიმების სქროლვა გიწევს ფეისბუქზე, ვიღაცეების დარიგების წაკითხვა რო ,,ნუ აი არ მესმის ეს ხალხი სად დადიოდა", ხშირად კითხულობ სიტყვას "დაუდევრობა" და ზუსტად იცი, რომ შენზე ფრთხილად არც არავინ ყოფილა და არც ახლაა არავინ. ალბათ, ამაზე უფრო დიდი სირთულეა ის, რომ დანამდვილებით არც შენ და არც არავინ იცის რა გჭირს, როგორ მორჩები ამისგან და მერე რა იქნება. მე ჩემმა ექიმმა პირდაპირ მიხრა, რომ ამ დაავადებას მე და შენ ახლა ერთად ვსწავლობთო, თავიდან დავიზაფრე, მაგრამ მალევე ეჩვევი. ეს იმასაც ნიშნავს, რომ როცა დაავადებას შენთან ერთად სწავლობენ, ყველა შესაძლო მხრიდან გაკონტროლებენ. იქ რომ ხარ, პანდემიას არ აბრალებ არავის, იმიტომ რომ სულერთია. მარტო იმ ჩაკეტილი პალატიდან ხედავ, რომ ეს საყოველთაო უბედურება უფრო დიდი რაღაცაა ვიდრე ქალი, რომელმაც კონტაქტები დამალა, იმიტომ რომ არ ჯეროდა, რომ თვითონ შეიძლება რაიმე დამართნოდა, უფრო დიდია ვიდრე რელიგიური დღესასწაული, მამაოების შეგონებებზე უფრო უტიფარია და სტატისტიკაზე უფრო მომაბეზრებელი. მიუხედავად იმისა, რომ ვინც მივლიდა თითქმის ვერავის ვცნობ სახეზე, დიდი, სულისშემხუთავი ეკიპირების გამო, უუუღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დამხმარეებს, სანიტრებს და მარინა ექიმს. მთელი ეს პანდემია ყველაზე მეტად მათ აწვება. ჩემხელა და ჩემზე პატარა სტუდენტები ყოველდღე მორიგეობენ და ეკიპირებაში იოფლებიან, არც ძინავთ წესიერად და ისინიც იზოლირებულები არიან ოჯახებისგან. ასევე, მადლობა ვინმე საბას, რომელიც ყველაზე კარგი კურიერია მსოფლიოში და ჩემს მეგობრებს, თბილი სიტყვებისთვის და გემრიელი ამანათებისთვის. თუ ვინმეს დაგიდასტურდათ ვირუსი, შეგიძლიათ მომწეროთ, დამირეკოთ და 24/7-ზე მომიყვეთ რა ხდება თქვენს თავს, რისი გეშინიათ, რა გაიმედებთ, რომელი ანალიზი რამხელა დისკომფოტს იწვევს და ა.შ. ძალიან გამეხარდება ვინმესთვის პატარ-პატარა სასარგებლო გამოცდილებების გაზიარებების საშუალება თუ მექნება. მე პირადად სულ ვეძებდი ეგეთ ადამიანს. P.S " ვაიმე, 37 მაქვს და კორონა ხო არ მჭირს" და მსგავსი ტექსტები შეგიძლიათ არ მომწეროთ, მაგას ადგენს მხოლოდ ტესტი."#კორონავირუსი #პაციენტი #გამოჯანმრთელებული #TbilisiDaily